ქართული ძიუდოს ოქროს ბიჭები - გამარჯვება რუსეთთან და მეცხრედ მოპოვებული ევროპის ჩემპიონობა - კვირის პალიტრა

ქართული ძიუდოს ოქროს ბიჭები - გამარჯვება რუსეთთან და მეცხრედ მოპოვებული ევროპის ჩემპიონობა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ფინალში საქართველოს ნაკრები რუსეთს შეხვდა, ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

პირველი საჭიდაოდ ვაჟა მარგველაშვილი (66) გავიდა. შეხვედრის ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და დაპირისპირება ოქროს ქულამდე გაგრძელდა, რომელიც საბოლოო მარგველაშვილმა მოიპოვა და საქართველო დააწინაურა - 1:0.

მეორე შეხვედრა ლაშა შავდათუაშვილმა (73) იპონით დათმო - 1:1.

მესამე საჭიდაოდ ზებედა რეხვიაშვილი (81) გავიდა, რომელიც ასევე დამარცხდა. ოქროს ქულისთვის ბრძოლაში რუსმა პირველად აუღო ქულა და რუსეთი დაწიანურდა - 1:2.

მეოთხე ბექა ღვინიაშვილი (90) გამოვიდა და ანგარიში გაათანბრა - 2:2. ღვინიაშვილმა მეტოქე ვაზარზე დააგდო, შემდეგ შებოჭა და სასურველი გამარჯვებაც მოიპოვა.

ბოლო საჭიდაოდ ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100) გავიდა, მეტოქე იპონზე დააგდო და საქართველოს გამარჯვება მოუტანა - 3:2.

ფინალამდე ქართველებმა გუნდურ შეჯიბრებაში იტალია, სერბეთი და უკრაინა დაამარცხეს.