"კეთილის მსურველი" ოჯახის მეგობარი
"კეთილის მსურველი" ოჯახის მეგობარი
16-07-2012
ანუ როგორ მოახერხა პატრა გოგომ მეგობრის მამის "დათრევა"

ბატონი თამაზისგან ამას ვერავინ წარმოიდგენდა - ციცი დიდი სიყვარულით მოიყვანა, შეეძინათ ქალ-ვაჟი და ყველამ იცოდა, რომ უბედნიერესი ოჯახი ჰქონდათ, მაგრამ... თამაზმა ოჯახი მიატოვა.

ეს ამბავი ჩვეულებრივად დაიწყო: თამაზს ქართულ ლიტერატურაში სამეცადინოდ 17 წლის გოგონა მიუყვანეს.
თიკო პირველი დანახვისთანავე მოიხიბლა მასწავლებლით. ყოველი გაკვეთილი დღესასწაულად ექცა - სულგანაბული უსმენდა თამაზს. გამოხდა ხანი და გოგონამ წარმატებით ჩააბარა გამოცდები. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გაიგო, რომ ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია თამაზს უნდა წაეკითხა. დაიწყო სტუდენტობის მშვენიერი ხანა. ორი წლის შემდეგ, როცა თიკოს ჯგუფს ლექტორი გამოეცვალა, გოგონა დანაღვლიანდა, მაგრამ გამოსავალი მალე მოძებნა - იმ ჯგუფის ლექციებზე დაიწყო სიარული, სადაც მისი სათაყვანებელი ლექტორი ლექციას კითხულობდა. თამაზს თავდაპირველად გაუკვირდა, თიკო პირველკურსელებთან რომ დახვდა. აქ რა გინდაო, - ღიმილით ჰკითხა ნიჭიერ სტუდენტს. თიკომაც არ დაუგვიანა პასუხი, - თქვენი ლექციები მომენატრაო. ცოტა ხანში თიკო თამაზის ქალიშვილს, მასზე ორი წლით უმცროს მარის დაუახლოვდა. ერთხელ, თიკო გვიანობამდე შემორჩა თამაზის ოჯახში.  თამაზის ნახვა ძალიან უნდოდა და ხან რას მოუყვა მარის, ხან - რას. ფეხს ითრევდა შინ წასასვლელად. თამაზი თანამშრომლის იუბილეზე გახლდათ და შინ მისვლა უგვიანდებოდა. კარგა დაღამებული იყო და ციციმ შვილის მეგობარი შინ აღარ გაუშვა, ამაღამ ჩვენთან დარჩიო. თიკოც სიამოვნებით დათანხმდა.

თამაზი გათენებისას დაბრუნდა. შვილის საძინებელში შეიხედა, მარის და საყვარელ სტუდენტს ტკბილად ეძინათ. ისეთი ლამაზები იყვნენ, კარგა ხანს თვალი ვერ მოაშორა. მერე დაიხარა, მარისაც აკოცა და თიკოსაც. თიკო შეიშმუშნა, თვალი გაახილა და თამაზი რომ დაინახა, გაუღიმა. შეცბა კაცი, ერთი კი ჩაილაპარაკა, - ბოდიში, რომ გაგაღვიძეო და უცებ გავიდა ოთახიდან.

სწორედ იმ დღიდან დაიწყო თიკოზე "სხვანაირად" ფიქრი. მანამდე სულაც არ უკვირდა, რომ თიკო ხშირად ხვდებოდა თვალში - გოგონა ხომ ყოველთვის იქ იყო, სადაც თვითონ... იმ კოცნის შემდეგ კი თამაზი  საკუთარ თავს ვერ უტყდებოდა, რომ სტუდენტი შეუყვარდა...

თიკო სადიპლომო ნაშრომზე მუშაობისასაც ხშირად აკითხავდა თამაზს შინ. რჩევებს ეკითხებოდა, ყველანაირ მიზეზს პოულობდა, რომ მასთან მისულიყო. ერთხელ, ციცი და მარი შინ არ დახვდნენ - რაიონში წასულიყვნენ ნათესავის ქორწილში. გადაწყვიტა, ეს შანსი ხელიდან არ გაეშვა და ლექტორს სიყვარულში გამოუტყდა...
თამაზი ხომ გრძნობდა გოგონასაგან სითბოს და ყურადღებას, არც თვითონ იყო მისადმი გულგრილი, მაგრამ თიკოს სითამამემ მაინც სახტად დატოვა. იმ ღამეს თიკო მასთან დარჩა... ხუთი წლის განმავლობაში საიდუმლოდ ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთ მშვენიერ დღეს კი, თამაზმა ცოლს უთხრა, - რა ვქნა, აღარ შემიძლია ამდენი ტყუილით ცხოვრება, თიკო მიყვარს და მასთან უნდა წავიდეო... გაოგნებულმა ციციმ სიტყვებს ვეღარ მოუყარა თავი, შეურცხყოფილი და განადგურებული იყო. ცრემლები ახრჩობდა, აბა, რა უნდა გითხრა, - ძლივს ამოთქვა რამდენიმე სიტყვა და ოთახიდან გავიდა. თამაზმაც გამზადებულ ჩანთას წამოავლო ხელი და კარი გაიხურა.  
ერთ დროს სანაქებო ოჯახის მამა და მეუღლე ახლა აღარც შვილებს კითხულობს, აღარც შვილიშვილებს... მამის საქციელმა შვილები განარისხა, მისი სახელის ხსენებაც აღარ უნდოდათ. განსაკუთრებით მარი გრძნობდა თავს შეურაცხყოფილად - იმიტომ დამიმეგობრდა, მამაჩემთან ახლოს რომ ყოფილიყოო. გულამოსკვნილი სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა.

როცა თამაზი გულის შეტევით საავადმყოფოში აღმოჩნდა, შვილებმა მაინც მოინახულეს. პალატაში შესულებს ტირილისაგან თვალებდასიებული თიკო დახვდათ. მისკენ არც კი გაუხედავთ, მამა მოიკითხეს და ოთახიდან მალევე ხმისამოუღებლად გავიდნენ.
თამაზი გადარჩა. სადღაც, გულის სიღრმეში, მარის სჯეროდა, რომ ავადმყოფობის შემდეგ მამა ოჯახში დაბრუნდებოდა, მაგრამ შეცდა...
თამაზი და თიკო დღესაც ერთად არიან.
jino
24 ივლისი 2012 09:36
გული მერევა ასეთ სუსტ ტიპებზე. ადამიანს საკუთარი გრძნობების მოთოკვა როგორ არ უნდა შეგეძლოს.
sofo
18 ივლისი 2012 17:38
ჩემი მეზობლის ისტორია გამახსენდა,რაღაც ძალიან გავს.:-D
1-ოთახიანი, 25 კვ.მ. მზიანი ბინა ქალაქის ცენტრში....
სასწრაფოდ და იაფად! 4-ოთახიანი, 124 კვ.მ. ინდივიდუალური...
4-ოთახიანი, ქალაქური პრ. 7(8), 110 კვ.მ. გარემონტებული...
სხვა სიახლეები
ორიოდე დღის წინ "ფეისბუკით" გავრცელდა ჭორი...
დაწვრილებით...
თუ ვინმე სულელურ პირობას შემოგთავაზებთ, გაუკეთეთ ოინი.
დაწვრილებით...
სხვაგან ნუ ეძებ საცოლეს, შენი ბედი ნინო ყველაშვილიაო.
დაწვრილებით...
ხელოვნური განაყოფიერებით აჩენ ბავშვს? - მკითხა წარბშეკრულმა მოძღვარმა
დაწვრილებით...
ჩვენთვის მნიშვნელოვანია - პირველი პაემანი, პირველი კოცნა, პირველი ცეკვა, პირველი...
დაწვრილებით...
მაკამ მოსკოვში ქმარს ჩააკითხა. რა დალევს ბოროტებს, იჭორავებენ, დაიღლებიან და თავს დაგვანებებენო, - ფიქრობდა გულში.
დაწვრილებით...
უნდა ჰქონდეს თუ არა წყვილს ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი?
დაწვრილებით...
"თუ ნინოს ცოლად შერთვის უფლებას არ მომცემთ, თავს მოვიკლავ და მერე არკვიეთ, რა სჯობდა, ჩემზე უფროსი ცოლი მყოლოდა თუ მეცოცხლა"
დაწვრილებით...
დედაშვილობის გრძნობას სასწაულის მოხდენა შეუძლია. მე ორჯერ მიხსნა ასეთმა სასწაულმა, - ამბობს ქეთი და ცრემლებს იმშრალებს...
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია: