"დედა, იყავი სანტა და მამა დაგვიბრუნე"
"დედა, იყავი სანტა და მამა დაგვიბრუნე"
04-01-2016
"ნაძვის ხეზე უზარმაზარი კონვერტი ეკიდა და დიდი ასოებით ეწერა - "დედას"


ნინომ რომ შეიტყო, ქმარს საყვა­რელი ჰყავდა, ელექტრონული ფოსტით წერილი მისწერა: "უკვე ვიცი, რომ არც საკუთარ თავს სცემ პატივს (ჩემს შეურაცხყოფაზე აღარაფერს ვამბობ!), ამიტომ­ გთხოვ, ბავშვებს ნუ დაუმახ­ინჯ­ებ ცხოვრებას. წადი, ვისთანაც გინდა, იცხოვრე, იზრუნე ბავშვებზე­ და ეცადე, აუხსნა, რაც მოხდა ჩვენ შორის"."

ლევანმა სცადა, ქალი დაერწმუნებინა, შენთვის არ მიღალატიაო, მაგრამ როცა ქალმა მამხილებელი ფოტოები გაუგზავნა, კაცმა ბრძოლა შეწყვიტა. კადრებში მოალერსეთაგან კაცი ცოლს ღალატობდა, ქალი კი ქმარს, თან ორივე ერთ საავადმყოფოში მუშაობდა და ფოტოები ამძაფრებდა ეჭვს, რომ მათი რომანი კარგა ხნის წინ დაიწყო.

ბავშვებმა ძალიან განიცადეს, მაგრამ დედას ამ თემაზე ვერ ელაპარაკებოდნენ - გული ეტკინებაო. უმცროსმა თორნიკემ მამას ჰკითხა, ხომ შეიძლება, ახლა ვინც გიყვ­არს, გადაგიყვარდეს და ისევ დედიკოსთან­ დაბრუნება მოგინდესო. დედა არ მომცემს ამის უფლებასო, იმართლა თავი მამამ. ბავშვებმა ვერ გაბედეს დედასთან შუამდგომლობა, მაგრამ მამა წააქეზეს, იქნებ ისეთი რამ ჩაიდინო, მისი გული ისევ მოიგოო. იფიქრა კაცმა და სამსახური შეიცვალა,­ იმ გარემოს დაემშვიდობა, სადაც იმ ქალთან უწევდა შეხვედრა. ნინო კი ქმრის გარეშე ყოფნას ეჩვეოდა და არც უფიქრია ღალატის პატიება.

ნინო: - მის შესახებ არაფერი მაინტ­ერესებდა, თუმცა, ცდილობდა ახლობლების საშუალებით გამეგო, როგორ ვუყვარვარ, რომ მე სამყაროში საუკეთესო ქალი ვარ. ამაოდ, არაფერი მხვდებოდა გულზე... ცუდია, რომ კაცებს არ ესმით, ცოლისთვის რა საშინელებაა ღალატი...

- ქმარს მაინც შეურიგდით...
- არ ვფიქრობ, რომ ლევანმა გულწრფელად მოინანია, გულის სიღრმეში მგონია,­ თუ შესაძლებლობა მიეცემა, კიდევ მიღალატებს... შესაძლოა, ბანალურად ჟღერდეს, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ შევურიგდი შვილების გამო. ის ძალიან კარგი მამაა და ბავშვები ძალიან განიცდიდნენ უმისობას.
მეც ექიმი ვარ. როცა მორიგე ვიყავი, ლევანი ჩვენს სახლში რჩებოდა ბავშვებთან. ახალი წლის
ღამესაც ვმორიგეობდი. ლევანი კი ჩვეულებისამებრ ბავშვებთან დარჩა. დილით რომ დავბრუნდი, ჩემს საძინებელში ეძინათ მამას და სამივე შვილს. ლევანს სანტა კლაუსის ფორმა ეცვა... გულისამაჩუყებელი სურათი იყო, მაგრამ ესეც ვერ მოახდენდა გავლენას, რომ არა... ნაძვის ხეზე უზარმაზარი კონვერტი ეკიდა და დიდი ასოებით ეწერა - "დედას". კონვერტში წერილი იდო. ბავშვები მწერდნენ: "საყვარელო დედიკო, დღეს აღმოვაჩინეთ, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს და მის ფუნქციებს ყოველთვის შენ და მამა ასრულებდით. არადა, ჩვენ წერილი მივწერეთ მას და ვთხოვდით, მამა დაებრუნებინა. სანტა არ გამოჩნდა, მაგრამ მოვიდა სანტას სამოსში გამოწყობილი მამა, რომელიც გამოგვიტყდა, რომ ამ ხნის განმავლობაში გვატ­ყუებდით... იმდენად ლამაზი და საინტერესო ტყუილები იყო, სიამოვნებით გაპატიებთ­, მაგრამ გთხოვთ, დედა, კიდევ ერთხელ იყავი სანტა და დაგვიბრუნე მამა".

დაღლილი, ღამენათევი დავჯექი და ავტირდი. კარგა ხანს ვზლუქუნებდი. თავი რომ ავწიე, ოთხივე ჩემ წინ იდგა, დაღონებული, სახეწაშლილი... იმდენად სასაცილოდ იყვნენ აჩაჩულ-დაჩაჩულები და გაბურძგნულები, სიცილი ამივარდა. მას შემდეგ ერთად ვართ და ვცდილობთ­, ჩვენი შეწებებული ურთიერთობა არ დაიმსხვრეს. კარგია, თუ ბოლომდე შევძლებთ­ ამას...

სოფო გამრეკელი
ათენა-ს
10 თებერვალი 2016 00:08
ძალიან ცდები,რადგან ნამდვილად არ ვარ ,,სხვის ომში ბრძენი" და ზუსტად ვიცი,რომ ერთი წუთითაც არ ვიცხოვრებ ჩემი შეურაცხმყოფელი ქმრის გვერდით! იმაშიც ცდები,რომ გგონია,თითქოს ერთგული ქმრები არ არსებობენ,რადგან უერთგულესი ქმარი მყავს და აზრადაც არ მოუვა ჩემი შეურაცხყოფა,ასე რომ ყველას მაგიერ ნუ იფიქრებ და ილაპარაკებ!
ათენა
11 იანვარი 2016 00:06
"სხვა სხვის ომში ბრძენიაო" უთქვამთ... გულზე მჯიღის ცემას ნურავინ დაიწყებს - მე ასე ვიზამ და ისეო! ღმერთმა ყველა ქალს აშოროს მსგავსი სიტუაცია, საშინელებაა... წინასწარ არავინ იცის, ვინ რას გააკეთებს! კიდევ ძალიან ცდებით, თუ ვინმეს გგონიათ, რომ ერთგული კაცები არსებობენ! მითუმეტეს საქართველოში.
შვილები დაიზრდებიან და თავიანთ გზას იპოვიან... მეუღლეები კი სიცოცხლის ბოლომდე ერთმანეთის განუყოფელი ნაწილნი რჩებიან.
მამაკაცებო! ნუ ატკენთ გულს ცოლებს, რომლებიც თავიანთ თავს და ცხოვრებას გიძღვნიან მთლიანად! დააფასეთ, რაც გაქვთ და თქვენც უნდა მიხვდეთ, რომ გარე-გარე თავგადასავლების ძიება აღარ გეკადრებათ! (ვიცით, რომ ჩვენგან განსხვავდებით, თქვენი ბუნებაა ასეთი პოლიგამიური, მაგრამ მაინც! ცხოველისგან ამით განსხვავდება ადამიანი!). ჩვენც გვაქვს თავმოყვარეობა, რომელსაც შვილებიც კი ვეღარ გადაწონიან!
ბედნიერებას გისურვებთ ყველას!
სხვა სიახლეები
ალ­ბათ ძნე­ლია, რო­ცა დე­დამ­თილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბას ვერ ახერ­ხებ, მაგ­რამ უფ­რო ძნე­ლია, რო­ცა ოჯა­ხის წევ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ გი­გებს. ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტი - 27 წლის ნა­ნა ამ­ბობს, რომ ოჯახ­ში, სა­დაც 2 წლის წინ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ ამო­ყო თა­ვი, არაფ­რის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ.
დაწვრილებით...
"კორპუსის რომელიღაც სართულზე გასაყიდი მარწყვი აუტანია ლელას. ბიჭების, უფრო კი არაკაცების ხროვა დახვედრია. საწყალი გოგო სახლში შეიტყუეს და გააუპატიურეს"
დაწვრილებით...
ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ მართალია, ქალები მამაკაცებზე იშვიათად ხდებიან სერიული მკვლელები, მაგრამ განსაკუთრებული სისასტიკით მოქმედებენ.
დაწვრილებით...
"მის ერთგულებაში იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ ეჭვიანობა აზრადაც არ მომსვლია"

"საკუთარ ქმარს ვეღარ ვცნობდი. ერთ დღესაც ვუთხარი, ნანა სამუდამოდ არ მომიყვანია შინ და სრული უფლება მაქვს, წასვლა შევახსენო-მეთქი. ეს ჩემი სახლია და მე ვწყვეტ, ვინ დარჩეს და ვინ წავიდესო, უხეშად მომიგო მეუღლემ"
დაწვრილებით...
იმ დღეს ყველაფერი თავდაყირა დადგა, უბავშვოდ ცხოვრება უაზროა, მე ასე არ შემიძლია-მეთქი ვუთხარი. შევყევით ერთმანეთს და კარგად ვიჩხუბეთ. მომახალა, - მე მინდოდა ლამაზი ცოლი და იმიტომაც შეგირთე, ბავშვები არ მაინტერესებსო. მოკლედ, მეც მასთან ერთად დავიღუპები, უშვილძიროდ გადავეგები. არადა, დედობა მინდა...
დაწვრილებით...
ერ­თი ახ­ლობ­ლის ამ­ბავს მოვ­ყვე­ბი. მარ­თა­ლია, მის­გან ნე­ბარ­თვა არ ამი­ღია, მაგ­რამ სა­ხე­ლებ­საც შევ­ცვლი და შე­ვეც­დე­ბი, ვე­რა­ვინ ამო­იც­ნოს.
ნი­ნო საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ ასაკ­ში გათხოვ­და.
დაწვრილებით...
ბავშვებმა თავიდან ვერ გაიგეს, რატომ არ მოდიოდა დედა შინ. კინაღამ გაგიჟდნენ, როდესაც შვილებს უთხრა, - თქვენთვის არ მცალია, მამა მოგხედავთო და ტელეფონი გაუთიშა... ერთი ხანობა სკოლაში წასვლა არ უნდოდათ. მერე გამოაცხადეს, - დედა გარდაიცვალა და სოფელში დავკრძალეთო. მისი ასავალ-დასავალი არ ვიცით, ისღა გავიგეთ, რომ უცხოეთში გადასახლდა იმ კაცთან ერთად
დაწვრილებით...
შინ რომ მოვიდა, ჩანთები უკვე მზად იყო. ვუთხარი, ბარგის ჩატანაში მოგეხმარები-მეთქი. გაგიჟდიო? - იღრიალა. ბავშვები თავისი ოთახიდან გამოცვ­ივდნენ... დღემდე არ ვიცი, რა უთხრეს ჩემმა ბიჭებმა მამას. ოთახში ჩაკეტილები ლაპარაკობდნენ. არასდროს მიცდია იმის გაგება, რაზე ილაპარაკეს. ფაქტი იყო, მოიქცნენ კაცურად და შეურაცხყოფილი დედა დაიცვეს. ოთახიდან თითქმის მკვდარი გუჯა გამოვიდა. ბიჭებს გაფითრებული, მაგრამ გამარჯვებული სახეები ჰქონდათ. მამას ბარგი ჩაატანინეს და მალევე დაბრუნდნენ...
დაწვრილებით...
"დავიწყებ იმით, რომ ახლახან გავთავისუფლდი პატიმრობიდან. 7 წელი ვიჯექი და კიდევ 6 მქონდა დარჩენილი. თავის დროზე ცოლი ისე მოვიყვანე, რომ სულ 2-ჯერ მყავდა ნანახი.
დაწვრილებით...
"5 საავტორო პროექტი მქონდა ჟურნალისტური გამოძიების თემაზე.­ ერთ-ერთი იმდენად რეზონანსული გამოდგა,­ რომ ჩვენი არხიც კი დახურეს..."
დაწვრილებით...
ბინა არის გადაკეთებული საკუთარი სახლის
სასწრაფოდ! იყიდება ბინა ახალ აშენებულ
იყიდება პერსპექტიულ ადგილას ვორონცოვზე -
სპორტის სასახლესთან ქირავდება დღიურად, ახალი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები