"კაი ბიჭის" ფენომენი ანუ ჩაცუცქვა ბესმერტნა, ძმაო! - კვირის პალიტრა

"კაი ბიჭის" ფენომენი ანუ ჩაცუცქვა ბესმერტნა, ძმაო!

არც თუ ისე დიდი ხნი წინ ქუჩაში გაურკვევლი წარმოშობის ადამიანებისაგან "კაი ბიჭებისთვის" დასახმარებლად ფულის თხოვნა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ბევრს ეშინოდა სახლიდან ფულით წასვლა, რადგან თუ უარს ეტყოდი დიდი ალბათობით "გაგშმონავდნენ" და თუ გედო ჯიბეში და არ მისცემდი...

ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, თუმცა როგორც ჩანს არც მთლად ასე საქმე, რადგან დღეს ისევ დაიწყო ადამიანების ქუჩაში გაჩერება შემდეგი ტექტით - ჩემი ძმა 4-5 ლარი ხომ არ გექნება, "კაი ბიჭებს" რომ დაგვეხმარო?!

"კაი ბიჭის" ფენომენი ძალიან ქართულია. საინეტერსოა, რომ ამ სიტყვაში სულ რაღაც ორი ბგერა თვისობრივად ცვლის სიტყვის შინაარს. ეს ბგერებია - რგ. "კარგი ბიჭი", უკვე დედიკოს ბიჭს ნიშნავს, რომელიც მუდამ მზადაა მეზობელ ნაილი დეიდას პურზე გაეგზავნოს ან ფანჯრიდან გადმოვარდნილი მტვრის ტილო აუტანოს. არც ისაა გამორიცხული, კარგი ბიჭი ვიოლინოზეც უკრავდეს და მეტიც, შესაძლოა ცოლსაც კი მიეხმაროს საქმის კეთებაში.

ცივილურ სამყაროში, რომელზეც ჩვენ წიგნებიდან და ტელევიზორიდან თუ გვაქვს გვსმენია, "კაი ბიჭების" მიერ 5 ლარის თხოვნაზე პასუხი, როგორც წესი, პოლიციის გამოძახებაა, მაგრამ ჩვენთან ამის გაკეთებას "კარგი ბიჭიც" კი ერიდება, მას ურჩევნია, ის 5 ლარი გასცეს, უბანში მშვიდად იცხოვროს და რაც მთავარია "ბოზის" იარლიყი არ აირტყას.

ძალიან რთული მისიაა "კაი ბიჭობა". ჯერ მარტო მთელი დღე ჩაცუცქული ყოფნა რამხელა ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, ამას დაუმატეთ კრიალოსანის ხელში თამაში, ბეჭებში მოხრა, ხმის ტემბრის დაყენება და ბოლო მივხვდებით, რომ "კაი ბიჭობა" აკადემიკოსობაზე ან ძალოსნობაში ოლიმპიურ ჩემპიონობაზე რთულად მისაღწევია. ამიტომ მათ უნდა გავურთხილდეთ, თორემ ნელ-ნელა ამასაც წაგვართმევენ და ქართველობისგან მხოლოდ საცივი და რუსული პურის ფქვილით გამომცხვარი ხაჭაპური დაგვრჩება.

როდესაც ადამიანი ჩხუბობს, არასოდეს სურს, რომ დაარტყან, ამისთვის "კაი ბიჭი" ამბობს მაგიურ სიტყვებს: არ დამარტყათ, "კაი ბიჭი" ვარ. ამ დროს დასარტყმელად აწეული ხელი შეშდება და უფუნქციო ხდება. ამიტომ შემოვდივარ ინიციატივით, რომ ქართულ ჯარში იყვნენ მხოლოდ "კაი ბიჭები", რომლებსაც ეჭირებათ ტრანსპარანტები - კაი ბიჭები ვართ, არ გვესროლოთ და ასე შევიდეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

ურთულესი რამეა "კაი ბიჭობა". ესაა ტვირთი რომლის ზიდვაც ყველას არ ძალმიძს, სწორედ ტვირთის სიმძიმე განაპირობებს, რომ "კაი ბიჭები" მოხრილები დადიან.

"კაი ბიჭს" ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ქონდეს "ნაკაჩავები" "ძაღლებთან" მათსავე ტერიოტორიაზე, საიდანც მოსული იტყვის რომ "ძაღლებს" მაგარი ენაგლა, მართალია სცემეს, მაგრამ ვერაფერი ათქმევინეს, თუმცა ხშირად რეალობა სულ სხვაა.

დასარულს რამდენიმე "კაი ბიჭურ" ამოცანას შემოგთავაზებთ, რომელიც ცხოვრებაში გამოგადგებათ:

კითხვა - კაი ბიჭისგან გამოაცხვეს ტორტი. რამდენ ნაჭრად დაიჭრება ტორტი, თუ დაბ.დღეზე 12 სტუმარია?

პასუხი: კაი ბიჭები არ იჭრებიან

კითხვა - რას მიირთმევს კაი ბიჭი დილაობით?

პასუხი: ყავას და კრუასანს - ერთი შავია, მეორე მოხრილი

კითხვა - პირველი კაი ბიჭი A წერტილიდან მიდის B წერტილისკენ 50 კილომეტრი საათი სიჩქარით, ხოლო მეორე კაი ბიჭი საპირისპიროდ მოდის ჩ წერილიდან B წერილისკენ 100 კილომეტრი საათი სიჩქარით. მანძილი A და ჩ წერტილებიდან B-მდე ტოლია... რომელი კაი ბიჭი უფრო მალე მივა B წერტილამდე?

პასუხი - კაი ბიჭები ერთმანეთის საპირისპიროდ არ დადიან, ძმაო

კითხვა -მაღაზიაში იყიდეს ორი ცალი გაყინული კაი ბიჭი. ერთი დადეს მზეზე და მეორე ჩადეს ცხელ წყალში. რომელი უფრო მალე გალღვება?

პასუხი: კაი ბიჭი არ იყიდება

კითხვა- 3 კაი ბიჭი იწვის, მოვიდა სახანძრო და 2 ჩააქრო რამდენი კაი ბიჭი იწვის?

პასუხი - "კაი ბიჭი" არ იწვება

პ.ს. ცალკე ფენომენია "კაი ბიჭის და" რომელიც ცალკე განხილვას საჭიროებს.