მოღალატე ქმარსა და მეჯვარეს პირ­და­პირ სა­წოლ­ში და­ვა­დე­ქი თავ­ზე - კვირის პალიტრა

მოღალატე ქმარსა და მეჯვარეს პირ­და­პირ სა­წოლ­ში და­ვა­დე­ქი თავ­ზე

26 წლის ვარ. ერთი შვილი მყავს - 3 წლის თამარი. ბანალურად დავიწყებ: სიყვარულით გავთხოვდი. მე და ჩემმა ქმარმა საავადმყოფოში გავიცანით ერთმანეთი. ორივეს დედა გვყავდა ავად და ერთ პალატაში იწვნენ.

რამდენჯერმე ერთდროულად მოგვიწია მისვლამ, უკან კი მას მოვყავდი ხოლმე თავისი მანქანით. ღამით ხშირად ვრჩებოდი დედასთან და მის დედასაც ვუვლიდი. მოკლედ, სადედამთილოსაც მოვეწონე და ლაშასაც გულში ჩავუვარდი. დედები საავადმყოფოდან რომ გამოვიდნენ, იმის შემდეგ უთიერთობა გავაგრძელეთ და რამდენიმე თვეში დავქორწინდით კიდეც. დიდი ქორწილი გადავიხადეთ, უამრავი სტუმარი გვყავდა. მეჯვარედ კი ჩემი დაქალი - ბავშვობის მეგობარი დავპატიჟე, რომელიც 6 წელი საზღვარგარეთ ცხოვრობდა. თავიდან მითხრა, ვერ მოვახერხებ ჩამოსვლას, რადგან შესაბამისი სახსრები არ მაქვსო, მაგრამ ისე მინდოდა, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი ყოფილიყო მეჯვარე, ჩემმა ქმარმა მითხრა, ჩამოვიდეს და მგზავრობის ხარჯებს მე ავუნაზღაურებო.

მაკას ძალიან გაუხარდა ჩემი წინადადება და მალე გვეწვია კიდეც - ქორწილამდე 2 კვირით ადრე დაგვადგა თავზე. როდესაც ჩემი ქმარი გაიცნო, აღფრთოვანებული დარჩა. ლამის მთელი თვე, სანამ უკან გაემგზავრებოდა, ჩვენთან ცხოვრობდა. თავიდან რეაქცია არ მქონია, მაგრამ მერე შევნიშნე, რომ ლაშას ხან ყურში ეჩურჩულებოდა, ხან ისეთ თემაზე წამოიწყებდა ლაპარაკს, რომ მის მაგივრად ვწითლდებოდი. ხანდახან კი მთელი ღამით აივანზე დაჯდებოდა, ჩემს ქმარს გვერდით მოისვამდა და დასაძინებლადაც კი არ უშვებდა. ამის გამო ვბრაზობდი, მაგრამ თავს ვიკავებდი და უკმაყოფილებას ხმამაღლა არ გამოვხატავდი. ქორწილმა ისე ჩაიარა, რომ თითქმის არც გამიღიმია, რადგან წინა ღამით ლაშამ და მაკამ აივანზე გაათენეს და იმდენი ლუდი დალიეს, 5 კაცს გაუჭირდებოდა მორევა. მე კი პროტესტის ნიშნად ოთახში ვიყავი შეკეტილი და ლაშას ვუმესიჯებდი, დროა, დაიძინო-მეთქი. ის კი პასუხსაც არ მიბრუნებდა.

მოკლედ, ასე უღიმღამოდ ჩაიარა ქორწილმა და კიდევ ორმა კვირამ და მაკა წავიდა. ამოვისუნთქე ცოტა, მაგრამ შემდეგ დავაფიქსირე, რომ სკაიპით ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს. ამას ჩემგან მალულად არ აკეთებდნენ, მაკას მეგობრული "ეჭირა" და ისე იქცეოდა, თითქოს ლაშას, როგორც მეგობრის ქმარს, ისე ეკონტაქტებოდა. მოვიდა შემდეგი ზაფხული. ამ დროისთვის 4 თვის ორსული ვიყავი და ჩემი დედამთილის დაჟინებული მოთხოვნით, მასთან ერთად დასასვენებლად წავედი. მაკამ შემატყობინა, საქართველოში ვაპირებ ჩამოსვლას და აუცილებლად გინახულებო. არ მესიამოვნა, მაგრამ რას ვიზამდი? ლაშამ ჩამოიყვანა აგარაკზე და რამდენიმე დღით თვითონაც დარჩა. უკანაც ერთად წავიდნენ.

გულმა არ მომითმინა, ტაქსი დავიქირავე და გავყევი. ბორჯომში ერთ-ერთ რესტორანში შევიდნენ და ისადილეს. იქიდან გამოსულებს რომ შევხედე, ლამის გული გამისკდა. ლაშას მაკასთვის წელზე ჰქონდა ხელი შემოხვეული და სიცილ-სიცილით მოდიოდნენ.

გაგრძელება