"პირველად შევხვდით ახალ წელს თემოსთან ერთად"
"პირველად შევხვდით ახალ წელს თემოსთან ერთად"
11-01-2016
დუშეთში, სადაც პრეზიდენტის ოჯახი სახლობს, დედაქალაქისგან განსხვავებით, ცხოვრების სულ სხვა რიტმია.

ტყის პირი, სუფთა ჰაერი და საოცარი პეიზაჟები ისეთ მისტიკურ გარემოს ქმნიან, რომ დაძაბულ და გადატვირთულ ყოველდღიურობასაც სულ სხვა პრიზმაში განიხილავ... როცა ეზოში შვლის ნუკრი დარბის, ირგვლივ კი ულამაზესი ყვავილებია, სხვაგვარად ვერც იქნება. დუშეთის პატარა სახლის "დიდი დიასახლისი" ინტერვიუზე დაგვთანხმდა.

- საუბარს 2015 წლის შეფასებით დავიწყებ, როგორი იყო გასული წელი თქვენი ოჯახისა და ქვეყნისთვის?
- ყურადღებას გავამახვილებ ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე - ჩვენი შვილის დაბადებაზე. წელს ჩემი ზრუნვის ძირითადი ობიექტი სწორედ ის იყო. ჯერ სულ პატარაა და გამუდმებით საჭიროებს ყურადღებასა და სითბოს.
ჩვენი ქვეყანა იმ კურსით ვითარდება, რომელიც ყველამ ერთად ავირჩიეთ. დასავლურ ღირებულებებს ვგულისხმობ. ვფიქრობ, წელს არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით.

- როგორ შეხვდით ახალ წელს?
- როგორც ყველა ოჯახში, ჩვენთანაც რამდენიმე ტრადიციული ქართული კერძი მოვამზადე. საღამოს ბუხარი დავანთეთ და პირველად შევხვდით ახალ წელს თემოსთან ერთად.

- როგორ მოერგეთ პირველი ლედის ჩარჩოებს? როცა შემოქმედი ადამიანი ხარ, ძნელია გარკვეული პროტოკოლით ცხოვრება...
- თავიდან ნამდვილად გამიჭირდა. თუმცა, ძალიან მალე დადებით მხარესაც მივაგენი. აღმოვაჩინე, რომ ამ სტატუსით გაცილებით ადვილია კეთილი საქმეების კეთება და სასიკეთო ცვლილებების ხელშეწყობა.

- როგორია თქვენი ერთი დღე?

- ყოველი დღე სხვადასხვანაირია. ერთადერთი რამ უცვლელია - დილა თემოზე ზრუნვით იწყება.

- ე.წ. ოჯახური საკითხების გადაჭრის დროს, რამდენად ხშირად იღებთ გადაწყვეტილებებს პრეზიდენტთან ერთად, თუ ამ საქმეს მთლიანად თავად ართმევთ თავს?
- თითქმის ყველა საკითხს ერთად განვიხილავთ. ეს პროცესი ყოველთვის ძალიან საინტერესოა და ჩვენი შეხედულებები თითქმის ყოველთვის ემთხვევა. რა თქმა უნდა, არის ისეთი საკითხებიც, სადაც გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებ.

- რას აკეთებთ თავისუფალ დროს, რა არის თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება?
- ჩვენი სახლი ტყის პირას დგას. ჩემთვის დასვენების ყველაზე კარგი
საშუალება ტყესა და ყანებში ფეხით სიარულია.

- გაგვანდეთ 2016 წლის თქვენი გეგმები, რა აქტივობებს შეიძლება ველოდოთ პირველი ლედისგან საზოგადოებრივ ასპარეზზე?
- ჩემი ინტერესები უცვლელი რჩება - მინდა ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვაზე ვიზრუნო. მხარი დავუჭირო ქალებს, გარემოსა და ცხოველთა დაცვას. ეს თემები ყოველთვის იყო ჩემი საზრუნავი. თუმცა, პირველი ლედის სტატუსმა საშუალება მომცა მეტი ინფორმაცია მიმეღო, დავკავშირებოდი ადამიანებს, რომლებსაც იგივე ინტერესები ამოძრავებთ, გამეზიარებინა მათი გამოცდილება. ვფიქრობ, მათთან ერთად უფრო მიზანმიმართულად შევძლებ მოქმედებას. რამდენიმე კონკრეტული პრობლემის ადვოკატირებაშიც ვგეგმავ ჩართვას...

ჩვენს სამშობლოზე ჩვენვე ვაგებთ პასუხს, ვფიქრობ, ყველა ერთად შევძლებთ,­ ავაშენოთ ძლიერი, საქმიანი, ლაღი ქვეყანა, სადაც ადამიანები ერთმანეთზე იზრუნებენ და ყველა თავის ღირსეულ ადგილს იპოვის.

იხილეთ: სახლი ტყის პირას და პირველი ლედის განსაკუთრებული ახალი წელი

დავით მაღლაფერიძე
gio.
17 იანვარი 2016 16:57
ჯანმრთელი ბავშვია?თუ მამას გავს?
Natia
17 იანვარი 2016 16:27
Zalian sakvarelia. Gmertma daglocot
სხვა სიახლეები
"დედაჩემს საავადმყოფოში მივაკითხეთ და ვუთხარი, -ეს ქალი უკვე ჩემი ცოლია და თუ თავის მოკვლას ისევ დააპირებ, აზრი არა აქვს-მეთქი"
დაწვრილებით...
"ერთ დღესაც გამო­ვუცხადე, - მინდა ჩემი ქმარი იყო-მეთქი. გაოცებულმა შემომხედა: ნუთუ ვერ ხვდები, რომ ქვრივობის რისკზე მიდიხარო?"
დაწვრილებით...
ჩემი ამბავი ასე იყო: გავთხოვდი პატარა ასაკში, მშობლების მოწადინებით. სოფელში ვცხოვრობდი.
დაწვრილებით...
ლიკა რამდენიმე წელია, უცხოეთში ცხოვრობს. ამბობს, სამშობლოში არასოდეს დავბრუნდებიო.
დაწვრილებით...
"ჩემს ქა­ლიშ­ვილ­ზე მინ­და გი­ამ­ბოთ. მან უც­ნა­უ­რი რამ ჩა­ი­დი­ნა წლე­ბის წინ და ჩვენც, ვი­ნა­ი­დან "თავ­ზე გად­აგ­ვი­ა­რა", ოჯა­ხი­დან მო­ვიკ­ვე­თეთ.
დაწვრილებით...
"ნიკა ცდილობდა თავიდან მოვეშორებინე, უხეშად მელაპარაკებოდა, არ უნდოდა, რომ მასთან დავრჩენილიყავი. მე კი სულ მასზე ვფიქრობდი. საავადმყოფოდან რომ გაწერეს, შინ მივადექი, ჯერ გაოცდა, მერე გაბრაზდა, - ჩემთვის არ უნდა დაიტანჯო, ინვალიდი ტვირთად ვერ დაგაწვებიო"
დაწვრილებით...
"ნაადრევად - 18 წლის ასაკში გავთხოვდი. ჩემი ქმარი 23 წლის იყო. ჯაბა უზომოდ მიყვარდა, მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომედგინა...
დაწვრილებით...
”უკვე სამი შვილის დედა ვარ, არადა, ბავშვის ლოდინში ისეთი ჯოჯოხეთური წლები გამოვიარეთ, რომ სუროგატი დედის დახმარებით ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა ნამდვილი შვება აღმოჩნდა”
დაწვრილებით...
ჩემმა მეუღლემ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. 30 წლის ვიყავი, როცა 3 წლით უფროსი ქალი შემიყვარდა. ეს იყო ნამდვილი, ძლიერი სიყვარული, რომლის მსგავსიც წინათ არასოდეს განმიცდია.
დაწვრილებით...
30 წლის გოგო 60 წლის კაცს ცოლად რომ მიჰყვება, ანგარების მეტი რა უნდა ამოძრავებდეს?"- კითხულობს ქალი, რომელსაც ქალიშვილის მეგობარმა 40 წლის ნალოლიავები ოჯახი დაუნგრია.

"ერთ დღესაც ვკითხე, რა დაგიშავეთ, ასე რატომ მოგვექეცი-მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა და დედისტოლა ქალს იცით, რა მითხრა? - შენ სიყვარულის რა გაგეგებაო"
დაწვრილებით...
სასწრაფოდ! იყიდება ბაგების სტუდქალაქში ორი
სასწრაფოდ! იყიდება ძალიან იაფად ჭავჭავაძის
სასწრაფოდ! იყიდება ძალიან იაფად ჭავჭავაძის
იყიდება კეთილმოწყობილი, კაპიტალური ორ სართულიანი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები