ვალუტის კურსი
09/09/2010
USD
1
USD
1.8510
EUR
1
EUR
2.3524
RUB
100
RUB
5.9928
გვესაუბრება ავერსის კლინიკის...
 
აგებულებისა და ფუნქციური...
 
21-06-2010
მერე რა, რომ ზამთარია...
მერე რა, რომ ზამთარია... უკვე ათი დღეა, სამხრეთი აფრიკა უზარმაზარ სკასავით ზუზუნებს. ვუვუზელას ყურისწამღები ჭყვიტინის გარდა, ამ ალიაქოთში მთელი მსოფლიოდან ჩასულ ასიათასობით გულშემატკივარსაც შეაქვს წვლილი.

მათ კი, ვისთვისაც სამხრეთი აფრიკა ისეთივე მიუწვდომელია, როგორიც ჰონდურასის ნაკრებისთვის მერვედფინალის საგზური, ისღა დარჩენიათ, ლუდის თანხლებით ტელევიზორს მიუსკუპდნენ, ანდა გვერდით სადარბაზოში გადაირბინონ და რომელიმე ქვეყნის ფანკლუბის წევრებთან (მთავარია, გაუმართლოთ და საქართველოში ცხოვრობდნენ, თორემ ამდენ ფანკლუბს სხვაგან სად ნახავენ?!) ერთად დატკბნენ საყვარელი თამაშით.

მერე რა, რომ სამხრეთ აფრიკის მინდვრებზე ფეხბურთი ჯერ მხოლოდ კანტიკუნტად ვნახეთ - მუნდიალი თანდათანობით გახურდება და ზუზუნი, ჭყვიტინი და ღრიალი (სიმწრისაც) მერე ნახეთ!

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რომელსაც აქამდე მხოლოდ სარაგბო მექად ვიცნობდით, ჯერჯერობით ღირსეულად უმკლავდება უდიდესი საფეხბურთო ფორუმის მასპინძლობას. მერე რა, რომ აფრიკის სამხრეთით ახლა ზამთარია? მერე რა, რომ გზაზე დინჯად მოსეირნე სპილოს გამო ფეხბურთელებს საცობში დგომა უწევთ? მერე რა, რომ ვუვუზელა გულისგამაწვრილებლად ზუზუნებს და არც ტურნირის ოფიციალური ბურთი დაფრინავს ისე, როგორც საჭიროა? - არც ერთ ზემოჩამოთვლილ ამბავში მასპინძლებს ბრალი არ მიუძღვით.

ჰო, ვუვუზელას თუ არ ჩავთვლით. პლასტმასის ამ უწყინარმა ინსტრუმენტმა ჯერ კიდევ შარშან, კონფედერაციის თასის მატჩებისას, შეაშფოთა ფეხბურთის სამყარო. ერთი პირობა, მისი აკრძალვა დააპირეს, მაგრამ მერე გადაიფიქრეს და მსოფლიო ჩემპიონატზე ნებისმიერ მსურველს ლეგალურად შეუძლია ამ ეგზოტიკური საკრავის გამოყენება.

KvirisPalitra.Geძნელი სათქმელია, რა სიამოვნებას იღებენ "დამკვრელები" პლასტმასის ამ მარტივი ინსტრუმენტის საზარელი ხმაურისგან, მაგრამ ის კი მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ვუვუზელას ხშირი გამოყენება ვირუსების გავრცელებასაც უწყობს ხელს და სმენის მკვეთრ დაქვეითებას, ზოგჯერ კი სიყრუესაც იწვევს. როგორც ჩანს, ამ საკრავის მოყვარულთა უმეტესობა კარგა ხნის წინ დაყრუვდა, თორემ სხვაზე თუ არ ფიქრობენ, საკუთარი თავი მაინც შეეცოდებოდათ.

ვუვუზელას ზუზუნით შეწუხებულმა რამდენიმე ტელეკომპანიამ ტრანსლაციის დროს ხელოვნურად შეამცირა მისი ხმაური ისე, რომ ტრიბუნებისა და კომენტატორის ხმას არაფერი მოჰკლებია. ტელემაყურებელმა ამით კი იგრძნო შეღავათი, მაგრამ სტადიონზე მყოფებისა რა გითხრათ.

სხვათა შორის, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები დიდი ხანია ჩივიან, ვუვუზელას ხმა მთელი ღამე არ გვაძინებს და ვერც სტადიონზე ვაგებინებთ ერთმანეთს რამესო. მსოფლიოს ექსჩემპიონებს ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი რომ აქვთ, ეს მხოლოდ უსუსურ თამაშს უნდა დააბრალონ, თორემ აფრიკაში ყველა გუნდი თანაბარ პირობებშია და "ფრანგთა და სერბთა ვინათგან ხმა (ვუვუზელას) სწორად მოეფინება"...

რაც შეეხება ტურნირის ოფიციალურ ბურთს, ხმაურის გარდა, "ადიდასის" შეკერილ "ჯაბულანსაც" ბევრი მომდურავი ჰყავს. ფეხბურთელები ჩივიან - ბურთი უცნაურ ტრაექტორიას იძენსო. მაგალითად იტალიის ნაკრების კარის დარაჯის ჯან-ლუიჯი ბუფონის გამონათქვამიც გამოდგება - თუ ანდრეა პირლო ჩვეულებრივი ბურთით 10 სანტიმეტრით არაზუსტ პასს გააკეთებს, ამ ბურთით ცდომილება სამ მეტრამდე გაიზრდებაო.

უნდა ითქვას, რომ ბუფონმა ტრავმა პირველივე მატჩში მიიღო და თანაგუნდელებს კარგა ხნით გამოაკლდა. "ჯიჯი" კი ირწმუნება, ნუ გეშინიათ, ფინალამდე აუცილებლად მოვმჯობინდებიო, მაგრამ საკითხავია, მიაღწევს კი იტალიის სიბერეშეპარული ნაკრები ფინალამდე?

სხვათა შორის, წლევანდელ მუნდიალზე ყველაზე ასაკოვანი ნაკრები ბრაზილიას ჰყავს, - ამ გუნდის მოთამაშეთა საშუალო ასაკი 28,7 წელია. იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ჯენარო გატუზომ კი, როცა ასაკზე მიუთითეს, მოსწრებულად იხუმრა, თავს ბებერ ფეხბურთელად სულაც არ მივიჩნევ. მე თუ ბებერი ვარ, ბაბუაჩემზე რაღა უნდა ვთქვათო.

KvirisPalitra.Geისიც უნდა ითქვას, რომ მეკარეებისთვის მიმდინარე ტურნირი უიღბლოდ დაიწყო. ბუფონის ტრავმაზე უკვე ვთქვით, მეკარემ "დაღუპა" ინგლისის ნაკრები აშშ-თან მატჩში და ესპანეთის კარში შვეიცარიელთა გატანილ ბურთსაც კასილასის არადამაჯერებელ თამაშს აბრალებენ. ამ ორი მეკარის შეცდომის მიზეზი კი... სიყვარული ყოფილა. ყველგანმყოფმა ჟურნალისტებმა გამოიძიეს, რომ ინგლისელთა კარის დარაჯი რობერტ გრინი, რომელმაც ამერიკელებთან მატჩში კურიოზული ბურთი გაუშვა, სატრფომ მუნდიალის დაწყებამდე ორიოდ დღით ადრე მიატოვა.

რაც შეეხება კასილასს, მისი საცოლე, სარა კარბონერო, ჟურნალისტია და შვეიცარიასთან მატჩის დაწყებამდე იკერის კართან სპეციალური სიუჟეტიც ჩაუწერია. ამიტომაც ირწმუნებიან, თამაშის დროს კასილასი კარის დაცვაზე კი არა, სარაზე ფიქრობდაო.

ასეა, ყველაფერში ქალები არიან დამნაშავენი! თუმცა ინგლისელთა თავკაცმა ფაბიო კაპელომ რომ გამოუცხადა თავის ფეხბურთელებს, ერთი თვის განმავლობაში ისევე ვერ იხილავთ ცოლებს და მეგობარ გოგონებს, როგორც საკუთარ ყურებსო, იმიტომ მოუგეს ალჟირის ნაკრებს. სხვათა შორის, კაპელო 64 წლის სწორედ ალჟირთან მატჩის დღეს გახდა...

რაკი მწვრთნელებზე ჩამოვარდა სიტყვა, მარადონა რომ არ ვახსენოთ, არ იქნება. რაც არგენტინის ნაკრების სათავეშია, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ასამდე(?!) მოთამაშე გამოცადა და მუნდიალზე წასაყვანთა სიის შედგენისასაც არაერთი სიურპრიზი შემოგვთავაზა. დიეგო ყოველთვის გამოირჩეოდა ექსცენტრიკული გამოხდომებითა და ჩვეულებას არც ახლა ღალატობს.

სამუნდიალოდ დიეგომ ახალი იმიჯი მოირგო და შავ-თეთრი წვერ-ულვაში ისე აქვს გადაწკეპილი, ცოტა სიმაღლეც რომ უწყობდეს ხელს და პიჯაკის ნაცვლად ჩოხა-ახალუხი ეცვას, იმერელი აზნაური ეგონებოდა კაცს. ჰოდა, ამ ჩვენმა ბუენოსაირესელმა "აზნაურმა" პელე და პლატინი "სულ ერთმანეთზე დააწყო" - აქაოდა, ჩემი სამწვრთნელო შესაძლებლობები ეჭვქვეშ რომ დააყენეთ, თავად ვინ მიგდიხართო. "პელეს ადგილი მუზეუმშია, პლატინი კი ისევე როგორც ყველა ფრანგი, ქედმაღალი ადამიანია", - თქვა დიეგომ. მოგვიანებით, მარადონამ უეფას პრეზიდენტს მოუბოდიშა, პელეს კი - არა.

კორეელთა დამარცხების შემდეგ დიეგოს "ჩამჭრელი" კითხვა დაუსვეს, - ფეხბურთელებს წამდაუწუმ რომ კოცნი და საჯდომზე ხელის მოთათუნებით ამხნევებ, "იმნაირი" ხომ არ ხარო? მარადონამ პროვოკატორი დაამშვიდა, ნუ გეშინია, ძველებურად ქალები მომწონს და თუ არ გჯერა, ჩემს 31 წლის მეგობარ ქალს ჰკითხეო.


მართლაც, საკვირველი ამბავია - დიეგო მარადონას შეიძლება ყველაფერი დააბრალო - ცუდი მწვრთნელობაც, ექსცენტრიკულობაც, ნარკომანობაც, მაგრამ "იმნაირობა"?
და ფეხბურთი? სამხრეთ აფრიკაში ფეხბურთი ჯერ არ "გახურებულა", მაგრამ ერთი-ორი "გამონათება" უკვე ვნახეთ და ჯგუფური ეტაპი ისე როგორ ჩამთავრდება, რამდენიმე კარგი თამაში არ გამოერიოს და არ გაგვახსენოს, რატომ გვიყვარს ეს საოცარი თამაში... და კიდევ ის, რომ ფეხბურთი მხოლოდ "მეტი ან ნაკლები" კუთხური ან რომელიღაც ეგზოტიკური ქვეყნის ფანკლუბში გაწევრება არ არის...

მერე რა, რომ ზამთარია... საცა სამართალია, სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე მალე უნდა დაცხეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge კახა კალაძის ცხრაწლიანი მილანური კარიერა დასრულდა. გასულ კვირას საქართველოს ნაკრების 32 წლის მცველი "ჯენოაში" ჩაირიცხა და უახლოესი ორი წლის განმავლობაში სწორედ გენუის კლუბის წევრი იქნება.
KvirisPalitra.Ge საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი მუშაობას ოფიციალურად ნოემბრიდან შეუდგება, მანამდე კი შოტლანდიელმა სპეციალისტმა ქართველ მასპინძლებთან ერთად რაგბის მშენებარე ბაზაც მოინახულა, თანაშემწეების ვინაობაც გაგვიმხილა და "შავი ზღვის თასის" მატჩებსაც დაესწრო. ნაკრების დაცვის მწვრთნელი ავსტრალიელი ჯონ მაგლტონი იქნება, უკანახაზელებს შოტლანდიელი დონალდ კასკი გაწვრთნის, ფიზმომზადების მწვრთნელად ავსტრალიელი გარეთ ადამსონი იმუშავებს, ტექნიკური მრჩეველი კი ირლანდიელი მაიკლ ბრედლი იქნება.
KvirisPalitra.Ge საბერძნეთი 1:1 საქართველო
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა, ბოლო წლების ქრონიკული მარცხის ფონზე, სასიამოვნოდ გააოცა გულშემატკივარი. ევროპის ექსჩემპიონთან დაძაბულ ჭიდილში მოპოვებული ქულა ნამდვილად დასაფასებელია და უპირველესად კი იმიტომ, რომ ახალმა მწვრთნელმა მომავლისთვის კარგი ფსიქოლოგიური განწყობა შექმნა.
KvirisPalitra.Ge საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაასრულა. სამწუხაროდ, ჩვენი გაზეთის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერაფრით მოგაწვდით ბოლო ტურში ბულგარეთთან ჩვენი გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგს, მაგრამ უამისოდაც ერთი რამ ნათელი იყო - საქართველოს ნაკრების ფინალურ ეტაპზე გასვლა წელს გამოირიცხა.
KvirisPalitra.Ge ქართველ გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა გასულ კვირას კალათბურთით სულდგმულობდა. საქართველოს ნაკრების კარგმა ასპარეზობამ და განსაკუთრებით კი ბულგარეთში გამარჯვებამ ყველას იმედი ჩაუსახა, რომ ევროპის ელიტური ლიგის დებიუტანტებს ვეღარაფერი შეუშლიდა ხელს ფინალური ეტაპისაკენ მიმავალ გზაზე.
KvirisPalitra.Ge საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სტუმრად 83:79 დაამარცხა ბულგარეთის ეროვნული გუნდი და ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ გადადგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენს ქვეჯგუფში ისეთი ვითარებაა, საშინაო მარცხი ყველა ნაკრებისთვის კატასტროფის ტოლფასია.
KvirisPalitra.Ge პლატონმა დიდი ხნის წინ თქვა, რომ "ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია მოთმინება", ხოლო პლატინიმ კი თქვა, რომ... თბილისში სტუმრად მყოფ უეფას პრეზიდენტს სიბრძნე არ უხსენებია, მაგრამ მოითმინეთო, კი გვირჩია.
KvirisPalitra.Ge მართალია, თავისი წილი თამაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებსაც ელის, მაგრამ თქმა არ უნდა, წლევანდელი აგვისტო საქართველოში საკალათბურთო თვეა. A დივიზიონში შარშან აღზევებულ ჩვენს ნაკრებს ზაფხულის ბოლო თვეში ზედიზედ რვა მატჩის გამართვა უწევს, თანაც რიგითი კი არა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისა.
KvirisPalitra.Ge "ოქტომბერში თბილისს "ფეხბურთის მეფე" - პელე ესტუმრება", - განაცხადა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკო პატარქალიშვილმა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ საქართველოს დედაქალაქში დიეგო მარადონა ჩამოიყვანა. პელესთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.
KvirisPalitra.Ge მანუჩარ მარკოიშვილი საქართველოს ნაკრებს თითქმის სამწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა. უნიჭიერეს კალათბურთელს, რომლის თამაშის შეფასებისას იტალიელი ჟურნალისტები ხშირად ხმარობენ ეპითეტებს "ფენომენური", "დიდი" და სხვ., ტრავმის გამო საკმაოდ დიდი დრო გაუცდა.