როცა მინდორზე "ბორჯღალოსანი" დგას, ქართველობა ყველაზე მეტად გეამაყება - წარმატება, ბიჭებო! - კვირის პალიტრა

როცა მინდორზე "ბორჯღალოსანი" დგას, ქართველობა ყველაზე მეტად გეამაყება - წარმატება, ბიჭებო!

- რას იზამთ? - კითხვა რომელიც 23 აგვისტოს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორის აეროპორტში ყველაზე ხშირად ისმოდა.

- არ შეგარცხვენთ - იყო ერთიანი პასუხი, თანაც ეს იყო ის პასუხი რომელსაც ყველა ელოდა, ყველამ იცოდა და ყველასსჯეროდა, რომ ეს მართლაც ასე მოხდებოდა, უფრო სწორედ მოხდება, სულ რაღაც ერთ თვეში.

4 წლის ნენესთან და მამუკა გიორგაძესთან ერთად

23-ში საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები ინგლისში მსოფლიოს თასზე სათამაშოდ წავიდა. მადლიერმა გულშემატკივარმაც არ დაიზარა და "ბორჯღალოსნები" აეროპორტიდან გააცილა. ბიჭებსაც გულწრფელად უხაროდთ გულშემატკივარი იქ ყოფნა, რადგან კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ საქართველოში ძალიან დიდი არმია რჩება, რომელიც არანაკლებ ინერვიულებს 80 წუთის განმავლობაში, ვიდრე თამაშის მონაწილეები. რამდენმა გულშემატკივარმა გულწრფელად ინატრა, ნეტა თამაშის დროს ბიჭებს ჩემი ჯანიც მიემატოთ და თუნდაც კაი ხანი უჯანოდ ვიქნებიო. არ იყო ეს სიტყვები, ჰარიჰარალად ნათქვამი. რაგბს ჰაერზე ლაპარაკი არ სჩვევია, რაგბის მოყვარული ან ამბობს იმას რაც ნაღდია, ან საერთოდ არ ამბობს.

"ბორჯღალოსან" დავით ქუბრიაშვილთან ერთად

რაგბი ერთადერთი სპორტია, როდესაც იცი, რომ შენს უკან მთელი გუნდია, იცი მარტო შენ არა ხარ და შენზეა დამოკიდებული გუნდის მოგებაც და წაგებაც. ალბათ ამიტომაცაა და ერთი შეხედვითვე ჩანს, რომ ჩვენი ბიჭები კი 31 - ნი არიან, მოედანზე მაგრამ ერთნაირად აზროვნებენ და აქვთ ერთადერთი მიზანი - წარმატების თამასა, რომელიც ძალიან მაღლა აქვთ აწეული, კიდევ უფრო მაღლა ასწიონ.

2 თვის ნატა

არცთუ ისე დიდი ხანი გავიდა იმ თამაშიდან როცა ნაკრების კაპიტანი შალვა სუთიაშვილი გასახდელში მიმართვადა ბიჭებს და ეუბენებოდა: "ერთადერთი ნათელი წერტილი ვართ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ წაგების უფლება არ გვაქვსო". იციან ამ ბიჭებმა გულშემატკივრის დაფასება და ცდილობენ საკუთარი თამაშით გაგვახარონ და სიხარულის ცრემლი გვადინონ. წაუგებელი ვინ არაა, ჩვენ ნაკრებსაც ბევრჯერ წაუგია ალბათ კიდევ წააგებს ხოლმე, მაგრამ დედამიწაზე არ მოიძებნება კაცი რომელიც იტყვის, რომ ვინმე თავი დაზოგა და თამაშისას ბოლომდე არ დაიხარჯა, სწორედ ამიტომ უყვარს ყველა "ბორჯღალოსნები", რადგან იცი, როცა მინდორზე "ბორჯღალოსანი" დგას, ქართველო ბა ყველაზე მეტად გეამაყება.

ბიჭები დილის 4 საათზე წავიდნენ , გასაცილებლად ჩემი 4 წლის ნენეც წავიყვანე, რადგან მინდა პატარაობიდანვე შეიყვაროს ოვალური სამყარო, სადაც ძა ლიან დიდი ვაჟკაცობაა, სადაც არასოდეს ხდება ფეხის დადება და ყველაზე მთავარი, მოწინააღმდეგის პატივისცემაა. თავიდან ძალიან კმაყოფილი იყო ნენე, მაგრამ ძილის სურვილმა თავის გაიტანა და მალე მოითენთა (რაც ყველა სურათში ნათლადაა ასახული), თუმცა მის სასახელოდ უნდა ითქვ ას, რომ ბოლომდე გმირულად გაძლო. მეგონა, ნენე ყველაზე უმცროსი გულშემატკივარი იქნებოდა, თუმცა ნენე 2 თვის ნიტამ დაჯაბნა, რომელიც მშვიდად მძინარე აცილებდა ნაკრებს.

სამწუხარდო, ქართული ტელეკომპანიების უმეტესობა არ იყო ბიჭების გასაცილებლად, როგორც ჩანს, "იუმორინა -2005" ან დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში მეზობლებს შორის მომხდარი ჩხუბი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე "ბორჯღალოსნები".

"ბოჯღალოსანი" შალვა სუთიაშვილი დიდ გულშემატკივრებთან ერთად

ბიჭები წავიდნენ და თან გაიყოლეს იმედი, იმედი დიდი გამარჯვებებისა და იმედი, იმისა რომ ვარსკვლავი რომელსაც საქართველო ჰქვია, სარაგბო რუკაზე კიდევ უფრო მკაფიოდ აინთება.

წარმატება, ბიჭებო!

პ.ს. ჩემს წინა ბლოგში, რომელიც "ბარსელონა"-"სევილიას" თამაშის მერე დავწერე, სურათები დავურთე, რომლებშიც ალვეშთან, პედროსთან და "სევილისს" მთავარ მწვრთნელ - უნაი ემერისთან ერთად ვიყავი გადაღებული, ერთ-ერთმა მკითხველმა კომენტარში მისაყვდურა, როდესაც ისეთ დიდ ადამიანებთან იღებ სურათს, როგორც დანი ალვეში და პედრო არიან, წვერი უნდა გაიპარსოო. მკითხველის შენიშვნა გავითვალისწინე და მართლაც დიდ ადამიანებთან სურათის გადასაღებად წვერგაპარსული წავედი.