"შარშან ივანიშვილმა ნაყოფი დააგემოვნა, წელს კი ყიდვა გადაწყვიტა" - რას ყვება ასწლოვანი ალუჩის მეპატრონე, რომელშიც ექსპრემიერი 109 000 ლარს იხდის
"შარშან ივანიშვილმა ნაყოფი დააგემოვნა, წელს კი ყიდვა გადაწყვიტა" - რას ყვება ასწლოვანი ალუჩის მეპატრონე, რომელშიც ექსპრემიერი 109 000 ლარს იხდის
ცოტა ხნის წინ სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ასწლოვან ალუჩაში 109 000 ლარს იხდის. ჩვენ დავუკავშირდით მეპატრონეს, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა და კომენტარი ვთხოვეთ:

- შარშან მართლა გვარიანად ესხა ჩემს ალუჩას. ცენტრალური გზის პირას დგას, მე კი არა, ბაბუაჩემს რაც თავი ახსოვდა, ხის ძირშიც სოფლის ბიჭები ბირჟაობდნენ, სეზონზე კი პირსაც ჩაიგემრიელებდნენ ხოლმე.

ერთ დღესაც ვისხედით მრავალწლოვანი ტრადიციის შესაფერისად, როდესაც "შავი ჯიპი" გაჩერდა, მძღოლი გადმოვიდა და ალუჩის ასაკი და თვისებები გამომკითხა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
მერე მთხოვა, თუ შეიძლება ცოტაოდენი ალუჩა რომ ჩამომიკრიფოთო, ალუჩას
როგორ დავუჭერ ადამიანს-მეთქი, დიდი მუჭით მივეცი. მაშინ რა ვიცოდი, თუ ბიძინა ივანიშვილისთვის უნდოდათ.

ჰოდა, ამ მძღოლმა დამიბარა, ცოტა ხანში შეგეხმიანებიო. ვიფიქრე საწებელას გაკეთება უნდა და მთელ მოსავალს წაიღებს, კარგი 300-400 ლარი კი გამოვიდოდა და გამიხარდა. გავიდა ლამის ერთი წელი, ეს ამბავი დამავიწყდა კიდეც და გუშინ მოვიდნენ ამ ხეს თუ გაყიდიო, ჯერ მეგონა, მემაიმუნებოდნენ და ვუთხარი, როგორ არ ვყიდი, ოღონდ
ძალიან ძვირად,  კილო ალუჩა 109 ლარი თუ ღირს, ასწლოვანი 109 000 ლარზე ნაკლები როგორ დავაფასო-მეთქი და ჰოი, საოცრებავ, მიპასუხეს, - კაი, არაა პრობლემაო
. ახლა ვდარდობ ნეტა მეტი მეთქვა -მეთქი, მაგრამ ადამიანი ნამეტანიც არ უნდა გაღორდეს... მადლობა, ბატონ ბიძინას, ასე რომ შეცვალა ალუჩის, ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრება.

- როგორც ვიცით ეს ხე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტების მომსწრეა...

- კი ბატონო. ამ ხის ძირას გადაწყდა გურიის რესპუბლიკის შექმნა და როგორც ცხონებული ბაბუაჩემი ამბობდა, ამ ხის ნაყოფით გაჰქონდა თავი დევნილობაში მყოფ სტალინს.

- არ გწყდებათ გული, ალუჩას რომ უნდა დაემშვიდობოთ?
- თავიდან კი მერიდებოდა ბირჟის ბიჭები ჩრდილის გარეშე რომ დავტოვე, მაგრამ აქეთ დამამშვიდეს სხვა დავრგოთო და ალბათ დავრგავთ რამეს.

- სოფლელებს რა რეაქცია ჰქონდათ?
- სიმართლე გითხრა, არ ვიცი, ვცადე რამდენიმეს გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ მთელი სოფელი რაღაც ნერგებით მოძრაობს, ეზოებში ხეებს რგავენ და სიმართლე გითხართ ვერ ვხვდები რა ხდება. ალბათ რამე სოცპროგრამაა - დარგე ხე, გადაარჩინე გარემო! და მაგაში ჩაერთნენ.

- რას აპირებთ აღებული ფულით?

- მოვახერხებ რამეს, კარგი ალუჩის ნერგები უკვე შევიგულე და დარჩენილი 50 ლარით შვილიშვილებს ვუყიდი კანფეტებს.

P.S. გაიღიმეთ, დღეს პირველი აპრილია...



ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (40)
...
26 აპრილი 2017 17:56
ეს არ არის საქმე
jana
26 აპრილი 2017 12:36
ამ ადამიანს საზგვარგარეტ არ გააკ არაფერი სხვებტან განსხვავებიტ სადგას ტკიდან მოაკვს ბარსჰი ახარებს რომ მერე დააატვალიეროს მტელმა მსოფლიომ როგორს უნიკალური მოვლენა ასწლოვანი ხეებისს ტკეე პარკი გაიხარე ბიზინა საკარტველსჰი სჰემოგაკვს სიმდიდრე კი არ გაგაკ
f
25 აპრილი 2017 14:43
ალუჩა 100 წელს ვერ ცოცხლობს . ერთერთი მოკლეხნიანი ხეა
...
20 აპრილი 2017 16:59
რა მოხდა ხალხო. როგორ Yველაფერი საგლახაოდ გახადეთ.



გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები