შვილმა ჩემთვის ვერაფერი გაიმეტა
შვილმა ჩემთვის ვერაფერი გაიმეტა
მე და ჩემს ქმარს 12 წლის ქალიშვილი ლეიკემიით გარდაგვეცვალა. ჩვენი ვაჟი მაშინ 8 წლის იყო. ქეთის სიკვდილმა თავზარი დაგვცა. ჩვენი ერთადერთი იმედი გიო იყო. მისთვის ვცოცხლობდით. ისეთ რძალზე ვოცნებობდი, რომ ჩემი ქეთი შეეცვალა... 24 წლის გიომ ცოლი შეირთო. რძალს ქეთინო ერქვა.

ნეტავ იცოდეთ, როგორ გამიხარდა, ასე მეგონა, მკვდარი შვილი გამიცოცხლდა.

რძალმა კი რამდენიმე თვეში გამოაჩინა ბრჭყალები. მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ერთად ვცხოვრობდით. დიდი, საკუთარი სახლი გვქონდა ვეძისში და თავიდანვე ვფიქრობდით,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რომ გიოსთან ერთად ვიცხოვრებდით. თურმე, სასახლეც რომ გქონდეს, მაინც არ უნდა მოინდომო რძალთან ცხოვრება. რძლისა და სიძის ოჯახში შემოსვლამდე უნდა გაუნაწილო შვილებს, თუ რამ ქონება გაგაჩნია.

აგარა
კი გვქონდა წყნეთში. გიოს სახელზე იყო აშენებული, ქეთისთვის ცალკე ვაპირებდით... მერე, ხშირად მიფიქრია, იქნებ, ღმერთმა იმიტომ დაგვსაჯა, რომ რაც გვებადა, ყველაფერს გიოს ვუმკვიდრებდით და მის სახელს ვარქმევდით, მაგრამ ქეთისთვისაც ხომ ვაპირებდით ყველაფრის მიცემას?! ამ ჩემმა რძალმა იმდენი ქნა, ერთ ოთახში შეგვყარა მე და ჩემი ქმარი, თვითონ კი სტუმრების მიღება-გასტუმრებაში იყო. სტუმრებს ვინ დაეძებს, რაიონიდან ვინც კი ჩამოვიდა მისი ნათესავი, ყველა ჩვენთან მოიყვანა.

ხმას არ ვიღებდი. შვილიშვილები რომ შეგვეძინა, ბავშვებს ჩვენთან ურთიერთობას უშლიდა. ამაზე გაჩუმება კი აღარ შემეძლო და მოხდა კიდეც უსიამოვნება. ჩემმა შვილმა ცოლს დაუკრა კვერი, - დედა შვილებს, როგორც უნდა, ისე გაზრდისო. ჩემი ქმარი
ძალიან ცუდად გახდა. ამას არ მოველოდით გიოსგან. გადავწყვიტეთ, წყნეთში გადავსულიყავით. მაინც არ მოისვენა რძალმა, - აგარაკზე, როცა მინდა, მაშინ უნდა ავიდე და ესენი იქ რატომ უნდა დამხვდნენო.

კინაღამ გადავირიე, ჩვენს ნაჯაფს რას ეპოტინები, შენი შრომით ააშენე და იმას დაეპატრონე-მეთქი. ამაზე ისტერიკა დაიმართა და ისევ გიო აგვიმხედრა. იძულებული გავხდით, წყნეთის სახლიც გაგვეყიდა, ნაწილით პატარა სამოსახლო ვუყიდეთ წყნეთშივე, მეორე ნაწილით კი მუხიანში ვიყიდეთ სამოთახიანი ბინა. ამით საბოლოოდ გაწყდა ჩვენ შორის ის ძაფი, რომელიც ათი წელი ავად თუ კარგად გვაკავშირებდა.

მეუღლე სამი წლის წინ გარდამეცვალა. ჩემთან უმცროსი და ცხოვრობს. შვილი ათასში ერთხელ მაკითხავს, შვილიშვილებიც იშვიათად შემომირბენენ. გადაწყვეტილი მაქვს, ბინა დისშვილს გადავუფორმო ან ანდერძით დავუტოვო, რომელიც არ მაკლებს სითბოს, სიყვარულს და ყურადღებას. მე ჩემს შვილს ყველაფერი მივეცი სიყვარულთან ერთად, მან კი ჩემთვის ვერაფერი გაიმეტა, მარტოობისთვის გამწირა, დისა და დისშვილის იმედად დამტოვა.
ნანი თ.
მკითხველის კომენტარი (71)
deda
04 აპრილი 2017 11:59
ბევრი საუბრის შემდეგ აქ დედაა დამნაშავე როგორ შეიძლება თავის ცოცოხალიშვილი ვინმეში გაცვალოს თუ მიატოვა აუცილებლად ბრალი მასაც მიუძღვის ,,,,,,,,,,,, შვილმკვდარმა დედამ ეს როგორ იკადრა მეჩეი შვილის სიკვდილმა ჩამიტანა და კუთხეში დაგდებულს თავშიც რომ მირტყან ხმას არ ამოვიღებ რაის პრეტენზიების თავი მაქვს , უბრალოდ აქ მისი გარდაცვლილი შვილის შედარებაა ამ რძალთან ეს სისადავეა ჩემო კარგო ანუ ფიქრი იმისა , გული ფიქრობს მას რომც არ უნდოდეს , მისი ადგილი ვერავინ შეავსო მის გულში ჩემ შვილის ადგილს არავის მივცემ , ის ცუდი თუა ჩემი ბრალია კიდევ უფრო დაგსჯის ღმერთი ეგ არ ჩაიდინო ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,ქალ ნატო,,,,,,,,,,,,,,,შვილის მაგივრად დისშვილმა მიტიროს ეს ნორმალურმა დედამ არ უნდა დაუშვას ცხოვრებითვის კი დისშვილები ყველაფერს იზამენ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,წარმოგდგენიათ მაინც როგორ მოჭრით თავს თვენს შვილს მის ადგილზე დადექით აბაა,,,,,,,
ნინო
04 აპრილი 2017 04:06
ძალიან მწარეა თქვენი და თქვენნაირი სიტუაციები ..... ხომ ბევრი გაგვიგონია და გვინახია, მაინც ვერ ვითვალისწინებთ ხშირად იმოტომ, რომ ყველას გვგონია ჩვენ ეს არ დაგვემართება, ჩვენი შვილი თუ სხვა უახლოესი პირი განსაკუთრებულია და ასეთ რამეს არ იკადრებს ...... რატომ ჩქარობთ მათს სახელზე გაფორმებას ყველაფრისას მითუფრო, რომ თვითონაც ჯერ ახალგაზრდები ხართ?! მოიცადეთ და ცხოვრება გიჩვენებს როგორ მოიქცეთ. ან ანდერძი დაიწეროს და ჯვარიწერია ყველას და გარდაცვალების მერეგაიგონ ვის რააა! აი მაშინ სხვანაირად მოიქცევიან! დიახაც რომ თქვენი შვილია აქ უმთავრესი დამნაშავე მეუღლეს რომ ამდენზე გაგრიალების უფლება მისცა და ეს აუცილებლად თავისი აზრითაც ასე იყო , ან როგორც პიროვნება და როგორც კაცი- ნოლიააააა!!!!!! როგორცგინდა არ იყოთ მართალითქვენ რძალთან , რაც საეჭვოა, ამის გაკეთების უფლება მაინც არ ქონდა და ბოლობოლო მას რომ ნამუსის და ადამიანობის ნატამალი ქონოდა, თვითონვე უნდა მოეთხოვა ცალკე კუთხე თავისთვის და თქვენც და მათაც გეცხოვრათ იმ კერძო ბინაში, ვერ დაეტეოდა?! არათუ წყნეთშიც არ გაეჩერებინეთ, მაგრამ გაუვიდა ერთხელ და ...... ტაკ ი პალოჟენაოოოო.....მშობლებმა კი ყოველთვის უნდა იფიქრონ ყველა შვილს თანაბრად მიაგონ შეძლებისდაგვარად, მითუმეტეს ბიჭი და გოგოს გარჩევა არ იყოს. სამწუხაროდ ჩვენთან ბიჭებს ეს ისე აქვთ გამჯდარი სისხლში მშობლებისგან, რომ...... ჩემმა ძვირფასმა ძმამ , რომელიც განუმეორებელი და ერთადერთი მეგონა ქვეყანაზე ( არა შეხედულებით ან განათლებით, რომლებიც თავპირსაყარი ქონდა) , არამედ დებისადმი სიყვარულით (????) , დემოკრატიულობით, კეთილგანწყობით...... ცოლის მოყვანის მერე ..... აღმოჩნდა რომ გოგოები არც უნდა გავჩენილიყავით თურმე, მითუფრო რომ არავინ არაფერში, აბსოლუტურად არაფერში არ შესცილებია, პირიქით, მთელი ცხოვრება ყველანი მისთვის ვზრუნავდით! აქაც იგივეა- ერთი- ორი რომ გაუვიდა რძალს ( ე. ი ძმასაც) , ტაკ ი პალიჟენაო და გააგრძელეეეესსს! არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი ალბათ..... ეცადეთ თავს მოერიოთ და როგორმე მოერგოთ წ უ თ ი ს ო ფ ე ლ ს, ისედაც ბევრსა ხართ გადანაყარი!
დონა
03 აპრილი 2017 21:14
და და დიშვილი სიყვარულით გპატრონობენ თუ ქონების ხათრით?დეიდაშვილები გინდა გადაკიდო ერთმანეთს?
ანნ
01 აპრილი 2017 18:50
არ გეწყონოთ ქალბატონო მაგრამ გეტყობათ შვილი ისე გაზარდეთ, რომ შრომას და ფულის ფასს ვეღარ ხვდება, შნ კიდე და კიდე ცდილობდი ყველა პრეტენზია შეგესრულებინა შვილისთვის, რძალი ვერაფერს გაბედავდა შენი შვილი სათანადო ადგილზე რომ მდგარიყო. არ უნდა გაგებენებივრებინა ისე როგორც აქ წერია.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
თვის კითხვადი სტატიები