"დროთა განმავლობაში ძლიერ და თავდაჯერებულ ქალად ჩამოვყალიბდი"
"დროთა განმავლობაში ძლიერ და თავდაჯერებულ ქალად ჩამოვყალიბდი"
07-03-2016
"მასწავლებლებს გამუდმებით ოინებს ვუწყობდი"

თიკა ჯამბურია ბავშვობიდან სცენაზეა. კარიერის დასაწყისშივე დათო ხუჯაძესთან ერთად კლიპიც გადაიღო. მისი სიმღერები ჰიტებად იქცა, განსაკუთრებით "ჯეირანი" და "ცისარტყელები"."მოგვიანებით თიკა ბექა ხოფერიას გაჰყვა ცოლად - მათ 7 წელი უყვარდათ ერთმანეთი. შეეძინათ ქალიშვილი, ნინა, მაგრამ ოჯახი მალე დაენგრათ. მომღერალმა იმიჯი შეიცვალა­ და მონაწილეობა მიიღო პროექტ "ცეკვავენ­ ვარსკვლავებში", სადაც პლასტიკითა და ახალი უნარით მოხიბლა მაყურებელი,­ თანაც­ გახდა - თვეში 18 კგ დაიკლო.

თიკა: - "არ ვიყავი საკუთარ თავში ჩაკეტილი მოზარდი, რომელიც საზოგადოებას გაურბის და დეპრესიაშია. პირველი კლასიკური გიმნაზია დავამთავრე. სკოლაში მასწავლებლებს გამუდმებით ოინებს­ ვუწყობდი, კლასელები კი "შატალოზე" დამყავდა. ერთხელ ბავშვები მეორე­ სართულიდან გადავაპარე. კიდევ კარგი, ჩემმა ექსპერიმენტმა ტრავმების გარეშე ჩაიარა. სასაცილო ის არის, რომ "შატალ­ოზე" წასულს ქუჩაში დედა შემხვდა და მოვატყუე, - შინ მივდივარ-მეთქი.
ჩემი ჰობი თხილამურებით სრიალია. ამ სპორტით ჩემმა დამ დამაინტერესა. ერთხელ, გუდაურში, სრულიად მარტო ვსრ­იალებდი. ფეხი ვიღრძე და სასტუმროსკენ გამოვბრუნდი, მაგრამ მოსახვევი შემეშალა და გაუკვალავ თოვლში აღმოვჩნდი. გარშემო არც ერთი შენობა არ იდგა. ძალიან შემეშინდა, ბევრი ვიარე,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბოლოს წავიქეცი. უცხოელმა ტურისტებმა მიპოვეს და სასტუმრომდე მიმიყვანეს. თინეიჯერობისას დატვირთული გრაფ­იკი მქონდა, თითქმის ყოველდღე კონცერტებში ვმონაწილეობდი. 13 წლის ვიყავი,­ ფილარმონიაში ჩემი სოლო კონცერტი რომ გაიმართა. სცენაზე გასვლის არ მეშინოდა..."

თიკა აღნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ძლიერ და თავდაჯერებულ ქალად ჩამოყალიბდა. წარსულში არაფერს შეცვლიდა, რადგან შეცდომების ხარჯზე გამოცდილება შეიძინა. თინეიჯერებს ურჩევს, რომ ყოველთვის გონებით იმოქმედონ და არა გრძნობით, ასე იმედგაცრუებას აიცილებენ თავიდან.

თათული ღვინიანიძე
nana
15 მარტი 2016 10:26
რამ გაგამხეცათ ხალხო, ანგელოზივით გოგოა თიკა, უწყინარი, ლამაზი და ნიჭიერი...ძალიან უყვარხარ, თიკა, მაყურებელს და მსმენელს, მაგრად იყავი, ჩვენთან არ უყვართ ნიჭიერი ადამიანები...
daa
13 მარტი 2016 18:03
კაი გოგო იკო რა გაამცარეს ესეტი
სხვა სიახლეები
"ბუნებრივი რესურსების ინტენსიურმა მოხმარებამ კაცობრიობა კრიზისამდე მიიყვანა, წყალბადური ენერგია კი ალტერნატიული ენერგიის საუკეთესო წყაროა..."
დაწვრილებით...
"ჟიურის წევრის კრიტიკის მოსმენა დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლაა. როცა მეუბნებიან, ეს არ გამოგივაო, მინდება საპირისპირო დავუმტკიცო. ამან გადამარჩინა"
დაწვრილებით...
თავისუფალი ურთიერთობები? ზოგადად არ მომწონს, "ქართველ ვაჟკაცთან" ხომ მით უმეტეს! როგორც ჩანს, ჩვენი ეპოქისთვის ზედმეტად მესაკუთრე ვარ და გულუბრყვილოდ მჯერა, რომ სიყვარული აღებმიცემობაზე მეტია...
დაწვრილებით...
ერთი ნახვით შეყვარება, ანუ ჟრუანტელი "საგიჟეთში"

ისეთი ადამიანი ვარ, ყველა ქართული ანდაზა რომ მესადაგება.
დაწვრილებით...
თინეიჯერებისთვის საინტერესოა, როგორები იყვნენ წარმატებული ადამიანები მათ ასაკში, ჰქონდათ თუ არა პრობლემები სკოლაში, რა იტაცებდათ, როდის ეწვიათ პირველი სიყვარული, უჭირდათ თუ არა ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, როგორ უმკლავდებოდნენ სირთულეებს.
დაწვრილებით...
"სტერეოტიპების მსხვერპლი ვიყავი"
დაწვრილებით...
"თუ ერთხელ წახვალ, უკან არ უნდა მიბრუნდე, თორემ საკუთარი თავის რწმენას დაკარგავ"
დაწვრილებით...
"ყოველთვის მიყვარდა, როცა ადამიანებზე მძაფრ შთაბეჭდილებას ვახდენდი"
დაწვრილებით...
იყიდება 3-ოთახიანი ბინა ერთიანი გადახდით,
ქირავდება ახალი გარემონტებული ორ ოთახიანი
ქირავდება 2 ოთახიანი დიდი ნათელი
დღიურად! ქირავდება კეთილმოწყობილი, ახალი გარემონტებული,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები