"ალბათ ფიქრობს, რას იტყვის ხალხიო და ამიტომაც გამირბის"
"ალბათ ფიქრობს, რას იტყვის ხალხიო  და ამიტომაც გამირბის"
18-06-2012
შარშან ჩემს საყვარელ გაზეთს  ჩემი საწუხარი გულწრფელად ვუამბე და... წერილიც გამოქვეყნდა.
საქმე ის არის, რომ ოცდაათი წლის წინ შეყვარებული მივატოვე... არ ვიცი, ამ საქციელის გამართლება თუ შეიძლება, მაგრამ მოხდა ასე, რისთვისაც მთელი ცხოვრება დავიტანჯე...

წერილში მას პატიებას ვთხოვდი... რამდენიმე თვის შემდეგ მობილურზე უცნობმა ქალბატონმა დამირეკა - ის იყYო, ვისაც თქვენი გაზეთის საშუალებით წერილი მივწერე. შევხვდით, ბევრი ვისაუბრეთ. თურმე, 10 წელი მელოდა, მერე გათხოვდა და შეეცადა, დავევიწყებინე... ახლა ის ქვრივია, მეც ცალად დავრჩი. მართალია, ხშირად ვხვდებით ერთმანეთს ან ტელეფონით ვეხმიანებით, მაგრამ ცოლობაზე უარს მეუბნება.

გთხოვთ, გამომიქვეყნოთ ეს წერილი. ის წაიკითხავს და როგორც მაშინ, ახლაც მიხვდება, რომ ეს მე ვარ... და ვარ ისეთი გულწრფელი, როგორიც არასდროს. მასაც და მეც შვილები და შვილიშვილები გვყავს. ალბათ ესაა მთავარი მიზეზი მისი ჭოჭმანისა. "რას იტყვის ხალხი" - ეს ეფიქრება, არადა, რაც უნდათ, ის თქვან. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და ესაა მთავარი. ვიცი, ვუყვარვარ, მაგრამ ბარიერს ვერ ლახავს. ის პედაგოგია, უყვარს პოეზია, რომ იცოდეთ, რამდენი ლექსი მივუძღვენი.

დარწმუნებული ვარ, ამ წერილს მკითხველიც გამოეხმაურება და კეთილ რჩევასაც მოგვცემს. ჩვენი ერთად ყოფნით არც ცოდვას ჩავიდენთ და არც დედამიწას დავამძიმებთ. ძალიან მინდა, რომ დარჩენილი სიცოცხლე მასთან ერთად გავატარო.

თქვენი ერთგული მკითხველი

QETI
09 სექტემბერი 2012 15:36
kargit xa xalxo ra gjirt.. ra icit ra moxda.. amashi cudi araferi araa.. me orivesi mesmis magram am qalma es bariari unda dadzlios...
n.g
09 სექტემბერი 2012 00:44
არც თქვენ მატარებელს ჩაუვლია და საერთოდაც არაფერია გვიან....... ღმერთმა ბედნიერები გამყოფით!
სხვა სიახლეები
მაკამ მოსკოვში ქმარს ჩააკითხა. რა დალევს ბოროტებს, იჭორავებენ, დაიღლებიან და თავს დაგვანებებენო, - ფიქრობდა გულში.
დაწვრილებით...
უნდა ჰქონდეს თუ არა წყვილს ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი?
დაწვრილებით...
"თუ ნინოს ცოლად შერთვის უფლებას არ მომცემთ, თავს მოვიკლავ და მერე არკვიეთ, რა სჯობდა, ჩემზე უფროსი ცოლი მყოლოდა თუ მეცოცხლა"
დაწვრილებით...
დედაშვილობის გრძნობას სასწაულის მოხდენა შეუძლია. მე ორჯერ მიხსნა ასეთმა სასწაულმა, - ამბობს ქეთი და ცრემლებს იმშრალებს...
დაწვრილებით...
"დასანანია, როდესაც ოჯახი ინგრევა, მაგრამ სამწუხაროა, როდესაც ქალი ან კაცი ერთმანეთის გასამწარებლად შვილებს იყენებენ.
დაწვრილებით...
- ვევედრებოდი ღმერთს, არ მომკლა, შვილი მყავს გასაზრდელი-მეთქი. თურმე  ღმერთს და ახლობლებსაც  ტყუილად ვაწუხებდი. ქმარმა მიმატოვა, შვილიც გამიგიჟა. 12 წლის გოგონა მამას გაჰყვა...
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. უნდა განადგურდეს თუ არა, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები?