"რა დროშა მოგვცა მიშამა" ჩანაცვლებულია, ანუ "ჩვენო დიდო, კარგო, გამგეობის თავკაცო!" - შაბაშ! სიმღერა ეძღვნება გორის გამგებელს!
"რა დროშა მოგვცა მიშამა" ჩანაცვლებულია, ანუ "ჩვენო დიდო, კარგო, გამგეობის თავკაცო!" - შაბაშ! სიმღერა ეძღვნება გორის გამგებელს!
19-01-2016
რა აღარ უნახავს და მოუსმენია ამ ჩვენი პოლიტიკოსებისა და მათი მეხოტბეებისგან გაწამებულ ამომრჩეველს ბოლო წლების განმავლობაში: ლოცვა მიშასთვის - გულწრფელი და ამავდროულად მისტიურ - საკრალური ქალთა გუნდის მიერ ჩატარებული გალობა-სავედრებელი.
ან კიდევ იმ ნამღერის გახსენება რად ღირს - "რა დროშა მოგვცა მიშამა, რა დროშა" და ა.შ. ამ ბოლო სიმღერის უმთავრესი პლიუსი შემსრულებლის გულწრფელობაა, რომელში ეჭვის შეტანაც დანაშაული იქნება ღვთისა და ერის წინაშე.

მოკლედ, ჩვენი რომ იყო და ახლა ოდესელების რომ გახდა, ის კაცი ნამდვილად მუზა იყო ერთდროულად ლექსის, სიმღერისა და პოლიტიკის მოყვარულთათვის.
გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი ასპარეზზე და პოლიტიკურმა სიომაც სხვაგვარად დაბერა, ბევრს ეგონა და მღეროდა კიდეც: "ქე, მევიდა ბიძინე, სვი, ჭამე და იძინეო", მაგრამ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში…

ამ პოლიტიკური სახოტბო პოეზიისა და მუსიკის ალბათ ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია სიმღერა-ხოტბა დილარ ხაბულიანისადმი, რომელიც ამ უკანასკნელის დიდგორის რაიონის გამგებლობისას საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ამღერეს, ჰო, ასე ჩაამწკრივეს პატარები და გამგებლისადმი დაწერილი "შედევრი" დააგუგუნებინეს - "ძია დილარის სახით ჩვენ გვყავს სპონსორიო", "გვიყვარს ძია დილარიო" და ა.შ.

ამ ყველაფრის შემდეგ ძნელია კაცი რამემ გაგაკვირვოს, მაგრამ გორის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა მოახერხეს და მთლად პირღია დამტოვეს, როცა ვნახე, როგორ დადგნენ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის თანამშრომლები და უმღერეს და რა უმღერეს გამგებელს, დავით ონიაშვილს და კიდევ იმის მოადგილეს. ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა, რომლის ინფორმაციითაც, ვიდეო 2016 წლის 15 იანვარს რესტორან ,,ნაჭარმაგევშია" გადაღებული.

ქეიფს მოგვიანებით, თურმე მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი სოსო ვახტანგაშვილიც შეუერთდა, რომელსაც დარბაზში შესვლისას ფეხზე წამოუდგნენ. წყაროს ცნობით, ვახტანგაშვილმა მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი წარმატებული საქმიანობის გამო, შეაქო.

"ეს მაშინ, როდესაც 2015 წელს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 5 მლნ ლარზე მეტი ვერ აითვისა, ხოლო დამატებით ერთი მილიონი
ლარი შემოსავლის სახით ზედმეტად გაუხარჯავი დარჩათ". - წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.

დავუბრუნდეთ ისევ სიმღერას -

"ბატონო გამგებელო,
როგორ, როგორ, როგორ
ავაყვავოთ სოფელი?
ეს ხომ ჩვენი მიზანია
და ოცნება ცისფერი"
- მღერის ქალთა კრებული საოცარი მონდომებით, დიდი ენთუზიაზმით, ამათ შემხედვარე ლამის არის დაიჯერო, რომ სოფელი მართლაც სიმღერით შეიძლება აშენდეს.

"ჩვენო დიდო, კარგო,
გამგეობის თავკაცო,
და გამგებლის მოადგილევ
,
არასდროს არ დაივიწყო
რომ კულტურის სამსახური
სიმღერასაც გიმღერებთ
სოფლის აშენებას
სიმღერა სჭირდება
ჰო და,
ჩვენც გიმღერებთ"

გორელებო, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ამათ ცისფერი ოცნებისა და სიმღერით აშენებული სოფლის იმედად ვერ ვიქნებოდი...

იხილეთ ვიდეო
Tm
21 იანვარი 2016 14:23
ამ ქვეყანას ერთი შემოლაწუნება უნდა რომ გამოფხიზლდეს, არადა ამაზე მეტი შემოლაწუნება რა გინდა...
Mtieli
21 იანვარი 2016 12:55
დათა თუთაშხია გამახსენდა.. მამა მარჩენალი.. სუფთა საზიზღრობააა!! თფუუუ რა უბედურ ქვეყანაში ვცხოვრობ!
სხვა სიახლეები
რომანი "ანჟელიკა, ანგელოზების მარკიზა" 1956 წელს გამოვიდა და ეს ისტორიულ - ავანტურისტული რომანი, როგორც მას იმჟამად მოიხსენიებდნენ, ისეთი პოპულარული გახდა, რომ ცოლ-ქმარმა ანა და სერჟ გოლონებმა ამის შემდეგ დაწერეს: "ანჟელიკა და მეფე", "მოუხელთებელი ანჟელიკა", "ანჟელიკა და სულთანი" და "ანჟელიკას ტრიუმფი", რომლებიც წარმატებით გადაიტანეს კინოეკრანზე.
დაწვრილებით...
საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება, მაგრამ პოლიტტემპერატურა უკვე ძალიანაა მომატებული, პარტიების დიდი ნაწილი საარჩევნო რეჟიმშია. აგერ პაატა ბურჭულაძემ პარტიის დამფუძნებელი ყრილობაც გამართა და კიდევ ერთხელ გაგვაოცა.
დაწვრილებით...
ამბობენ, ვითომდა ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და ისე მიიღო გადაწყვეტილებაო, მაგრამ არ მჯერა, განა მის გადაწყვეტილებაზე ვინმეს შეიძლება მოეხდინა გავლენა?!
დაწვრილებით...
ყველას გვახსოვს ალბათ ზღაპარში "კონკია" ბოროტი დედინაცვალი ჯადოსნურ სარკეს ყოველდღე როგორ ეკითხება - ჩემზე ლამაზი ხომ არ გამოჩენილა დედამიწაზე ვინმეო, სარკეც დაუზარებლად პასუხობს, რომ ცისქვეშეთში მასზე ლამაზი ჯერ არ შობილა და არც მომავალში იქნება ვინმე (მერე, სარკე რეალობასაც დაანახებს, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა).
დაწვრილებით...
დღეს პირველი აპრილია. წლებია ამ დღეს ტყუილის დღედ მიიჩნევენ და ყველა ცდილობს ვინმე მოატყუოს. ქართველი პოლიტიკოსების და არა მხოლოდ მათ კალენდარს თუ გადავხედავთ, 365 დღიდან მინიმუმ 300 დღე პირველი აპრილია (მიხეილ სააკაშვილის კალენდარი მუდამ ნაკიანი წელი იყო, შესაბამისად, 366 დღე სუ პირველ აპრილს ეკავა).
დაწვრილებით...
თურმე არსებობს სამედიცინო დიაგნოზი - მორალური იდიოტიზმი ანუ ადამიანს ინტელექტუალური შესაძლებლობები ნორმალური აქვს, მაგრამ უჭირს კარგისა და ცუდის გარჩევა...
დაწვრილებით...
გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ, ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორ დავით კირკიტაძესთან მომიხდა დარეკვა. ჩემდა გასაოცრად, ბატონ დავითს მობილურის ე.წ. ზუმერად შემდეგი ტექსტი აქვს გამოყენებული, მოკლედ რეაკვ და გესმის: - "ქართული ოცნების" 84 დაპირებიდან არ შესრულდა 76, მათ შორის ათასობით სამუშაო ადგილი. ოცნება არ მუშაობს".
დაწვრილებით...
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ბუნებრივია, ამას უმალ გამოეხმაურა მოქალაქეობაწართმეული და თქვა, -  მათ შეუძლიათ წაიღონ ჩემი პასპორტი, მაგრამ ვერავინ წამართმევს ქართველობას და საქართველოს სიყვარულსო.
დაწვრილებით...
ჟურნალისტობის პარალელურად, 4 წელი წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" კონსულტანტად ვმუშაობდი. მართლაც ბრწყინვალე პერიოდი იყო.
დაწვრილებით...
სიცილისგან სული ძლივს მოვითქვი, რომ წერა დამეწყო...

ჰა, მომკალით და ისევ მეცინება, არადა, ისეთი ამბავი გავიგე მეჩქარება თქვენც გაგაცინოთ, ვისაც უნდა დავენიძლავები, რომ მსგავსი რამ არც სმენია როდისმე და არც უნახავს. კაცმა, რომელსაც მთელი საქართველო და არა მხოლოდ... აქამდე როოგორც კანონიერ ქურდს ისე იცნობდა, ჩემ კოლეგას, ანუ ჟურნალისტს არც მეტი არც ნაკლები, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში უჩივლა...
დაწვრილებით...
იყიდება 3 ოთახიანი კუთხის ბინა
ქირავდება დღიურად ყველანაირად კეთილმოწყობილი, კომფორტული
ქირავდება დღიურად, კორპუსის იზოლირებული კომფორტული
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები