სიყვარული თინეიჯერებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და აქტუალური თემაა. ამიტომ მოვიფიქრეთ ახალი რუბრიკა ''სიყვარულის გაკვეთილები". იმედია, საინტერესო გამოვიდა და მოგეწონებათ.
თინეიჯერული განცდები
როცა ჯერ კიდევ თინეიჯერი ხარ და ყველა პრობლემას ბევრად მარტივად აღიქვამ, ვიდრე უფროსები, ცხოვრებაც უფრო მარტივია. თუმცა პირველივე გულისტკენა და იმედგაცრუება, რომელიც საყვარელ ადამიანს უკავშირდება, ბევრად ღრმა კვალს ტოვებს. ამ პერიოდში გვიყვარს რომანტიკული ფილმების ნახვა და ასეთივე წიგნების კითხვა. მოკლედ, ელოდები ნამდვილ, პირველ სიყვარულს (განსაკუთრებით რომანტიკულები გოგონები არიან). გიჩნდება ბუნებრივი კითხვა, როგორი გოგონები მოსწონთ ბიჭებს და როგორი ბიჭები მოსწონთ გოგონებს?
როგორი გოგონები მოსწონთ ბიჭებს?
ამის ზოგადი ფორმულა არ არსებობს, თუმცა ზოგიერთ მონაცემს მაინც გავეცანით, სხვადასხვა ინტერნეტფორუმს გადავხედეთ და ასეთი შედეგი მივიღეთ: ბიჭების დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია გოგოს როგორც გარეგნული სილამაზე და მიმზიდველობა, ასევე ჭკუა და განათლება. ბევრ ბიჭს მოსწონს, როცა გოგოს გრძელი თმა აქვს, თუმცა შეყვარებულის ჩაცმულობას, გოგონებისგან განსხვავებით, დეტალურად იშვიათად აკვირდებიან და შეიძლება ისიც კი დაავიწყდეთ, რა ეცვა მათ რჩეულს პირველ პაემანზე. ბიჭებს უყვართ, როდესაც გოგონები ენდობიან და ერთგვარ თავისუფლებას აძლევენ. თინეიჯერი გოგო მხიარული და ხალისიანი უნდა იყოს, თუმცა თუ რომელიმე ბიჭს ''კისერზე ჩამოეკიდები'', მაშინ ის სერიოზულად აღარასდროს აღგიქვამს. შავგვრემანი თუ ქერა? ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს და რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული პიროვნების გემოვნების საკითხია.
როგორი ბიჭები მოსწონთ გოგონებს?
რამდენიმე წლის წინ გოგონებში ე.წ. ''ძველი ბიჭები" სარგებლობდნენ პოპულარობით, თუმცა ახლა მათი დიდი ნაწილი განათლებულ ბიჭებს აქცევს ყურადღებას. თინეიჯერებში განსაკუთრებით პოპულარულნი არიან სპორტსმენი (ფეხბურთელი, კალათბურთელი, წყალბურთელი, ჩოგბურთელი) ბიჭები. ყველა გოგოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ყურადღებას. თუ შეყვარებულს ყოველდღე 15 მესიჯს მაინც არ გაუგზავნი, დიდი შანსია იფიქროს, რომ აღარ გიყვარს. ხშირად გოგონები თავს იფასებენ, თუმცა მაინც ძალიან სიამოვნებთ საჩუქრები და ყურადღება შეყვარებულისგან. თუკი მხიარული იქნები და სიურპრიზების გაკეთება გეყვარება, მაშინ მას კიდევ უფრო შეუყვარდები. ყველა გოგო ხომ ეძებს თავისი ოცნების გმირს, რომლებსაც ნანახი ფილმებიდან ქმნის. რაც შეეხება გარეგნობას, ამის რეცეპტიც არ არსებობს, თუმცა თუ ყოველდღე ივარჯიშებ, ბევრად უკეთესი იქნება.
იდეალური შეყვარებული
ბევრი გოგო ხშირად ქმნის იდეალებს. ოცნებაში თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდს ხატავს და მერე რეალურ ცხოვრებაში იწყებს მის ძიებას. გოგონებო, ნუ გეწყინებათ, ძიებას აზრი თითქმის არ აქვს, დიდი შანსია, რომ ვერასდროს იპოვოთ. ხშირია ისეთი შემთხვევა, როცა იდეალისგან რადიკალურად განსხვავებული პიროვნება უყვარდებათ. მოკლედ, მთავარია "გულმა გული იცნოს".












13 წლის თეკლე თორთლაძე "მის თინეიჯერი 2010" გახდა. თეკლე 25 მარტს ჟურნალმა "ოსკარმა" რიგით მეორე კონკურსის საზეიმო ცერემონიალზე დააჯილდოვა. ჟურნალის რედაქტორის, ნინო ტურაშვილის თქმით, ამიერიდან კონკურსი წელიწადში ორჯერ, სეზონურად გაიმართება. რედაქციის ასეთი გადაწყვეტილება განაპირობა მოზარდების განსაკუთრებულმა ინტერესმა.
ერთხელ მასწავლებელმა მიხეილ ჯავახიშვილის "ლამბალო და ყაშას" წაკითხვა დაგვავალა. როცა ამ წიგნზე ჩვენი შთაბეჭდილებების შესახებ გვკითხა, ჩემმა კლასელმა თამუნამ თავი გაიმართლა, ლამბალო ვიშოვე, ყაშა კი ვერაო. შემრცხვა... ბავშვებმა დასცინეს, - არ უნდა დაეცინათ. თამუნა გაკვეთილებს ერთი კვირა აცდენდა, მერე გაბედა და დაგვიბრუნდა. ეს ამბავი ახლახან გამახსენდა, როცა ჩემმა 16 წლის ბიძაშვილმა, მარიმ მკითხა, "ტომ სოიერის თავგადასავალი" ვისი დაწერილიაო. ჰოდა, ერთგვარი ”ლიტერატურული გამოკითხვის” ჩატარება გადავწყვიტე.
21-ე საუკუნეში ყველა თავისი საზრუნავით არის დაკავებული. ზოგი ფიქრობს, რომ დედამიწის აღსასრული ახლოვდება და საცხოვრებლად ახალ პლანეტას ეძებს. სანამ “დედამიწელები’’ კოსმოსში ცოცხალი არსებების აღმოჩენას და აპოკალიფსის თარიღის დადგენას ცდილობენ, ჩვენ, თინეიჯერები ახალ განზომილებაში უკვე “გადავცხოვრდით’’...
თუ შატალოზე წასვლას გადაწყვეტთ, ყველაფერი წინასწარ გაითვალისწინეთ, ფულიც შეკრიბეთ და მაგრად გაერთეთ.
აუ, დე, ის ფეხსაცმელი მიყიდე, რა, მაგრა მოდაშია! მა, ახალი ტელეფონი მინდა! ის 150-ლარიანი ჯინსები მიყიდე რა... აუუ, ძაან მინდა, მიყიდე რა, იცი, მაღაზიაში რა
რუბრიკაში ,,სიყვარულის გაკვეთილები" პირველ სიყვარულზე, სიყვარულის ახსნასა და პირველ პაემანზე ვისაუბრებთ. იმედია, ჩვენი რჩევები გამოგადგებათ.
ოდესმე თუ გიოცნებიათ სკოლის ჰაერში ''აწევაზე"? რას გეკითხებით, ალბათ გიცდიათ კიდეც! ჰოდა, ახლა ყველამ ერთად მოვუხმოთ გიჟურ ფანტაზიას და შევცვალოთ სკოლის სტერეოტიპი, სკოლა კი ჰაერში ''ასაწევად'' მოემზადოს...
სკოლიდან თავქუდმოგლეჯილი მორბიხარ! ერთი სული გაქვს, როდის მიხვალ შინ. იქ ხომ სანატრელი ''ოდნოკლასნიკი", "Facebook", "Skype" და სხვა მრავალი საიტი გელის. მოკლედ, სიქაგაცლილი შევარდები ოთახში და... გულიც უკვე მშვიდდება. შენი ერთადეთი, უნიკალური და განუმეორებელი კომპიუტერი შენ გელოდება... როგორც იქნა, გაუთავებელი ჩხუბის შემდეგ, ააგლეჯ საბრალო დას ან ძმას კომპიუტერიდან. არადა, ისეა აზარტში შესული, შენი განწირული კივილიც აღარ ესმის.












