პირველი ქართული სამთო ველოსიპედის პრეზენტაცია და გრანდიოზული ველოფესტივალი BIKE FEST 2016 - კვირის პალიტრა

პირველი ქართული სამთო ველოსიპედის პრეზენტაცია და გრანდიოზული ველოფესტივალი BIKE FEST 2016

16 ოქტომბერს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკვე მეორედ გაიმართება ქართული ველოსპორტის ისტორიაში უპრეცედენტოდ მასშტაბური ველოფესტივალი. ფესტივალის ორგანიზატორია bikes.ge. აქტივობები 12:00 საათზე დაიწყება და რამდენიმე საათი გაგრძელდება.

ველოფესტივალი "Bike Fest 2016" არის ქართული ველოსპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომელიც აერთიანებს შეჯიბრებას ექსტრემალური ველოსპორტის სახეობა "Downhill"-სა და "Cross Country"-ში, ველოთამაშებს, სერვისის ე.წ. მასტერკლასს, ველოსიპედების გამოფენასა და სხვა გასართობ აქტივობებს.

ველორბოლა მოიცავს ორი კატეგორიის შეჯიბრს - Down Hill-ი, სწრაფი დაშვება და Cross Country, სამთო რბოლა. ორივე კატეგორის შეჯიბრი გაიმართება კუს ტბის ტყე-პარკის ტერიტორიაზე. ბილიკის ზუსტი მონაცემები ცნობილი გახდება ფესტივალამდე 1 კვირით ადრე იმის ასაცილებლად, რომ არ მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევები, ბილიკის დაზიანება, წინასწარ შესწავლა და ა.შ.

ველო თამაშები - სხვადასხვა სახის გასართობი თამაშები ველომოყვარულებისათვის, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი. გამარჯვებულები და გამორჩეულად აქტიური მონაწილეები დაჯილდოვდებიან საჩუქრებით.

Service Lab - მექანიკოსების ერთგვარი მასტერკლასი სპეციალურად Bike Fest-ისათვის. პროფესიონალების მომსახურება და რჩევები სრულიად უსასყიდლოდ ნებისმიერი მსურველისათვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზე გასცემენ პასუხს; ასევე, Service Lab-ზე გაიმართება ველო აკადემიის პრეზენტაცია.

ველოსიპედების, ნაწილების, აქსესუარებისა და ეკიპირების გამოფენა - 2017 წლის ველო ინდუსტრიის წამყვანი ბრენდების როგორებიც არიან: GHOST, KONA, AUTHOR, SR SUNTOUR, CANE CREEK, SAPIM, KORE, SPANK, FIVE TEN , 100%, BNB RACK, MITAS და MAXXIS-ის ახალი, 2017 წლის კოლექციის ჩვენება Bike Fest-ის სტუმრებისათვის.

GHOST-ის ყველასთვის ცნობილი მოდელების გატესტვის შესაძლებლობა ნებისმიერი მსურველისათვის სრულიად უსასყიდლოდ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ფესტივალი გთავაზობთ სხვა მრავალ სასიამოვნო სიახლესა და სიურპრიზს, რომლის ნახვა უკვე 16 ოქტომბერს ვაკის პარკში იქნება შესაძლებელი. ყველას, ვისაც სურს ჯანსაღ, სასიამოვნო და გასართობ გარემოში დროის გატარება "Bike Fest 2016" ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა. ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ველოკულტურის განვითარებასა და, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ლინკზე:

https://www.facebook.com/events/1027868990663004/