ვალუტის კურსი
09/09/2010
USD
1
USD
1.8510
EUR
1
EUR
2.3524
RUB
100
RUB
5.9928
გვესაუბრება ავერსის კლინიკის...
 
აგებულებისა და ფუნქციური...
 
15-02-2010
სიკეთე - ბოროტების სანაცვლოდ
მინდა ჩემი ნათესავი გოგონას შესახებ გიამბოთ, რომელმაც ბოროტებას სიკეთით უპასუხა და იმ ადამიანს მხარში ამოუდგა, ვისგანაც ცუდის მეტი არაფერი ახსოვდა.
თეკლა გურამის უფროსი შვილია.

8 წლის იყო, როცა დედამისი მეორე მშობიარობას გადაჰყვა. ბავშვიც მკვდარი დაიბადა. კასპის რაიონში ცხოვრობდა მამა-შვილი. მალე გურამის დედაც გარდაიცვალა და 10 წლის თეკლას ტვირთად დააწვა ოჯახის პატრონობა. გურამმა მეორე ცოლი დედის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში მოიყვანა. ნათელამ ვერა და ვერ შეიყვარა გერი. დედინაცვალი, თავდაპირველად, გურამის თანდასწრებით ერიდებოდა თეკლას გაწყრომოდა, მერე და მერე, როცა მოძლიერდა და ბიჭიც გააჩინა, საყვედურს ან შენიშვნას არ სჯერდებოდა, ქოქოლას აყრიდა სრულიად უდანაშაულო გოგონას. მათი სახლიდან დღენიადაგ ჩხუბი ისმოდა, გურამი კი "ქალების საქმეში" არ ერეოდა...

გავიდა დრო. თეკლას ერთი თანასოფლელი ბიჭი შეუყვარდა და როგორც კი შოთამ ცოლობა სთხოვა, დაუფიქრებლად გაჰყვა. შოთას კარგი ხელი ჰქონდა, ხეზე მუშაობა ისწავლა და თბილისში ავეჯის საამქროში დაიწყო მუშაობა. ცოლიც თან წამოიყვანა. მალე შვილები შეეძინათ და ცხოვრობდნენ ტკბილად. თეკლას სოფლისკენ გახედვაც კი აღარ უნდოდა. ხანდახან გურამი ჩამოაკითხავდა შვილს და შვილიშვილებს, თეკლას ფულს გამოართმევდა და შინ ბრუნდებოდა.

ნათელას და გურამის ბიჭი 17 წლის იყო, როცა მეზობლის დაყაჩაღებისთვის 7 წელი მიუსაჯეს... ციხიდან მთლად წყალწაღებული გამოვიდა. ერთ დღესაც, ყაჩაღობის დროს, კაცი შემოაკვდა და ამჯერად უკვე 15 წელი მიუსაჯეს. ნათელა შვილზე დარდით დაავადდა და ლოგინად ჩავარდა. თეკლამ ეს რომ გაიგო, ამდენი წლის შემდეგ, პირველად ჩავიდა მშობლიურ სოფელში. გული მოუკვდა გულგატეხილი მამისა და მტირალი ავადმყოფი დედინაცვლის დანახვაზე.

ნათელა ქვითინით სთხოვდა პატიებას გერს. ზაფხული იყო და თეკლა შვილებიანად სექტემბრამდე სოფელში დარჩა. ლოგინად ჩავარდნილ ქალსაც უვლიდა, მამასაც და კარ-მიდამოსაც. სექტემბერში, თბილისში დაბრუნების წინ, მეზობლის ქალს გაურიგდა, - მოხუცებს და სახლ-კარს მიმიხედე და გასამრჯელოს ყოველთვე გადაგიხდიო. შაბათ-კვირას კი თავადაც აკითხავდა. არაჩვეულებრივი და ძალიან კეთილი ადამიანია თეკლა. სხვა მის ადგილზე ზედაც არ შეხედავდა ავ დედინაცვალს. ნათელა ამ ორი თვის წინ გარდაიცვალა. სიკვდილის წინ დალოცა გერი, რომელსაც წლების განმავლობაში სიცოცხლეს უმწარებდა.
ნელი ხუციშვილი.
მკითხველის კომენტარი (3)
neli
26 თებერვალი 2010 12:27
რელიგიურად და ადამიანურად სწორი საქციელია თეკლას მხრიდან. ისე ძალიან ძნელი გასაკეთებელია. ძლიერი ქალი ყოფილა. ყოჩაღ!
anna
18 თებერვალი 2010 22:51
ღმერთმა გაახაროს მისნაირი ადამიანები.
giotso
18 თებერვალი 2010 11:20
სანამ შეგიძლია მაშინაც იყავი რა კეთილი, რომ დაერხევათ მერე ხდებიან ხოლმე კეთილშობილები, რას უშავებდა პატარა ბავშვი, რომ ამწარებდა. კიდევ კარგი თეკლასნაირი ხალხი ნამდვილად საკმაოდ არის საქართველოში.
გააკეთე კომენტარი
 
*
 
 

ყურადღება!!!
უხამსი კომენტარები არ გამოქვეყნდება.

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 1 საათის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.