"დე­და მა­ინც, ბო­ლომ­დე მი­სი ერ­თ­გუ­ლი დარ­ჩა"
"დე­და მა­ინც, ბო­ლომ­დე მი­სი ერ­თ­გუ­ლი დარ­ჩა"
14-02-2016
მი­ტო­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხის ტკი­ვი­ლი და ქა­ლი, რო­მელ­მაც შვილს ცო­ლის ღა­ლა­ტი არ აპა­ტია

"მე 56 წლის სერ­გი ჭი­რა­ქა­ძე ვარ. დე­დის გვა­რი მაქვს, რად­გან მა­მას ფაქ­ტობ­რი­ვად, არ ვიც­ნობ და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­სი გვა­რის ტა­რე­ბის სურ­ვი­ლიც გა­მიქ­რა. ჩემს მე­გობ­რებს ახ­სოვთ, რომ ოდეს­ღაც სხვა გვა­რი მქონ­და, მაგ­რამ ჩემ­თან მოგ­ვა­რე­ებ­ზე ლა­პა­რაკს ვერ ბე­და­ვენ. იცი­ან, რომ ჩე­მი ნამ­დ­ვი­ლი მოგ­ვა­რე­ე­ბი­ცა და სისხლ-ხორ­ციც მხო­ლოდ ჭი­რა­ქა­ძე­ე­ბი არი­ან. სულ ვოც­ნე­ბობ­დი, მა­მას არ დავ­მ­ს­გავ­სე­ბო­დი, მა­სა­ვით შვი­ლი არ და­მე­კარ­გა. მარ­თა­ლია, მე და ჩემს ცოლს შვი­ლი არ გვე­ყო­ლა, მაგ­რამ ვზრდით ბავშვს, რო­მელ­საც არას­დ­როს ვუ­ღა­ლა­ტებ. ის იამა­ყებს ჩე­მი გვა­რით, მა­მით და იმით, რომ იმ დროს გა­მოვ­ჩ­ნ­დი მის ცხოვ­რე­ბა­ში, რო­ცა ეს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბო­და".

- ბა­ტო­ნო სერ­გი, მა­მათ­ქ­ვენ­ზე რი­სი მო­ყო­ლა შე­გიძ­ლი­ათ? რამ­დე­ნი წლის იყა­ვით, რო­ცა მი­გა­ტო­ვათ?
- 2 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა სხვას­თან გა­იქ­ცა. მან არა მარ­ტო საყ­ვა­რე­ლი ქა­ლი, არა­მედ შვი­ლიც მი­ა­ტო­ვა ვი­ღაც უსინ­დი­სოს გა­მო, რო­მე­ლიც ჩვენს ოჯახ­ში გვე­ლი­ვით შე­მოძ­ვ­რა და რაც ბრჭყვი­ა­ლებ­და, იმის მით­ვი­სე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა. ის ქა­ლი დე­დას ნა­თე­სა­ვი იყო. სოფ­ლი­დან თბი­ლის­ში ჩა­მო­სულს, ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბულ­მა ოჯახ­მა ფარ­თოდ გა­უ­ღო კა­რი და მას­თან აცხოვ­რებ­და. რო­გორც დე­და ამ­ბობ­და, ახალ­გაზ­რ­და ქალ­მა მის ქმარს თავ­ბ­რუ და­ახ­ვია, გა­ა­გი­ჟა და კაცს ნე­ბის­ყო­ფამ უმ­ტყუ­ნა, დაჰ­კ­რა ფე­ხი და სახ­ლი­დან წა­ვი­და. დე­დას არას­დ­როს გა­უმ­ტყუ­ნე­ბია მა­მა, ყო­ველ­თ­ვის ქალს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და სა­კუ­თარ უბე­დუ­რე­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა, მარ­თა­ლიც იყო, მაგ­რამ მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ამით უბ­რა­ლოდ, თავს ინუ­გე­შებ­და: ქმარს ვუყ­ვარ­დი, მაგ­რამ იმან აც­დუ­ნაო. ასე იყო თუ ისე, ოჯა­ხის უფ­რო­სის გა­რე­შე დარ­ჩა ჩვე­ნი ოჯა­ხი. სახლს სა­ძირ­კ­ვე­ლი გა­მო­ე­ცა­ლა და წლე­ბი დას­ჭირ­და დე­დას, რომ გონს მო­სუ­ლი­ყო. თურ­მე, პირ­ველ ხა­ნებ­ში იმ­დე­ნად ცუ­დად იყო, რომ სოფ­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი ქმრის დე­და ედ­გა მხარ­ში. მა­მას არ ვცნობ, მაგ­რამ ვიდ­რე ცოცხა­ლი იყო, ბე­ბი­ას­თან ხში­რად ჩავ­დი­ო­დი სო­ფელ­ში. ის ჩემ მი­მართ სა­ო­ცარ სით­ბოს ამ­ჟ­ღავ­ნებ­და, ყვე­ლა­ფერ­ში ხელს მიწყობ­და და რა­საც მო­ვი­სურ­ვებ­დი, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, აუცი­ლებ­ლად ცდი­ლობ­და ჩე­მი ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნას. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო.

- მას­თან, სოფ­ლად ჩა­სუ­ლი, მა­მას არას­დ­როს შეხ­ვედ­რი­ხართ?

- არ შევ­ხ­ვედ­რი­ვარ, ვი­ნა­ი­დან ბე­ბი­ამ მას სო­ფელ­ში ჩას­ვ­ლა, მი­სი ნახ­ვა აუკ­რ­ძა­ლა. უთხ­რა: თუ შე­ნი შვი­ლი არ გინ­და, მეც არ გენ­დო­მე­ბი. ჰო­და, ჩემს და­საფ­ლა­ვებ­აზეც ნუ მოხ­ვალ, არა­ფერ­ში მჭირ­დე­ბიო. ვი­ნა­ი­დან მცი­რეწ­ლო­ვა­ნი ვი­ყა­ვი, მან დე­და­ჩე­მის სა­ხელ­ზე გა­ა­ფორ­მა სახ­ლი, - "იმ კაც­მა" და მის­მა უცხ­ვირ­პი­რო ცოლ­მა არ წა­არ­თ­ვან ქო­ნე­ბა ჩემს ან­გე­ლოზს. თქვენ უფ­რო გჭირ­დე­ბათ სახ­ლიც და ფუ­ლი­ცო. ეს ქა­ლი სიკ­ვ­დი­ლამ­დე ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი იყო და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გარ­დაც­ვ­ლი­ლიც ჩემს მფარ­ვე­ლო­ბას ცდი­ლობს. სხვა­თა შო­რის, ჩემს ქა­ლიშ­ვილს ახ­ლა მი­სი სა­ხე­ლი ჰქვია. მსი­ა­მოვ­ნებს, რო­ცა მა­ი­კოს ვე­ძა­ხი და ზოგ­ჯერ, უმი­ზე­ზო­დაც ხში­რად ვი­ძა­ხი მის სა­ხელს.

- ანუ მას მე­რე, რაც ოჯა­ხი მი­ა­ტო­ვა, მა­მა
არ გი­ნა­ხავთ? მას თქვენ­თან შეხ­ვედ­რა არ უც­დია?

- ამის მცდე­ლო­ბა წლე­ბის შემ­დეგ ჰქონ­და. რო­ცა გო­გო­ნა გა­უჩ­ნ­და, თურ­მე იფიქ­რა, - და-ძმას ერ­თ­მა­ნეთს გა­ვაც­ნობ. რა იცი, რა ხდე­ბა და ერ­თ­მა­ნე­თი არ შე­უყ­ვარ­დე­თო. ისევ იმ გო­გოს გა­მო მო­უნ­და ჩემ­თან შეხ­ვედ­რა, თო­რემ ჩე­მი სიყ­ვა­რუ­ლი კი არ აწუ­ხებ­და. ჰო­და, რო­გორც
მო­ვი­და, ისე გა­ვაბ­რუ­ნე უკან: მა­მა არას­დ­როს მყო­ლია და ვერც მო­მა­ვალ­ში მე­ყო­ლე­ბა-მეთ­ქი. მის­მა შვილ­მაც სცა­და ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბა, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე უარით გა­ვის­ტუმ­რე. სწო­რედ მა­თი ასე­თი შე­მო­ტე­ვის შე­მ­დეგ გა­დავ­წყ­ვი­ტე, გვა­რი შე­მეც­ვა­ლა და ბო­ლოს რომ ვე­ლა­პა­რა­კე ჩემს ასე ვთქვათ, ნა­ხე­ვარ­დას, ვუთხა­რი: ახ­ლა მა­ინც მო­ის­ვე­ნეთ, ჩვენ ერ­თი გვა­რიც კი აღარ გვაქვს-მეთ­ქი. იმ დღის შემ­დეგ არ შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ...

- დე­და აღარ გათხო­ვი­ლა?

- მთხოვ­ნე­ლე­ბი ჰყავ­და და მეც ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ჩემ გა­მო უკან არ უნ­და და­ე­ხია. ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ მა­საც ჰქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბის უფ­ლე­ბა! ყო­ფი­ლი ქმრის დე­დაც კი ეხ­ვე­წე­ბო­და, - ბედ­ნი­ე­რე­ბა სხვა­გან იპო­ვე. ვიდ­რე ცოცხა­ლი ვარ, შენს შვილ­ზე მე ვი­ზრუ­ნებ, თუ ეს იქ­ნე­ბა ხე­ლის შემ­შ­ლე­ლიო, მაგ­რამ არაფ­რით გათხოვ­და, ბო­ლომ­დე იმ კა­ცის ერ­თ­გუ­ლი დარ­ჩა, ვინც მის თავ­გან­წირ­ვას ნამ­დ­ვი­ლად არ იმ­სა­ხუ­რებ­და. ალ­ბათ, ელო­დე­ბო­და, თა­ვი­სე­ბუ­რად იმე­დი ჰქონ­და, რომ ოდეს­მე კა­ცი დაბ­რუნ­დე­ბო­და. ვერ გათ­ვა­ლა, რომ მის მი­სა­ღე­ბად მე არ ვიქ­ნე­ბო­დი მზად და ე.წ. მა­მა­ჩემს დე­დას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დ­გე­ნის სურ­ვი­ლიც რომ გა­მო­ეთ­ქ­ვა, ამ ამ­ბავს მე ჩავ­შ­ლი­დი.

- ასე რა­ტომ აგიც­რუვ­დათ გუ­ლი მა­მა­ზე? ვი­ცი ამ­ბე­ბი, რო­ცა მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, შვი­ლე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ, გაყ­რი­ლი მშობ­ლე­ბი შე­ა­რი­გონ...
- ალ­ბათ, მე ასე­თი კარ­გი ბავ­შ­ვე­ბის კა­ტე­გო­რი­ას არ მი­ვე­კუთ­ვ­ნე­ბო­დი. მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რო­ცა მან მიგ­ვა­ტო­ვა, მაგ­რამ დღემ­დე მახ­სოვს, რო­გორ გან­ვი­ცა­დე და მემ­წა­რა სიტყ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ნა­თე­სავ­მა მო­მა­ხა­ლა: რო­ცა ვი­კითხე, - მა­მა რო­დის დაბ­რუნ­დე­ბა-მეთ­ქი? დე­დის ნაც­ვ­ლად, მან მი­პა­სუ­ხა, - ის სა­სიკ­ვ­დი­ლე აღარ დაბ­რუნ­დე­ბა, მი­გა­ტო­ვათ, სხვის სიყ­ვა­რულ­ში გაგ­ც­ვა­ლა­თო... ამ სიტყ­ვე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ თით­ქოს, ერ­თ­ბა­შად გა­ვი­ზარ­დე, დავ­კაც­დი და უნე­ბუ­რად ისე­თი რა­ღა­ცე­ბის თქმა და­ვიწყე, რომ ყვე­ლას უკ­ვირ­და, - პა­ტა­რა ბავ­შ­ვი ასე უც­ნა­უ­რად რო­გორ აზ­როვ­ნებ­სო?.. სხვა­თა შო­რის, ერ­თი კა­ცი გიჟ­დე­ბო­და დე­და­ჩემ­ზე. ბა­ტონ ბო­ჩი­ა­ზე მეც მა­ბო­დებ­და. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო, მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი. ყო­ველ­დღე კან­ფე­ტით ხელ­ში მხვდე­ბო­და, მე­ფე­რე­ბო­და, მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და ათას­გ­ვარ სა­კითხ­ზე, ფეხ­ბურთს მე­თა­მა­შე­ბო­და (რო­ცა სა­ა­მი­სოდ დრო ჰქონ­და). ერ­თხე­ლაც, დე­და გა­მიბ­რაზ­და, - იმ კაცს თა­ვი და­ა­ნე­ბე, ნუ ეთა­მა­შე­ბიო. - რა­ტომ-მეთ­ქი? - გა­მიკ­ვირ­და. - კარ­გი კა­ცია, მაგ­რამ არ მინ­და, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა რომ გქონ­დე­სო. - მე კი ძა­ლი­ან მინ­და, რომ ის მა­მა­ჩე­მი იყოს-მეთ­ქი, - გა­უ­აზ­რებ­ლად ვუთხა­რი. დე­დას ტი­რი­ლი აუტყ­და, - რას მე­უბ­ნე­ბიო? გა­მიკ­ვირ­და. ვერ მივ­ხ­ვ­დი, რა­ტომ ეწყი­ნა ჩე­მი სიტყ­ვე­ბი. რო­ცა გა­ვი­ზარ­დე, მე­რე უფ­რო კარ­გად გა­ვი­აზ­რე, რომ იმ კაცს დე­და უყ­ვარ­და და მი­სი სიყ­ვა­რუ­ლით, მე მე­ფე­რე­ბო­და, მაგ­რამ დე­დამ ვერ გა­რის­კა ან ვინ იცის, იქ­ნებ ისევ მა­მა­ზე ოც­ნე­ბობ­და და ამი­ტო­მაც უთხ­რა უარი ბო­ჩი­ას, რო­მელ­საც მის გა­მო ცო­ლი არას­დ­როს შე­ურ­თავს. რო­ცა დე­და მოკ­ვ­და, მხო­ლოდ ამის მე­რე გა­ბე­და და დაკ­რ­ძალ­ვა­ზე მო­სულ­მა მითხ­რა: მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დე­და­შენს შევ­ნატ­რო­დი, მან კი შე­მო­ხედ­ვის ღირ­სიც არ გამ­ხა­და. ახ­ლა მა­ინც მო­მე­ცით უფ­ლე­ბა, რომ და­ვი­ტი­როო. მი­სი სიტყ­ვე­ბი იმ­დე­ნად გულ­წ­რ­ფე­ლი იყო, ვიგ­რ­ძე­ნი, მას დე­და ჩემ­ზე არა­ნაკ­ლე­ბად უყ­ვარ­და. ამი­ტომ, და­ვი­ფი­ცე, რომ სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე, ამ კაცს მა­მა­სა­ვით ვუ­პატ­რო­ნებ­დი და ასეა დღემ­დე, მას მა­მად მი­ვიჩ­ნევ და ყო­ველ­დღე ვე­რა, მაგ­რამ კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე ვნა­ხუ­ლობ.

- ნა­ხე­ვარ­და რა­ტომ არ მი­ი­ღეთ? მას ხომ არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია თქვენ­თ­ვის და არც არას­დ­როს მი­უ­ტო­ვე­ბი­ხართ.

გაგრძელება
ლალო
28 ივნისი 2016 16:20
მაინცდამაინც ღირსეული არც თვითონ ყოფილა, როგორ გავაბრუნე ჩემი ნახევარდაო? ,,მოისვენეთ, გვარიც კი არამაქვს თქვენიო.." სამაგიეროდ, ის რაც მამამისს ეკუთვნოდა, (ე. წ. სახლი) დედის რძესავით, დამსახურებულად შეირგო.
აბაა-ს
23 თებერვალი 2016 17:34
ტრადიცია-ქრისტიანობა საერთოდ რა შუაშია? ჩემთვის გასაგებია,უყვარდა ცოლი,მერე შეუყვარდა სხვა და წავიდა მასთან,ეს, რეალურ ცხოვრებაში, ხდება და არც პირველია,არც უკანასკნელი,არავინ არავის ართმევს სიყვარულის უფლებას,მაგრამ ის კი ნამდვილად შეეძლო, კაცურად,ადამიანურად,თავის დროზე დალაპარაკებოდა შვილს,აეხსნა და ბოდიში მოეხადა მისთვის,რომ ასე მოხდა,რომ პატარა ბიჭს გული არ სტკენოდა,მაგრამ ერთი ჩვეულებრივი არაკაცი გამოდგა,რომელსაც შვილი მაშინ მოაგონდა,როცა მისთვის ქალიშილის გაცნობა მოისურვა,ისიც იმიტომ,რომ მერე თავმოყვარეობა არ შელახვოდა, და-ძმის სავარაუდო ურთიერთშეყვარების გამო...რაც შეეხება ამ ისტორიის გმირს,კარგი ადამიანია და მხოლოდ ბედნიერებას ვუსურვებ თავის ცოლ-შვილთან ერთად...კიდევ ბებია ჰყოლია ფანტასტიური ქალი,რადგან ქართველი დედების უმრავლესობა ამ დროს შვილის მხარეს იჭერს და ამართლებს,ამ დიდებულმა ქალმა კი ის შეძლო,ერთეულებს რომ შეუძლიათ,დაილოცოს მისი ქალობა!
სხვა სიახლეები
"ნიკა ცდილობდა თავიდან მოვეშორებინე, უხეშად მელაპარაკებოდა, არ უნდოდა, რომ მასთან დავრჩენილიყავი. მე კი სულ მასზე ვფიქრობდი. საავადმყოფოდან რომ გაწერეს, შინ მივადექი, ჯერ გაოცდა, მერე გაბრაზდა, - ჩემთვის არ უნდა დაიტანჯო, ინვალიდი ტვირთად ვერ დაგაწვებიო"
დაწვრილებით...
PRIME
"ნაადრევად - 18 წლის ასაკში გავთხოვდი. ჩემი ქმარი 23 წლის იყო. ჯაბა უზომოდ მიყვარდა, მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომედგინა...
დაწვრილებით...
”უკვე სამი შვილის დედა ვარ, არადა, ბავშვის ლოდინში ისეთი ჯოჯოხეთური წლები გამოვიარეთ, რომ სუროგატი დედის დახმარებით ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა ნამდვილი შვება აღმოჩნდა”
დაწვრილებით...
ჩემმა მეუღლემ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. 30 წლის ვიყავი, როცა 3 წლით უფროსი ქალი შემიყვარდა. ეს იყო ნამდვილი, ძლიერი სიყვარული, რომლის მსგავსიც წინათ არასოდეს განმიცდია.
დაწვრილებით...
30 წლის გოგო 60 წლის კაცს ცოლად რომ მიჰყვება, ანგარების მეტი რა უნდა ამოძრავებდეს?"- კითხულობს ქალი, რომელსაც ქალიშვილის მეგობარმა 40 წლის ნალოლიავები ოჯახი დაუნგრია.

"ერთ დღესაც ვკითხე, რა დაგიშავეთ, ასე რატომ მოგვექეცი-მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა და დედისტოლა ქალს იცით, რა მითხრა? - შენ სიყვარულის რა გაგეგებაო"
დაწვრილებით...
მანქანა ტრიალ-ტრიალით დაეშვა ფერდობზე და მდინარეში ჩავარდა. შიგნით მსხდომებმა, როგორც ჩანს, გონება დაკარგეს. გოგონებმა იმარჯვეს, უკვე მორევში შეთრეული მანქანიდან დაზარალებულები ამოიყვანეს და სასწრაფოს მოსვლამდე პირველი დახმარებაც აღმოუჩინეს
დაწვრილებით...
"ზუსტად 30 წელი შეუსრულდა იმ წელიწადს, როცა ჩემი მიტოვება გადაწყვიტა"
დაწვრილებით...
"მომინდა, დეიდა ნინო ყოფილიყო ჩემი დედა, მკერდში ჩავეკარი და ავბღავლდი... დედისგან მიტოვებული მეგობრის დედამ გამზარდა"
დაწვრილებით...
ალ­ბათ ძნე­ლია, რო­ცა დე­დამ­თილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბას ვერ ახერ­ხებ, მაგ­რამ უფ­რო ძნე­ლია, რო­ცა ოჯა­ხის წევ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ გი­გებს. ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტი - 27 წლის ნა­ნა ამ­ბობს, რომ ოჯახ­ში, სა­დაც 2 წლის წინ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ ამო­ყო თა­ვი, არაფ­რის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ.
დაწვრილებით...
"კორპუსის რომელიღაც სართულზე გასაყიდი მარწყვი აუტანია ლელას. ბიჭების, უფრო კი არაკაცების ხროვა დახვედრია. საწყალი გოგო სახლში შეიტყუეს და გააუპატიურეს"
დაწვრილებით...
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
სასწრაფოდ იყიდება გურჯაანში ( ნაორთალში)
სასწრაფოდ! იყიდება ბინა ჩარგლის ქუჩაზე
იყიდება ხობის რაიონ სოფელ ყულევში
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები