ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
01-02-2010
რა მაქვს "გამოსასწორებელი"?!
საბერძნეთში ვცხოვრობ. აქ გავთხოვდი - ქართველი ქმარი მყავს. ჩემთვის თქვენი გაზეთი მთავარი საზრდოა, ურომლისოდაც უცხოეთში ყოფნა ძალიან გამიჭირდებოდა.

18 წლის ვარ. ერთი წელია, რაც გიოს ცოლად გავყევი. ის 21 წლისაა. ალბათ, დაგაინტერესებთ, ასე პატარა მშობლების გარეშე როგორ აღმოვჩნდი საბერძნეთში. ჩემი მეზობლები გაცილებით ადრე წამოვიდნენ აქ და როცა ჩემი ოჯახის ისედაც ყოველთვის გაჭირვებული ყოფა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა, გადავწყვიტე, იმ დიდ "ქალთა ლაშქარს", საბერძნეთში რომ არის, მეც შევერთებოდი. მშობლებს გაუხარდათ კიდეც ჩემი გადაწყვეტილება. მეზობლის ქალის დახმარებით ჩავაღწიე საბერძნეთში და მისივე მეშვეობით სამუშაოც ვიშოვე. ძალიან გამიჭირდა უცხო გარემოში ყოფნა. გიო რომ გავიცანი, თითქოს ყველა პრობლემა ერთბაშად გაქრა.

შემიყვარდა და ირგვლივ ყველაფერი გალამაზდა და გაადვილდა. მაგრამ, გავიდა დრო და ჩემი ქმარი თვალსა და ხელშუა შეიცვალა. ამ ბოლო ხანს მებუზღუნება, - სხვადასხვა ხასიათი გვაქვს, ვერ ვუგებთ ერთმანეთს, ამიტომ უნდა დავშორდეთო. გიოსთან დაშორება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება. აქ ჩამოსული გოგოები ცდილობენ ბერძნებს გაჰყვნენ ცოლად და ცხოვრება აიწყონ, მე კი ჩემსავით გაჭირვებულ ქართველს დავუკავშირე ბედი.

ვფიქრობდი, სიყვარული ყველანაირ დაბრკოლებას გადაგვალახვინებდა... ერთხელ გიომ გაბრაზებულმა მომახალა, - უნდა გავშორდეთო. რას მერჩი, რა არ მოგწონს ჩემი-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა: მეტი ქალურობა გამოიჩინე და ოჯახზე მეტად იზრუნეო. გავოცდი. მას ჩემგან არც სიყვარული, არც სითბო არ მოჰკლებია, ოჯახისთვის კი, რაც შემიძლია, მაქსიმალურს ვაკეთებ. სასოწარკვეთილს ტირილი წამსკდა. ცოტათი გული მოულბა და "გამოსასწორებლად" დრო მომცა.

მერე დავფიქრდი და საშინლად შეურაცხყოფილი დავრჩი. რა მაქვს "გამოსასწორებელი", ვერ გავიგე. დეპრესიამდე აღარაფერი მაკლია, აქ დარჩენაც აღარ მინდა, მაგრამ მშობლები ქმარგაშორებულს არ მიმიღებენ. ვიცი, რასაც მეტყვიან: საბერძნეთში გასათხოვებლად გაგიშვით თუ ოჯახის ფეხზე დასაყენებლადო. შავ დღეში ვარ და თქვენგან, ჩემი საყვარელი გაზეთის მკითხველისგან, ველი რჩევას...

სალო, ათენი

anna
18 თებერვალი 2010 23:03
ჩემო კარგო, მხოლოდ 18 წლ ხარ, შენთვის ახლა იწყება ცხოვრება, არ უნდიხარ და ნუ უნდიხარ, ცალკე გადი, შენი მშობლები კი თუ ვერ გაიგებენ დარჩი მანდ და იმუშავე, ახალი სიყვარულიც მოვა. რა გული გაგიტეხია პატარა გოგოს, შენ ხომ ცხოვრებას ეხლა იწყებ? მასეთ ადამიანთან ყოფნას მარტოობა სჯობს. გისურვებ წარმატებებს
დავითი
12 თებერვალი 2010 06:37
სალომე, მიუხედავად იმისა რომ ძნელია ასეთი სიტყვების მოსმენა ეცადე ცივი გონებით გაანალიზო რა არ მოსწონს მას შენი. არა ზოგადი ფრაზები, არამედ დაფიქრდი კონკრეტულად რა არ მოსმწონს შენი. დილით არ აქცევ ყურადღებას, საღამოთი თუ მაინცდამაინც სურს რომ კაბა გეცვას ... დაფიქრდი და მიზეზი მოძებნე. როცა მიზეზს იპოვი შეეცადე მის გამოსწორებას, მაგრამ არა ისე რომ მარტო შენ დათმო რაღაცა (გეგონება კარგმა ცხოვრებამ წაგიყვანა უცხოეთში), მასაც ექნება რაიმე გამოსასწორებელი თუ არა დასახვეწი. ჰოდა იქნებ ეს შენი ტანჯვა კი არა შანსია. თუ კარგი ანალიზის მერე მიზეზს ვერ იპოვი დიდი შანსია, სხვა ვინმე მოსწონს ან რაიმე სხვა მიზეზია. ჯერ დაფიქრდი დაა გაანალიზე და ისე იმოქმედე. უცხო ქვეყანასა და გაჭირვებაში კი არა, სამშობლოში და ფუფუნებაში ჭირს ოჯახის შექმნა (და არა მხოლოდ ქორწინება). მშობლებს რაც შეეხება, არ მინდა ცუდი ვთქვა შენს მშობლებზე - კარგი სათქმელი კი შენი წერილიდან არაფერი ჩანს
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge ზაფხული ახალი ნაცნობობისათვის, ცხოვრების გადახალისებისათვის საუკეთესო სეზონია. გარუჯული და ნახევრად შიშველი შთამბეჭდავი ხარ, განწყობაც სათანადო გაქვს და ახლის შეცნობის მოლოდინით აღსავსე, იმ "ერთადერთს" დაეძებ.
KvirisPalitra.Ge მეგონა, ერთი ვრცელი წერილითა და გამოხმაურებებით შემოვიფარგლებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ "სირაქლემას სინდრომით" დაავადებულ მამაკაცთა ცხოვრებამ არა მარტო ქალების, ძლიერი სქესის წარმომადგენელთა ინტერესიც გამოიწვია. ქალები ხომ მიკავშირდებიან და აღშფოთებით მიამბობენ თავიანთ რთულ ცხოვრებაზე, მათ არც კაცები ჩამორჩებიან.
KvirisPalitra.Ge ვეხმაურები წერილს - "რატომ იკლავენ თავს ახალგაზრდები". დღემდე ვერ გამოვსულვარ მდგომარეობიდან, ძალიან მიჭირს იმის გააზრება, რაც ჩემ გამო მოხდა, თავს
KvirisPalitra.Ge ადამიანი მეტ-ნაკლებად ყველაფერს ეჩვევა და ეგუება, გარდა ერთისა - ძალიან უჭირს უსიყვარულოდ ცხოვრება. ზოგი ეძებს, ეძებს წლობით და პოულობს კიდეც. ზოგიც არ ეძებს, მაგრამ ქვეცნობიერად მაინც ელოდება და თუკი ესტუმრა, გულის კარს ფართოდ უღებს.
KvirisPalitra.Ge თეკლას იმ დილით არ ელოდებოდნენ, მან კი ბავშვს მოჰკიდა ხელი და მოულოდნელად თავს დაადგა ძმასა და დედინაცვალს. ისტერიკაში ჩავარდა, ტირილს ვერ იკავებდა, ხმამაღლა უყვიროდა ძმას: ამ ქალს რა პასუხი უნდა მოვთხოვო, როცა შენ თავად ხარ უღირსი ადამიანი, ეს როგორ აკადრე მამასო...
42 წლის გახლავართ, ვცხოვრობ თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, მყავს 3 შვილი. ათი წლის წინ დავქვრივდი, მაშინ ჩემი უფროსი ვაჟი 12 წლის გახლდათ.
KvirisPalitra.Ge თქვენი მკითხველის უამრავი წერილი რომ არა, ალბათ ვერც მე გავბედავდი მოწერას. მინდა ჩემი წუხილი გაგიზიაროთ...
KvirisPalitra.Ge ბევრისთვის მეტად მტკივნეულია ახლობლისგან იმედგაცრუება. არადა, იგი მას ბავშვობიდან იცნობდა, ახსოვდა მისი კეთილი, ალალი ღიმილი, ბავშვური ერთგულება... წლების შემდეგ კი, ის "კეთილი, ალალი ბავშვი" თვალთმაქც და ანგარებიან ადამიანად ქცეულა.
ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში მრავალი ისეთი საკითხია, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. მაგრამ წინა ნომერში გამოქვეყნებულ წერილს "კაცები სირაქლემას დაემსგავსნენ", თუ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა, ნამდვილად არ გვეგონა...
KvirisPalitra.Ge ეს წერილი არ არის იოლი წასაკითხი, მაგრამ ვფიქრობთ, სიმძიმის მიუხედავად, მაინც ღირს მისი განხილვა. ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა კარგად იცის, რომ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ღვთის გმობა და დიდი ცოდვაა. დღეს, აფექტში ჩავარდნილ ახალგაზრდებს კი, საქმეს რომ ვეღარაფრით შველიან, მაშინვე საშინელი განაჩენი გამოაქვთ...