ვალუტის კურსი
11/03/2010
USD
1
USD
1.7178
EUR
1
EUR
2.3324
RUB
100
RUB
5.7790
ორი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ახალგაზრდების დიდი ნაწილი...
 
თმის ძირების გასამაგრებლად
 
გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ შესაძლებელია თუ არა საქართველოში ობიექტური არჩევნების ჩატარება?
თქვენთვის ქალბატონებო
ცოდვის სიმძიმე, ანუ ბრძოლაში ყველა ხერხი გამართლებული როდია მიზნის მისაღწევად ყველანაირი ხერხის გამოყენება არ შეიძლება. ეს ამბავი ერთი წყვილის ურთიერთობას ეხება და კიდევ მესამე ადამიანს, რომელიც მათ შორის ჩადგა და ყველაფერი გააკეთა მათ დასაშორებლად...
იმან, რაც 12 წლის წინ ქარელის რაიონის ერთ სოფელში მოხდა, ყველა გააოგნა. იმ ხანებში მეტი სალაპარაკო არაფერი ჰქონდა ხალხს - ყოფილი შეყვარებულების დაქორწინების ამბავი მარტო იმ სოფელში კი არა, მთელ ქარელში გახდა სალაპარაკო.
ძალიან ლამაზი ბავშვი იყო ნანა დ., მაგრამ 13 წლისა ისე დამშვენდა, ქუჩაში თვალს აყოლებდნენ. მშობლებს ახლობლები ურჩევდნენ, ფრთხილად იყავით, ნანა ვინმე უღირსმა არ  მოგტაცოთ. ის ღირსია მხოლოდ მდიდარი და ცნობილი ოჯახის რძალი გახდესო. დედას, ცისიას, არ სიამოვნებდა ეს გაუთავებელი შეძახილები, ამბობდა, - ოღონდ ბედნიერი იყოს და სულ არ არის საჭირო მდიდარი და ცნობილი ოჯახის რძალი გახდესო.
ჩემო კვირისპალიტრელებო, უკვე ჩემიანად მიმაჩნიხართ, რადგან 14 წელიწადზე მეტია, ყოველ ორშაბათს ჩემი ოჯახის სტუმარი ხართ. განსაკუთრებული ინტერესით ვეცნობი რუბრიკას "თქვენთვის, ქალბატონებო!". მინდა ჩემი ამბავი გიამბოთ.

ვის რა დაუშავა პატარა ბიჭმა

გაზეთის ერთ-ერთ ნომერში დაიბეჭდა წერილი "ვაჟკაცური დასაწყისი სამწუხარო დასასრულით", სადაც მოთხრობილი იყო ერთი ოჯახის ამბავი. ქალ-ვაჟი აფხაზეთიდან იყო. ომის დროს დროებით დაშორდნენ ერთმანეთს. მერე კი, როცა კვლავ შეხვდნენ, გოგონა ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა - იგი ჩეჩენი "ბოევიკისგან" ბავშვს ელოდებოდა.

22-02-2010 
თამუნას ახალი დამთავრებული ჰქონდა სკოლა, როცა მისი ოჯახი საბურთალოდან თემქაზე გადავიდა. გაუჭირდა ამასთან შეგუება, მაგრამ რა ექნა - მისმა უფროსმა ძმამ  ცოლი შეირთო და ახალგაზრდებმა ცალკე ცხოვრება მოინდომეს. ამას შეეწირა საბურთალოს ოთხოთახიანი ბინა...
15-02-2010 
ბავშვობის შემდეგ დედის ხმა არ გაეგონა. ახლა კი, ამდენი წლის შემდეგ, როგორც იქნა, მოახერხა მასთან დარეკვა. ყურმილს იქით შვილი ტიროდა, აქეთ კი - დედა... მოთმინების ფიალა წვეთწვეთობით ივსება ხოლმე და ერთ მშვენიერ დღესაც - გადმოდის... "გადმოდის" მრავალდღიანი, მრავალკვირიანი და, თუ გნებავთ, წლობით ნათმენი წყენა და ტკივილი. არადა, ხშირად დუმილი სულაც არ არის ოქრო და ზოგჯერ სჯობს, რაც მალე გაირკვევა გასარკვევი და სათქმელიც ითქმება.
15-02-2010 
მინდა ჩემი ნათესავი გოგონას შესახებ გიამბოთ, რომელმაც ბოროტებას სიკეთით უპასუხა და იმ ადამიანს მხარში ამოუდგა, ვისგანაც ცუდის მეტი არაფერი ახსოვდა.თეკლა გურამის უფროსი შვილია.
08-02-2010 
ვცხოვრობ იმ ქუჩაზე, საიდანაც კვირაში ორჯერ ავტობუსები გადის თურქეთსა და საბერძნეთში. ვუყურებ გულისმომკვლელ გამოსამშვიდობებელ სცენებს, როგორ
08-02-2010 
"მე შენ გეძებდი, სულ მენატრებოდი, ვერ გპოულობდი და ვწუხდი. აქ რომ დაგინახე, გავშეშდი, უაზროდ მოგჩერებოდი, მერე პირველი წერილიც გამოგიგზავნე... რომ მიპასუხე, სიხარულით აღარ ვიცოდი, რა მექნა. მეგონა, ჩემთან იყავი და გელაპარაკებოდი... ეკა, შენ ჩემი ერთადერთი სიყვარული ხარ. ქალებმა იცით ხოლმე ჩემნაირ მამაკაცზე თქმა: - ეს კაცი უგერგილოაო, თუკი ასე უყვარდა, როგორ არ იბრძოლა საყვარელი ქალისთვისო... დამიჯერე, ჩემს საქციელსაც აქვს გამართლება. ყველაფერს მოგვიანებით აგიხსნი. იცოდე, მართლა ძალიან მიყვარხარ, შენ ჩემი ლამაზი და ბედნიერი წარსულის უმთავრესი ნაწილი ხარ"...
08-02-2010 
"ამქვეყნად სასწაულები თუ ხდებოდა, არ მეგონა. ახლა უკვე ვირწმუნე. ამ გოგო-ბიჭის ახლობლებს ვთხოვე, "კვირის პალიტრას" მივწეროთ ეს ამბავი - ყველამ გაიგოს, რა შესძლებია ნამდვილ სიყვარულს-მეთქი. ნება დამრთეს, მაგრამ ვინაობის გამჟღავნებაზე მაინც შეიკავეს თავი. ნიკას ორი წლის წინ (მაშინ ის 18 წლის იყო) ლეიკოზი დაუდგინეს. სასოწარკვეთილმა მშობლებმა აღარ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ. გერმანიაში სამკურნალოდ წასვლა ძვირი ჯდებოდა. ტელევიზიით ანგარიშის ნომერიც გამოაცხადეს, მაგრამ თანხის ნახევარიც ვერ შეგროვდა.
01-02-2010 
16 წლის იყო, როცა აფხაზეთში ომი დაიწყო. გაგრაში დაიბადა და გაიზარდა. ძალიან უყვარდა თავისი პატარა, კოხტა ქალაქი და მასზე სამი წლით უფროსი სოხუმელი გიგა, რომელიც ხშირად სტუმრობდა დეიდას, ლიას მეზობლად. რაც წამოიზარდა, სულ გიგას გვერდით ხედავდნენ ლიას.
01-02-2010 
საბერძნეთში ვცხოვრობ. აქ გავთხოვდი - ქართველი ქმარი მყავს. ჩემთვის თქვენი გაზეთი მთავარი საზრდოა, ურომლისოდაც უცხოეთში ყოფნა ძალიან გამიჭირდებოდა.
01-02-2010 
ჰოლივუდის ვარსკვლავები ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. ულამაზესმა წყვილმა, რომელსაც ვარსკვლავურ წრეებში
25-01-2010 
ლიანამ, როგორც იქნა, გადაწყვიტა დავით გ.-ს გაჰყოლოდა ცოლად. საქმროზე მხოლოდ ის იცოდა, რომ მას პირველი ცოლი არ გამოადგა. ისეთი ავი იყო, ორ წელზე მეტხანს ვერ გავუძელიო, - უთხრა დავითმა. ლიანა 34 წლის გახლდათ.
18-01-2010 
აპრილი ძალას იკრებდა, ახლოვდებოდა "სტუდენტური გაზაფხული-87", ნატაც მონაწილეობდა ამ კონკურსში და ლექციების შემდეგ რეპეტიციებზე რჩებოდა. კარგად მღეროდა და ცეკვავდა. მეგობრებთან ერთად ხალისობდა და სჯეროდა, მისი ფაკულტეტი გაიმარჯვებდა... ერთხელ, ლექციების შემდეგ სტუდენტები გარეთ გამოიშალნენ. ნატამ ჭადრის ხესთან ატუზული ქალი შეამჩნია. რატომღაც გვიან გაახსენდა, რომ სევდიანად მოღიმარი უცნობი ქალი გუშინაც იქ იდგა და დაჟინებით მისჩერებოდა.
18-01-2010 
ვეხმაურები წერილებს - "ვაღიარებ, რომ ცხელ გულზე ავჩქარდი" და  "დამიბრუნეთ ჩემი შვილი". მინდა გულისტკივილი გაგიზიაროთ. რამდენიმე წლის წინ მეც ძალიან ავჩქარდი და ცხელ გულზე დაუფიქრებელი ნაბიჯი გადავდგი, რაც მერე სანანებელი გამიხდა... როცა მივხვდი, შეცდომა დავუშვი, უკვე გვიანი იყო.
11-01-2010 
"მინდა მკითხველს ჩემი მეგობრების შესახებ ვუამბო. თიკო დედისერთა გოგოა, მშვენიერი და ნიჭიერი, საოცრად თავმდაბალი, კეთილი. ბევრ კარგ ბიჭს მოსწონდა, ის კი არც ერთს აინუნში არ აგდებდა.
11-01-2010 
როცა პოლიტიკური ვნებათაღელვა ოჯახშიც შემოდის და ცოლ-ქმრის შეხედულება იყოფა, სიმშვიდეს სამუდამოდ თუ არა, კარგა ხნით მაინც უნდა დაემშვიდობო. ჩემი რესპონდენტი მაია 45 წლის სანდომიანი ქალბატონია. ის და მისი მეუღლე რამდენიმე წელი მოსკოვში ცხოვრობდნენ.
11-01-2010 
ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა მობილური ტელეფონი. ადამიანები ჩვეულებრივი ტელეფონით ახერხებდნენ ურთიერთობას, ერთმანეთის მოკითხვას, საინტერესო ამბების მოყოლას.
04-01-2010 
14 დეკემბერს დაბეჭდილ წერილს, "ცოლ-შვილი წამართვეს, მეშინია, არ გავბოროტდე", ყველაზე მეტი მკითხველი გამოეხმაურა. ჩვენი გაზეთის ელექტრონულ პორტალზე უამრავი რჩევა და კომენტარი გაჩნდა, ჩემს პირად ნომერზე კი ზარები და მესიჯები არ წყდებოდა.