ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
07-12-2009
როგორ ილუმპებოდა თემო საჯაია სკოლის აივანზე
როგორ ილუმპებოდა თემო საჯაია სკოლის აივანზე თუ შატალოზე წასვლას გადაწყვეტთ, ყველაფერი წინასწარ გაითვალისწინეთ, ფულიც შეკრიბეთ და მაგრად გაერთეთ.  

მართალია, მეორე დღეს მასწავლებლებთან თავის მართლება მოგიწევთ, მაგრამ, როგორც ამბობენ, ჩიტი ბდღვნად ღირს. ყველაფერი იმით მთავრდება, რომ განრისხებული დამრიგებელი და დაბღვერილი დირექტორი მშობლების დაბარებით გემუქრებიან, თქვენც თავჩაქინდრული ბუტბუტებთ, - "მაპატიეთ, აღარ განმეორდება", თუმცა... როგორც კი გული ცელქობისა და გართობისთვის შატალოზე წასასვლელად ,"მოგიხმობთ", თქვენც ისევ შესძახებთ - ,,მოვდივააარ!"...
თინეიჯერულ ასაკზე, სკოლისდროინდელ სახალისო ამბებსა და შატალოებზე ყოფილი ,,ვარსკვლავების აკადემიელი'' თემო საჯაია''  გვესაუბრა:

- როგორი თინეიჯერი იყავი?
- მხიარული ბავშვი ვიყავი და ძალიან კარგად მახსენდება სკოლის წლები. მიუხედავად იმისა, რომ თინეიჯერული ასაკი სულ ორი წელია, რაც გადავლახე, ჩემს დროს ამდენი თავისუფლება და გასართობი არ იყო. ჩვენ, ძირითადად, ფეხბურთის თამაშითა და ერთმანეთთან სტუმრობით ვერთობოდით.

- მასწავლებლებს თუ უმწარებდი სიცოცხლეს?
- კი, ძალიან ვაბრაზებდი და ახლა მრცხვენია. ჩემი კლასი დირექტორის სადამრიგებლო იყო, დედაჩემი გერმანულს მასწავლიდა და ჩვენგან ყველა წესიერებას მოითხოვდა. 45 ბავშვი მაინც ჩვენებურად ვაგიჟებდით პედაგოგებს. არც ცარცით მასწავლებლის სკამის გათხუპნა, არც ჭიკარტის დადება და არც გაკვეთილზე სიმღერა იყო ჩვენთვის უცხო. პირველად რომ შემოვიდა ახალი წლის პატარა ასაფეთქებლები, ჩვენ ნაგვის ურნაში უამრავი მაშხალა ჩავყარეთ, გაკვეთილი რომ დაიწყო, მოვუკიდეთ და... მთელი კლასი ნაგვით დაიფარა. ახლა ასეთი სისულელეების ძალიან მრცხვენია.
ჩვენს კლასს აივანი ჰქონდა. იქ რას აღარ ვაკეთებდით. ერთხელ გაკვეთილის დაწყებამდე მე და ჩემი ძმაკაცი აივანზე გავედით, ზარი დაირეკა, დირექტორმა ვერ შეგვამჩნია და კარი გადაკეტა. ჰოდა, ჩვენც ორი გაკვეთილი გარეთ ვიდექით წვიმაში. ზამთარი იყო და მთელი ქუჩა გაკვირვებული გვიყურებდა, როგორ ვილუმპებოდით.

- როგორი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი შატალო?
- რადგან დირექტორის კლასი ვიყავით, შატალოზე იშვიათად ვახერხებდით წასვლას. პირველად მე-10 კლასში დავთვერით. შატალოზე ვიყავით, მთელმა კლასმა ერთი ბოთლი არაყი გამოვცალეთ და კარგად გამოვთვერით. ყველაზე დასამახსოვრებელი შატალო კი მე-9 კლასში მქონდა. ფული შევკრიბეთ სახინკლეში წასასვლელად. 35 ლარი გამოვიდა, მაშინ ბევრი გვეგონა და ძალიან გვიხაროდა. ფული მე მომაბარეს. გადავწყვიტეთ, ავტობუსით წავსულიყავით. მაშინ პლეხანოვზე მარტო ერთი ავტობუსი დადიოდა და იმასაც უკანა კარი არ ეღებოდა. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ქალაქში დავიკარგეთ. არავინ იცოდა, სად ვიყავით. ბოლოს ერთ სახინკლეს მოვკარით თვალი და ავტობუსიდან ჩამოვედით. ფულის კიდევ ერთხელ გადათვლა დავაპირეთ, მაგრამ... სადაა ფული? ცარიელ ჯიბეში ვაფათურებდი ხელებს... ჯიბგირებს ამოუცლიათ, ამდენი ბავშვი მშიერი დავტოვე. ბოლოს, ერთ პარკში დავსხედით, ბავშვებმა ჯიბეში ჩარჩენილი 5-თეთრიანები ამოხიკეს და მზესუმზირის ჭამას შევუდექით.
დედაჩემს ჩემ გამო ხშირად პედსაბჭოზე  შენიშვნებს აძლევდნენ. ჩვენ კი ყველას ოფიციალურ ხელწერილებს გვადებინებდნენ და სათუთად ინახავდნენ.

- რა შემოგრჩა თინეიჯერობის ასაკიდან?
- თუ რამდენიმე მაისურს და ბოლო ზარის პერანგს არ ჩავთვლით, ალბათ, კარგი მოგონება და მხიარული ხასიათი.

- დასასრულ, რას საქმიანობ ახლა?
- ვწერ სიმღერებს, ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ რამე ღირებული შევქმნა. მირჩევნია, ვიყო ჩემს ქვეყანაში და ვაკეთო ჩემი საქმე აქ, ვიდრე სხვაგან წავიდე.


marina
21 მარტი 2010 16:38
ძალიან კარგი, რომ თინეიჯერულ ასაკში ასე კარგად ერთობოდი, მაგრამ საინტერესოა ახლა თავს როგორ ირჩენ, სად მუშაობ! მიანიშნებ, რომ საზღვარგარეთ წასვლას გირჩევნია აქ დარჩე და რაიმე ღირებული შექმნა. ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუ გიფიქრია, რომ Bევრ შენს თანატოლსაც აქვს ამის სურვილი, მაგრამ ლუკმა - პურის საშოვნელად იზულებულია საზღვარგარეთ ეძებოს საშველი?
anastasia
20 იანვარი 2010 19:07
საინტერესოააა ჰმმმ :)
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge 13 წლის თეკლე თორთლაძე "მის თინეიჯერი 2010" გახდა. თეკლე 25 მარტს ჟურნალმა "ოსკარმა" რიგით მეორე კონკურსის საზეიმო ცერემონიალზე დააჯილდოვა. ჟურნალის რედაქტორის, ნინო ტურაშვილის თქმით, ამიერიდან კონკურსი წელიწადში ორჯერ, სეზონურად გაიმართება. რედაქციის ასეთი გადაწყვეტილება განაპირობა მოზარდების განსაკუთრებულმა ინტერესმა.
KvirisPalitra.Ge

 ერთხელ მასწავლებელმა მიხეილ ჯავახიშვილის "ლამბალო და ყაშას" წაკითხვა დაგვავალა. როცა ამ წიგნზე ჩვენი შთაბეჭდილებების შესახებ გვკითხა, ჩემმა კლასელმა თამუნამ თავი გაიმართლა, ლამბალო ვიშოვე, ყაშა კი ვერაო. შემრცხვა... ბავშვებმა დასცინეს, - არ უნდა დაეცინათ. თამუნა გაკვეთილებს ერთი კვირა აცდენდა, მერე გაბედა და დაგვიბრუნდა. ეს ამბავი ახლახან გამახსენდა, როცა ჩემმა 16 წლის ბიძაშვილმა, მარიმ მკითხა, "ტომ სოიერის თავგადასავალი" ვისი დაწერილიაო. ჰოდა, ერთგვარი ”ლიტერატურული გამოკითხვის” ჩატარება გადავწყვიტე.

KvirisPalitra.Ge

ცივი დილა იყო და თბილიც. თებერვალიც იყო და მარტიც იწყებოდა.
მან გაიღიმა, მაგრამ ჯერ კიდევ ეძინა. აშკარად რაღაც კარგი ესიზმრა. მერე  გვერდზე გადაბრუნდა და ისევ გაიღიმა, სასიამოვნოდ შეიშმუშნა და გამოეღვიძა.

KvirisPalitra.Ge 21-ე საუკუნეში ყველა თავისი საზრუნავით არის დაკავებული. ზოგი ფიქრობს, რომ დედამიწის აღსასრული ახლოვდება და საცხოვრებლად ახალ პლანეტას ეძებს. სანამ “დედამიწელები’’ კოსმოსში ცოცხალი არსებების აღმოჩენას და აპოკალიფსის თარიღის დადგენას ცდილობენ, ჩვენ, თინეიჯერები ახალ განზომილებაში უკვე “გადავცხოვრდით’’...
KvirisPalitra.Ge აუ, დე, ის ფეხსაცმელი მიყიდე, რა, მაგრა მოდაშია! მა, ახალი ტელეფონი მინდა! ის 150-ლარიანი ჯინსები მიყიდე რა... აუუ, ძაან მინდა, მიყიდე რა, იცი, მაღაზიაში რა
KvirisPalitra.Ge რუბრიკაში ,,სიყვარულის გაკვეთილები" პირველ სიყვარულზე, სიყვარულის ახსნასა და პირველ პაემანზე ვისაუბრებთ. იმედია, ჩვენი რჩევები გამოგადგებათ.
KvirisPalitra.Ge ოდესმე თუ გიოცნებიათ სკოლის ჰაერში ''აწევაზე"? რას გეკითხებით, ალბათ გიცდიათ კიდეც! ჰოდა, ახლა ყველამ ერთად მოვუხმოთ გიჟურ ფანტაზიას და შევცვალოთ სკოლის სტერეოტიპი, სკოლა კი ჰაერში ''ასაწევად'' მოემზადოს...
ზოგადად: ეს არის ცოდნის ტაძარი, სადაც ბავშვი უნდა აღიზარდოს, პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ამასთანავე, მიიღოს სათანადო ზოგადი განათლება და იქ ცხოვრების საუკეთესო წლები გაატაროს.
KvirisPalitra.Ge სკოლიდან თავქუდმოგლეჯილი მორბიხარ!  ერთი სული გაქვს, როდის მიხვალ შინ. იქ ხომ სანატრელი ''ოდნოკლასნიკი", "Facebook",  "Skype" და სხვა მრავალი საიტი გელის. მოკლედ, სიქაგაცლილი შევარდები ოთახში  და... გულიც უკვე მშვიდდება. შენი ერთადეთი, უნიკალური და განუმეორებელი კომპიუტერი შენ გელოდება... როგორც იქნა, გაუთავებელი ჩხუბის შემდეგ, ააგლეჯ საბრალო დას ან ძმას კომპიუტერიდან. არადა, ისეა აზარტში შესული, შენი განწირული კივილიც აღარ ესმის.