ქმარმა, ვალის გასაქვითად, "ბარიგას" 3 თვით მიმაქირავა - კვირის პალიტრა

ქმარმა, ვალის გასაქვითად, "ბარიგას" 3 თვით მიმაქირავა

ძალზე ლამაზი ვიყავი და მშობლები სულ იმას ჩამჩიჩინებდნენ - სულელს არ გადაეყარო, ვიდრე ნაბიჯს გადადგამ, კარგად დაფიქრდიო, მაგრამ ჯაბა ისე შემიყვარდა, რომ დაფიქრების კი არა, აზროვნების უნარიც დავკარგე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი - ნარკომანი იყო, მაინც გავრისკე და გავიპარეთ. მოკლედ, 18 წლის ასაკში გავთხოვდი. ჩემი ქმარი 23 წლის იყო.

დედაჩემმა ლამის თავი მოიკლა, მაგრამ რაღას უშველიდა? თავიდან, თითქოს ცდილობდა, განკურნებულიყო, მაგრამ მერე ხელი ჩაიქნია...

როდესაც ცოლად გავყევი, პოლიციაში მუშაობდა. შემდეგ, იქიდან დაითხოვეს და უმუშევარი დარჩა. თავის შენახვა გვიჭირდა. ბავშვს არ ვაჩენდი, რადგან მეშინოდა, მახინჯი არ დაბადებულიყო. ფული რომ აღარ ჰქონდა, ხასიათი გაუფუჭდა და სულ ვჩხუბობდით. ეჭვიანობდა, რადგან თვეობით არ გვქონდა ფიზიკური ურთიერთობა და მეუბნებოდა: ასეთ ლამაზ ქალს ვინ გაგაჩერებს, სამსახურში რომ დადიხარ, იქ საყვარელი გეყოლება და თუ გინდა, რომ გაპატიო, ფული გამოართვი, ვალები მაქვს და "ბარიგა" წამალს აღარ მაძლევსო... მევალე ისე აწუხებდა, რომ უკვე იმალებოდა, მოსაკლავადაც დასდევდნენ.

ვთხოვე, იმ კაცის მისამართი მოეცა და მას მოველაპარაკებოდი, რომ თავი დაენებებინათ, ვალს კი ახალს აღარ დაამატებდა, ხოლო ძველს ნაწილ-ნაწილ გავისტუმრებდი. მისამართს არ მაძლევდა, მეუბნებოდა: იქ მისვლა არ გაბედოო, მაგრამ არ დავიშალე, მისამართი მისი მეგობრისგან გავიგე და მაინც მივედი. ის კაცი რა ეროვნების იყო, ვერ გავარკვიე. საშინელი გარეგნობა ჰქონდა. გაქონილი და ბინძური გახლდათ. ყურადღებით მომისმინა და მითხრა: შენს ქმარს უთხარი, ჩემთან მოვიდეს და პირობას ვაძლევ, არაფერს დავუშავებო. გახარებული დავბრუნდი და ჯაბას ახალი ამბავი ვახარე. ის ასეთი გაბრაზებული არასოდეს მინახავს - მისი ყვირილისგან ლამის ჭერი ჩამოიქცა. კარგა ხანს ბობოქრობდა, მერე კარი გაიხურა და წავიდა. უკან გვიან ღამით დაბრუნდა, საწოლიდან წამომაყენა, გარეთ ღამის პერანგით გამიყვანა და ეზოში მდგარ მანქანაში ძალით ჩამტენა. მანქანა ადგილს დიდი სისწრაფით მოსწყდა და მალე, იმ ეზოში შევიდა, სადაც დილით ვიყავი მისული.

გაირკვა, რომ ჩემმა ქმარმა ვალის გასაქვითად, "ბარიგას" 3 თვით მიმაქირავა. სამაგიეროდ, ნარკოტიკს ყოველდღე უფასოდ იღებდა. დაწვრილებით აღარ ვწერ - იქ ყოფნის დროს რა გადავიტანე. მთელი 2 თვე ერთ ოთახში ვიყავი გამოკეტილი და ის საზიზღარი კაცი ყოველდღე მაუპატიურებდა...

გაგრძელება