"ჩემისთანა ნაძირალასთვის ხელი უნდა ეკრა, მან კი ფეხზე დამაყენა"
"ჩემისთანა ნაძირალასთვის ხელი უნდა ეკრა, მან კი ფეხზე დამაყენა"
"ამდენი წლის შემდეგ,  ეტლს მიჯაჭვული და გაუბედურებული რომ მნახა, ჩემი მიტოვება არც უფიქრია"

რუბრიკაში, "თქვენთვის ქალბატონებო", სულის შემძვრელ ამბებს უმეტესად ქალები გვიამბობენ. ამჯერად ჩვენი სტუმარი მამაკაცი გახლავთ...

"ქალს საოცარი ძალა აქვს და ჩვენი დროის კაცებს ხშირად არ შეგვწევს უნარი ამის დანახვა-შეფასებისა" - გვწერს თამაზ კ., რომელიც უბედურმა შემთხვევამ კარგა ხნით ინვალიდის ეტლს მიაჯაჭვა, - "მე ქალის თავდადებამ დამაყენა ფეხზე", - გვწერს ის.


თამაზი: - "რვა წლის წინ, თბილისში, ერთ-ერთ ღამის კლუბში გოგონა
You must have Flash Player installed in order to see this player.
გავიცანი, 18-19 წლის იქნებოდა. ბევრი ვიცეკვეთ, სასმელიც უზომოდ დავლიეთ. აღმოჩნდა, რომ მისი მშობლები უცხოეთში მუშაობდნენ, გოგონა კი ბებიასთან ცხოვრობდა, რომელსაც ღამით ისე ეპარებოდა შინიდან, რომ მოხუცი  ვერაფერს ხვდებოდა.

თათას ერთი თვის განმავლობაში ყოველ ღამე ვნახულობდი კლუბში. ვცეკვავდით, ვსვამდით... ზოგჯერ არც მახსოვდა, როგორ მიმყავდა სახლში, ან მე როგორ ვბრუნდებოდი შინ. ერთხელ იაფფასიან სასტუმროში გვერდიგვერდ გავიღვიძეთ. მას შემდეგ სასტუმროში უფრო მეტ დროს ვატარებდით, ვიდრე კლუბში. იმ  გოგოს მიმართ გიჟური ვნება მქონდა... ერთ დღეს კი გამომიცხადა, - ორსულად ვარო. რას აპირებ? - ვკითხე გაოგნებულმა. რა უნდა დავაპირო? - მშვიდად დამიბრუნა პასუხი და უცებ მივხვდი, რომ ჩემ წინ სხვა თათა იდგა, გაზრდილი, რომელსაც კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რაც ხდებოდა მის ცხოვრებაში. ვიგრძენი, რომ ის არ იყო იმ გოგოების მსგავსი, რომელიც მეტყოდა, მომეცი აბორტის ფული და
მივხედავ საქმესო. ასეთი რამ უკვე მქონდა მოსმენილი. თათამ მშვიდად მითხრა, - ბავშვს გავაჩენ, გავზრდი და ვასწავლიო. კარგა ხანს ვდუმდი, მერე ძალა მოვიკრიბე და მკაცრად ვუთხარი - არ ვაპირებ ჩვენი ურთიერთობის გაგრძელებას, თუ ბავშვის გაჩენა გსურს, შენი ნებაა-მეთქი. სხვა პასუხს არც ველოდიო, მითხრა და ოთახიდან გავიდა... 

გავიდა დრო და არც კი დავინტერესებულვარ, რა ქნა თათამ, მისმა მშობლებმა როგორ მიიღეს ეს ყველაფერი, გაჩნდა თუ არა ბავშვი, რომელიც ჩემი შვილიც იყო.
გადიოდა წლები. ძველებურად ვატარებდი დროს, კიდევ უამრავი სხვა თათა იყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ისეთი არა. ამას ვგრძნობდი, მაგრამ თავს არ ვუტყდებოდი.

ერთხელ, ღამის კლუბიდან გამოსული მორიგ სიყვარულთან ერთად მანქანაში ჩავჯექი... ქალმა გული გამიწვრილა, საჭესთან მე დავჯდებიო. ისიც მთვრალი იყო და მანქანა დიდი სისწრაფით დაძრა. არ ვიცი, რა მოეჩვენა, საჭეს ხელი გაუშვა, ერთი კი შესძახა, მივფრინავო და მერე აღარაფერი მახსოვს...
ის მოკვდა, მე გადავრჩი, მაგრამ მოძრაობა არ შემეძლო. ერთი წელი დამჭირდა, რომ  დამოუკიდებლად თავის წამოწევა შემძლებოდა, მერე, როგორღაც წამოჯდომაც შევძელი. ოჯახმა გერმანიაში წამიყვანა. ოპერაციამდე ექიმებმა გამაფრთხილეს, - ფეხზე გავლის ძალიან მცირე შანსი გაქვსო.  მართლაც ვერ ავდექი - ჩვარივით მეკიდა ფეხები. ყველა და ყველაფერი მძულდა. ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემს პატარა ძმისშვილთან ყოფნა იყო - სკოლიდან შინ დაბრუნებულს ვამეცადინებდი. ერთ დღესაც მთხოვა, - შენ მომაკითხე სკოლაშიო (უკვე დამოუკიდებლად დავდიოდი ეტლით). გარეთ გასვლა არ მინდოდა, მაგრამ ბავშვს ხათრი ვერ გავუტეხე და სკოლაში მივედი.

გაკვეთილების დამთავრების შემდეგ კლასელთან ერთად მოვიდა და ჩამეხუტა.  ბავშვი, რომელიც თორნიკეს გვერდით იდგა, ჩემი ასლი იყო. თითქოს ფოტოებზე ნანახი ჩემი ბავშვობა გაცოცხლებულიყო. ეს დემეა, - მითხრა თორნიკემ. უცებ ქალმა დაუძახა ბავშვს, - დემე, წამოდიო. უნებურად მივბრუნდი. თათა იდგა, ლამაზი, დაქალებული.  თითქოს მდუღარე გადამასხეს - მთელ სხეულზე ცეცხლი მომედო. თათა ნელ-ნელა მომიახლოვდა და გაფითრებულმა ამოთქვა, - შენ? მე, დედამიწაზე ალბათ ყველაზე დიდ ნაძირალას, ძალიან გამიმართლა. არაკაცს, რომელმაც საყვარელი ქალი ყველაზე რთულ მომენტში მიატოვა, რომელსაც არასოდეს მოუკითხავს, დაიბადა თუ არა მისი შვილი და თუ დაიბადა,  ვის ხელში იზრდებოდა, იმ ქალმა ზურგი კი არ შემაქცია, თავის შვილს უთხრა, - ეს მამაშენია და მას ჩვენი დახმარება სჭირდებაო. ჩემისთანა ნაძირალასთვის ხელი უნდა ეკრა, მან კი ფეხზე დამაყენა...

მოგვიანებით გავიგე, როგორ ცხოვრობდა თათა, როგორ დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, როგორ დაიწყო მუშაობა და, რაც მთავარია, როგორ ზრდიდა ჩვენს შვილს. ახლა კი ამდენი წლის შემდეგ, ეტლს მიჯაჭვული და გაუბედურებული რომ მნახა, ჩემი მიტოვება არც უფიქრია. იმდენი ქნა, რომ ფეხზე დამაყენა. მისმა თავდადებამ საოცარი ძალა მომცა. ახლა, როცა გამოვჯანმრთელდი, ყურში ისევ ჩამესმის ჩემი შვილის ხმა, - მამა, გეხვეწები, წამოდექი...

საოცარი ძალა ჰქონია ქალს. მან ცხოვრებაში ერთ შანსი მომცა და მეც ჩავეჭიდე - ახლა უბედნიერესი ვარ და მთელი სიცოცხლე იმისთვის ვიბრძოლებ, რომ ეს ბედნიერება ხელიდან არ გავუშვა...

სოფო გამრეკელი
მკითხველის კომენტარი (56)
ნატალია
23 მარტი 2017 11:21
თქვენი გამკვირვებია ვინც წერთ ზღაპარიაო ასეთი შემთხვევა თქვენს საახლობლოში არ გსმენიათ
leila
21 მარტი 2017 17:03
ასე იყო და ასე იქნება, სიყვარულს დიდი ძალა აქვს.
მაკო
21 მარტი 2017 16:18
ასეთები არიან ქართველი ქალების უმრავლესობა.
მაია
12 მარტი 2017 17:10
ანალოგიურად მოვიქცეოდი მეც
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა