ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
08-02-2010
სიყვარულით დამარცხებული მძიმე სენი
სიყვარულით დამარცხებული მძიმე სენი "ამქვეყნად სასწაულები თუ ხდებოდა, არ მეგონა. ახლა უკვე ვირწმუნე. ამ გოგო-ბიჭის ახლობლებს ვთხოვე, "კვირის პალიტრას" მივწეროთ ეს ამბავი - ყველამ გაიგოს, რა შესძლებია ნამდვილ სიყვარულს-მეთქი. ნება დამრთეს, მაგრამ ვინაობის გამჟღავნებაზე მაინც შეიკავეს თავი (ამის მიზეზს წერილით შეიტყობთ).

ნიკას ორი წლის წინ (მაშინ ის 18 წლის იყო) ლეიკოზი დაუდგინეს. სასოწარკვეთილმა მშობლებმა აღარ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ. გერმანიაში სამკურნალოდ წასვლა ძვირი ჯდებოდა. ტელევიზიით ანგარიშის ნომერიც გამოაცხადეს, მაგრამ თანხის ნახევარიც ვერ შეგროვდა.

ნიკას პალატაში კიდევ ერთი ავადმყოფი იწვა, რომლის სანახავადაც ხშირად დადიოდა მისი ნათესავი, 16 წლის მაიკო. გოგონა ნიკას ძალიან დაუახლოვდა. მალე ნიკა მაიკოს სიყვარულში გამოუტყდა. ისიც დასძინა, - ვიცი, ჩვენ ერთად ყოფნა არ გვიწერია, მაგრამ დღეს შენი სიყვარულით ისე ბედნიერი ვარ, ვერ ვმალავო. მთავარი კი ის იყო, რომ მაიკო არ შეშინდა - მეც მიყვარხარო...

ეს რომ მაიკოს მშობლებმა გაიგეს, კინაღამ გაგიჟდნენ. გოგონამ თავის მოძღვარს სთხოვა, შეყვარებულებისთვის ჯვარი დაეწერა. მშობლებმა გაჯიუტებულ ქალიშვილთან ვერაფერი გააწყვეს, მღვდელი საავადმყოფოში მივიდა და ქალ-ვაჟი მეგობრების თანდასწრებით შეაუღლა. სწორედ იმ დღიდან დაიწყო სასწაული. ავადმყოფობამ, არავინ რომ არ ელოდა, უკან დაიხია. ნიკა გახალისდა, მადაც მოემატა, მოძლიერდა. ქრონიკული სისუსტე სადღაც გაქრა.

მაიკო, ეს პატარა გოგო, ერთ-ერთ ბიზნესმენს შეხვდა და გერმანიაში მკურნალობის თანხა სთხოვა, თან მათი სიყვარულის ამბავიც უამბო. მადლიანმა კაცმა (ამ კაცისავე თხოვნით მის ვინაობასაც ვერ ვამხელთ) დახმარება გაუწია. მაიკოც თან გაჰყვა გერმანიაში. ნიკამ იქ ოთხი თვე დაყო. მაიკო გვერდიდან არ მოსცილებია. ახლა ისინი უკვე ერთად ცხოვრობენ და უსაზღვროდ ბედნიერები არიან. ნიკას მშობლები რძალს აღმერთებენ, - მაიკო რომ არა, დღეს შვილი ცოცხალი არ გვეყოლებოდაო.
ლიკა გოშაძე, თბილისი"
ana
17 მარტი 2010 18:54
გმერთი იკოს ტქვენი მფარველი მუდამ. იხარეთ და იბედნიერეთ.
aralco
06 მარტი 2010 10:18
გამრავლდით და გაიხარეთ
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge ზაფხული ახალი ნაცნობობისათვის, ცხოვრების გადახალისებისათვის საუკეთესო სეზონია. გარუჯული და ნახევრად შიშველი შთამბეჭდავი ხარ, განწყობაც სათანადო გაქვს და ახლის შეცნობის მოლოდინით აღსავსე, იმ "ერთადერთს" დაეძებ.
KvirisPalitra.Ge მეგონა, ერთი ვრცელი წერილითა და გამოხმაურებებით შემოვიფარგლებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ "სირაქლემას სინდრომით" დაავადებულ მამაკაცთა ცხოვრებამ არა მარტო ქალების, ძლიერი სქესის წარმომადგენელთა ინტერესიც გამოიწვია. ქალები ხომ მიკავშირდებიან და აღშფოთებით მიამბობენ თავიანთ რთულ ცხოვრებაზე, მათ არც კაცები ჩამორჩებიან.
KvirisPalitra.Ge ვეხმაურები წერილს - "რატომ იკლავენ თავს ახალგაზრდები". დღემდე ვერ გამოვსულვარ მდგომარეობიდან, ძალიან მიჭირს იმის გააზრება, რაც ჩემ გამო მოხდა, თავს
KvirisPalitra.Ge ადამიანი მეტ-ნაკლებად ყველაფერს ეჩვევა და ეგუება, გარდა ერთისა - ძალიან უჭირს უსიყვარულოდ ცხოვრება. ზოგი ეძებს, ეძებს წლობით და პოულობს კიდეც. ზოგიც არ ეძებს, მაგრამ ქვეცნობიერად მაინც ელოდება და თუკი ესტუმრა, გულის კარს ფართოდ უღებს.
KvirisPalitra.Ge თეკლას იმ დილით არ ელოდებოდნენ, მან კი ბავშვს მოჰკიდა ხელი და მოულოდნელად თავს დაადგა ძმასა და დედინაცვალს. ისტერიკაში ჩავარდა, ტირილს ვერ იკავებდა, ხმამაღლა უყვიროდა ძმას: ამ ქალს რა პასუხი უნდა მოვთხოვო, როცა შენ თავად ხარ უღირსი ადამიანი, ეს როგორ აკადრე მამასო...
42 წლის გახლავართ, ვცხოვრობ თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, მყავს 3 შვილი. ათი წლის წინ დავქვრივდი, მაშინ ჩემი უფროსი ვაჟი 12 წლის გახლდათ.
KvirisPalitra.Ge თქვენი მკითხველის უამრავი წერილი რომ არა, ალბათ ვერც მე გავბედავდი მოწერას. მინდა ჩემი წუხილი გაგიზიაროთ...
KvirisPalitra.Ge ბევრისთვის მეტად მტკივნეულია ახლობლისგან იმედგაცრუება. არადა, იგი მას ბავშვობიდან იცნობდა, ახსოვდა მისი კეთილი, ალალი ღიმილი, ბავშვური ერთგულება... წლების შემდეგ კი, ის "კეთილი, ალალი ბავშვი" თვალთმაქც და ანგარებიან ადამიანად ქცეულა.
ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში მრავალი ისეთი საკითხია, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. მაგრამ წინა ნომერში გამოქვეყნებულ წერილს "კაცები სირაქლემას დაემსგავსნენ", თუ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა, ნამდვილად არ გვეგონა...
KvirisPalitra.Ge ეს წერილი არ არის იოლი წასაკითხი, მაგრამ ვფიქრობთ, სიმძიმის მიუხედავად, მაინც ღირს მისი განხილვა. ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა კარგად იცის, რომ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ღვთის გმობა და დიდი ცოდვაა. დღეს, აფექტში ჩავარდნილ ახალგაზრდებს კი, საქმეს რომ ვეღარაფრით შველიან, მაშინვე საშინელი განაჩენი გამოაქვთ...