ა.ჭიკაიძის განმარტებითი ლექსიკონი - კვირის პალიტრა

ა.ჭიკაიძის განმარტებითი ლექსიკონი

საქართველო. ქრისტეს აქეთ 3145 წელი, რუსებმა მორიგი მავთულხლართი გაავლეს, თუმცა სიტუაცია დათბობისაკენ მიდის, რადგან მათ ქართველ არქეოლოგებს მუშაობის გაგრძელების ნება დართეს.

- მგონი, ვიპოვე - გასძახა გახარებულმა არქეოლოგმა ექსპედიციის ხელმძღვანელს.

- კი, ისაა - დაასკვნა ხელმძღვანელმა და რუდუნებით გადაუსვა ხელი რვეულს, რომელზეც ჯერ კიდევ შეიძლებოდა ამოკითხვა - "განმარტებითი ლექსიკონი ა.ჭ."

ჟამთა სვლას დაუზიანებია ფურცლები, თუმცა რამდენიმე სიტყვის ამოკითხვა მაინც შესაძლებელია:

არცოდნა - არცოდვა

ბავშვი - მე

გესტაპო - იხ. 9 წელი

9 წელი – სიტყვა, რომელიც გამოიყენება, ნებისმიერი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად, ამ სიტყვის სინონიმია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი

"ნაციონალური მოძრაობა" - ხალხთა ნებაყოფლობითი (ზოგჯერ ძალდატანებითი, განსაკუთრებით ბიზნესმენებზე ძალდატანებითი) გაერთიანება. ეს სიტყვა გამოიყენება ან 9 წლის წინ ან მის შემდეგ.

თალიბანი - ბოროტი ტერორისტი, რომელიც ქართულ გერაინზე ჩალიჩობს

პრიანი - "პრინიატ" რუსული სიტყვაა და მისაღებს ნიშნავს. ამ სიტყვის უარყოფითი ფორმაა უ-პრიანი

პრეზიდენტი - კაცი, რომელიც ძალიან გავს ანტიკურ რომს, ყველამ ვიცით რომ არსებობდა, მაგრამ თვალით არავის გვინახავს

პრემიერი - ღმერთის შემდგომ პირველი კაცი, ადამიანი რომელიც არასოდეს ცდება :სიყვარულითსავსესმაილიკები:

წიგნი - საჭირო ნივთი სადაც თურმე ბევრი რაღაცეები წერია

სოციალური ქსელი - ჩემი თავის ტკივილი

თამარ ჩერგოლეიშვილი - ჩემი მემატიანე, იწერს და აქვეყნებს ყველაფერს, რაც მითქვამს და რასაც მომავალში ვიტყვი

კრიმინალი - საყვარელი ბავშვი, რომელიც ჩვენი ძალისხმევით თავს კარგად გრძნობს

ჟურნალისტი - ადამიანი რომელიც მაბნევს, მერე სარგებლობს ჩემი დაბნეულობით და მათქმევინებს ცუდ რაღაცეებს ხოლმე

ნატო - ადგილი სადაც გვინდა შესვლა, მაგრამ კონტროლიორი ამბობს პატარა ბავშვები არ დაიშვებიანო. ამიტომ მხოლოდ გარედან ვუყურებთ შიგნით რა ხდება

ეკა ბესელია - ხალხოოოოოო

პირადობის მოწმობა – სამწუხაროდ, დეტალურად ვერ განვმარტავ, რადგან თან არ მაქვს

გერაინი - ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის მოფერებითი სახელი, რომლითაც მიმართავენ შინაურები.

შამწუხაროდ, ამის მერე ნაწერი ქრება, მხოლოდ ალაგ-ალაგ შეიმჩნევა ბგერები, თუმცა არქეოლოგები აცხადებენ, რომ ეს საუკუნის უდიდესი აღმოჩენაა და დიდ მადლობას უხდიან ბიძინა ივანიშვილს.