"ფანტასტიკა რეალობად იქცევა" - კაცობრიობისთვის ახალი ეპოქა იწყება?!
"ფანტასტიკა რეალობად იქცევა" - კაცობრიობისთვის ახალი ეპოქა იწყება?!
17-02-2016
"გრავიტაციული ტალღების შესწავლა სამყაროს იდუმალ მხარეს ფარდას ახდის. დროთა განმავლობაში გრავიტაციული ტალღების გამოყენებით ფანტასტიკა რეალობად იქცევა"

გრავიტაციული ტალღების­ არსებობა 100 წლის წინ იწინა­სწარმეტყველა აინშტაინმა. ამ მოვლენის კვლევა გასული­ საუკ­უნის 60-იანი წლებიდან აქტიურად დაიწყო, 1992 წელს კი ამერიკამ გამოყო მილიარდი დოლარი და ტალღების დასაფიქსირებლად უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ორი დეტექტორ-ობსერვატორია ამერიკის სხვადასხვა პოლუსზე განათავსა. დეტექტორები გრავიტაციული ტალღების აღმოსაჩენად კოსმოსიდან მიღებულ სიგნალებს­ აანალიზებდნენ, კვლევებში კი მსოფლიოს ათასამდე მეცნიერი მონაწილეობდა. ბოლოს და ბოლოს, 7 მილიწამის განმავლობაში ერთი და იგივე გრავიტაციული ტალღა ჯერ ერთმა ობსერვატორიამ დააფიქსირა, მერე მეორემ. სწორედ ამის შემდეგ განაცხადეს მოვლენის მკვლევრებმა, რომ კაცობრიობამ ახალი ეპოქა დაიწყო.

რატომ უწოდეს აღმოჩენას ეპოქალური და რას უნდა მოვ­ელოდეთ მისგან, ამის შესახებ ფიზიკოსი გია ბუსხრიკიძე გვესაუბრება.

- ალბერტ აინშტაინი ამტკიცებდა, რომ აჩქარებით მოძრავი ნებისმიერი ობიექტი ქმნის სივრცისა და დროის გამრ­უდებას; ანუ წარმოქმნის გრავიტაციულ ტალღებს; ამასთანავე, რაც უფრო დიდია ობიექტის მასა და აჩქარება, მით მეტია მის მიერ შექმნილი დროის და სივრცის დეფორმაცია; თუმცა ეს იყო თეორიული მტკიცება. ფაქტი კი მეცნიერებამ მხოლოდ ამ აღმოჩენით დადო. დიდი დრო, ფული და რესურსი დასჭირდათ მეცნიერებს, ტელესკოპებით 1,2 მლრდ წლის წინ კოსმოსში ორი ობიექტის შეჯახებით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღების დასაფიქსირებლად.

- და ამ ტალღებმა ახლაღა მოაღწიეს დედამიწამდე?
- დიახ. კვლევებით დადგ­ინდა, რომ ჩვენამდე მოღწეული გრავიტაციული ტალღები დედამიწიდან დაახლოებით 1,3 მლრდ სინათლის წლით დაშორებულ "ტერიტორიაზე" ორი კოსმოსური ობიექტის შეჯახებით წარმოიქმნა; ერთის მასა ჩვენი 36 მზის მასას უდრიდა, მეორისა - 29-ს. ეს ობიექტები შეიძლება იყოს მკვდარი ნეიტრონული ვარსკვლავები, ან შავი ხვრელები. სავარაუდოდ, უფრო შავი ხვრელებია. დაჯახების შემდეგ წარმოქმნილმა ტალღებმა მთელი სამყარო გამოიარა, ვიდრე სი­ნათლის წლის სიჩქარით გავრცელდა და ჩვენამდე მოაღწევდა.

- ესე იგი, გრავიტაციულმა­ ტალღებმა
რაღაც ინფორმაცია­ უკვე მოიტანა... ანუ ყოველი ტალღა, რომელსაც მომავალში დააფიქსირებს მეცნიერება, ახალ-ახალ ინფორმაციას მოიტანს კოსმოსური მოვლენების შესახებ.

- დიახ, ეს ასეა... გრავიტაც­ი­ული ტალღები აბსოლუტურად განსხვავდება ელექტრომაგნიტური ტალღებისგან და სულ სხვა ხასიათის მოვლენას წარმ­ოადგენს. ფიზიკოსების ვარაუდით, ეს არის მიზიდულობისთვის დამახასიათებელი ტალღები, დანარჩენს მეცნიერება გამოიკვლევს. ერთი, რაც ცხადია, მათ ელექტრომაგნიტური ტალღებისაგან განსხვავებული ინფორმაციები მოაქვთ და განსხვავებულ პერსპეტივებსაც გვისახავენ... გავიხსენოთ, რა მოჰყვა ელექტრომაგნიტური ტალღების აღმოჩენას - რაც დღეს გაგვაჩნია, ელექტროდენით დაწყებული, უსადენო ტექნოლოგიების ჩათვლით, რომლებიც ინფორმაციას კოსმოსიდანაც კი გადმოგვცემენ, სწორედ ელექტრომაგნიტური ტალღების აღმოჩენის წყალობაა. ამჟამად სულ სხვა ხასიათის მოვლენასთან გვაქვს საქმე. რასაკვირველია, ყველაფერს დრო დასჭირდება, და მისი შესწავლა სამყაროს იდუმალ მხარეს ფარდას ახდის. დროთა განმავლობაში გრავიტაციული ტალღების გამოყენებით ფანტასტიკა რეალობად იქცევა. ასეთია მეცნიერთა იმდები. სწორედ ამას გულისხმობდა გრავიტაციული ტალღების დამფიქსირებელი ერთ-ერთი მეცნიერი, - ჩვენ თვალი გვქონდა მიპყრობილი ცისაკენ, მაგრამ იქიდან მუსიკა არ გვესმოდა, ამიერიდან კი გავიგონებთო...

ეთერ ერაძე
....
19 თებერვალი 2016 08:11
გრავიტაციული ველების შესწავლა არასოდეს ყოფილა ფიზიკის საქმე! ასტრონომიაა მისი ამომხსნელი და არა ფიზიკა. ძველად და სწორედ ვიდრე დღეს თავს იყუებენ და სხვასაც ნაცარს აყრიან ფიზიკა ქართულად ფიზიკურობას განსაზღვრავდა და გალაკტიის საქმე არასოდეს ყოფილა მისი ჩარევა, ეს ასტრონომიის საქმეა. როცა სამყაროს ასაკს ფიზიკის კანონებით ითვლი რა დაცემული გონების სამყაროში ცხვრობ უმალ იგრძნობ! და რაც მთავარია სულ ტყუილია ყველაფერი! მე ვიცი რა არის ფიზიკა და სად მთავრდებოდა მისი ხედვა!
gizo
18 თებერვალი 2016 16:13
ვეთანხმები პირველ სამივე კომენტარს. თვით ეს მოვლენაც მეტად სპეციფიურია და არასპეციალისტისათვის მისი ახსნა შეუძლებელია, ამიტომ შეეშალა ავტორსაც, რაზეც სწორად მიუთითა achiko-მ, თორემ ფიზიკოსი ტერმინს სწორად ეტყვოდა.
სხვა სიახლეები
"ხელთათმნის გამოყენება შეიძლება სამხედრო სფეროში, რობოტიკაში და მედიცინაშიც. დღეს ექიმებს შეუძლიათ ჩაატარონ ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში ოპერაცია სპეციალური ,,ჯოისტიკების" საშუალებით, მაგრამ არ შეუძლიათ დისტანციურად იგრძნონ სხეულის ტემპერატურა და სიმკვრივე, რაც მნიშვნელოვანია მათთვის. ჩვენი ხელთათმნის მეშვეობით კი მათ ეს შეეძლებათ".
დაწვრილებით...
შარშან "პალიტრა "L"-მა "დისქავერის" ენციკლოპედიის, საკუთარი ხელით შესაქმნელი ტომების გამოცემა დაიწყო.
დაწვრილებით...
რა არის ერის გენოფონდი და რა სახელმწიფოებრივი ინტერესი უკავშირდება მას

"რუს და  უცხოელ მეცნიერებში შეიმჩნევა ტენდენცია საქართველოსა და მთლიანად კავკასიის გენეტიკური სიჭრელის დასადასტურებლად"

"დღეს ყველა კავკასიის შესასწავლად იღვწის - რუსი, ევროპელი, ამერიკელი... რატომ?"
დაწვრილებით...
დღეს ძილისა და სიფხიზლის პრობლემა ძალიან აქტუალურია. ახალგაზრდების დიდი ნაწილი ღამეს კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ათენებს, მეორე დღეს კი შუადღემდე ვერ ფხიზლდება...
დაწვრილებით...
ამ თემაზე საუბარი რეგენერაციული მედიცინის სპეციალისტ ჯაბა ტყემალაძესთან მისტიკურ წიგნს დაემსგავსა, თუმცა, სინამდვილეში, მისტიკური აქ არაფერია. "კაცობრიობის კეთილდღეობის საერთაშორისო ორგანიზაციის" წევრმა ნოუტბუკი ჩემკენ შემოატრიალა და იაპონიის ვიცეპრემიერის ერთ-ერთი გამოსვლა მაჩვენა.
დაწვრილებით...
17 წლის ფრედ ტერნერმა საკუთარ თავს რთული და ერთობ უხერხული ამოცანა დაუსახა: უნდა გაერკვია, რატომ ჰქონდა მის ძმას წითური თმა, მაშინ როცა გვარ-ჯილაგშიც კი არავინ ჰყავდათ ჟღალთმიანი.
დაწვრილებით...
ისტორიკოსებს თუ დავუჯერებთ, იგი იყო ერთი რიგითი ბრიტანელი მონარქი, რომელსაც მძიმე ჟამს მოუწია ქვეყნის მართვამ, შექსპირმა კი მონსტრად აქცია.
დაწვრილებით...
საბურთალოზე, საუკეთესო ადგილას, 65-240 კვ.მ.მშნებლობა
იყიდება 3 ოთახიანი კუთხის ბინა
სასწრაფოდ! იყიდება ახალაშენებულ კორპუსში გარემონტებული
სასწრაფოდ! იყიდება გოთუას ქუჩაზე 84,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები