რიგითი ლარის გადასარჩენად - კვირის პალიტრა

რიგითი ლარის გადასარჩენად

ლარს მძიმე დრო უდგა, ხსნა კი არასად ჩანს. ხელისუფლება დუმს, ზოგიერთი კი - ჩურჩულით ლაპარაკობს, თითქოს პანაშვიდზე იყვნენ. როგორც ამ ქვეყნის რიგითმა მოქალქემ საჭიროდ მივიჩნიე, რომ რამდენიმე რჩევა შევთავაზო მათ ვისაც ხელეწიფებათ ლარის ხსნა. მაშ ასე: 1. საქმეში ჩავრთოთ "ადამიანი ობობა," "სუპერმენი" ან თუნდაც "კაპიტან ამერიკა", რომლებსაც ლარზე უარეს დღეში მყოფნი გადაურჩენიათ.

2. ვთხოვოთ, ბიძინა ივანიშვილს, რომ დაპირებული "მეოთხე წელი" უკვე დაიწყოს, იქნებ, ლარსაც დაეტყოს გამოცოცხლება.

3. პოტენციის პრობლემისას მამაკაცთა გარკვეული ნაწილი იყენებს "ვიაგრას", იქნებ ლარსაც უშველოს...

4. ნიგერეილი შამანების მოწვევა. ამან შესაძლოა შედეგი ვერ გამოიღოს, მაგრამ თუ უფრო უარესი დაემართება, ის მაინც გვეცოდინება ვის შევაგინოთ (პრინციპში ეს ახლაც ვიცით, მაგრამ მერე უფრო დიდი არჩევანი იქნება)

5. NDI-ს ან IRI-ს ჩავატარებინოთ გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც ლარს მყარი კურსი ექნება. მართალია ეს ლარს ვერ უშველის მაგრამ გულს გაუხარდება

6. ბერძნული მითოლოგიიდან მოვიწვიოთ ჰერაკლე, რომელიც 12 გმირობით არის ცნობილი და თუ მართლა რამის თავი აქვს, დაგვიმტკიცოს.

7. მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებს ვთხოვოთ გამოყონონ სპეცნომერი, რომელზეც დარეკვა ეღირება ერთი ლარი და შეგორვილი თანხა ჩაირიცხება ლარის ანგარიშზე

8. როგორც ექსპერტები ამბობენ, საჭიროა ლარის კურსის დაჭერა, ამიტომ ყველა კუპიურას მივახატოთ "ნაციონალური მოძრაობის" ძებნილი წევრები და თუ ფინანსთა სამინისტრო ვერ იჭერს ლარს, ეგებ შსს-მ მაინც დაიჭიროს.

9. მაია ასათიანს ვთხოვოთ მიიწვიოს ლარი "პროფილში" და მოაყოლოს თუ რა ტანჯვის გადატანა ამ ხნის განმავლობაში, მერე როგორც მაიკოს სჩვევია, ჩამოუჯდეს გვერდით და ჰკითხოს - რა იგრძენით როდესაც უფასურდებოდი?! რაზეც ლარს ყელში ბურთი გაეჩხირება და დაიწყებს ტირილს. ამ გადაცემას იმდენი გულაჩუყებული მაყურებელი ჰყავს, ერთად მოიფიქრებენ რამეს ლარის გადასარჩენად.

10. ჩავატაროთ სპირიტუალური სეაასი, გამოვიძახოთ კუპონის სული, ლარს ვაჩვენოთ და ვუთხრათ, რომ თუ ასე გააგრძელებს მოქცევას, ისიც კუპონს დაემსგავსება. ეგებ შეძრწუნდეს...