ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
15-02-2010
სიკეთე - ბოროტების სანაცვლოდ
მინდა ჩემი ნათესავი გოგონას შესახებ გიამბოთ, რომელმაც ბოროტებას სიკეთით უპასუხა და იმ ადამიანს მხარში ამოუდგა, ვისგანაც ცუდის მეტი არაფერი ახსოვდა.
თეკლა გურამის უფროსი შვილია.

8 წლის იყო, როცა დედამისი მეორე მშობიარობას გადაჰყვა. ბავშვიც მკვდარი დაიბადა. კასპის რაიონში ცხოვრობდა მამა-შვილი. მალე გურამის დედაც გარდაიცვალა და 10 წლის თეკლას ტვირთად დააწვა ოჯახის პატრონობა. გურამმა მეორე ცოლი დედის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში მოიყვანა. ნათელამ ვერა და ვერ შეიყვარა გერი. დედინაცვალი, თავდაპირველად, გურამის თანდასწრებით ერიდებოდა თეკლას გაწყრომოდა, მერე და მერე, როცა მოძლიერდა და ბიჭიც გააჩინა, საყვედურს ან შენიშვნას არ სჯერდებოდა, ქოქოლას აყრიდა სრულიად უდანაშაულო გოგონას. მათი სახლიდან დღენიადაგ ჩხუბი ისმოდა, გურამი კი "ქალების საქმეში" არ ერეოდა...

გავიდა დრო. თეკლას ერთი თანასოფლელი ბიჭი შეუყვარდა და როგორც კი შოთამ ცოლობა სთხოვა, დაუფიქრებლად გაჰყვა. შოთას კარგი ხელი ჰქონდა, ხეზე მუშაობა ისწავლა და თბილისში ავეჯის საამქროში დაიწყო მუშაობა. ცოლიც თან წამოიყვანა. მალე შვილები შეეძინათ და ცხოვრობდნენ ტკბილად. თეკლას სოფლისკენ გახედვაც კი აღარ უნდოდა. ხანდახან გურამი ჩამოაკითხავდა შვილს და შვილიშვილებს, თეკლას ფულს გამოართმევდა და შინ ბრუნდებოდა.

ნათელას და გურამის ბიჭი 17 წლის იყო, როცა მეზობლის დაყაჩაღებისთვის 7 წელი მიუსაჯეს... ციხიდან მთლად წყალწაღებული გამოვიდა. ერთ დღესაც, ყაჩაღობის დროს, კაცი შემოაკვდა და ამჯერად უკვე 15 წელი მიუსაჯეს. ნათელა შვილზე დარდით დაავადდა და ლოგინად ჩავარდა. თეკლამ ეს რომ გაიგო, ამდენი წლის შემდეგ, პირველად ჩავიდა მშობლიურ სოფელში. გული მოუკვდა გულგატეხილი მამისა და მტირალი ავადმყოფი დედინაცვლის დანახვაზე.

ნათელა ქვითინით სთხოვდა პატიებას გერს. ზაფხული იყო და თეკლა შვილებიანად სექტემბრამდე სოფელში დარჩა. ლოგინად ჩავარდნილ ქალსაც უვლიდა, მამასაც და კარ-მიდამოსაც. სექტემბერში, თბილისში დაბრუნების წინ, მეზობლის ქალს გაურიგდა, - მოხუცებს და სახლ-კარს მიმიხედე და გასამრჯელოს ყოველთვე გადაგიხდიო. შაბათ-კვირას კი თავადაც აკითხავდა. არაჩვეულებრივი და ძალიან კეთილი ადამიანია თეკლა. სხვა მის ადგილზე ზედაც არ შეხედავდა ავ დედინაცვალს. ნათელა ამ ორი თვის წინ გარდაიცვალა. სიკვდილის წინ დალოცა გერი, რომელსაც წლების განმავლობაში სიცოცხლეს უმწარებდა.
ნელი ხუციშვილი.
neli
26 თებერვალი 2010 12:27
რელიგიურად და ადამიანურად სწორი საქციელია თეკლას მხრიდან. ისე ძალიან ძნელი გასაკეთებელია. ძლიერი ქალი ყოფილა. ყოჩაღ!
anna
18 თებერვალი 2010 22:51
ღმერთმა გაახაროს მისნაირი ადამიანები.
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge ზაფხული ახალი ნაცნობობისათვის, ცხოვრების გადახალისებისათვის საუკეთესო სეზონია. გარუჯული და ნახევრად შიშველი შთამბეჭდავი ხარ, განწყობაც სათანადო გაქვს და ახლის შეცნობის მოლოდინით აღსავსე, იმ "ერთადერთს" დაეძებ.
KvirisPalitra.Ge მეგონა, ერთი ვრცელი წერილითა და გამოხმაურებებით შემოვიფარგლებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ "სირაქლემას სინდრომით" დაავადებულ მამაკაცთა ცხოვრებამ არა მარტო ქალების, ძლიერი სქესის წარმომადგენელთა ინტერესიც გამოიწვია. ქალები ხომ მიკავშირდებიან და აღშფოთებით მიამბობენ თავიანთ რთულ ცხოვრებაზე, მათ არც კაცები ჩამორჩებიან.
KvirisPalitra.Ge ვეხმაურები წერილს - "რატომ იკლავენ თავს ახალგაზრდები". დღემდე ვერ გამოვსულვარ მდგომარეობიდან, ძალიან მიჭირს იმის გააზრება, რაც ჩემ გამო მოხდა, თავს
KvirisPalitra.Ge ადამიანი მეტ-ნაკლებად ყველაფერს ეჩვევა და ეგუება, გარდა ერთისა - ძალიან უჭირს უსიყვარულოდ ცხოვრება. ზოგი ეძებს, ეძებს წლობით და პოულობს კიდეც. ზოგიც არ ეძებს, მაგრამ ქვეცნობიერად მაინც ელოდება და თუკი ესტუმრა, გულის კარს ფართოდ უღებს.
KvirisPalitra.Ge თეკლას იმ დილით არ ელოდებოდნენ, მან კი ბავშვს მოჰკიდა ხელი და მოულოდნელად თავს დაადგა ძმასა და დედინაცვალს. ისტერიკაში ჩავარდა, ტირილს ვერ იკავებდა, ხმამაღლა უყვიროდა ძმას: ამ ქალს რა პასუხი უნდა მოვთხოვო, როცა შენ თავად ხარ უღირსი ადამიანი, ეს როგორ აკადრე მამასო...
42 წლის გახლავართ, ვცხოვრობ თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, მყავს 3 შვილი. ათი წლის წინ დავქვრივდი, მაშინ ჩემი უფროსი ვაჟი 12 წლის გახლდათ.
KvirisPalitra.Ge თქვენი მკითხველის უამრავი წერილი რომ არა, ალბათ ვერც მე გავბედავდი მოწერას. მინდა ჩემი წუხილი გაგიზიაროთ...
KvirisPalitra.Ge ბევრისთვის მეტად მტკივნეულია ახლობლისგან იმედგაცრუება. არადა, იგი მას ბავშვობიდან იცნობდა, ახსოვდა მისი კეთილი, ალალი ღიმილი, ბავშვური ერთგულება... წლების შემდეგ კი, ის "კეთილი, ალალი ბავშვი" თვალთმაქც და ანგარებიან ადამიანად ქცეულა.
ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში მრავალი ისეთი საკითხია, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. მაგრამ წინა ნომერში გამოქვეყნებულ წერილს "კაცები სირაქლემას დაემსგავსნენ", თუ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა, ნამდვილად არ გვეგონა...
KvirisPalitra.Ge ეს წერილი არ არის იოლი წასაკითხი, მაგრამ ვფიქრობთ, სიმძიმის მიუხედავად, მაინც ღირს მისი განხილვა. ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა კარგად იცის, რომ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ღვთის გმობა და დიდი ცოდვაა. დღეს, აფექტში ჩავარდნილ ახალგაზრდებს კი, საქმეს რომ ვეღარაფრით შველიან, მაშინვე საშინელი განაჩენი გამოაქვთ...