"წერილი გამომიგზავნა მეზობლის ბავშვის ხელით, რომ წავიკითხე, გულს შემომეყარა"ნათქვამია, კუზიანს სამარე გაასწორებსო... ძნელი გამოდგა ერთი მექალთანე კაცის გამოსწორება...
ლიანამ, როგორც იქნა, გადაწყვიტა დავით გ.-ს გაჰყოლოდა ცოლად. საქმროზე მხოლოდ ის იცოდა, რომ მას პირველი ცოლი არ გამოადგა. ისეთი ავი იყო, ორ წელზე მეტხანს ვერ გავუძელიო, - უთხრა დავითმა. ლიანა 34 წლის გახლდათ. წუნიაობაში პირველი თოვლივით შემოადნა ხელში ახალგაზრდობა. აღარ იყო რჩევა-რჩევის დრო, მით უფრო, რომ დავითი კარგი შესახედავი ვაჟკაციც იყო და სამსახურიც შესაშური ჰქონდა. ამიტომ როცა უთხრეს, ცოლგაშორებულიაო, მერე რა მოხდაო და რამდენიმე დღეში პატარა ქორწილიც გადაიხადეს.
ლიანამ, აქაოდა, ასაკგადაცილებული ვარო, ორი ბავშვი ზედიზედ მიაყოლა. ბედნიერი იყო. ერთადერთი, დავითის ხშირი დაგვიანება და მეგობრებთან გამუდმებული ქეიფი აღონებდა. მერე ერთმა ნათესავმა უთხრა, - სხვები თქმას ვერ გიბედავენ, მაგრამ არ მინდა, მოტყუებული იყო - დავითს საყვარელმა შვილი გაუჩინა და უმეტეს დროს იმასთან ატარებსო.
ლიანა: - ძალიან ვნერვიულობდი, არ ვიცოდი, ამ მტკივნეულ თემაზე ლაპარაკი როგორ უნდა დამეწყო ჩემს ქმართან. 7 წლის განმავლობაში მე და დავითს ჩხუბი არაფერზე მოგვსვლია, მხოლოდ იმას ვსაყვედურობდი, რომ სვამდა და ხშირად იგვიანებდა. გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ბევრი სამუშაო ჰქონდა, მეგობრებიც არ ასვენებდნენ. იმ დღეს, როცა მასთან საუბარს ვაპირებდი, დამირეკა, - ორი დღით მივლინებაში მივდივარო. სიტყვის ჩაგდებაც ვერ მოვახერხე, ისე დამიკიდა ყურმილი. ის ორი დღე სიმწრით გავლიე. ჩემმა ნათესავმა მითხრა: - ვიცი, სად ცხოვრობს ის ქალი, უეჭველად იმასთან იქნება და წამო, თავზე დავადგეთო. უარი ვუთხარი. გული გამისკდებოდა, ისინი ერთად რომ მენახა. თანაც არ ვარ ქმრის საყვარელთან საქმის გამრჩევი და მოჩხუბარი ქალი...
როგორც იქნა, მესამე დილით დავითი "მივლინებიდან" დაბრუნდა, თან ძალიან ბევრი ხილი ჩამოიტანა, - გორელებმა გამომატანესო. ცივად შევხვდი. ცოტათი დაიბნა, - რა ხდებაო. აღარ ჰქონდა აზრი მიკიბ-მოკიბვას და პირდაპირ ვუთხარი, რაც ვიცოდი. ვერ იუარა, კარგა ხანს მისმინა, მერე მითხრა: - ამ ქალთან შენამდე მქონდა ურთიერთობა, შენი ცოლად მოყვანის შემდეგ უცებ ვერ გავწყვიტე კავშირი, მერე ბავშვიც გააჩინა და ვერ მივატოვეო... თუ მაპატიებ, გპირდები, ნელ-ნელა თავს დავანებებო... განცვიფრებულმა ვკითხე, - ღვიძლ შვილს თავს როგორ დაანებებ-მეთქი. შვილს არა, მაგრამ იმ ქალისკენ აღარ გავიხედავო. ვგრძნობდი, ტყუოდა, მაგრამ რა მექნა? სად წავსულიყავი ორი ბავშვით?
ეტყობა, დავითმა მართლაც გააიშვიათა საყვარელთან სიარული, რადგან განაწყენებულმა ქალმა ტელეფონით ამიკლო. ცდილობდა, ისეთი რაღაცები ეთქვა, რომ ნერვები ამშლოდა, დავითს წავჩხუბებოდი და ოჯახში უსიამოვნება მქონოდა. ამიტომ მისი ხმის გაგონებისთანავე ტელეფონს ვთიშავდი. მაინც არ მოისვენა, წერილი გამომიგზავნა მეზობლის ბავშვის ხელით. წავიკითხე და გული კინაღამ გამისკდა - დავითს შენამდე სამი ცოლი ჰყავდა და სამივესთან თითო შვილი შეეძინაო. ჯერ მეგონა, დავითის საყვარელი მატყუებდა. მაგრამ როცა ჩემს ნათესავს წავაკითხე წერილი, მითხრა, - აქ ყველაფერი მართალი წერიაო... ორიოდე წუთში სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა, ძლივს მომაბრუნეს. აღარ შემეძლო იქ გაჩერება. ეს ოჯახი კი არა, წუმპეა-მეთქი, - მივახალე ჩემს ქმარს და წამოვედი შვილებიანად.
კარგა ხანს მთხოვდა პატიებას, გამოვსწორდებიო, - მპირდებოდა, მაგრამ მისი ხმის გაგონებაც აღარ მინდოდა. ბოლოს, მოჰბეზრდა ხვეწნა, დამირეკა და მითხრა, - მალე მრავალცოლიანობა ოფიციალურად დაკანონდება და ძალიან ინანებ, რომ მიმატოვე, შენ ჩემს საყვარელ ცოლად უნდა მეღიარებინეო... კინაღამ გული გამისკდა, აშკარად შეურაცხადი და პათოლოგი კაცი მელაპარაკებოდა... ახლახან გავიგე, მეხუთე ცოლი შეურთავს, 25 წლის გოგო. მიკვირს, ნეტავ იმ გოგოს პატრონი არ ჰყავს?
დავინტერესდი, იცოდა თუ არა იმ მეხუთემ მისი წინანდელი ცოლების არსებობის შესახებ... თურმე მხოლოდ ორი სცოდნია. თუ სჯერა, რომ ის დავითის ბოლო და ყველაზე დიდი სიყვარულია, ღმერთმა ბედნიერად ამყოფოს; მაგრამ მეეჭვება - დავითისნაირი კაცები ვერ გამოსწორდებიან... ერთხელ და ორჯერ თუ არ გაგიმართლა, შეიძლება ბედი კიდევ სცადო, მაგრამ კაცს რომ ერთდროულად რამდენიმე ცოლი ჰყავდეს და ეს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდეს, განა დასაშვებია? მითხარით, რა ხდება, ნუთუ კაცებმა ეს მართლაც ცხოვრების წესად აქციეს?












ზაფხული ახალი ნაცნობობისათვის, ცხოვრების გადახალისებისათვის საუკეთესო სეზონია. გარუჯული და ნახევრად შიშველი შთამბეჭდავი ხარ, განწყობაც სათანადო გაქვს და ახლის შეცნობის მოლოდინით აღსავსე, იმ "ერთადერთს" დაეძებ.
მეგონა, ერთი ვრცელი წერილითა და გამოხმაურებებით შემოვიფარგლებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ "სირაქლემას სინდრომით" დაავადებულ მამაკაცთა ცხოვრებამ არა მარტო ქალების, ძლიერი სქესის წარმომადგენელთა ინტერესიც გამოიწვია. ქალები ხომ მიკავშირდებიან და აღშფოთებით მიამბობენ თავიანთ რთულ ცხოვრებაზე, მათ არც კაცები ჩამორჩებიან.
ვეხმაურები წერილს - "რატომ იკლავენ თავს ახალგაზრდები". დღემდე ვერ გამოვსულვარ მდგომარეობიდან, ძალიან მიჭირს იმის გააზრება, რაც ჩემ გამო მოხდა, თავს
ადამიანი მეტ-ნაკლებად ყველაფერს ეჩვევა და ეგუება, გარდა ერთისა - ძალიან უჭირს უსიყვარულოდ ცხოვრება. ზოგი ეძებს, ეძებს წლობით და პოულობს კიდეც. ზოგიც არ ეძებს, მაგრამ ქვეცნობიერად მაინც ელოდება და თუკი ესტუმრა, გულის კარს ფართოდ უღებს.
თეკლას იმ დილით არ ელოდებოდნენ, მან კი ბავშვს მოჰკიდა ხელი და მოულოდნელად თავს დაადგა ძმასა და დედინაცვალს. ისტერიკაში ჩავარდა, ტირილს ვერ იკავებდა, ხმამაღლა უყვიროდა ძმას: ამ ქალს რა პასუხი უნდა მოვთხოვო, როცა შენ თავად ხარ უღირსი ადამიანი, ეს როგორ აკადრე მამასო...
თქვენი მკითხველის უამრავი წერილი რომ არა, ალბათ ვერც მე გავბედავდი მოწერას. მინდა ჩემი წუხილი გაგიზიაროთ...
ბევრისთვის მეტად მტკივნეულია ახლობლისგან იმედგაცრუება. არადა, იგი მას ბავშვობიდან იცნობდა, ახსოვდა მისი კეთილი, ალალი ღიმილი, ბავშვური ერთგულება... წლების შემდეგ კი, ის "კეთილი, ალალი ბავშვი" თვალთმაქც და ანგარებიან ადამიანად ქცეულა.
ეს წერილი არ არის იოლი წასაკითხი, მაგრამ ვფიქრობთ, სიმძიმის მიუხედავად, მაინც ღირს მისი განხილვა. ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა კარგად იცის, რომ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ღვთის გმობა და დიდი ცოდვაა. დღეს, აფექტში ჩავარდნილ ახალგაზრდებს კი, საქმეს რომ ვეღარაფრით შველიან, მაშინვე საშინელი განაჩენი გამოაქვთ...












