როგორ ქალებს უმართლებთ სიყვარულში
როგორ ქალებს უმართლებთ სიყვარულში
10-10-2016
როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, სიყვარულში უიღბლობის მიზეზი ადამიანშივეა საძებარი. მოდი, ვნახოთ, როგორ იქცევიან ქალები, რომლებზეც ხშირად გაიგონებთ, - როგორ გაუმართლა სიყვარულშიო!

ისინი წარსული რომანებიდან მიღებულ გაკვეთილებს იყენებენ


ხშირად ხელმოცარვის შემდეგ ადამიანს ეჩვენება, რომ ახალი ურთიერთობაც მარცხით დასრულდება და ეშინია ნეგატიური გამოცდილების გამეორებისა.

ამიტომ დატოვეთ წარსული წარსულში და თქვენს შეცდომებს ისე მოეკიდეთ, როგორც ღირებულ გამოცდილებას. თითოეული მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში რაღაცას გვასწავლის და ძალიან მნიშვნელოვანია, მადლიერებით მივიღოთ ეს გაკვეთილები. გააანალიზეთ, რა გასწავლათ წარსულმა, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ამ გამოცდილებას მომავალში. ახლა თქვენ სხვა, უფრო მაღალ საფეხურზე ხართ და ახალი ურთიერთობებიც უფრო სრულყოფილი და წარმატებული იქნება.

ბავშვობის სტერეოტიპები უნდა დაინგრეს


ქალი ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერში მშობლების მაგალითს მიჰყვება. მაგალითად, თუ დედა უბედური იყო სიყვარულში, სავარაუდოდ, ქალიშვილს თავს მოახვევდა საკუთარ შეხედულებებს მამაკაცებზე და ქალიშვილსაც პრობლემები ექნება პირად ცხოვრებაში.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ადამიანმა დამოუკიდებლად უნდა იაზროვნოს. თუ შეატყვეთ, რომ თქვენი ცხოვრება თქვენი მშობლებისას ჰგავს, რომ იმეორებთ ხელმოცარვას, შეჩერდით და დაფიქრდით, რატომ ხდება ასე. დიდი ალბათობით, აუცილებლად შეცვალეთ დამოკიდებულება მამაკაცებისადმი, თავი დააღწიეთ თავსმოხვეულ სტერეოტიპებს და საკუთარი ურთიერთობები დაამყარეთ.

ისინი არ იმაღლებენ თვითშეფასებას პარტნიორის ხარჯზე


თვითშეფასების პრობლემა ცნობილია დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის. ზოგიერთი ქალის შეცდომა ისაა, რომ თვითშეფასების ამაღლებას პარტნიორის ხარჯზე ცდილობს. ამისათვის ორ გზას მიმართავენ და ორივე ცუდია: 1. პარტნიორს კვარცხლბეკზე აიყვანენ, მასზე დამოკიდებული ხდებიან და ცდილობენ, როგორმე ასიამოვნონ; 2. პარტნიორის თვითშეფასების დაქვეითების ხარჯზე საკუთარ თვითშეფასებას იმაღლებენ.

არადა, არ არის საჭირო თვითშეფასების მიბმა პარტნიორზე, მის რეაქციაზე ქალის ნებისმიერ საქციელზე. უმჯობესია, საკუთარ თავს მიხედოთ, იაროთ ფიტნესზე ან ცეკვებზე, ხშირად შეხვდეთ მეგობრებს, დაინტერესდეთ რაიმე სასიამოვნო საქმით. თავადაც ვერ შენიშნავთ, როგორ გამოგიკეთდებათ გუნება და თავდაჯერებულობაც ათმაგად მოგემატებათ.

მათ უყვართ მამაკაცი ისეთი, როგორიც ის არის


თუ საკუთარი
You must have Flash Player installed in order to see this player.
თავი უკვე მიიღეთ ისეთი, როგორიც ხართ, დროა, პარტნიორიც მიიღოთ თავისი ნაკლოვანება-ღირსებებით. ნუ ეცდებით მის გადაკეთებას და სათქვენოდ მორგებას. შეეცადეთ, თვალი დახუჭოთ მის სუსტ მხარეებზე, აერიდეთ სიტუაციებს, სადაც თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, იყავით ტაქტიანი, მეტად გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რაშიც ძლიერია. აცალეთ, იცხოვროს ისე, როგორც სული სთხოვს, დაინტერესდით იმით, რაც მას აინტერესებს, მხარში ამოუდექით და გაიზიარეთ მისი გატაცებები.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
ძალიან მძიმეა ამდენი წლის შემდეგ უშენოდ გაზრდილი შვილების ნახვა.
დაწვრილებით...
PRIME
უკვე 8 წელია, რაც ცოლი მოვიყვანე. ვერ გეტყვით, ცოლისთვის არასოდეს მიღალატია-მეთქი, ყოველთვის დავძვრებოდი ქალებში, მაგრამ ამ ორი წლის წინ ერთი ქალი უზომოდ შემიყვარდა. მე თვითონ არ ვიცი, რა დამემართა...
დაწვრილებით...
რას ამბობს ავთანდილ ცქვიტინიძე კალაძის ახალ იმიჯზე
დაწვრილებით...
"მამლის ასიმეტრიული ქოჩორი ქალების ვარცხნილობაზეც უნდა აისახოს"
დაწვრილებით...
"პირველად ბავშვები ეკრანზე რომ დავინახე, ვერ ვიცანი. სიხარულისგან ვბღაოდი, მერე გული ტკივილმა მომიწურა - შვილები უცხოსავით მელაპარაკებოდნენ"
დაწვრილებით...
ქმარ­მა წლე­ბის წინ მი­ა­ტო­ვა. რო­გორც ამ­ბობს, მან ღირ­სე­უ­ლად გა­უძ­ლო ტკი­ვილს, ჭო­რებს, ბა­რი­ე­რე­ბიც გა­და­ლა­ხა და პრობ­ლე­მებს ვაჟ­კა­ცუ­რად გა­უმ­კ­ლავ­და.
დაწვრილებით...
"სახიფათო ავანტიურაზე წავედი, ქეთის სართულის აივნიდან გადავხტი ისე, რომ მას ჰგონებოდა, გადავვარდი. ასე მოვიტეხე ფეხი და აღმოვჩნდი საავადმყოფოში"
დაწვრილებით...
"ძაღლმა და ბავშვმა ერთმანეთისკენ გაიწიეს, ითამაშეს, ორივე ბედნიერი იყო, რამაც უფროსებიც გაგვამხიარულა"
დაწვრილებით...
"ვიცოდი, რა დროს გამოდიოდა სკოლიდან და როგორც კი შესაძლებლობა მეძლეოდა, გავრბოდი, ვუთვალთვალებდი"
დაწვრილებით...
"დედა-შვილი ცრემლებს იწმენდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ. როგორც გაირკვა, გამზრდელმა დედამ გარდაცვალების წინ დაწერა წერილი, სადაც შვილობილს მისი ბიოლოგიური დედის შესახებ უამბო"
დაწვრილებით...
სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
იყიდება ზემო ვერაზე 2-სართულიანი კაპიტალურად
ქირავდება დღიურად! 3-ოთახიანი, 140კვ.მ ბინა
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები