ადგა!!! როგორც იქნა, ისევ შენია სანატრელი ყუთი, მაგრამ...ეს მანია სწრაფად ვრცელდება, გადამდები და დამღუპველია
სკოლიდან თავქუდმოგლეჯილი მორბიხარ! ერთი სული გაქვს, როდის მიხვალ შინ. იქ ხომ სანატრელი ''ოდნოკლასნიკი", "Facebook", "Skype" და სხვა მრავალი ''საიტი გელის. მოკლედ, სიქაგაცლილი შევარდები ოთახში და... გულიც უკვე მშვიდდება. შენი ერთადეთი, უნიკალური და განუმეორებელი კომპიუტერი შენ გელოდება... როგორც იქნა, გაუთავებელი ჩხუბის შემდეგ, ააგლეჯ საბრალო დას ან ძმას კომპიუტერიდან. არადა, ისეა აზარტში შესული, შენი განწირული კივილიც აღარ ესმის.
ადგა!!! როგორც იქნა, ისევ შენია სანატრელი ყუთი. მიუჯექი მაგიდას, გააფთრებული მივარდი კლავიატურას, ემოციამოძალებული შეიჭერი ინტერნეტში, მოიარე საიტები... გამალებული ''ჩათაობისგან'' უკვე წუთში 100 სიტყვასაც კი ბეჭდავ, განიხილავ საკითხებს, რომლებიც იმდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნია, რომ ლამისაა მონიტორი თავით გაიტანო და აი, სწორედ ამ საპასუხისმგებლო მომენტში, ოთახში შემოიჭრა დედა, რომელიც მზად არის ჩაებას ბრძოლაში, რათა დაისაკუთროს კომპიუტერი. ის ისევეა მოწყურებული, როგორც ცოტა ხნის წინ შენ - და-ძმასთან ბრძოლისას... მაგრამ აქ საქმე უფრო რთულადაა, ამ ბრძოლაში გამარჯვებას პირი არ უჩანს და სწორედ ამ დროს შენს წინააღმდეგ თავს იჩენს ისეთი წყალგაუვალი არგუმენტები, როგორიცაა: ”სამეცადინო არ გაქვს?! '' რამდენი ხანი უნდა იჯდე აქ! ადექი ახლავე!''.. რა ხდება ამ დროს? კომპიუტერის დათმობა გიწევს...
კომპიუტერი დედამ დაისაკუთრა, ახლა ის შევარდა "ოდნოკლასნიკზე", შენ კი სამეცადინოდ ჯდები, მაგრამ იმდენად დაღლილი ხარ, რომ არაფრის თავი აღარ გაქვს. კომპიუტერის ოთახიდან კი კვლავ კლავიატურის წამების ხმა გესმის.
საქმეში მძიმე არტილერია ერთვება, მამა შემოიჭრა ბრძოლის ველზე! მამა ყველას დატუქსავს უსაქმურობისა და ამდენი ხანი კომპიუტერთან ჯდომისთვის, საბოლოოდ კი არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ მთელ თუ არა, ნახევარ ღამეს caunter-ის თამაშში გაატარებს.
ასე რომ, არც კი ვიცით, ამას ინტერნეტმანია დავარქვათ თუ ოჯახური სენი, მაგრამ ფაქტი ერთია - ეს მანია სწრაფად ვრცელდება, გადამდები და დამღუპველია. რაც მთავარია, ანტიდოტი ჯერ არ გამოუგონიათ...
ინტერნეტმანიის პირველი გამოვლინება - სკოლაში ცუდი ნიშნები, სახლში მოუმზადებელი სადილი, სამსახურში კი აწეწილი საქმეები.
მოკლედ, თინეიჯერული გვერდი გაფრთხილებთ, ამ "სიმპტომების" გამოვლინების შემთხვევაში სასწრაფოდ დაუბრუნდით საქმეებს და ცოტა ხნით კომპიუტერიც გაუშვით შვებულებაში...












13 წლის თეკლე თორთლაძე "მის თინეიჯერი 2010" გახდა. თეკლე 25 მარტს ჟურნალმა "ოსკარმა" რიგით მეორე კონკურსის საზეიმო ცერემონიალზე დააჯილდოვა. ჟურნალის რედაქტორის, ნინო ტურაშვილის თქმით, ამიერიდან კონკურსი წელიწადში ორჯერ, სეზონურად გაიმართება. რედაქციის ასეთი გადაწყვეტილება განაპირობა მოზარდების განსაკუთრებულმა ინტერესმა.
ერთხელ მასწავლებელმა მიხეილ ჯავახიშვილის "ლამბალო და ყაშას" წაკითხვა დაგვავალა. როცა ამ წიგნზე ჩვენი შთაბეჭდილებების შესახებ გვკითხა, ჩემმა კლასელმა თამუნამ თავი გაიმართლა, ლამბალო ვიშოვე, ყაშა კი ვერაო. შემრცხვა... ბავშვებმა დასცინეს, - არ უნდა დაეცინათ. თამუნა გაკვეთილებს ერთი კვირა აცდენდა, მერე გაბედა და დაგვიბრუნდა. ეს ამბავი ახლახან გამახსენდა, როცა ჩემმა 16 წლის ბიძაშვილმა, მარიმ მკითხა, "ტომ სოიერის თავგადასავალი" ვისი დაწერილიაო. ჰოდა, ერთგვარი ”ლიტერატურული გამოკითხვის” ჩატარება გადავწყვიტე.
21-ე საუკუნეში ყველა თავისი საზრუნავით არის დაკავებული. ზოგი ფიქრობს, რომ დედამიწის აღსასრული ახლოვდება და საცხოვრებლად ახალ პლანეტას ეძებს. სანამ “დედამიწელები’’ კოსმოსში ცოცხალი არსებების აღმოჩენას და აპოკალიფსის თარიღის დადგენას ცდილობენ, ჩვენ, თინეიჯერები ახალ განზომილებაში უკვე “გადავცხოვრდით’’...
თუ შატალოზე წასვლას გადაწყვეტთ, ყველაფერი წინასწარ გაითვალისწინეთ, ფულიც შეკრიბეთ და მაგრად გაერთეთ.
აუ, დე, ის ფეხსაცმელი მიყიდე, რა, მაგრა მოდაშია! მა, ახალი ტელეფონი მინდა! ის 150-ლარიანი ჯინსები მიყიდე რა... აუუ, ძაან მინდა, მიყიდე რა, იცი, მაღაზიაში რა
რუბრიკაში ,,სიყვარულის გაკვეთილები" პირველ სიყვარულზე, სიყვარულის ახსნასა და პირველ პაემანზე ვისაუბრებთ. იმედია, ჩვენი რჩევები გამოგადგებათ.
ოდესმე თუ გიოცნებიათ სკოლის ჰაერში ''აწევაზე"? რას გეკითხებით, ალბათ გიცდიათ კიდეც! ჰოდა, ახლა ყველამ ერთად მოვუხმოთ გიჟურ ფანტაზიას და შევცვალოთ სკოლის სტერეოტიპი, სკოლა კი ჰაერში ''ასაწევად'' მოემზადოს...













ეს ფორუმი არის თინეიჯერებისთვის განკუთვნილი.
თინეიჯერი თაობა ძაან დიდ დროს უთმობს ინტერნეტს და ესეთი საიტებზე ცხოვრებას.