საგანმანათლებლო პროცესი დაიწყო. ზოგი სწავლას შეუდგა, ზოგიც - უსწავლელობას. აბიტურიენტთა უმრავლესობამ მომავალ პროფესიაზე ფიქრი დაიწყო.გადავწყვიტეთ, განვიხილოთ დღეისთვის ყველაზე პრესტიჟული ფაკულტეტები...
არცთუ ისე შორეულ წარსულში იმდენად დიდი ბუმი იყო სამედიცინოზე, რომ ყველას ექიმი რძალი ან სიძე უნდოდა. ხშირად გაიგონებდით: "ჩემმა შვილმა ოჯახში ექიმი ქალი უნდა შემოიყვანოს'' ანდა "ჩემს შვილს ექიმზე ნაკლებ კაცს არ გავატანო". გაუთხოვრობის ან უცოლოდ დარჩენის შიშით ყველა სამედიცინოს ეტანებოდა და საძებნი ექიმი კი არა, პაციენტი რჩებოდა. თუმცა ყველას მოწოდებას ექიმობა არ წარმოადგენდა და იყვნენ "უდიპლომო სასიძოებიც"...
მოგვიანებით, საექიმო ციებ-ცხელებამ გადაიარა, მაგრამ... საქართველო რისი საქართველოა, ახალი ''მოდა'' რომ არ შემოეღო და აი, ისიც: იურიდიული ფაკულტეტი. აქაც შეგვექმნა პრობლემები! იმდენი იურისტი გვყავს, ქვეყანას მათი მეოთხედიც არ სჭირდება! ასე დარჩნენ დიპლომიანი იურისტები უმუშევრად...
ახლა ექიმსა თუ იურისტს ბიზნესმენი ჩაენაცვლა და ატყდა ამბავი... ნიჭისა თუ უნიჭობის მიუხედავად, ყველა ბიზნესის ფაკულტეტს მიეძალა. ამის შემხედვარეს გაგიკვირდება, რატომ არის ასეთ ბედკრულ მდგომარეობაში საქართველო და მისი ეკონომიკაო, მაგრამ ისევ ნიჭის საკითხს თუ დავუბრუნდებით, ყველაფერი გასაგები ხდება...
ჩვენი მხრიდან ჟურნალისტიკასაც შევეხებით. არც ამ პროფესიას აკლია მსურველები, მაგრამ თუ ზოგი თავს იკავებს, თავისი მომავალი ჟურნალისტიკას დაუკავშიროს, ამის ერთ-ერთი მიზეზი არაობიექტური მედიასივრცეა, რასაც ხშირად არასაკმარისი ანაზღაურება ერთვის...
დაბოლოს, მაინც გირჩევთ: დაფიქრდით, ღირს კი თქვენი მოწოდების ჩაკვლა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მიერ არჩეული პროფესია მაინცდამაინც პოპულარული არ არის... ნაკლებად მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ თქვენი მშობლები ან მეზობლები, ეს ხომ ჩვენი მომავალია...












13 წლის თეკლე თორთლაძე "მის თინეიჯერი 2010" გახდა. თეკლე 25 მარტს ჟურნალმა "ოსკარმა" რიგით მეორე კონკურსის საზეიმო ცერემონიალზე დააჯილდოვა. ჟურნალის რედაქტორის, ნინო ტურაშვილის თქმით, ამიერიდან კონკურსი წელიწადში ორჯერ, სეზონურად გაიმართება. რედაქციის ასეთი გადაწყვეტილება განაპირობა მოზარდების განსაკუთრებულმა ინტერესმა.
ერთხელ მასწავლებელმა მიხეილ ჯავახიშვილის "ლამბალო და ყაშას" წაკითხვა დაგვავალა. როცა ამ წიგნზე ჩვენი შთაბეჭდილებების შესახებ გვკითხა, ჩემმა კლასელმა თამუნამ თავი გაიმართლა, ლამბალო ვიშოვე, ყაშა კი ვერაო. შემრცხვა... ბავშვებმა დასცინეს, - არ უნდა დაეცინათ. თამუნა გაკვეთილებს ერთი კვირა აცდენდა, მერე გაბედა და დაგვიბრუნდა. ეს ამბავი ახლახან გამახსენდა, როცა ჩემმა 16 წლის ბიძაშვილმა, მარიმ მკითხა, "ტომ სოიერის თავგადასავალი" ვისი დაწერილიაო. ჰოდა, ერთგვარი ”ლიტერატურული გამოკითხვის” ჩატარება გადავწყვიტე.
21-ე საუკუნეში ყველა თავისი საზრუნავით არის დაკავებული. ზოგი ფიქრობს, რომ დედამიწის აღსასრული ახლოვდება და საცხოვრებლად ახალ პლანეტას ეძებს. სანამ “დედამიწელები’’ კოსმოსში ცოცხალი არსებების აღმოჩენას და აპოკალიფსის თარიღის დადგენას ცდილობენ, ჩვენ, თინეიჯერები ახალ განზომილებაში უკვე “გადავცხოვრდით’’...
თუ შატალოზე წასვლას გადაწყვეტთ, ყველაფერი წინასწარ გაითვალისწინეთ, ფულიც შეკრიბეთ და მაგრად გაერთეთ.
აუ, დე, ის ფეხსაცმელი მიყიდე, რა, მაგრა მოდაშია! მა, ახალი ტელეფონი მინდა! ის 150-ლარიანი ჯინსები მიყიდე რა... აუუ, ძაან მინდა, მიყიდე რა, იცი, მაღაზიაში რა
რუბრიკაში ,,სიყვარულის გაკვეთილები" პირველ სიყვარულზე, სიყვარულის ახსნასა და პირველ პაემანზე ვისაუბრებთ. იმედია, ჩვენი რჩევები გამოგადგებათ.
ოდესმე თუ გიოცნებიათ სკოლის ჰაერში ''აწევაზე"? რას გეკითხებით, ალბათ გიცდიათ კიდეც! ჰოდა, ახლა ყველამ ერთად მოვუხმოთ გიჟურ ფანტაზიას და შევცვალოთ სკოლის სტერეოტიპი, სკოლა კი ჰაერში ''ასაწევად'' მოემზადოს...
სკოლიდან თავქუდმოგლეჯილი მორბიხარ! ერთი სული გაქვს, როდის მიხვალ შინ. იქ ხომ სანატრელი ''ოდნოკლასნიკი", "Facebook", "Skype" და სხვა მრავალი საიტი გელის. მოკლედ, სიქაგაცლილი შევარდები ოთახში და... გულიც უკვე მშვიდდება. შენი ერთადეთი, უნიკალური და განუმეორებელი კომპიუტერი შენ გელოდება... როგორც იქნა, გაუთავებელი ჩხუბის შემდეგ, ააგლეჯ საბრალო დას ან ძმას კომპიუტერიდან. არადა, ისეა აზარტში შესული, შენი განწირული კივილიც აღარ ესმის.












