მოკლედ, სიყვარულს გვერდი ისევ ვერ ავუარეთ, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა თინეიჯერებისათვის. ამიტომაც წერილებში, ძირითადად,სიყვარულზე წერენ:
,,ჩემს კლასში ყველას ჰყავს "პაკლო", მე კი ყურადღებას არავინ მაქცევს. გთხოვთ, რამე მირჩიოთ. მეშინია, რომელიმე ჩემმა კლასელმა არ დამცინოს.
თაკო საჯაია, ბათუმი".
,,გამარჯობა. გოგონებო, თქვენი დახმარება მჭირდება. მირჩიეთ რამე. კლასელი ბიჭი შემიყვარდა და მგონი, ჩემს დაქალსაც მოსწონს. ვერავის ვუმხელ და ძალიან ცუდად ვარ... რა ვქნა? მირჩიეთ.
მარი, გურია".
,,გამარჯობა! გოგონებო, თქვენი და საერთოდ, ,,კვირის–პალიტრის" მუდმივი მკითხველი ვარ და ძალიან მიყვარხართ! ეს ამბავი ახლახან მოხდა, როდესაც ბებიასთან, სოფელში ვისვენებდი... მას ტატო ჰქვია, ძალიან მომეწონა, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, სხვა უყვარს, ის გოგო კი სიყვარულით არ პასუხობს, მხოლოდ მეგობრად მიაჩნია. ტატო კი საშინლად იტანჯებოდა და შესაბამისად, მეც... ამ ყველაფერს ვეღარ გავუძელი და სოფლიდან მალე წამოვედი. არასდროს მჯეროდა ერთი ნახვით შეყვარების, ახლა კი დარწმუნებული ვარ, რომ ასეც ხდება. თუმც ჩემი სიყვარული ცალმხრივია. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე.
სალი, 14 წლის".
,,მინდა ჩემს პრობლემაზე მოგიყვეთ და იმედი მაქვს, რამეს მირჩევთ. მე იზაბელა ვარ, 15 წლის, ოზურგეთელი. ერთი საჩხერელი ბიჭი მიყვარს და მასაც ვუყვარვარ (როგორც მეუბნება). ჩემთანაც მოვიდა და ბიძაჩემსა და ბიცოლაჩემს გაეცნო. ბიძაჩემს უთხრა, იზაბელა მიყვარსო. არ ვიცი, დავუჯერო თუ არა. მგონია, რომ ამ ბოლო დროს თავს მარიდებს, ის კი მეუბნება, გეჩვენებაო... პრობლემა ის არის, რომ ბევრ გოგოს უყვარს. მირჩიეთ რამე, გთხოვთ".












13 წლის თეკლე თორთლაძე "მის თინეიჯერი 2010" გახდა. თეკლე 25 მარტს ჟურნალმა "ოსკარმა" რიგით მეორე კონკურსის საზეიმო ცერემონიალზე დააჯილდოვა. ჟურნალის რედაქტორის, ნინო ტურაშვილის თქმით, ამიერიდან კონკურსი წელიწადში ორჯერ, სეზონურად გაიმართება. რედაქციის ასეთი გადაწყვეტილება განაპირობა მოზარდების განსაკუთრებულმა ინტერესმა.
ერთხელ მასწავლებელმა მიხეილ ჯავახიშვილის "ლამბალო და ყაშას" წაკითხვა დაგვავალა. როცა ამ წიგნზე ჩვენი შთაბეჭდილებების შესახებ გვკითხა, ჩემმა კლასელმა თამუნამ თავი გაიმართლა, ლამბალო ვიშოვე, ყაშა კი ვერაო. შემრცხვა... ბავშვებმა დასცინეს, - არ უნდა დაეცინათ. თამუნა გაკვეთილებს ერთი კვირა აცდენდა, მერე გაბედა და დაგვიბრუნდა. ეს ამბავი ახლახან გამახსენდა, როცა ჩემმა 16 წლის ბიძაშვილმა, მარიმ მკითხა, "ტომ სოიერის თავგადასავალი" ვისი დაწერილიაო. ჰოდა, ერთგვარი ”ლიტერატურული გამოკითხვის” ჩატარება გადავწყვიტე.
21-ე საუკუნეში ყველა თავისი საზრუნავით არის დაკავებული. ზოგი ფიქრობს, რომ დედამიწის აღსასრული ახლოვდება და საცხოვრებლად ახალ პლანეტას ეძებს. სანამ “დედამიწელები’’ კოსმოსში ცოცხალი არსებების აღმოჩენას და აპოკალიფსის თარიღის დადგენას ცდილობენ, ჩვენ, თინეიჯერები ახალ განზომილებაში უკვე “გადავცხოვრდით’’...
თუ შატალოზე წასვლას გადაწყვეტთ, ყველაფერი წინასწარ გაითვალისწინეთ, ფულიც შეკრიბეთ და მაგრად გაერთეთ.
აუ, დე, ის ფეხსაცმელი მიყიდე, რა, მაგრა მოდაშია! მა, ახალი ტელეფონი მინდა! ის 150-ლარიანი ჯინსები მიყიდე რა... აუუ, ძაან მინდა, მიყიდე რა, იცი, მაღაზიაში რა
რუბრიკაში ,,სიყვარულის გაკვეთილები" პირველ სიყვარულზე, სიყვარულის ახსნასა და პირველ პაემანზე ვისაუბრებთ. იმედია, ჩვენი რჩევები გამოგადგებათ.
ოდესმე თუ გიოცნებიათ სკოლის ჰაერში ''აწევაზე"? რას გეკითხებით, ალბათ გიცდიათ კიდეც! ჰოდა, ახლა ყველამ ერთად მოვუხმოთ გიჟურ ფანტაზიას და შევცვალოთ სკოლის სტერეოტიპი, სკოლა კი ჰაერში ''ასაწევად'' მოემზადოს...
სკოლიდან თავქუდმოგლეჯილი მორბიხარ! ერთი სული გაქვს, როდის მიხვალ შინ. იქ ხომ სანატრელი ''ოდნოკლასნიკი", "Facebook", "Skype" და სხვა მრავალი საიტი გელის. მოკლედ, სიქაგაცლილი შევარდები ოთახში და... გულიც უკვე მშვიდდება. შენი ერთადეთი, უნიკალური და განუმეორებელი კომპიუტერი შენ გელოდება... როგორც იქნა, გაუთავებელი ჩხუბის შემდეგ, ააგლეჯ საბრალო დას ან ძმას კომპიუტერიდან. არადა, ისეა აზარტში შესული, შენი განწირული კივილიც აღარ ესმის.













რაც სჰეგეხება შენ მარი 13 წლის თბილისიდან შენ შეეცადე უფრო თვალში მოხვდე იმ ბიჭს ჯინსები მოიშორე და რამე უფრო ლამაზი და მოხდენილი ჩაიცვი შეგიძლია ტმებიც დაიხვიო და თუ არ მოგაქცია ყურადღება. თვითონ მიდი გაუღიმე და აგრძნობინე რომ გიყვარს ერთი თვე მაქსიმუმ და შენია :P :)