ვაკანსია: ვირტუალური სექს-მუშაკი - კვირის პალიტრა

ვაკანსია: ვირტუალური სექს-მუშაკი

თორნიკე 19 წლისაა, როგორც თვითონ ამბობს კარგ სტუდენტადაც ითვლება, მეგობრებში ვაჟკაცობითაც გამორჩეულია და კაცობაც არ დამეწუნებაო,მაგრამ თორნიკეს სხვა, ვირტუალური ცხოვრებაც აქვს სადაც არც მეტი არც ნაკლები საკუთარ სქესზე უარს ამბობს. თუ რატომ, ამას თვითონ უკეთ გვეტყვის.

თორნიკე 19 წლის:

"იმერეთიდან ვარ და თბილისში ვსწავლობ. სხვა სტუდენტების მსგავსად მეც მშობლები მიგზავნიან ფულს, რომელიც კვირიდან-კვირამდე გაჭირვებით მყოფნის. ხშირად ვსარგებლობ მობილური ტელეფონის ჩატით, კონკრეტულად ინტიმ ოთახით. ერთხელ ჩემთვის უცხო პიროვნებამ, შემომთავაზა ვირტუალური სექსი, მეც დავთანხმდი და 5-10 წუთის მერე მითხრა რომ ანგარიში უთავდებოდა და უნდა გასულიყო, თუ მე შევუვსებდი ბალანსს ისევ დარჩებოდა, მომწერა ტელეფონის ნომერი და გავიდა. მაშინ დამებადა იდეა: დავირქვი გოგოს სახელი, ოღონდ ბოლოში "ლეს" მივაწერე, ვითომ ე.წ. "ლესბიანკა" ვიყავი და ისე გავაგრძელე ჩატში ყოფნა, ონლაინში ვინც იყვნენ ბიჭები, თითქმის ყველას ერთიდაიგივეს ვწერდი, რომ "ლეს" იმიტომ დავიწერე ბიჭებს არ მოეწერათ და შენ მოგწერ მარტო და სხვები აღარ შემაწუხებენ მეთქი, 80% ეგებოდა ანკესსზე და უხაროდა. მაშინვე ვირტ. სექსს მთავაზობდნენ მეც ყოყმანის გარეშე ვეთანხმებოდი და ცოტა ხანში ვწერდი იგივეს რაც იმ გოგომ მომწერა, ვეუბნებოდი ნომერს, რომელიც გამორთული მაქვს და თუ ჩამირთავდნენ, შემდეგ ჩემ ნომერზე გადავირიცხავდი. სიმართლე გითხრათ არ მეგონა თუ ვინმე ჩამირიცხავდა, მაგრამ პირველივე დღეს 15 ლარი ჩამირთეს. იოლი ფული ვის არ უყვარს მე რომ გამონაკლისი ვიყო?! ჰოდა, ჩატში ყოფნა ლამის სამსახურად ვიქციე და დღეში 1 საათს მაინც ვატარებ. ყოფილა დღეები როცა 20 ლარზე მეტიც გამიკეთებია, თუმცა ზოგჯერ არავინ მიჯერებს და ტყუილად ვკარგავ ხოლმე დროს. ერთ-ორჯერ ნამდვილმა "ლესბოსელმაც" მომწერა (ბევრი პოსტი ქონდა ამ "ნიკით" და მაგით მივხვდი, რომ მართლა "ლესბი" იყო) და მას მერე ხშირად ვწერდით ერთმანეთს და ქალის ხასიათის ბევრი ნიუანსი გავიგე. ქართული სოციალური ქსელები ( ოდნო.გე, გეოკლასსნიკი.გე.), სავსეა ჩემნაირებით, ამიტომ იქ იშვიათად შევდივარ. ძალიან იოლი შესაბმელები არიან ცისფერები(ზოგჯერ "გეიც" ვარ ხოლმე),მთავარია ლაპარაკში აყვე და რასაც გეტყვიან დაეთანხმო. ერთხელ შევხდი კიდეც, მითხრა შემხვდი და რამდენსაც გინდა მოგცემო. რა ვქნა, ვიცი არ ვაკეთებ მთლად მოსაწონ საქმეს, მაგრამ სადაც მივედი გასაუბრებაზე ყველგან გამოცდილებას მთხოვენ და 19 წლის ბიჭს საიდან უნდა მქონდეს გამოცდილება? უნივესიტეტში ვსწავლობ, არც ძმაკაცები მაკლია, გოგოებშიც საკმაოდ პოპულარული ვარ და ჩემი ვირტუალური ცხოვრება რომ გაიგონ დარწმუნებული ვარ ბევრი შემაქცევს ზურგს, ამიტომ უახლოეს ძმაკაცსაც არ ვეუბნები არაფერს. ნორმალური ადამიანი, რომ შევიდეს ჩათში სერიოზულ შოკს მიიღებს. გარყვნილების ბუდეა, ერთხელ წერილი მომდის : 12 წლის ბიჭი ვარ და შეგიძლია სექსი მასწავლოო, კინაღამ გვგიჟდი, მაგრამ მე რა უნდა მექნა?! სიმართლე გითხრათ არ ვიცი როდემდე გავაგრძელებ ასე, უკვე ისე ვარ დამოკიდებული, კარგი სამსახურიც რომ ვიშოვო ასე მგონია მაინც გამოვნახავ დროს ჩატში შესასვლელად. ფანტაზია რომ უსაზღვრო გვქონდა ვიცოდი, მაგრამ რაც ჩატის მომხმარებელი გავხდი ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდი"

სიმართლე გითხრათ თორნიკეს გულწრფელობაში თავიდან ეჭვი შემეპარა, როცა ეს შემატყო შემომთავაზა, რომ შევიდოდა ჩატში და ჩემი თანდასწრებით იმესიჯებდა:

Makunalesbi (თორნიკე) - გინდა გაგართო?

Katastrofa - აბა რაა

Makunalesbi - როგორი სექსი გინდა?

Katastrofa - ორალი მიყვარს. გავიხადო თუ შენ გამხდი?

Makunalesbi - ჯერ ხელით მოგეფერები და მერე ოკ? არ მიყვარს პირდაპირ

Katastrofa - კარგი. მინდა და მალე კარგი?

Makunalesbi - გეფერები და ნაზად გკოცნი

Katastrofa - შენი სუნი მსიამოვნებს

Katastrofa - სწრაფ-სწრაფად მწერე რა

• ...ეს მხოლოდ მცირე მიმოწერაა, რომელიც შეიძლებოდა მეტ-ნაკლები წესიერების შენარჩუნებით მოგვეყვანა"

ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც ვნახე(უფრო სწორი იქნება , თუ ვიტყვი რაც წავიკითხე). დავრწმუნდი, რომ ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ვირტუალური სექსი არა მარტო ფიზიკურად ანადგურებს ადამიანს, არამედ მის გონებრივ დეგრადაციასაც იწვევს. როგორც წესი, ვირტუალური სექსი დროს პარტნიორები უკან არაფერზე იხევენ, ხშირია, როდესაც უკვე რეალურ პარტნიორთანაც უნდათ იგივე ფანტაზიის დაკმაყოფილება რაც პარტნიორებს შორის უთანხმოებას იწვევს (2 წლის წინ მოსკოვში სექსუალური სურვილის შეუსრულებლობის გამო ქმარმა ცოლი მოკლა, შემდგე გამოძიებამ დაადგინა, რომ ქმარი აქტიურად იყო დაკავებული ვირტუალური სექსით). ჩატში შესვლამდე არის გაფრთხილება, რომ თუ არ ხარ 18+ არ გაქვს შესვლის უფლება. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ აკრძალვას არცერთი სრულწლოვანი არ დაემორჩილება, კონტროლის მექანიზმი კი არ არსებობს. კომპიუტერში მშობელს ე.წ. "ვებ ბლოკერის" საშუალებით შეუძლია ამ თუ იმ საიტის დაბლოკვა, მაგრამ მობილურ ტელეფონზე ამის გაკონტორლება ძალიან ძნელი, ფაქტობრივად შეუძლებელია.

როგორც უკვე გითხარით, თორნიკე კარგ სტუდენტად ითვლება და 4 წელიწადში მისი სახით საქართველოს კიდევ ერთი პედიატრი ეყოლება. ეს მხოლოდ თორნიკეს პრობლემა არაა, მგონი, დროა სახელმწიფომ შეიმუშავოს რაიმე პროგრამა, რითაც წარჩინებულ სტუდენტს მაინც ექნება დამატებითი შემოსავალი, თორემ იოლი ფული სხვა გზითაც იშოვება და ის გზა არამარტო ადამიანს და ადამიანებს, არამედ სახელმწიფოსაც დაღუპვამდე მიიყვანს.