ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
22-02-2010
სიძულვილით დაბრმავებული
სიძულვილით დაბრმავებული გაზეთის ერთ-ერთ ნომერში დაიბეჭდა წერილი "ვაჟკაცური დასაწყისი სამწუხარო დასასრულით", სადაც მოთხრობილი იყო ერთი ოჯახის ამბავი. ქალ-ვაჟი აფხაზეთიდან იყო. ომის დროს დროებით დაშორდნენ ერთმანეთს. მერე კი, როცა კვლავ შეხვდნენ, გოგონა ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა - იგი ჩეჩენი "ბოევიკისგან" ბავშვს ელოდებოდა.

იმდენად დიდი გახლდათ ლიასადმი სიყვარული, რომ გიგა თანახმა იყო, თავისად ეღიარებინა პატარა. გავიდა დრო, ბავშვი დაიბადა, მაგრამ მამინაცვალმა ვერა და ვერ შეიყვარა გერი. ამის გამო ცოლ-ქმარს შორის უსიამოვნება მოხდა. ურთიერთობაში ჯერ ბზარი გაჩნდა, მერე კი ოჯახი დაირღვა. წერილის გამოქვეყნებისთანავე დამიკავშირდა ჩვენი ერთ-ერთი მკითხველი, თბილისელი ქალბატონი და შეხვედრა მთხოვა. აღმოჩნდა, რომ მსგავსი პრობლემა იშვიათობა არ ყოფილა და მისი დის ოჯახიც გერთან შეუგუებლობის გამო დაინგრა.


ქეთევანი:
- ჩემი და და სიძე ორივე თბილისელია, მაგრამ იმ წერილს რომ ვკითხულობდი, ძალიან ბევრი რამ დაემთხვა და გაკვირვებული დავრჩი. თურმე სიყვარულიც და სიძულვილიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს. თქვენ იმ წერილში სახელები შეუცვალეთ "მთავარ გმირებს", ჩემს დას კი მართლა ლიკა ჰქვია და ძალიან ბევრი ტკივილი გადაიტანა.

ლიკას და გიას მერვე კლასიდან უყვარდათ ერთმანეთი. ჩემი უფროსი და ბევრ ბიჭს მოსწონდა და გია მუდამ უკან დასდევდა. მაგრამ ერთხელ, როცა მე და ლიკა ბებიასთან წავედით ლენტეხში, იქაურმა ბიჭმა, რომელიც სულ იმუქრებოდა, ლიკა ჩემი ცოლი გახდებაო, მოიტაცა. იმ საღამოს ბევრი ვეხვეწე ბებოს, მეც ლიკასთან ერთად გამიშვი კლუბში, ფილმის სანახავად-მეთქი. ნება არ დამრთო. - შენ აქ გაერთეო. ლიკა კი თავის თანატოლებთან ერთად კინოში გაუშვა. საწყალი ბებო, მერე მთელი სიცოცხლე ნანობდა, - კინოში მარტო როგორ გავუშვიო.  ემზარს კი ძმაბიჭები შეუპირებია, - ქალი მიყვარს და მომატაცებინეთო... მახსოვს, როგორ მოვარდა ჩვენთან გულგახეთქილი მეზობლის გოგო და გვითხრა: - ლიკა გაიტაცესო. ბებომ მაშინვე შეჰყარა მეზობლები, თბილისშიც გააგებინა ჩვენს მშობლებს, იქაურ მილიციასაც შეატყობინა, მაგრამ თითქოს ცამ ჩაყლაპა ჩემი და და მისი მომტაცებლები.

ერთი კვირის შემდეგ გადამალულები გამოჩნდნენ და ლიკამაც თანხმობა თქვა ემზარის ცოლობაზე.

რახან სკოლა ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, ერთი წელი საღამოს სკოლაში იარა. მერე ბავშვი გაუჩნდა, ნიკუშა. ჩემს მშობლებს ძალიან უნდოდათ, რომ ლიკას სწავლა გაეგრძელებინა - ის ხომ სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო. სიძეს ამაზე უარი არ უთქვამს. ლიკა ბავშვიანად ძირითადად ჩვენთან იყო, ემზარი კი ხანდახან თბილისშAი ჩამოდიოდა, ცოლ-შვილს დახედავდა და მერე ისევ ლენტეხში ბრუნდებოდა. ნიკუშა წლისაც არ იყო, ჩემი და რომ დაქვრივდა. ემზარი მთვრალი მჯდარა საჭესთან. მანქანაში მისი მეგობრებიც ისხდნენ. ნაწვიმარ გზაზე მანქანა მოცურდა და ხრამში გადაიჩეხა, ხუთივე იქვე გარდაიცვალა.

ცხოვრება გაგრძელდა. ლიკამ უცხო ენების ინსტიტუტში ჩააბარა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის 8 წელია სხვაობა, ადრეც მიმხელდა თავის საიდუმლოებებს, მერე კი, როცა წამოვიზარდე, უფრო დამიმეგობრდა. მისგან ვიცოდი, რომ გია ძველებურად უყვარდა, მაგრამ შეხმიანებას ვერ ბედავდა. მალე თვითონ გიამ დაურეკა. ისევ აღდგა მათი ურთიერთობა და სიყვარულსაც მეტი ძალა მიეცა. გიამ მშობლებს უთხრა, ლიას გარდა არავის შევირთავო. ისინიც დაჰყაბულდნენ. ნიკუშა მაშინ სამი წლის იყო. დედაჩემი ეხვეწა ლიკას, - ბავშვი ჩვენ დაგვიტოვეო, მაგრამ ჩემმა დამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - სადაც დედაა, შვილიც იქ უნდა იყოსო. გიაც დაეთანხმა. გიას მშობლები საკმაოდ შეძლებულები იყვნენ, შვილს და რძალს ცალკე ბინა უყიდეს. ლიკა ყოველთვის ძალიან უყვარდათ და პატივს სცემდნენ.

მალე ჩემს დას მეორე ვაჟი შეეძინა და მამამთილის საპატივსაცემოდ ირაკლი დაარქვა. ერთი წლის შემდეგ გოგონაც შეეძინათ. თითქოს ბედნიერები იყვნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გერი მუდამ აღიზიანებდა გიას. მართალია, თავს იკავებდა და სხვებს არ აჩვენებდა, მაგრამ დიდი ხნის შემდეგ გამოტყდა, - ამ ბიჭის არსებობამ სიცოცხლე გამიმწარაო. ჩვენ გარკვეულ დრომდე ვერაფერს ვატყობდით. ერთხელ, საცურაო აუზიდან ნიკუშა გიამ წამოიყვანა. ჯერ ჩვენთან უნდა მოეყვანა, რადგან ლიკა ბავშვებიანად ჩვენთან იყო. რომ დააგვიანდათ, ლიკამ მოსვენება დაკარგა, ჩვენც ავნერვიულდით... მოგვიანებით გიას მეგობარმა შეგვატყობინა - ავარიაში მოხვდნენ და მძიმედ არიანო. არ მახსოვს, როგორ მივედით საავადმყოფომდე. გია გრძნობაზე იყო, ნიკუშა კი რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა უგონოდ.

ქმარზეც კი ნერვიულობდა, მაგრამ შვილზე დარდს კინაღამ გადაჰყვა ლიკა. ბიჭი რომ მომჯობინდა, მერეღა გამოიდარა ჩემმა დამ. გიამ უთხრა: - თურმე ნიკა ჩემზე მეტად გყვარებიაო(?!). მაშინ ლიკას ყურადღება არ მიუქცევია ქმრის ნათქვამისთვის.

ერთ დღეს ნიკუშას კიდევ შეაგვიანდა შინ მისვლა. იმ დღეს სკოლის მერე ჯერ ჭადრაკზე უნდა წასულიყო, მერე კი - ცურვაზე. სხვა დღეებში ინგლისურზე და გიტარის წრეში დადიოდა. გიას მატერიალურად არ უჭირდა, ლიკას არც ამუშავებდა, ბავშვების ყველანაირ გადასახადსაც თავად იხდიდა. ლიკას გული ცუდს უგრძნობდა. ჩვენ შეგვეხმიანა, - თქვენთან ხომ არ მოსულა ბიჭიო. შინ რაღა გაგვაჩერებდა, მაშინვე ლიკასთან გავჩნდით... მერე, როცა ცურვის სექციის ბავშვები დაჰკითხეს, მათ თქვეს: ნიკა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. ჩვენ გვეგონა, მამამისის მძღოლმა მოაკითხა და წაიყვანაო. სამდღიანი ძებნის მერე ნიკა კოჯორში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში იპოვეს. ზამთარი იყო და აგარაკებზე ხალხი იშვიათად დადიოდა. ადგილობრივმა მცხოვრებელმა, რომელიც ტყეში მიდიოდა შეშისთვის, საეჭვო პირები დალანდა ტყისპირა სახლში. წესით, იქ იმ დროს არავინ უნდა ყოფილიყო, არადა, ბუხრის საკვამურიდან კვამლი ამოდიოდა. ღამე ჩუმად მივიდა და ფანჯრიდან შეიჭყიტა. დაინახა გაკოჭილი ბიჭი და წვეროსანი კაცი, რომელიც ტელევიზორს უყურებდა და როგორც ჩანდა, სულაც არ ანაღვლებდა ბიჭი.

იეჭვა, რომ ბავშვი გატაცებული უნდა ყოფილიყო და ეს ამბავი მილიციას შეატყობინა. გათენებისას, არაქათგამოცლილი ბავშვი დედას მიუყვანეს. იმ დღეებში თუ არ გაგიჟდებოდა ჩემი და, არ მეგონა. მერე დაიწყო გამოძიება... დაპატიმრებული გამოტყდა: ჩემმა ნათესავმა (ნიკას მძღოლმა) დამიბარა და მითხრა, - კარგი საქმეა, ფულიც დაგრჩება და ბევრსაც არ იწვალებო.  პატარა ბიჭი ცურვიდან უნდა გამოიყვანო. უთხარი, რომ ჩემ მაგივრად გამოგიშვა მამამისმა და  ვიდრე ბავშვს ქვეყნიდან გაიყვანენ, კოჯორში დამწყვდეული გყავდეს. საჭმელ-სასმელი არ მოგაკლდება და რომ არ მოიწყინო, ტელევიზორსაც ამოგიტან.

თავიდან 5.000 დოლარს მოგცემენო. გამტაცებელს უკითხავს, - ვის რა დაუშავა ამ ბავშვმა ან მისმა მშობლებმაო. მამინაცვალს აღიზიანებს, მეტი არაფერი იკითხო, შენი საქმე არ არისო... თავზარი დაგვეცა, გიას მშობლებიც გაოგნდნენ. გამომძიებლისთვის უთქვამს გიას: ბიჭი ჩემს ცოლს რომ ხელებს მოხვევდა, ასე მეგონა, მამამისი ეფერებოდა და ჭკუას ვკარგავდი... ვიცი, დამნაშავე ვარ, მაგრამ ეს დანაშაული დიდმა სიყვარულმა ჩამადენინაო. გია დააპატიმრეს. იგი ოთხი წლის შემდეგ გათავისუფლდა, მაგრამ ლიკამ ახლოსაც არ გაიკარა. ის კი არა, უმცროს შვილებსაც უშლიდა მამასთან ურთიერთობას. გაამტყუნებთ?
dato
28 მარტი 2010 01:57
რა გასაკვირია ასეთი ამბავი? ამ რამდენიმე წლის წინ ერთმა პოლიციელმა სახელად რეზომ საკუთარი შვილი გაყიდა საზღვარგარეთ და დღეს ისევ პოლიციაში მუშაობს თბილისში. განსხვავება ისაა რომ ვის როგორ უმართლებს.
როგორ გონიათ ასეთი პოლიციელი ვინმეს დაიცავს?
ninka-s
19 მარტი 2010 14:09
ეგ ავადმყოფობაა!სამწუხაროდ არიან ასეთი ავადმყოფებიც,რომლებიც ეჭვიანობისგან რას ჩადიან არ იციან.
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge ზაფხული ახალი ნაცნობობისათვის, ცხოვრების გადახალისებისათვის საუკეთესო სეზონია. გარუჯული და ნახევრად შიშველი შთამბეჭდავი ხარ, განწყობაც სათანადო გაქვს და ახლის შეცნობის მოლოდინით აღსავსე, იმ "ერთადერთს" დაეძებ.
KvirisPalitra.Ge მეგონა, ერთი ვრცელი წერილითა და გამოხმაურებებით შემოვიფარგლებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ "სირაქლემას სინდრომით" დაავადებულ მამაკაცთა ცხოვრებამ არა მარტო ქალების, ძლიერი სქესის წარმომადგენელთა ინტერესიც გამოიწვია. ქალები ხომ მიკავშირდებიან და აღშფოთებით მიამბობენ თავიანთ რთულ ცხოვრებაზე, მათ არც კაცები ჩამორჩებიან.
KvirisPalitra.Ge ვეხმაურები წერილს - "რატომ იკლავენ თავს ახალგაზრდები". დღემდე ვერ გამოვსულვარ მდგომარეობიდან, ძალიან მიჭირს იმის გააზრება, რაც ჩემ გამო მოხდა, თავს
KvirisPalitra.Ge ადამიანი მეტ-ნაკლებად ყველაფერს ეჩვევა და ეგუება, გარდა ერთისა - ძალიან უჭირს უსიყვარულოდ ცხოვრება. ზოგი ეძებს, ეძებს წლობით და პოულობს კიდეც. ზოგიც არ ეძებს, მაგრამ ქვეცნობიერად მაინც ელოდება და თუკი ესტუმრა, გულის კარს ფართოდ უღებს.
KvirisPalitra.Ge თეკლას იმ დილით არ ელოდებოდნენ, მან კი ბავშვს მოჰკიდა ხელი და მოულოდნელად თავს დაადგა ძმასა და დედინაცვალს. ისტერიკაში ჩავარდა, ტირილს ვერ იკავებდა, ხმამაღლა უყვიროდა ძმას: ამ ქალს რა პასუხი უნდა მოვთხოვო, როცა შენ თავად ხარ უღირსი ადამიანი, ეს როგორ აკადრე მამასო...
42 წლის გახლავართ, ვცხოვრობ თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, მყავს 3 შვილი. ათი წლის წინ დავქვრივდი, მაშინ ჩემი უფროსი ვაჟი 12 წლის გახლდათ.
KvirisPalitra.Ge თქვენი მკითხველის უამრავი წერილი რომ არა, ალბათ ვერც მე გავბედავდი მოწერას. მინდა ჩემი წუხილი გაგიზიაროთ...
KvirisPalitra.Ge ბევრისთვის მეტად მტკივნეულია ახლობლისგან იმედგაცრუება. არადა, იგი მას ბავშვობიდან იცნობდა, ახსოვდა მისი კეთილი, ალალი ღიმილი, ბავშვური ერთგულება... წლების შემდეგ კი, ის "კეთილი, ალალი ბავშვი" თვალთმაქც და ანგარებიან ადამიანად ქცეულა.
ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში მრავალი ისეთი საკითხია, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. მაგრამ წინა ნომერში გამოქვეყნებულ წერილს "კაცები სირაქლემას დაემსგავსნენ", თუ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა, ნამდვილად არ გვეგონა...
KvirisPalitra.Ge ეს წერილი არ არის იოლი წასაკითხი, მაგრამ ვფიქრობთ, სიმძიმის მიუხედავად, მაინც ღირს მისი განხილვა. ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა კარგად იცის, რომ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ღვთის გმობა და დიდი ცოდვაა. დღეს, აფექტში ჩავარდნილ ახალგაზრდებს კი, საქმეს რომ ვეღარაფრით შველიან, მაშინვე საშინელი განაჩენი გამოაქვთ...