"10 წელი გავიდა, მაგრამ ახლაც არაფერს ვნანობ"
"10 წელი გავიდა, მაგრამ ახლაც არაფერს ვნანობ"
10-10-2016
"სიკვდილის წინ წერილი დამიტოვა, წერდა, რომ მე ტვირთი ვიყავი მისთვის, მაგრამ ჩემ გარეშე ვერ გაამწარებდა მის საძულველ ხალხს"

ჩემი მშობლები ჩემს ბავშვობაში დასცილდნენ ერთმანეთს. დედა, ბებია, დეიდები მეუბნებოდნენ, რომ მამაჩემის ოჯახს მე და დედა ვძულდით. სამწუხაროდ, სიმართლე ძალიან გვიან გავიგე," - ამბობს ლუკა, რომელიც მიიჩნევს, რომ სიძულვილის იარაღად გამოყენებული შვილია.

ლუკა:
- დედა სკოლის დამთავრებისთანავე გათხოვილა. მამაჩემთან ქორწინებამდე ჰქონია კავშირი. ჩანს, შანტაჟი მაშინვე ეხერხებოდა და იმანაც ცოლად შეირთო ბევრად უმცროსი უჭკუო გოგო. მამაჩემის ოჯახი უკმაყოფილო დარჩენილა, - ბიჭი ჯერ სწავლობს, რა დროს ცოლის შერთვა იყოო... დედამ ორი თვე შეძლო უხასიათობის დამალვა. თან გულში ჩაიდო მულის, ანუ მამიდაჩემის შენიშვნები და შურისძიება გადაწყვიტა. მოკლედ, ჯვრისწერამდე ჭკვიანად ყოფილა, მერე კი დედამისთან ერთად აუშლია აფრები და ახალშექმნილი ოჯახი დანგრევის პირას მიუყვანიათ. მამიდაჩემი ჩარეულა საქმეში - ოჯახი არ დაანგრიოთ, ერთმანეთის პატივისცემა ისწავლეთო... ამასობაში დედაჩემი დაფეხმძიმებულა. ბებიაჩემს ურჩევია, - ბავშვი გააჩინე. სანამ ორსულად დარჩებოდი, შენმა მულმა მანამ გთხოვა, ოჯახი არ დაგენგრიათ და რომ გაიგებს, ბავშვს ელოდები, თან გადაგყვებაო. მართლაც თავს დამტრიალებდა მამის ოჯახი და უცებ დედაჩემმა, სოფელში გაზრდილმა გოგომ, რომელსაც ქალაქელი ბიჭის ცოლობა იმიტომ უნდოდა, რომ სოფელში ცხოვრება არ სურდა, მამაჩემის მშობლებს მოსთხოვა, მე და ჩემს ქმარს ცალკე ბინა გვიყიდეთ, თქვენთან ცხოვრება არ მინდაო. ქმარმა გონს მოსვლა ურჩია ცოლს, ის კი ადგა და მშობლებთან გაიქცა. ეგონა, ქმრის ოჯახი ბავშვის სიშორეს ვერ შეეგუებოდა და ყველა სურვილს აუსრულებდა. არ გამოუვიდა ეს ფანდი.

თითქმის ერთი წელი მამაჩემს და მის ოჯახს არ ვუნახავვართ. შემდეგ მშობლები შერიგდნენ და ნაქირავებ ბინაში გავიდნენ. წლები ვიცხოვრეთ იქ. 10 წლის ვიყავი, როდესაც ისევ გასცილდნენ ერთმანეთს. მამასთან ცხოვრება მინდოდა, მაგრამ დედამ - უშენოდ თავს მოვიკლავო. გამოხდა ხანი.
You must have Flash Player installed in order to see this player.
დედას ფილტვების სიმსივნე აღმოაჩნდა. გამოაცხადა, ასე წამებას მირჩევნია, თავი მოვიკლაო. სკოლაშიც კი არ დავდიოდი, თუ ვიცოდი, რომ დედას ვინმე მეთვალყურე არ ჰყავდა. მაინც შეძლო. თავი ჩამოიხრჩო და დამიტოვა წერილი, სადაც წერდა, რომ მე ყოველთვის ტვირთი ვიყავი მისთვის, მაგრამ ჩემს გარეშე ვერ გაამწარებდა მის საძულველ ხალხს. არსად, არც ერთ სიტყვაში არ ჩანდა მოსიყვარულე, შვილზე მოფიქრალი დედა. კარგა ხანი ლაპარაკი არ მინდოდა. სასაფლაოზეც კი ვერ მივაცილე, თუმცა მამა მევედრა, ნუ იზამ ამას, გააცილე დედაშენი ბოლო გზაზე, თორემ გავა დრო და ინანებო. 10 წელი გავიდა, მაგრამ ახლაც არაფერს ვნანობ.

ერთი წუთითაც არ მინდა მამაჩემის და მისი ოჯახის გარეშე ყოფნა, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ტკივილები მომშუშებოდა. ერთადერთს ვერ მოუხერხეს ვერაფერი: გოგო რომ მომეწონება, მეშინია, ვაითუ, დედაჩემისნაირი აღმოჩნდეს და ისევე სცადოს ჩემი შვილის ან შვილების მომავლის დანგრევა, როგორც დედაჩემი ცდილობდა-მეთქი...

სოფო გამრეკელი
21 ნოემბერი 2016 23:11
სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ბევრი იქცევა ასე მაგრამ კარგი შვილი ხარ შავ და თEთრს რომ არჩევ
ani
12 ნოემბერი 2016 20:14
სად იკვნენ მამის ნატესავები სანა დედა კარგ ვასჰკაცად გაგზრდიდა,
სხვა სიახლეები
ძალიან მძიმეა ამდენი წლის შემდეგ უშენოდ გაზრდილი შვილების ნახვა.
დაწვრილებით...
PRIME
უკვე 8 წელია, რაც ცოლი მოვიყვანე. ვერ გეტყვით, ცოლისთვის არასოდეს მიღალატია-მეთქი, ყოველთვის დავძვრებოდი ქალებში, მაგრამ ამ ორი წლის წინ ერთი ქალი უზომოდ შემიყვარდა. მე თვითონ არ ვიცი, რა დამემართა...
დაწვრილებით...
რას ამბობს ავთანდილ ცქვიტინიძე კალაძის ახალ იმიჯზე
დაწვრილებით...
"მამლის ასიმეტრიული ქოჩორი ქალების ვარცხნილობაზეც უნდა აისახოს"
დაწვრილებით...
"პირველად ბავშვები ეკრანზე რომ დავინახე, ვერ ვიცანი. სიხარულისგან ვბღაოდი, მერე გული ტკივილმა მომიწურა - შვილები უცხოსავით მელაპარაკებოდნენ"
დაწვრილებით...
ქმარ­მა წლე­ბის წინ მი­ა­ტო­ვა. რო­გორც ამ­ბობს, მან ღირ­სე­უ­ლად გა­უძ­ლო ტკი­ვილს, ჭო­რებს, ბა­რი­ე­რე­ბიც გა­და­ლა­ხა და პრობ­ლე­მებს ვაჟ­კა­ცუ­რად გა­უმ­კ­ლავ­და.
დაწვრილებით...
"სახიფათო ავანტიურაზე წავედი, ქეთის სართულის აივნიდან გადავხტი ისე, რომ მას ჰგონებოდა, გადავვარდი. ასე მოვიტეხე ფეხი და აღმოვჩნდი საავადმყოფოში"
დაწვრილებით...
"ძაღლმა და ბავშვმა ერთმანეთისკენ გაიწიეს, ითამაშეს, ორივე ბედნიერი იყო, რამაც უფროსებიც გაგვამხიარულა"
დაწვრილებით...
"ვიცოდი, რა დროს გამოდიოდა სკოლიდან და როგორც კი შესაძლებლობა მეძლეოდა, გავრბოდი, ვუთვალთვალებდი"
დაწვრილებით...
"დედა-შვილი ცრემლებს იწმენდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ. როგორც გაირკვა, გამზრდელმა დედამ გარდაცვალების წინ დაწერა წერილი, სადაც შვილობილს მისი ბიოლოგიური დედის შესახებ უამბო"
დაწვრილებით...
იყიდება კერძო სახლი ბაგების ბოლოს,
ქირავდება 5-ოთახიანი 280კვ.მ ბინა ახალაშენებულ
იყიდება ზაარბრუკენის მოედანზე (ყოფილი ვორონცოვი)
ქირავდება დღიურად, ქართველი და უცხოელი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები