საკუთარ შვილსაც აურია ცხოვრება და ჩემიც ლამის დაღუპა
საკუთარ შვილსაც აურია ცხოვრება და ჩემიც ლამის დაღუპა
16-01-2016
"ჩემი შვილის შესახებ მინდა, მოგწეროთ. ის ახლა 27 წლისაა. მის ცხოვრებაში 2 საბედისწერო შეხვედრა მოხდა, რის გამოც, მისი ცხოვრება ტრაგიკულად განვითარდა.

23 წლის ასაკში ის გოგონა შეუყვარდა, რომელიც მეც ძალიან მომწონდა და მოუთმენლად ველოდი - ჩემს ოჯახში როდის შემოვიდოდა. მისი მშობლები კი, ჩემს შვილს მხოლოდ იმიტომ იწუნებდნენ, რომ მდიდარი არ იყო. ამის გამო, მე მათ საქმეში არ ვერეოდი. თუ მოიყვანდა, სიხარულით მივიღებდი, თუ არა და, ძალას არ დავატანდი. საბოლოოდ, ახალგაზრდებმა შეუღლება გადაწყვიტეს და გაიპარნენ. დათომ ძალიან დიდი ჩხუბი და დამცირება გადაიტანა. უმამოდ გაზრდილი ბიჭი ისე სცემეს, რომ ლამის მოკლეს, მაგრამ გოგომ განაცხადა, რომ უყვარდა და მხოლოდ ამის გამო დაინდეს.
თავიდან, მე და გვანცამ ურთიერთობა ძალიან კარგად ავაწყვეთ - დედას მეძახდა, მეც თან ვყვებოდი... იმის შემდეგ, რაც დედამისმა შვილზე გული მოიბრუნა, ჩვენთან სტუმრობას მოუხშირა და როცა გაიგო, გვანცა დედას მეძახდა, ისეთი თვალებით შეხედა, რომ ლამის ადგილზე გააქვავა. საღამოს, ტელეფონით მთელი 2 საათი ესაუბრა და იმ დღიდან, რძალს ჩემთვის დედა აღარ დაუძახია. დედამისის წყალობით, ჩვენ შორის შავმა კატამ არაერთხელ გაირბინა, მაგრამ ჩემს თავს აღარ ვჩიოდი, ვგრძნობდი, რომ ურთიერთობა ცოლ-ქმარს შორისაც დაიძაბა. ამას ძალიან განვიცდიდი, მაგრამ მათ საქმეში არ ვერეოდი. თუმცა, გვანცა რამდენჯერმე დავსვი, რაღაც-რაღაცები ავუხსენი, დედაშვილური დარიგებაც არ დავაკელი, მაგრამ მისი გადმობირება ვერაფრით შევძელი, რადგან დედა მისთვის ძვირფას ტანისამოსს ყიდულობდა, სწავლის ფულს უხდიდა და ყველა კაპრიზს უსრულებდა. თუ გვანცა მას არ დაუჯერებდა, ამ ყველაფერს უნდა დამშვიდობებოდა. ბუნებრივია, გოგონა თავისი გამოუცდელობის გამო დედის დარიგებებს ითვალისწინებდა. ერთ საღამოს, ცოლ-ქმრის ოთახიდან ხმამაღალი ლაპარაკი შემომესმა. ჩემს ოთახში შევედი, რადგან თავს ძლივს ვიკავებდი, რომ მათთან არ შევსულიყავი. ცოტა ხნის შემდეგ, შემოსასვლელი კარის ხმა გავიგონე - გაბრაზებული დათო
შინიდან
You must have Flash Player installed in order to see this player.
გაიქცა, გარაჟიდან მანქანა გამოიყვანა და სადღაც წავიდა. მისთვის ხელის შეშლა ვერ მოვასწარი. იმ ღამით, ის ავარიაში მოყვა და მძიმედ დაშავდა. საავადმყოფოდან დაგვირეკეს და ეს ამბავი შეგვატყობინეს. მე და გვანცა მაშინვე იქით გავიქეცით. გოგონა ტიროდა, თავს დამნაშავედ გრძნობდა, მე კი ვამშვიდებდი და ნუგეშს ვცემდი. დათო საოპერაციოში ჰყავდათ შეყვანილი. როგორც იქნა, ოპერაცია დამთავრდა. ექიმმა გვითხრა, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნეს, მაგრამ ფეხი - ვერა. ეს თავზარდამცემი ამბავი რომ გავიგეთ, გვანცას მშობლები უკვე იქ იყვნენ. დედამისმა თავისი შვილი იმავე საღამოს შინ წაიყვანა იმ მიზეზით, რომ დასვენება სჭირდებოდა. იმის შემდეგ, გვანცა ჩვენს სახლში მხოლოდ ერთხელ მოვიდა - თავისი ტანისამოსი ტირილ-ტირილით ჩაალაგა და წავიდა. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე, დათოსთვის ფეხის შენარჩუნება შეიძლებოდა, მაგრამ გამოუცდელი ექიმი შეხვდა და შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, მისი ამპუტაცია ამჯობინა. ასე დაიღუპა ჩემი შვილი. მისთვის უბედურების მომტანი ჯერ ცოლთან, მერე კი - ექიმთან შეხვედრა იყო.

ჩემმა ყოფილმა მძახალმა კი საკუთარ შვილსაც აურია ცხოვრება და ჩემიც ლამის დაღუპა.

წყარო
nata
17 ივნისი 2016 15:51
Madloba gmerts shvili vocxali gyavt. Axla sheqmnis ojaxs da aucileblad shexvdeba adamiani visac eyvareba da nednieri ojaxieqneba
i.m.
26 იანვარი 2016 01:53
სულმა მაინც წაგძლიათ და ექიმიც მიალანძღეთ , "გამოუცდელობისთვის". ეს ხრიკი ყოველი შემთხვევისთვის გაქვთ გადანახული?
სხვა სიახლეები
"ძაღლმა და ბავშვმა ერთმანეთისკენ გაიწიეს, ითამაშეს, ორივე ბედნიერი იყო, რამაც უფროსებიც გაგვამხიარულა"
დაწვრილებით...
PRIME
"ვიცოდი, რა დროს გამოდიოდა სკოლიდან და როგორც კი შესაძლებლობა მეძლეოდა, გავრბოდი, ვუთვალთვალებდი"
დაწვრილებით...
"დედა-შვილი ცრემლებს იწმენდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ. როგორც გაირკვა, გამზრდელმა დედამ გარდაცვალების წინ დაწერა წერილი, სადაც შვილობილს მისი ბიოლოგიური დედის შესახებ უამბო"
დაწვრილებით...
"ჩემი მამამთილი ოთახიდან ოთახში დადის და ძაღლივით იღრინება"
დაწვრილებით...
ქალები ფუშფუშა ქვედაბოლოიან კაბებს ატარებდნენ და წელს კორსეტით გამოკვეთდნენ
დაწვრილებით...
"ექიმმა მითხრა, 10-11 წლამდე იცოცხლებსო. ჯერ სამისაა. მინდა, როცა წასვლის დრო დაუდგება, ერთმანეთის გვესმოდეს და სჯეროდეს, რომ დედას სულ ეყვარება..."
დაწვრილებით...
ორი წლის წინ ახლობლის შვილი დაქ­ორწინდა. ერთადერთ ვაჟს დიდებული ქორწილი გადაუხადეს.
დაწვრილებით...
დედას იმედი აქვს, რომ თავის გოგონას ისეთ მომავალს შეუქმნის, როგორზეც თვითონ ოცნებობდა
დაწვრილებით...
"ახლა მე უნდა მეღიარებინა ჩაუდენელი დანაშაული. ვიღაც ვიგინდარების ჭორებს იჯერებ და მე არაფერს მეკითხები-მეთქი? - ვუთხარი ჩემს ქმარს და ტირილი წამსკდა"
დაწვრილებით...
სასწრაფოდ! იყიდება მიწის ნაკვეთი, კომუნიკაციები
ქირავდება დღიურად ბინა საბურთალოს ცენტრში,სპორტის
აღმაშენებლის ხეივანზე, დიღომი-7 1520კვმ მიწის
ბინა არის ახალი აშენებული, თეთრი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები