ქართველი ახალგაზრდების უნიკალური გამოგონება - ხელთათმანი, რომელიც ვირტუალური სამყაროს სრულფასოვან წევრად გაქცევს
ქართველი ახალგაზრდების უნიკალური გამოგონება - ხელთათმანი, რომელიც ვირტუალური სამყაროს სრულფასოვან წევრად გაქცევს
"ხელთათმნის გამოყენება შეიძლება სამხედრო სფეროში, რობოტიკაში და მედიცინაშიც. დღეს ექიმებს შეუძლიათ ჩაატარონ ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში ოპერაცია სპეციალური ,,ჯოისტიკების" საშუალებით, მაგრამ არ შეუძლიათ დისტანციურად იგრძნონ სხეულის ტემპერატურა და სიმკვრივე, რაც მნიშვნელოვანია მათთვის. ჩვენი ხელთათმნის მეშვეობით კი მათ ეს შეეძლებათ".

სამი წლის წინ თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში გამართულ პირველ ჰაკათონზე სამმა ახალგაზრდამ წარადგინა "ჯადოსნური ხელთათმანი", სახელად "ინგლავი" (InGlove), რითიც უშუალოდ დაუკავშირდა ვირტუალურ სამყაროს. ვინ არიან
You must have Flash Player installed in order to see this player.
ეს ახალგაზრდები, როგორ შეაღწიეს ვირტუალურ სამყაროში და რა შეუძლია მათ ხელთათმანს? - ერთ-ერთი გამომგონებელთან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი გიორგი მეშველიანთან ინტერვიუს ჟურნალი "გზა" 31 მარტის ნომერში აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ.

გიორგი მეშველიანი:
- გუნდში 3 ადამიანი ვართ. ინტერაქტიული ხელთათმნის იდეა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ერთ-ერთს - დიმიტრი ცხოვრებაძეს გაუჩნდა და იმ მეგობრებს გაგვიზიარა, ვინც მსგავსი პროექტებით ვიყავით დაინტერესებულნი. დიმიტრიც ჩემსავით კომაროველია და სექტემბრიდან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გააგრძელებს სწავლას. ჩვენი ტექნიკური ლიდერი არის გიორგი გაბარაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი და თვითნასწავლი პროფესიონალი ელექტროინჟინერი.

ჩვენი გამოგონების საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ, შეეხონ და იგრძნონ ვირტუალურ სამყაროში არსებული ობიექტები. ხელთათმანის თითებში დამონტაჟებულია
ვიბრაციის ძრავები და კომპიუტერიდან წამოსული სხვადასხვა სიხშირის სიგნალი იმ ძრავას ამუშავებს, რა თითითაც ეხები ობიექტს, ნივთს სამგანზომილებიან სამყაროში. სხვადასხვა სიმყარის მატერიისთვის ვიბრაციის სიხშირეც განსხვავებულია. გარდა ამისა, ჩაყენებული გვაქვს ტემპერატურის უკუკავშირი, რისი საშუალებითაც სხვადასხვა ტემპერატურის ვირტუალური ობიექტების ტემპერატურას შევიგრძნობთ, ანუ ხელთათმანი გიკეთია ხელზე და როდესაც რაიმეს ეხები, ნამდვილი ხელიც გრძნობს.

...
- რამდენად უსაფრთხოა ხელთათმანი ადამიანისთვის, ვინც მას მოიხმარს ან, თუ ის სახიფათოა, როგორ შეიძლება დაზიანების თავიდან აცილება?
- დაზიანება გამორიცხულია იქიდან გამომდინარე, ხელი რომ არ დაგეწვას ან გაგეყინოს, ხელთათმანზე სპეციალური ლიმიტი ანუ ზღვარი გვაქვს დაწესებული. ლიმიტის გარეშე დაზიანება შესაძლებელია.

...
- გარდა კომპიუტერული თამაშების ვირტუალურ სამყაროსთან "ხელის ჩამორთმევისა", რას ფიქრობთ, სად და როგორ შეიძლება ინტერაქტიული ხელთათმანის გამოყენება?
- ძირითადი მიმართულება მაინც თამაშებია. მაგრამ ხელთათმნის გამოყენება შეიძლება სამხედრო სფეროში, რობოტიკაში და მედიცინაშიც. დღეს ექიმებს შეუძლიათ ჩაატარონ ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში ოპერაცია სპეციალური ,,ჯოისტიკების" საშუალებით, მაგრამ არ შეუძლიათ დისტანციურად იგრძნონ სხეულის ტემპერატურა და სიმკვრივე, რაც მნიშვნელოვანია მათთვის. ჩვენი ხელთათმნის მეშვეობით კი მათ ეს შეეძლებათ.
გამოგონება განვითარებადია და მომავალში ადამიანებს შეეძლებათ, ჩაიცვან მთლიანი ინტერაქტიული კოსტიუმი და მთელი სხეულით გახდნენ ვირტუალური სამყაროს ნაწილი. ოკულუსის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ ჩაიხედონ ვირტუალურ სამყაროში. დღეს ინტერნეტით შეგვიძლია დავუკავშირდეთ ერთმანეთს, შევხედოთ, მოვუსმინოთ, მაგრამ არ შეგვიძლია, შევეხოთ ერთმანეთს. მომავალში ეს აუცილებლად შეგვეძლება. წარმოიდგინეთ, თქვენი მონატრებული მეგობარი მსოფლიოს მეორე ნახევარსფეროშია და გადატვირთული რეჟიმის გამო ერთმანეთის ნახვას ვერ ახერხებთ. ჩვენი მომავლის ტექნოლოგია ადამიანებს ამის შესაძლებლობას აუცილებლად მისცემს.

რატომ გამოაგდეს დღეს უკვე წარმატებული გამომგონებელი ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან, ვინ არის დაინტერესებული მათი გამოგონებით და კიდევ რა ტექნოლოგიურ სიახლეებზე მუშაობენ ნიჭიერი ახლაგზარდები ? - სტატია სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 31 მარტის ნომერში


მკითხველის კომენტარი (6)
676
31 მარტი 2016 20:45
Nika1-აგერ ლინკები და შენ თვითონ ამოარჩიე და ცოტა საუბარს დაუკვირდი თორე სახელი ნიკა ნინიკოდ არ გადაგექცეს...
გავაზელი
31 მარტი 2016 19:03
კომაროველები ნიჭიერებიც არიან და არც შრომა ეზარებათ. მიდით ბიჭებო, ყველაფერი გამოგივათ!
ყოფილი კომაროველი
Nika1-676-s
31 მარტი 2016 12:10
ადმინისტრაციას - არ დაბლოკოთ ძალიან გთხოვთ. 676-ო იყოო იძახი, ჩვენც გვაქვს ინტერნეტი და დაგვილინკე ერთი თუ კაცი/ქალი ხარ, ვნახოთ სად და ვის მიერ იყო გამოგონებული.
მოკლედ რაა ამ საზოგადოების დეგრადირებულმა ნაწილმა ხომ ვერ მოიშალა სხვის წარმატებაზე და მიღწევაზე ბოღმით გახეთქვა. არ შეგიძლია შე კაი ადამიანო გასაგებია, ყველა გამომგონებელი ვერ ვიქნებით მარა ბავშვების ასეთი წარმატებით მაინც გაიხარე. შენც ხომ გეზრდებიან ან გაგეზრდებიან შენები და მათ, რომ რამეს მიაღწიონ და შენნაირი ვინმე გამოხტეს და მსგავსი გესლი დაანთხიოს გესიამოვნებათ ან შენ და ან შენს შვილს? კარგი რაა მართლა და მართლა. თუ ვცდები მიდი ერთი დამილინკე სად ვნახო სხვის მიერ გამოგონებული მსგავსი რამ. და უპასუხოდ არ დამტოვო, ზუსტად ვიცი შენნაირების ფსიქოლოგია, რამე ასეთს დაწერენ და მერე გაფაციცებით ელოდბიან ხალხის რეაქციას კომენტარებში. ზუსტად ვიცი ნახავ ჩემს კომენტარს და მიპასუხე იცოდე
ania
30 მარტი 2016 21:20
ქარტველები ზარმაცები კი არიან მარა ამასტანავე ნიჭიერები, გაუხსენიტ ამატ გზა
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები