"მშობლებმა ისეთ ადამიანთან დამტოვეს, რომელიც მძულს"
"მშობლებმა ისეთ ადამიანთან დამტოვეს, რომელიც მძულს"
25-02-2016
ადრე, როცა ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, ვოცნებობდი, ნეტავ ისეთი გარეგნობა მქონდეს, რომ ბიჭები ჩემზე გიჟდებოდნენ და ვინმემ მომიტაცოს-მეთქი. ჰოდა, ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც ეს ამიხდა, მაგრამ...

ისეთმა კაცმა მომიტაცა, რომელიც არც კი მესიმპათიურებოდა, თანაც ჩემზე იძალადა... უსიყვარულოდ, უცხო გარემოში ცხოვრება ჯოჯოხეთია,
მაგრამ საქმე ისაა, რომ ვერსად წავალ.

მშობლებმა ჩემს წაყვანაზე უარი განაცხადეს და ისეთ ადამიანთან დამტოვეს, რომელიც მძულს. გული მტკივა, დედამ რომ გამიმეტა. მე და ჩემი ქმარი ერთ სკოლაში ვსწავლობდით და ცხადია, შორიდან ვიცნობდი, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, მე თუ ვუყვარდი.
ვცდილობ, შევეგუო ჩემს მდგომარეობას და ქმარი შევიყვარო, მაგრამ არაფერი გამომდის.

მას ჩემს მოტაცებაში ჩემი მეგობარი გოგო დაეხმარა, რის გამოც სამუდამოდ დავკარგე. ამას წინათ იმ გოგოს გათხოვების ამბავი გავიგე. კარგ სიტუაციაში არ მოხვედრილა. ვერ ვიტყვი, გამიხარდა-მეთქი, მაგრამ სადღაც, გულის კუნჭულში "სამართალმა პური ჭამას" განცდა მქონდა. მაგრამ სხვისი ცუდი ამბებით ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება.

არ ვიცი, როგორ მოვიქცე, განათლების მიღებაც ვერ მოვახერხე, რომ დამოუკიდებლად შემეძლოს თავის რჩენა, არადა, მარტო საკუთარი თავი აღარ მაბარია, ამასობაში უკვე 2 შვილი გვეყოლა. მათ გამო, ვცდილობ, ყველაფერი ავიტანო...  ჩემ ქმარს და ახლობლებს, რომ ჰკითხო არაფერი მაკლია და უმადური ვარ, თუმცა ცხოვრება ჯოჯოხეთად მაქვს ქცეული...

ნინო.ბ.
nata
28 მარტი 2016 03:43
როცა არ გიყვარს ერთი შვილი გააჩინე გასაგებია,მაგრამ მეორეს რატომ აჩენ?შვილების გაჩენით ქმრისადმი სიყვარული არ გაძლიერდება..
სხვა სიახლეები
ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, მაგრამ... ლელა და ნიკა ერთმანეთს დაშორდნენ
დაწვრილებით...
PRIME
"ერთ დღესაც მამაჩემმა ტანსაცმელი ჩაალაგა და სახლიდან წავიდა"
დაწვრილებით...
16 წლის ყო­ფი­ლა, რო­ცა თვა­ლი და­ად­გეს: ქა­ლაქ­ში, ქორ­წილ­ში წა­უყ­ვა­ნი­ათ მშობ­ლებს და იქ მო­ე­წო­ნათ მო­მა­ვა­ლი ქმრის ნა­თე­სა­ვებს, ცო­ტა ხან­ში შინ მი­ად­გ­ნენ, თა­ნაც - გა­უფ­რ­თხი­ლებ­ლად. ამ დროს ბე­ბია ბლის ხე­ზე მჯდა­რა. სტუმ­რე­ბი რომ მი­ად­გ­ნენ კარს, თურ­მე, მათ ზე­ვი­დან დაჰ­ყ­ვი­რა, - ვინ ბრძან­დე­ბით და რამ შე­გა­წუ­ხა­თო? სა­დე­დამ­თი­ლოს ლა­მის უკან გა­უბ­რუ­ნე­ბია ხალ­ხი, - ეს ახ­ტა­ჯა­ნა გო­გო გინ­დათ ჩე­მი შვი­ლის­თ­ვის?
დაწვრილებით...
"ექიმი რეაბიტოლოგი ვარ. უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი - ჩემი ქმარი ჩემს პაციენტზე ეჭვიანობს", - ამბობს ლიკა.
დაწვრილებით...
"ცოლყოფილს ჩემი თანდასწრებით დაურეკა, ყვიროდა, იგინებოდა. ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება ვინ მოგცა, ქეთის არ გაეკაროო"
დაწვრილებით...
დილით ქმართან დალაპარაკება ვცადე, პირის გაღება ვერ მოვასწარი, რომ გიჟივით წამოხტა და მუშტი მომიქნია, მერე შეტრიალდა და გარეთ გავარდა
დაწვრილებით...
"ჩემმა შვილმა იმდენჯერ წამომაძახა, - შენ ეს ბოზი არჩიე ჩემს თავს, ამას დედა კი არა, მტერი არ უზამდა კაცსო. მივხვდი, გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი"
დაწვრილებით...
"მინდა, ოჯახი შევინარჩუნო და ვიღაც კუდიანი კახპის გამო არ დამენგრეს"
დაწვრილებით...
ახალგაზრდობაში კი არა და ბავშვობაში (16 წლის გოგო ბავშვია, აბა რა) მე და ერთ ლამაზ ბიჭს ერთმანეთი შეგვიყვარდა. მთელი 5 წელი ვგიჟდებოდით ერთმანეთზე, ვდნებოდით და ვკვდებოდით სიყვარულით, ერთ მშვენიერ დღეს კი ჩემმა დაქალმა (მისი მეზობელი იყო) დამირეკა და მითხრა, - შენმა შეყვარებულმა ცოლი მოიყვანაო.
დაწვრილებით...
მოქმედი, ინვენტარი, ავეჯი, სათავსო, ატეესი,
იყიდება აგარაკი სოფელ გორანაში, საგარეჯოს
ქირავდება საბურთალოზე 110 კვ.მ.
იდეალური ფართი საოფისეთ, ბინა მდებარეობს
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები