ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
24-08-2009
ნაციონალური ”ბერტყვა”
ნაციონალური ”ბერტყვა” ”ხელისუფლებასთან სიახლოვე ისეთივე საფრთხეს შეიცავს, როგორსაც მზესთან მიახლოება”

დღეს ბიზნესმენების "დაბერტყვა" ხვალ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს

სოსო ცისკარიშვილი: მსგავსი საფრთხე მოელის "ავერსს", "პსპ"-ს, "ვისოლსა" და ყველას, ვინც წარმატებას ხელისუფლებასთან სიახლოვით აშენებს


”მახსოვს კომპანია ”ელიტელექტრონიქსის” მესვეურთა გაბადრული სახეები, როცა ისინი გვერდს უმშვენებდნენ მაღალი თანამდებობის პირებს სახელისუფლებო წრეებიდან, მონაწილეობდნენ მთავრობის ინიცირებულ პროექტებში... თავისუფალი ბიზნესი, პირველ რიგში, ხელისუფლების ფავორიტობას უნდა უფრთხოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესსაც დაკარგავენ და თავისუფლებასაც..."

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ”ეკოპალიტრა” ხშირად წერდა, რომ ხელისუფლების წნეხი კერძო სექტორზე სულ უფრო გაუსაძლისი ხდებოდა. ბიზნესის წარმომადგენლები, გასაგები მიზეზების გამო, ამაზე ღიად საუბრისგან თავს იკავებდნენ, მაგრამ პირად საუბრებში აღნიშნავდნენ, რომ საგადასახადო სამსახურების მოულოდნელი ”სტუმრობა”, ჯარიმა-საურავების უსამართლოდ დაკისრება და საბანკო ანგარიშების დაყადაღება ხელისუფლებას ჩვევად ექცა. სამწუხაროდ, ჩვენთან ბიზნესმენები პროტესტს მაშინ იწყებენ, როცა ძალიან დაგვიანებულია. ნათქვამია, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო.

ელექტროტექნიკით მოვაჭრე კომპანია ”ელიტელექტრონიქსის” მაღაზიათა ქსელმა, რომელიც 30-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს აერთიანებდა მუშაობა შეწყვიტა. კომპანიის მესვეურები აცხადებენ, რომ მაღაზიების დახურვის მიზეზი ორი წლის წინ ფინანსური პოლიციის მიერ კომპანიაზე უსაფუძვლოდ დარიცხული ჯარიმა გახდა.

ია ნადირაშვილი (კომპანია ”ელიტელექტრონიქსის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი): _ 2007 წელს ფინანსურმა პოლიციამ ჩვენს კომპანიას 7 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა. ამის საპასუხოდ ჩვენ მაშინვე დავიწყეთ სასამართლო დავა. მართალია, პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ფინანსურმა პოლიციამ 10 აგვისტოს ჩვენი კომპანიის საბანკო ანგარიშებს ინკასო დაადო. ამის შემდეგ საბანკო ანგარიშებით სარგებლობა შეუძლებელი გახდა და იძულებული ვიყავით, ნაღდი ანგარიშსწორება გვეწარმოებინა. 21 აგვისტოს კი ჩვენს მაღაზიებში ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები გამოჩნდნენ და უკვე სავაჭრო პროცესების წარმართვაც შეუძლებელი იყო. იძულებული გავხდით, მაღაზიები დაგვეხურა. კვლავაც მიგვაჩნია, რომ ჯარიმა უსაფუძვლოდ იყო დარიცხული და სასამართლო დავას განვაგრძობთ.

უცნობია, რა ბედი ეწევა ”ელიტელექტრონიქსისა” და ”ელიტელის” ათასობით თანამშრომელს. როგორც კომპანიაში ამბობენ, დამატებით ინფორმაციას კომპანიის გადაწყვეტილებების შესახებ კვირის განმავლობაში გაავრცელებენ.
სოსო ცისკარიშვილი (ეკონომიკის ექსპერტი): _ ხელისუფლებასთან სიახლოვე ისეთივე საფრთხეს შეიცავს, როგორსაც მზესთან მიახლოება. არადა, სახელისუფლებო ქოლგის საფარველის გარეშე საქართველოში ბიზნესის წარმოება მეტწილად წარუმატებელია, ზოგჯერ კი შეუძლებელიც . მახსოვს კომპანია ”ელიტელექტრონიქსის” მესვეურთა გაბადრული სახეები, როცა ისინი გვერდს უმშვენებდნენ მაღალი თანამდებობის პირებს სახელისუფლებო წრეებიდან, მონაწილეობდნენ მთავრობის ინიცირებულ პროექტებში. მაგალითისთვის ნავთლუღის რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქციის პროექტიც კმარა. ცოტა ხნის წინ აჭარაში ვიყავი, გაოგნებული დავრჩი, ”ელიტელექტრონიქსის” იმდენი მაღაზია ვიხილე. რა თქმა უნდა, მავანთა სერიოზული მხარდაჭერის გარეშე კომპანია ამას ვერ შეძლებდა. მართალი გითხრათ, გული მწყდება, რომ ამ კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა. ამ ხერხით ბიზნესის დასჯა სიახლე არ არის. როგორც წესი, თავდაპირველად ხელისუფლება ცდილობს დაიახლოვოს მეტნაკლებად წარმატებული კომპანიები, მათ ავანსად გარკვეული ჯარიმა დააკისროს, რომელსაც ერთგვარი ხაფანგის როლი ეკისრება და შემდეგ მისთვის სასურველ დროს გაააქტიუროს ჯარიმის ამოღების პროცესი. მსგავსი საფრთხე მოელის ”ავერსს”, ”პსპ”-ს, ”ვისოლსა” და ყველა იმ კომპანიას, რომელიც თავის წარმატებას ხელისუფლებასთან სიახლოვით აშენებს. ამიტომ თავისუფალი ბიზნესი, პირველ რიგში, ხელისუფლების ფავორიტობას უნდა უფრთხოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესსაც დაკარგავენ და თავისუფლებასაც. ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გაცნობიერებული საკუთარი შემოსავლის კლების საფრთხე. ამიტომ ე.წ. სახელისუფლებო რეკეტი ბიზნესზე დღეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
საინტერესოა, რომ ფინანსურმა პოლიციამ სწორედ იმ წელს დააკისრა ”ელიქტელექტრონიქსს” 7-მილიონიანი ჯარიმა, როდესაც ხელისუფლებამ კომპანიას კონკურსის წესით 49-წლიანი იჯარით ნავთლუღის რკინიგზის სადგური გადასცა. სადგურის განახლების პროექტი თვით ქვეყნის პრეზიდენტმა მოიწონა. კომპანიაში ამბობენ, რომ სადგური ჯერ კიდევ მათ მფლობელობაშია, მაგრამ შეძლებენ თუ არა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც დაახლოებით 15 მილიონი დოლარის ინვესტიციის დაბანდებას გულისხმობდა, ამაზე დღეს საუბარი, ალბათ, უკვე ზედმეტია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge

ანდერძი კოკოსი გრეჩიხასა თანა მინაწერი, 
ოდეს შეიპარა პარლამენტში
(რუსთველისებურად)

რაცა მიშას არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების,
ვინცა ამას ვერა მიხვდა, მოსკოვსა და პარიზს ჭკნების,
არ ეშინის ნაციონალთ მიტინგის და არჩევნების,
რა აზრი აქვს ეს მანდატი, მექნების თუ არ მექნების... 
არას გარგებს რუსთაველზე, უსარგებლოდ დიდხანს რჩენა,
წესი არის ქართველისა, პარტიების ცვლა და რბენა,
მომეწყინა ხელკეტები, გაზები და ცრემლთა დენა,
არა ძალუძს ხორციელსა, ვანოს ზედა გარდავლენა...
აქვთ უთვალავი წილები, ვერვისგან ანაწონები,
მისცეს თვისიანთ საჭურჭლე, ოდენ არაფრის მქონები,
ჰოდა, მივდივარ პარლამენტს, მუნ მე სკამისა მნდომები,
ნურცა შენ მომიგონებ და არცა მე მომეგონები.

KvirisPalitra.Ge აგვისტოს ომმა ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი. ხელისუფლების მოქმედებებით უკმაყოფილო ხალხის პროტესტმა იმძლავრა. 
KvirisPalitra.Ge

"დანამდვილებით ვიცი, საქართველოს ხელისუფლებას მილიონ-ნახევარი დაუჯდა განმუხურის ფარსი"

თავად ბასილაიამ მოისმინა, როგორ ეუბნებოდა ემა გოგოხია სპეცსამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომ ოთხი რუსი ჯარისკაცის ფორმა, ავტომატი და ტანკი სჭირდებოდა. ყველაფერი 15 წუთში მიართვეს. ქართველ ჯარისკაცებს ჩააცვა ფორმები და სიუჟეტიც გამოვიდა.

KvirisPalitra.Ge ჩემი ნათესავების სახლში წყალი ჩამოდის. უკვე მეოთხე წელია "შავ ღრუბელს" შიშით და ძრწოლით ელიან. წვიმის დროს სახლში წყალი ნაკადულივით მოედინება, ჭერიდან ბათქაში ცვივა... მოახლოვდება თუ არა არჩევნები, თამართან აგიტატორები მიდიან. დიასახლისს ისინი ოთახში შეჰყავს, თითს ჭერისკენ იშვერს და განრისხებული ეკითხება, - როდის დამთავრდება ეს უბედურება! აგიტატორები ყველაფრის შეკეთებას ჰპირდებიან...
KvirisPalitra.Ge პატრიარქის ბაქოში ვიზიტის უამრავი დეტალი გაუხმაურებელია. კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის აზრით, ამ შეხვედრაზე მშვიდობიანი კავკასიის იდეაზე საუბარი ისევ აქტუალური უნდა ყოფილიყო.
KvirisPalitra.Ge 26 ოქტომბერს, დიღომში, ხელოვნურსაფრიან სპორტულ მოედანზე თავზარდამცემი ტრაგედია დატრიალადა. 9 წლის გიორგი ქინქლაძე ფეხბურთის კარის ზედა ძელს ჩამოეკიდა, მოულოდნელად რკინის კონსტრუქცია წაიქცა და ბიჭი ქვეშ მოიყოლა. სამწუხაროდ, გიორგი თავის ქალის ტრავმით გარდაიცვალა. ეს უკვე თბილისში მესამე გახმაურებული შემთხვევაა, როცა "სპორტულმა მოედანმა" ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. პირველად,  მსგავსი ტრაგედია ორი წლის წინ დატრიალდა, რაც სრულიად შემთხვევით გახდა "კვირის პალიტრისათვის" ცნობილი.
KvirisPalitra.Ge "ყურძნის კრეფას მოვრჩით. რთველი გრძელდება!" - ასე უპატაკა კახეთის ერთ-ერთმა გონებამახვილმა რაიკომის მდივანმა ამ ოცდაათიოდე წლის წინ მაშინდელ ცეკას მდივანს სამთავრობო, ანუ სხვათათვის ყურმიუწვდომ ტელეფონზე და მისი ენამახვილობა თოფივით გავარდა, "ლეგენდად დარჩა" მოსახლეობაში. 
KvirisPalitra.Ge საერთაშორისო ასპარეზზე  რუსეთის პრესტიჟის შელახვასა და ეკონომიკური ვითარების გაუარესებასთან ერთად  ნაციონალურ ნიადაგზე მკვლელობების რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. რამდენიმე თვის წინ  ნაცისტებმა მოსკოვში კიდევ ერთი ქართველი მოკლეს.
KvirisPalitra.Ge არაერთ ძლევამოსილ მტერს უცდია, შეელახა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სულიერების ტაძრები, მაგრამ ამაოდ... იმას, რასაც მტრის ხელმა ვერაფერი დააკლო, გადაგვარებულმა "მოყვარემ" დაუწყო შებილწვა... სამწუხაროდ, ასეთები ყოველთვის გვყავდა, თუმცა, მძიმე წუთებში იწყებოდა მიძინებული ერის თვითგამოფხიზლება, ათმაგდებოდა  ეკლესიისა და სარწმუნოების სადარაჯოზე მყოფთა რაოდენობაც და ეროვნული ენერგიაც...
KvirisPalitra.Ge "ჩვენ რომ ვიცოდეთ, ვინ არის ქურდი, რად გვინდა პოლიცია?"

უკვე წელიწადზე მეტია, სენაკის რაიონის სოფლებში საქონლის მასობრივი ქურდობაა. ზოგიერთ ჩინოვნიკს გაეცინება, ალბათ, დიდი ამბავი, ძროხისა და ღორის ქურდობა რა მოსატანია, როცა ქვეყნის წინაშე ამხელა საფრთხეებიაო.