ერთხელ მასწავლებელმა მიხეილ ჯავახიშვილის "ლამბალო და ყაშას" წაკითხვა დაგვავალა. როცა ამ წიგნზე ჩვენი შთაბეჭდილებების შესახებ გვკითხა, ჩემმა კლასელმა თამუნამ თავი გაიმართლა, ლამბალო ვიშოვე, ყაშა კი ვერაო. შემრცხვა... ბავშვებმა დასცინეს, - არ უნდა დაეცინათ. თამუნა გაკვეთილებს ერთი კვირა აცდენდა, მერე გაბედა და დაგვიბრუნდა. ეს ამბავი ახლახან გამახსენდა, როცა ჩემმა 16 წლის ბიძაშვილმა, მარიმ მკითხა, "ტომ სოიერის თავგადასავალი" ვისი დაწერილიაო. ჰოდა, ერთგვარი ”ლიტერატურული გამოკითხვის” ჩატარება გადავწყვიტე.მოქმედების ადგილი: სკოლის მიმდებარე ტერიტორია.
რესპონდენტების ასაკი: 13-დან 19-მდე.
კითხვები: უმარტივესი, თუმცა ცოტა დამაბნეველი.
შედეგი: შედეგი... თამუნას და მარის გაუმჯობესებული ”რეკორდი”.
- სერვანტესი ფიზიკოსი იყო თუ მწერალი?
ნინი, 16 წლის: - მგონი, ფიზიკოსი. ზუსტად არ მახსოვს. მგონი, გამოიგონა კანონი ჩაძირულ სხეულებზე?
- არა, ის არქიმედე იყო.
- ააა... ფიზიკოსი იყო რა, ეს სერვანტესი. აი, ნაღდად ეგრეა. რა გამოიგონა, არ მახსოვს.
- სერვანტესმა ”დონ კიხოტი” "გამოიგონა", ნინი, მაგრამ ამის შესახებ არც ლაშამ და არც თაკომ არაფერი იციან...
მე ისინი ”მოვატყუე”, მაგრამ იმის დიდი იმედით, რომ ამ ტყუილს ორივე მიმიხვდებოდა. ვერაფერსაც ვერ მიხვდნენ:
- რომელი სერიალის გმირია დონ კიხოტი?
თაკო, 17 წლის: - აააა... მოიცა, გავიხსენო... "რუსთავზე" გადის მგონი, მაგარი ტიპი გამოდის მთავარ როლში, დიდთვალება. უი, მგონი იმ ბიჭს დონ ხუანი ჰქვია. არა, არა, ნამდვილად დონ კიხოტია.
ლაშა, 16 წლის: - არ ვუყურებ სერიალებს. სახლში სულ მაგაზეა ჩხუბი, დედაჩემია სერიალების ფანი. მაგ დროს მირჩევნია კომპთან ვიჯდე და ვინმეს ველაქლაქებოდე. სერიალებზეა გამოკითხვა? მეტი თემა ვერ მოიფიქრეთ?
- არა, ლიტერატურაზეა!
- აბა, სერიალის გმირიო და...
როცა ზურიკელა ვაშალომიძე თბილისში მოდიოდა სასწავლებლად, მაშინ საქართველოში, ალბათ, ხშირად არ ისმოდა სიამაყით აღსავსე ფრაზა: "იცით, მე ლონდონში ვსწავლობდი" და ზურიკელა ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ქართველი ახალგაზრდები მას ამხელა "პატივს" მიაწერდნენ:
- სად გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება ზურიკელა ვაშალომიძემ: თბილისში თუ ლონდონში?
თათია, 15 წლის: - ლონდონში. ის ფრაზაც, სერიალ "შუა ქალაქში" რომ ამბობს სანდრო, - "ლონდონში ვსწავლობდიო", მანდედან მოდის.
მარი, 16 წლის: - მე რა ვიცი, არა მაქვს წაკითხული. ადრე დავიწყე წაკითხვა, არ მომეწონა და თავი დავანებე.
ზუკა, 18 წლის: - რა თქმა უნდა, თბილისში! არ გრცხვენიათ, ასეთ ელემენტარულ კითხვებს რომ გვისვამთ? არა ვართ ჩვენ დებილები!..
- არა, ზუკა, დებილები არ ხართ, უბრალოდ, შენს თანატოლებს შენგან განსხვავებით არ უცხოვრიათ ნოდარ დუმბაძის ცრემლიანი იუმორის სამყაროში, დონ კიხოტი დონ ხუანში ერევათ და დარწმუნებული არიან სერვანტესის არქიმედეობაში.
ახლა კი შემდეგ შეკითხვას დავსვამ:
- "შვლის ნუკრის ნაამბობის” ავტორი ასტრიდ ლინდგრენია თუ ერიხ მარია რემარკი?
თეო, 19 წლის: - მეკაიფები? არ გიპასუხებ.
დუდა, 17 წლის: - ასტრიდ ლინდგრენი. ჩემი საყვარელი მწერალია. დედა მიკითხავდა...
- მაინც რას გიკითხავდა?
- აი, ზუსტად "შვლის ნუკრის ნაამბობს" მიკითხავდა.
ჩემი რესპონდენტები არ დაიბნენ და კითხვაზე - "მგელმა წითელქუდას დედა შეუჭამა თუ პაპა", სწორი პასუხები გამცეს:
გიო, 18 წლის: - რატომ მატყუებ? დეიდაშვილი შეუჭამა, დეიდაშვილი! კაი რა, რას მეკითხები. მიტყდება, სწორად რო გიპასუხო.
ნინო, 17 წლის: - ბებია შეუჭამა, ბებია. მახსოვს. როგორ მეცოდებოდა ხოლმე წითელქუდა. მონადირე კი ჩემს თვალში გმირი იყო.
ილია ჭავჭავაძე ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი "კაცია ადამიანი?!" ერთ დღესაც მისი აღარ იქნებოდა და "კარგი თარგმანიაო", ასე იტყოდნენ.
- ილია ჭავჭავაძემ "კაცია ადამიანი?!" ინგლისურიდან თარგმნა თუ რუსულიდან?
ნუკი, 17 წლის: - რუსულიდან თარგმნა. მაგარი თარგმანია, როცა ვისწავლეთ, ბევრი ვიცინე.
- ავტორი ხომ არ გახსოვს?
- არ მახსოვს. კარგი მთარგმნელია ილია.
რეზი, 19 წლის: - აუ, არ მახსოვს, სკოლაში ვისწავლეთ. უფრო რუსულიდან თარგმნიდა.
აღმოჩნდა, რომ ლუკა რაზიკაშვილი არასდროს ყოფილა ვაჟა-ფშაველა:
- ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის ლუკა რაზიკაშვილი და ვაჟა-ფშაველა?
გიგი, 16 წლის: - ძმები? მაგრამ გვარი რომ სხვადასხვა აქვთ? აუ, მართლა არ მახსოვს. სხვას ჰკითხეთ.
თინანო, 17 წლის: - არ ვიცი. ვაჟა ძალიან მიყვარს, მაგრამ მისი ბიოგრაფია არ ვიცი.
- ვაჟას რომელი ნაწარმოები წაგიკითხავს?
- სათაურები არ მახსოვს.
სამაგიეროდ, კარგად ახსოვთ და იციან: ვინ არიან ერთმანეთისთვის ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი; რა აქვს დაზღვეული ჯენიფერ ლოპესს მილიონებად; კვენტინ ტარანტინო კი სპორტსმენი კი არა, მაგარი რეჟისორია.
მეც დავიღალე და დიქტოფონიც! ყველაფერი თავდაყირაა. ამ მოზარდებს კი დიდი გამოცნობა არ უნდა, რომ ლიტერატურა არ უყვართ.
სალომე შენგელიძე












13 წლის თეკლე თორთლაძე "მის თინეიჯერი 2010" გახდა. თეკლე 25 მარტს ჟურნალმა "ოსკარმა" რიგით მეორე კონკურსის საზეიმო ცერემონიალზე დააჯილდოვა. ჟურნალის რედაქტორის, ნინო ტურაშვილის თქმით, ამიერიდან კონკურსი წელიწადში ორჯერ, სეზონურად გაიმართება. რედაქციის ასეთი გადაწყვეტილება განაპირობა მოზარდების განსაკუთრებულმა ინტერესმა.
21-ე საუკუნეში ყველა თავისი საზრუნავით არის დაკავებული. ზოგი ფიქრობს, რომ დედამიწის აღსასრული ახლოვდება და საცხოვრებლად ახალ პლანეტას ეძებს. სანამ “დედამიწელები’’ კოსმოსში ცოცხალი არსებების აღმოჩენას და აპოკალიფსის თარიღის დადგენას ცდილობენ, ჩვენ, თინეიჯერები ახალ განზომილებაში უკვე “გადავცხოვრდით’’...
თუ შატალოზე წასვლას გადაწყვეტთ, ყველაფერი წინასწარ გაითვალისწინეთ, ფულიც შეკრიბეთ და მაგრად გაერთეთ.
აუ, დე, ის ფეხსაცმელი მიყიდე, რა, მაგრა მოდაშია! მა, ახალი ტელეფონი მინდა! ის 150-ლარიანი ჯინსები მიყიდე რა... აუუ, ძაან მინდა, მიყიდე რა, იცი, მაღაზიაში რა
რუბრიკაში ,,სიყვარულის გაკვეთილები" პირველ სიყვარულზე, სიყვარულის ახსნასა და პირველ პაემანზე ვისაუბრებთ. იმედია, ჩვენი რჩევები გამოგადგებათ.
ოდესმე თუ გიოცნებიათ სკოლის ჰაერში ''აწევაზე"? რას გეკითხებით, ალბათ გიცდიათ კიდეც! ჰოდა, ახლა ყველამ ერთად მოვუხმოთ გიჟურ ფანტაზიას და შევცვალოთ სკოლის სტერეოტიპი, სკოლა კი ჰაერში ''ასაწევად'' მოემზადოს...
სკოლიდან თავქუდმოგლეჯილი მორბიხარ! ერთი სული გაქვს, როდის მიხვალ შინ. იქ ხომ სანატრელი ''ოდნოკლასნიკი", "Facebook", "Skype" და სხვა მრავალი საიტი გელის. მოკლედ, სიქაგაცლილი შევარდები ოთახში და... გულიც უკვე მშვიდდება. შენი ერთადეთი, უნიკალური და განუმეორებელი კომპიუტერი შენ გელოდება... როგორც იქნა, გაუთავებელი ჩხუბის შემდეგ, ააგლეჯ საბრალო დას ან ძმას კომპიუტერიდან. არადა, ისეა აზარტში შესული, შენი განწირული კივილიც აღარ ესმის.













სხვათაშორის მე 17 წლის ვარ