ზოგადად: ეს არის ცოდნის ტაძარი, სადაც ბავშვი უნდა აღიზარდოს, პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ამასთანავე, მიიღოს სათანადო ზოგადი განათლება და იქ ცხოვრების საუკეთესო წლები გაატაროს.
ეს დებულება იდეალურია, რომელსაც წესით, ყველა უნდა ვემორჩილებოდეთ. თუმცა, მოსწავლეთა გამოკითხვის შემდეგ ამ შეკითხვაზე შემდეგი პასუხები მივიღეთ:
სატანჯველი: სკოლა 12-წლიანი "ციხეა", რომლისგან გათავისუფლებასაც ყველანი ძალიან ვცდილობთ.
მასწავლებლები "ციხის" ზედამხედველები არიან, რომლებიც თან გვასწავლიან და თან ნერვებს გვიშლიან.
სასადილო ის ადგილია, სადაც შეიძლება გემრიელადაც ისაუზმო და მოიწამლო კიდეც.
ტესტირება და საკონტროლო უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლეთა ნერვულ სისტემაზე, რასაც "ზედამხედველები'' კარგად იყენებენ.
"ჟანდარმები'' და "ზედამხედველები" უკრძალავენ გაკვეთილზე მუსიკის მოსმენას და შატალოზე წასვლას.
გამონათებები: დღის განმავლობაში მხოლოდ ის განუგეშებს, რომ სკოლაში მეგობრებს ხვდები.
მოწყენილობის პიკის დროს შატალო ერთადერთი წამალია, როცა თავს დააღწევ სატანჯველი შენობის ნაცრისფერ (ზოგან ყვითელ) კედლებს.
შიში: მეორე დღისა, რომ ისევ იქ მოგიწევს დაბრუნება, საიდანაც გუშინ გამოიქეცი.
იშვიათი გამონაკლისებისთვის:
სკოლა მეორე სახლია, ძალიან კარგი ადგილი, სადაც ხარ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. უბრალოდ მიდიხარ, ერთობი და ცოდნას იღრმავებ (ამათ ალბათ სახლში ცუდად ექცევიან და იმიტომ).
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით...
02-11-2009
და მაინც რა არის სკოლა?












13 წლის თეკლე თორთლაძე "მის თინეიჯერი 2010" გახდა. თეკლე 25 მარტს ჟურნალმა "ოსკარმა" რიგით მეორე კონკურსის საზეიმო ცერემონიალზე დააჯილდოვა. ჟურნალის რედაქტორის, ნინო ტურაშვილის თქმით, ამიერიდან კონკურსი წელიწადში ორჯერ, სეზონურად გაიმართება. რედაქციის ასეთი გადაწყვეტილება განაპირობა მოზარდების განსაკუთრებულმა ინტერესმა.
ერთხელ მასწავლებელმა მიხეილ ჯავახიშვილის "ლამბალო და ყაშას" წაკითხვა დაგვავალა. როცა ამ წიგნზე ჩვენი შთაბეჭდილებების შესახებ გვკითხა, ჩემმა კლასელმა თამუნამ თავი გაიმართლა, ლამბალო ვიშოვე, ყაშა კი ვერაო. შემრცხვა... ბავშვებმა დასცინეს, - არ უნდა დაეცინათ. თამუნა გაკვეთილებს ერთი კვირა აცდენდა, მერე გაბედა და დაგვიბრუნდა. ეს ამბავი ახლახან გამახსენდა, როცა ჩემმა 16 წლის ბიძაშვილმა, მარიმ მკითხა, "ტომ სოიერის თავგადასავალი" ვისი დაწერილიაო. ჰოდა, ერთგვარი ”ლიტერატურული გამოკითხვის” ჩატარება გადავწყვიტე.
21-ე საუკუნეში ყველა თავისი საზრუნავით არის დაკავებული. ზოგი ფიქრობს, რომ დედამიწის აღსასრული ახლოვდება და საცხოვრებლად ახალ პლანეტას ეძებს. სანამ “დედამიწელები’’ კოსმოსში ცოცხალი არსებების აღმოჩენას და აპოკალიფსის თარიღის დადგენას ცდილობენ, ჩვენ, თინეიჯერები ახალ განზომილებაში უკვე “გადავცხოვრდით’’...
თუ შატალოზე წასვლას გადაწყვეტთ, ყველაფერი წინასწარ გაითვალისწინეთ, ფულიც შეკრიბეთ და მაგრად გაერთეთ.
აუ, დე, ის ფეხსაცმელი მიყიდე, რა, მაგრა მოდაშია! მა, ახალი ტელეფონი მინდა! ის 150-ლარიანი ჯინსები მიყიდე რა... აუუ, ძაან მინდა, მიყიდე რა, იცი, მაღაზიაში რა
რუბრიკაში ,,სიყვარულის გაკვეთილები" პირველ სიყვარულზე, სიყვარულის ახსნასა და პირველ პაემანზე ვისაუბრებთ. იმედია, ჩვენი რჩევები გამოგადგებათ.
ოდესმე თუ გიოცნებიათ სკოლის ჰაერში ''აწევაზე"? რას გეკითხებით, ალბათ გიცდიათ კიდეც! ჰოდა, ახლა ყველამ ერთად მოვუხმოთ გიჟურ ფანტაზიას და შევცვალოთ სკოლის სტერეოტიპი, სკოლა კი ჰაერში ''ასაწევად'' მოემზადოს...
სკოლიდან თავქუდმოგლეჯილი მორბიხარ! ერთი სული გაქვს, როდის მიხვალ შინ. იქ ხომ სანატრელი ''ოდნოკლასნიკი", "Facebook", "Skype" და სხვა მრავალი საიტი გელის. მოკლედ, სიქაგაცლილი შევარდები ოთახში და... გულიც უკვე მშვიდდება. შენი ერთადეთი, უნიკალური და განუმეორებელი კომპიუტერი შენ გელოდება... როგორც იქნა, გაუთავებელი ჩხუბის შემდეგ, ააგლეჯ საბრალო დას ან ძმას კომპიუტერიდან. არადა, ისეა აზარტში შესული, შენი განწირული კივილიც აღარ ესმის.












