"შატლი სივრცეში უამრავ მცირე ნაწილად დაიშალა" - 6 ყველაზე ცნობილი კოსმოსური კატასტროფა
"შატლი სივრცეში უამრავ მცირე ნაწილად დაიშალა" - 6 ყველაზე ცნობილი კოსმოსური კატასტროფა
09-02-2016
ახალ ტექნოლოგიურ აღმოჩნებს თან სდევდა ადამიანთა მსხვერპლი

დღეს მეცნიერები ახალ ციურ სხეულებს ეძებენ და ადგენენ არსებობს თუ არა სიცოცხლე მარსსა და სხვა პლანეტებზე. ამ ყვლეფარეს კი  საფუძველი სწორედ წინარე კოსმოსურმა აღმოჩენებმა და უამრავმა მარცხმა შეუმზადა. შეგახსენევთ იმ ექვს კოსმოსურ კატასტროფას, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

1. ნასას მრავალჯერადი კოსმოსური შატლი „ჩელენჯერი“

დაღუპულთა რაოდენობა: 7
წელი: 1986
ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები

ნასა-ს ხომალდმა კოსმოსში 9 წარმატებული მოგზაურობა განახორციელა, თუმცა მეათე ცდა საბედისწერო აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ 28 იანვარს, დილის შემოწმების გამო ხომალდის კოსმოსში გაშვება 2 საათით გადადეს, აღმოჩენილი ხარვეზების მიუხედავად, სანახაობის მაყურებელნი მაინც ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი.

აფრენიდან 73 წამში, მყარი საწვავის ამჩქარებლის დაზიანების გამო, შატლი აფეთქდა. ეკიპაჟის შვიდი წევრი დაიღუპა, როგორც შემდეგ გაირკვა, ზოგიერთი მათგანი აფეთქებას გადაურჩაა, მაგრამ დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდნის გამო დაიღუპა.

2. შატლი „კოლუმბია“

მსხვერპლის რაოდენობა : 7
წელი : 2003
ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები

2003 წლის 1-ელ თებერვალს 16-დღიანი წარმატებული ფრენის შემდეგ, ეკიპაჟის წევრები ფლორიდაში ხომალდის დაშვების საკითხებს განიხილავდნენ. ეს იყო კოსმოსური ხომალდის რიგით 28-ე ფრენა და კვლევების თანახმადაც, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა.

დაგეგმილ დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტექნიკურმა ჯგუფმა შატლის მარცხენა ფრთაში ტემპერატურის ანომალური ცვლილება აღმოაჩინა, მოულოდნელად გაითიშა კავშირი ეკიპაჟის სხვა წევრებთანაც.

კოსმოსური ფრენის მართვის ცენტრის თანამშრომლის მონაყოლით, მონიტორებზე ამ დროს აღიბეჭდა, "შატლი სივრცეში უამრავ მცირე ნაწილად როგორ დაიშალა". შვიდივე კოსმონავტი მომენტალურად დაიღუპა.

შატლი „კოლუმბია“ იყო პირველი მოქმედი ორბიტალური აპარატი. ის დაამზადეს 1979 წელს და გადასცეს კენედის სახელობის ნასა-ს კოსმოსურ ცენტრს. შატლს თავისი სახელი დაერქვა იალქნიანი გემის სახელის მიხედვით, რომელზედაც კაპიტან რობერტ გრეი 1792 წლის მაისში იკვლევდა ბრიტანული კოლუმბიის შიდა წყლებს (შეერთებული შტატების ახლანდელი შტატები - ვაშინგტონი და ორეგონი).

3. "Союз-1"

დაღუპულთა რაოდენობა : 1
წელი : 1967
ქვეყანა: საბჭოთა კავშირი

საბჭოთა კოსმონავტიკის ისტორიაში მფრინავი-კოსმონავტის ვლადიმერ კომაროვის დაღუპვა დღესაც უდიდეს ტრაგიკულ შემთხვევად მიიჩნევა.

კომაროვის "Союз-1"-ით გაფრენა მთლიანად ტექნიკური პრობლემებით განხორციელდა, ეს ეხებოდა როგორც სტარტს ასევე ფრენის დასასრულს.

გაფრენიდან 24 საათის შემდეგ, კომაროვს ბრძანება მისცეს უკან დაბრუნებულიყო. სისტემის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილის მწყობრიდან გამოსვლის მიუხედავად, კომაროვი ახერხებდა დაშვებას, თუმცა ამოუხსნელი მიზეზების გამო, კაფსულის არც ერთი პარაშუტი არ გაიხსნა და ის კოსმონავტთან ერთად დედამიწას 150 კმ/ს სიჩქარით დაენარცხა.

4. რაკეტა „რ-16“-ის აფეთქება ბაიკონურში

დაუზუსტებელი ინფორმაციით შემთხვევას ემსხვერპლა 78-დან 126-მდე ადამიანის სიცოცხლე.
წელი: 1960
ქვეყანა: საბჭოთა კავშირი

1960 წლის 24 ოქტომბერს, რაკეტა „რ-16“-ზე ცდებს ბაიკონურის კოსმოსურ სადგურზე ატარებდნენ. უამრავი ტექნიკური პრობლემის გამო მარშალ მიტროფან ნედელინს სტარტის გადადება შესთავაზეს. მარშალი, რომელიც სრულიად ენდობოდა ჩატარებულ ცდებს და რომელიც აკვირდებოდა ნულოვანი ნიშნულის მომზადებას, მაინც არ აპირებდა სტარტის გადადებას. სტარტამდე ოცდაათი წუთით ადრე გამოაცხადეს საბოლოო მომზადება, უეცრად კი, ობიექტზე მეორე ძრავის არასანქცირებული სტარტი მოხდა, გაჩენილმა ცეცხლმა დააზიანა საწვავის ავზი.

ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ სამაშველო სამსახურები კიდევ რამდენიმე საათი ვერ იწყებდნენ სახანძრო სამუშაოებს.
ტრაგედია, რომელიც გაგარინის
კოსმოსში გაფრენამდე ნახევარი წლით ადრე მოხდა, შეეწირა როგორც მარშალი ნედელინი, ასევე 78 საბჭოთა მოქალაქე, მათ შორის კი იყვნენ უმაღლესი რანგის სამხედროები.


5. აფეთქება პლესეცკის კოსმოდრომზე

სულ დაიღუპა 48 ადამიანი
წელი: 1980
ქვეყანა: საბჭოთა კავშირი

1980 წლის 18 მარტს, კოსმოსური ხომალდის Восток-2М-ის სტარტამდე რამდენიმე წუთით ადრე აფეთქება მოხდა.
რაკეტაზე საწვავი ავზების შევსების შემდეგ მიმდინარეობდა მისი აზოტითა და თხევადი ჟანგბადით მომარაგება, რასაც 300 ტონა საწვავის აფეთქება და  მასშტაბური კატასტროფა მოჰყვა.

მიზეზად ადამიანური ფაქტორი დასახელდა - შესაძლებელია, შეცდომა დაუშვეს მაშინ, როცა რაკეტა თხევადი ჟანგბადით ივსებოდა. რაც შეეხება მსხვერპლს, ადგილზევე გარდაიცვალა 44 ადამიანი, ხოლო 30 ადამიანი სიკვდილს გადაურჩა.

6. კატასტროფა ალკანტარას კოსმოდრომზე

დაღუპულთა რაოდენობა: 21
წელი:2003
ქვეყანა: ბრაზილია

ბრაზილია კოსმოსურ ოდისეას ჯერ კიდევ 1960 წელს შეუერთდა. თუმცა, კოსმოსური ხომალდების მშენებლობასა და მათ გამოცდას გარკვეული პერიოდი სჭირდებოდა და ეს დრო საკმაოდ ნელა გადიოდა. 2003 წელს  22 აგვისტოს, მაშინ როცა კოსმოსური ხომალდის VLS-1-ის საბოლოო ტესტირება მიმდინარეობდა, ხოლო ხომალდის გაშვებამდე 3 დღე რჩებოდა, ის აფეთქდა.

საინტერესოა, რომ ამოუცნობი მიზეზების გამო ამოქმედდა რაკეტის ერთ-ერთი ბლოკის ძრავი, რამაც მეზობელი ძრავების აფეთქება გამოიწვია. ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრაზილიელები მა დროს უკვე მესამედ ცდილობდნენ ამ „ავისმომტანი“ რაკეტის კოსმოსში გაშვებას.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ძრავის ამუშავების მიზეზი ელექტრონული განმუხტვა იყო, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ გაარკვიეს რამ გამოიწვია თავად ელექტრომული განმუხტვა - ჩართულმა მობილურმა ტელეფონმა, თუ უბრალოდ დაუდევრობამ.


წყარო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ

ვაჟა17
10 თებერვალი 2016 17:05
giorgi-ს

ეხლა ისეთი სისულელე დაახეთქე, შენს მაგივრად მე შემრცხვა! გეტყობა, ამ საიტის მეტს არაფერს არა კითხულობ!
რომც აგიხსნა, მეეჭვება რამე გაიგო!
არ გეწყინოს!
giorgi
10 თებერვალი 2016 14:03
ვაჟა 17ს

შენს კომენტარებზე მაგრად ვხალისობ:) ამბობ რაღაცას და არ უფიქრდები. ეგ რუსთა სიყვარულიც გასაგებია შენი მხრიდან. მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს.
ამერიკა 60იანი წლებიდან აქტიურად ეწევა კოსმოსის ათვისებას და თუ ძრავები არ ქონდათ და ჯერ საბჭოთა კავშირი აწვდიდა და შემდეგ რუსეთი, და ამ ძრავების საკუთარი სახსრებით შექმნას 10 წელი სჭირდებოდა,რამდენი 10 წელი გავიდა დღემდე? იაღე კალკულატორი და დათვალე რამდენი ძრავა უნდა შეექმნათ ყოველ 10 წელიწადში.

აბა ჰე, ახლა შენ იცი კიდევ რა საბჭოდა ისტორია გვიამბობ დიად რუსთზე და საზიზღარ კაპიტალისტებზე :):):):)
სხვა სიახლეები
"დღეისათვის საქართველოს 70-ზე მეტ მაღალმთიან სოფელში 200-ზე მეტი მზის ფოტოელექტრული სისტემა დავამონტაჟეთ"

"მაცხოვრებელს არ უწევს ყოველთვიური გადასახადის გადახდა ელექტროენერგიაზე"

"მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა ცხელი წყლისთვის მზის ენერგიის გამოყენებას მასიურად ითხოვს"
დაწვრილებით...
"ხელთათმნის გამოყენება შეიძლება სამხედრო სფეროში, რობოტიკაში და მედიცინაშიც. დღეს ექიმებს შეუძლიათ ჩაატარონ ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში ოპერაცია სპეციალური ,,ჯოისტიკების" საშუალებით, მაგრამ არ შეუძლიათ დისტანციურად იგრძნონ სხეულის ტემპერატურა და სიმკვრივე, რაც მნიშვნელოვანია მათთვის. ჩვენი ხელთათმნის მეშვეობით კი მათ ეს შეეძლებათ".
დაწვრილებით...
"გრავიტაციული ტალღების შესწავლა სამყაროს იდუმალ მხარეს ფარდას ახდის. დროთა განმავლობაში გრავიტაციული ტალღების გამოყენებით ფანტასტიკა რეალობად იქცევა"
დაწვრილებით...
შარშან "პალიტრა "L"-მა "დისქავერის" ენციკლოპედიის, საკუთარი ხელით შესაქმნელი ტომების გამოცემა დაიწყო.
დაწვრილებით...
რა არის ერის გენოფონდი და რა სახელმწიფოებრივი ინტერესი უკავშირდება მას

"რუს და  უცხოელ მეცნიერებში შეიმჩნევა ტენდენცია საქართველოსა და მთლიანად კავკასიის გენეტიკური სიჭრელის დასადასტურებლად"

"დღეს ყველა კავკასიის შესასწავლად იღვწის - რუსი, ევროპელი, ამერიკელი... რატომ?"
დაწვრილებით...
დღეს ძილისა და სიფხიზლის პრობლემა ძალიან აქტუალურია. ახალგაზრდების დიდი ნაწილი ღამეს კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ათენებს, მეორე დღეს კი შუადღემდე ვერ ფხიზლდება...
დაწვრილებით...
ამ თემაზე საუბარი რეგენერაციული მედიცინის სპეციალისტ ჯაბა ტყემალაძესთან მისტიკურ წიგნს დაემსგავსა, თუმცა, სინამდვილეში, მისტიკური აქ არაფერია. "კაცობრიობის კეთილდღეობის საერთაშორისო ორგანიზაციის" წევრმა ნოუტბუკი ჩემკენ შემოატრიალა და იაპონიის ვიცეპრემიერის ერთ-ერთი გამოსვლა მაჩვენა.
დაწვრილებით...
17 წლის ფრედ ტერნერმა საკუთარ თავს რთული და ერთობ უხერხული ამოცანა დაუსახა: უნდა გაერკვია, რატომ ჰქონდა მის ძმას წითური თმა, მაშინ როცა გვარ-ჯილაგშიც კი არავინ ჰყავდათ ჟღალთმიანი.
დაწვრილებით...
ისტორიკოსებს თუ დავუჯერებთ, იგი იყო ერთი რიგითი ბრიტანელი მონარქი, რომელსაც მძიმე ჟამს მოუწია ქვეყნის მართვამ, შექსპირმა კი მონსტრად აქცია.
დაწვრილებით...
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
სასწრაფოდ! იყიდება ბინა ახალ აშენებულ
ქირავდება დღიურად! ახალაშენებულში სასტუმროს ტიპის
გამჭოლი ბინა დოლიძეზე. გარემონტებული
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები