"როგორც კი აბორტზე მიდგა საქმე, ოჯახის წევრებს ხელიდან დავუსხლტი"
"როგორც კი აბორტზე მიდგა საქმე, ოჯახის წევრებს ხელიდან დავუსხლტი"
დედას იმედი აქვს, რომ თავის გოგონას ისეთ მომავალს შეუქმნის, როგორზეც თვითონ ოცნებობდა

ახალგაზრდა ქალი, თბილისში ხალხმრავალ ადგილზე თავისი ნახელავი ღვეზელებით ვაჭრობს. ნაქირავებ სახლში ცხოვრობს თავის ლამაზ გოგონასთან ერთად, რომელსაც თავს ევლება და იმედი აქვს, ისეთ მომავალს შეუქმნის, როგორზეც თვითონ ოცნებობდა. ამ ქალს მაკა დავარქვი. მისი ამბავი ძალიან სევდიანია.

მაკა:
- 18 წლის ვიყავი, როდესაც შეყვარებულისგან დავფეხმძიმდი. ოჯახს არ უნდოდა ამბის გახმაურება. Dდედა, მამიდა, ბებია - ყველა მასწავლიდა, როგორ მომეშალა მუცელი. დამიყოლიეს,
You must have Flash Player installed in order to see this player.
მაგრამ მუცელი არ მომეშალა. ბოლოს გადაწყვიტეს, თბილისში გამეკეთებინა აბორტი - რაიონში ჭორების გავრცელებისგან დაზღვეული ვიქნებითო. იმდენი ტანჯვის შემდეგ, რაც იმის გამო გავიარე, რომ როგორმე მუცელი მომშლოდა, ჩემი პატარა შემიყვარდა და როგორც კი აბორტზე მიდგა საქმე, გადავწყვიტე, როგორმე დავსხლტომოდი ხელიდან ოჯახის წევრებს. თბილისში, სადგურიდან გავეპარე დედას და მამიდას. მივედი ეკლესიაში და მღვდელს ვუთხარი, რაც მჭირდა. ოჯახში წამიყვანა, ის და მისი ცოლი თან გადამყვნენ, სანამ ერთ-ერთ მონასტერში ყველაფერი არ მომიგვარეს საიმისოდ, რომ ბავშვიც მშვიდობიანად გამეჩინა.

- მშობლები არ გეძებდნენ?

- მონაზვნებმა მოინახულეს და
უთხრეს, - მაკაზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთო. სანამ ჩემი გოგონა სასკოლო ასაკის გახდებოდა, მონასტერში ვცხოვრობდით. დედებმა ბევრი რამ მასწავლეს. გოგონა სასკოლო ასაკის რომ გახდა, ბინა ვიქირავე და ვცხოვრობთ მოკრძალებულად. სამწუხაროდ ამ ბინაში იმის საშუალება არ მაქვს, რომ გამოვაცხო და აქვე გავყიდო
კიდეც. ამიტომაც ვამზადებ ტკბილეულს და გამომაქვს გასაყიდად. ბევრს მოსწონს ჩემი ნახელავი, მუდმივი კლიენტებიც მყავს. ბავშვის მოვლა-პატრონობაში დღემდე დედები მეხმარებიან და ჩვენც უქმეებში ისევ მონასტერში მივდივართ. მონასტრის კარი ღიაა ჩვენნაირი ადამიანებისთვის. იქ მოგეფერებიან, გზაზე დაგაყენებენ, ხელს არავინ გკრავს, მოგამზადებენ ცხოვრებისთვის. ამიტომაც ყველას ვთხოვ, ნუ მოუკლავთ სამყაროს დაუბადებელ ლამაზ სიცოცხლეს.

- ბავშვის მამას არ უცდია დაკავშირება?

- არა და არც მინდა. ცუდად წაუვიდა საქმე. ცოლი მოიყვანა, შვილიც ჰყავს, მაგრამ იმათთვისაც არ უქნია ღმერთს. ჩემს შვილს რატომ უნდა დავუნგრიო ცხოვრება მისი სიახლოვით?

- ალბათ ბევრი ცდილობს შენი გულის მოგებას.

- ჩემს მდგომარეობაში მყოფი ქალისკენ დალაგებული არ გამოიხედავს. კაცის გარეშეც გავიტან ცხოვრებას, მით უფრო მაშინ, როდესაც ვიცი, რომ ჩემ უკან მონასტრის დედები დგანან, ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ლოცულობენ და ლუკმას გვინაწილებენ.

სოფო გამრეკელი
მკითხველის კომენტარი (6)
ნია
03 თებერვალი 2017 21:23
გაიხარე და იბედნიერე შენს შვილთან ერთად, ყოჩარი გოგო ხარ
მაი
07 ნოემბერი 2016 22:32
ყოჩაღ! უფლის გზას ვინც დაადგება ყველა გადარჩება,წესიერი ცხოვრება დაგიფასდებათ ჯობია ხელმოკლეთ და პატიოსნათ იცხოვროთ და უფლის წყალობა არ მოგაკლდებათ
მაიკო
07 ნოემბერი 2016 17:44
ღმერთმა გაგხაროს შენს შვილთან ერთად და სასხელო გაგიზარდოს
inga
02 ნოემბერი 2016 18:10
გმერთმა ჯანმრთელობა და ბედნიერება არ მოგაკლოთ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
22-05-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
22-05-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები