ვალუტის კურსი
09/09/2010
USD
1
USD
1.8510
EUR
1
EUR
2.3524
RUB
100
RUB
5.9928
გვესაუბრება ავერსის კლინიკის...
 
აგებულებისა და ფუნქციური...
 
02-11-2009
გიჟური... გიჟური... გიჟური ფანტაზია!!!
გიჟური... გიჟური... გიჟური ფანტაზია!!! თინეიჯერებო, ყველა სკოლისა, შეერთდით! და წავიდააააა!..

ოდესმე თუ გიოცნებიათ სკოლის ჰაერში ''აწევაზე"? რას გეკითხებით, ალბათ გიცდიათ კიდეც! ჰოდა, ახლა ყველამ ერთად მოვუხმოთ გიჟურ ფანტაზიას და შევცვალოთ სკოლის სტერეოტიპი, სკოლა კი ჰაერში ''ასაწევად'' მოემზადოს...


თინეიჯერების შემოსევაა...
რას ვიზამდით, სკოლა ჩვენს ნებაზე რომ შეგვაცვლევინონ?! აბა, წავიდა! ჩვენი არანორმალური სამყაროს გიჟური ოდისეა იწყებააა!!!
რაც ყველაზე საინტერესოა, სასურველია სკოლების "მოწყობაში" გოგონებზე აქტიურად ბიჭები მონაწილეობდნენ.

სკოლა (თუ საგიჟეთი?)
პირველ რიგში, სკოლა გადადის "გაძლიერებულ" სწავლებაზე - 10  წუთი სწავლა და 45 წუთი დასვენება; ჩამოიხსნება საკლასო ოთახების კარები, ზარი დიდი სიხარულით ჩაჰბარდება წარსულს, დასწრება იქნება თავისუფალი!.. ჟურნალები - მაკულატურაში, დაფები -  შეშად!
ბავშვების პირველი იდეა იყო სკოლის ფასადის აჭრელება. აბა, წარმოიდგინეთ საღებავში ამოთხვრილი 500 გოგო-ბიჭი როგორ შესევიან დერეფნებს... ყველა სართულზე ბარი იქნება, თუმცა ბევრი ბჭობის შემდეგ სკოლას მაინც შეუნარჩუნეს ფუნქცია და ალკოჰოლურ სასმელს როგორღაც შეელივნენ.
გოგონების საღმა აზრმა იმარჯვა და კედლებზე უზარმაზარი სარკეები დამაგრდა, საკლასო ოთახებში კი ყველაზე დიდი საგიჟეთი დატრიალდა... კლასებში დაიყარა პუფები სკამების ნაცვლად, მერხების ნაცვლად კი პლაზმური დაფები, საკლასო ოთახებში განთავსდა "კოკა-კოლას" ავტომატები, ღორმუცელებმა ორჯერადი კვებაც "დააწესეს", ბიჭებმა ამჯერად გოგონებზეც იზრუნეს და მათ ფიტნესკლუბის გახსნასაც დაჰპირდნენ...
რაც უნდა გასაკვირი იყოს, პრიორიტეტი  სასკოლო ფორმა აღმოჩნდა(!). ''ნიჭიერთა და საზრიანთა ერთიანმა საბჭომ''  დიზაინი თვითონვე მოიფიქრა: გოგონებს თეთრი ბლუზები და კუბოკრული ქვედაკაბები, ბიჭებს - ჯინსები და თეთრი პერანგები. წიგნების მაგივრად ლეპტოპები შემოიღეს... ცეკვის, ცურვისა და სხვა გასართობების მოყვარულმა თინეიჯერებმა, არც მეტი, არც ნაკლები, სკოლაში უზარმაზარი საცურაო აუზი დადგეს, აქ უკვე ისე ღრმად შეიჭრნენ როლებში, გადაწყვიტეს ჰიპ-ჰოპის სპეციალური დარბაზი მოეწყოთ უზარმაზარი სარკეებით. ასევე გადაწყდა დიდ დარბაზში უზარმაზარი დინამიკებისა და მონიტორების დამონტაჟება. "არასასწავლო" დღეებში წვეულებებისა და დისკოთეკების მოწყობა. მოკლედ, ასე ცეკვა-თამაშში გართული ჩემი მეგობარი თინეიჯერები ძლივს "გამოვაფხიზლეთ" და ფურცლები ავაცალეთ, სადაც მათი ფანტაზია სიგიჟის ზღვარს ასცდა... ერთს ამდენი ოცნებისგან თავიც კი ასტკივდა.
ეს არის ჩვენი გიჟური ოცნება - როგორ მოვაწყოთ თანამედროვე სკოლის შენობა.  მოკლედ, თქვენ ფული თქვით და ჩვენ მერე გვიყურეთ. აბა, თავად განსაჯეთ, ასეთი სკოლიდან შატალოზე წამსვლელი არის ვინმე?
აქ სრულდება ჩვენი ყველაზე, ყველაზე, ყველაზე გიჟური ოდისეა ოცნების სამყაროში. ყველაზე უსიამოვნო კი ის აღმოჩნდა, ყველაფერ ამის შემდეგ ისევ ჩვეულებრივ, ტრადიციულ სკოლას დავუბრუნდით...
მკითხველის კომენტარი (16)
soopiii : )))))))
06 სექტემბერი 2010 12:19
სკოლა დზაან მაგარიაააააააა .............დილით ადგომა არაააა : )))))))) არ დაგეზაროთ ბავშვებოოო მე სკოლა მიყვრს
ninuci
26 აგვისტო 2010 10:30
magariaaaaa:))))
Maryaam
11 ივნისი 2010 13:30
კომეენტარი როო არ გაამეკეტებინაა ვერრ მოოვისვეენეებდიი რაა :D:D: :X
........
04 ივნისი 2010 15:32
სკოლა მაინც ყველაფერია.
kek
23 იანვარი 2010 21:07
გაუმარდზოს ვის..?? "სკოლა გადადის "გაძლიერებულ" სწავლებაზე - 10 წუთი სწავლა და 45 წუთი დასვენება; ჩამოიხსნება საკლასო ოთახების კარები, ზარი დიდი სიხარულით ჩაჰბარდება წარსულს, დასწრება იქნება თავისუფალი!.. ჟურნალები - მაკულატურაში, დაფები - შეშად!"
keta
18 იანვარი 2010 21:09
au neta martla kvelaferi ase ikos tineijerebo rogorc tkven ocnebobt
rusa gogisvanidze
17 იანვარი 2010 19:10
გამარჯობათ ბავშვებო მე რუსა ვარ , ამ სტატიების თანაავტორი, ძალიან დიდი მადლობა კომენტარებისთვის, ვისაუბროთ სხვადასხვა თემებზე.
butooo
13 იანვარი 2010 17:25
yvelazeee gijeuriaaaaaa
eLLe ***
24 დეკემბერი 2009 14:29
აუუ ესეტიი სკოლაა მინდააააა გეჯოო სკოლას რა ჯობია : )))) მერე მე პირადად შატალოზე აგარ წავიდოდიიი.....: )))) ისე სკოლაში სიარული ასწორებს მაგარი პონტებია... მაგრამ დილით ადგობაა ტეხავს ((((
:):):):)
21 დეკემბერი 2009 01:13
დარწმუნებული ვარ ვინც ამბობს სკოლა არ მინდაო ტყუის იმიტო რო მე მაგალითად სკოლა ძააან მიყვარს აბა თინეიჯერმა სხვა რა უნდა გააკეთოს სახლში დაჯდეს კომპიუტერთან?
busa
17 დეკემბერი 2009 21:11
მე კიდე მინდა სულ არ მქონდეს სკოლა :))
giogio0017
16 დეკემბერი 2009 18:48
me iseti skola minda 3 dge ro viswavlot, 3 davisvenot da ertic eqskursia yovel kviras, xo magaria? :)))
Sally
06 დეკემბერი 2009 13:58
თინეიჯერებო, მოდი ვისაუბროთ როგორი სკოლა გინდათ გქონდეთ? თქვენ როგორ შეცვლიდით სკოლას საკუთარ ფანტაზიებში?:)
marikooo
03 დეკემბერი 2009 23:08
რა მაგარიაააა საგოლ თიჯეიჯერებო ძალიან მომწონს ჩემმა მეგობრებმა მითხრეს და აი მაგარია რა ამის მერე ვიყიდი კვირის პალიტრას :*
liliko
03 დეკემბერი 2009 20:02
ძალიან მომწონს თინეიჯერული გვერდი და ყოველთვის ვკითხულობ :) უბრალოდ კვირაში ერთხელ რომ არ არის ძალიან მწყინს. ეს სტატიაც ძალიან მომეწონა, მეც მინდა ეგეთ სკოლაში ვსწავლობდე :)))))
გააკეთე კომენტარი
 
*
 
 

ყურადღება!!!
უხამსი კომენტარები არ გამოქვეყნდება.

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 1 საათის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.