"როგორ ავუხსნა, რომ დედამ უარი თქვა მასზე?"
"როგორ ავუხსნა, რომ დედამ უარი თქვა მასზე?"
31-10-2016
ორი წლის წინ ახლობლის შვილი დაქ­ორწინდა. ერთადერთ ვაჟს დიდებული ქორწილი გადაუხადეს. მერე კიდევ ერთი კვირა იშლებოდა სუფრა სიძის ოჯახში. სიძე-პატარძალი კუნძულ ბალიზე გაუშვეს, მეორე კვირა ახალდაქორწინებულებმა პარ­იზში გაატარეს... ალბათ იფიქრებთ, რომ ასეთ ოჯახში­ შესულ პატარძალს ფეხი ფეხზე­ უნდა გადაედოო. ასეც იყო, არავინ არაფერს სთხოვდა, როგორც დედოფალს, მოსამსახურეები ეხვია თავს. მიუხედავად ამისა, ხუთი თვის ორსული მშობლებთან გაიქცა - ძალიან ახალგაზრდა ვარ, უნდა გავერთო, არც ის ვიცი, მინდა თუ არა მაგ ბიჭთან ცხოვრებაო. ბიჭის მშობ­ლებმა იუკადრისეს, - ამიერიდან აქ მაგის­ ფეხი არ ვნახოთო. გოგოს ოჯახი ჯერ შვილს დაუდგა მუხლებზე - გონზე მოდი, რას სჩადიო, მაგრამ ის გაჯიქდა - არც ცოლ­ობის თავი მაქვს და არც დედობის. ბავშვი უნდა მოვიშოროო. საწამლავი დალია.­ გადაარჩინეს. ნაყოფიც გადარჩა. გოგოს მშობლები ბიჭს ემუდარნენ, - გვესმის, რომ უპატიებლად იქცევა, მაგრამ შენი შვილის ხათრით იქნებ დაიყოლიო და იმდენი ხანი ითმინო, სანამ ბავშვს გააჩენს, მერე იქნებ შვილის დანახვამ მოულბოს გული და გონზე მოიყვანოსო. მართლაც, ბავშვის გამო დათანხმდა გაალქაჯებული პატარძლის მშობლებს და 7 თვის ორსული შინ მოაბრუნეს.

დაიბადა ულამაზესი გოგონა. ბედნიერმა მამამ ქვეყნიერება შეძრა, პატარა პრინცესა მოევლინა ქვეყანასო. დედამ არც დახედა ბავშვს, პედიატრი და ექთანი­ გამოყარა პალატიდან, ჩემმა დედამთილმა წაიყვანოს და გაზარდოს, ეს ბავშვი მათ უნდოდათო. დედამთილი, ლიკა, ახლახან ვნახე შვილიშვილთან ერთად და რძლის ამბები მოვიკითხე.

- იმ გოგოს არა აქვს ჯანსაღი ფსიქიკა.­ შვილიც კი არ აინტერესებს. მისი საბრალო მშობლები შვილიშვილის სანახავად მოდიან ხოლმე, მოიოხებენ გულს ბავშვის ალერსით და მიდიან. ისიც არ ვიცი, რით ვანუგეშო?

- სად არის ახლა ის გოგო?

- საბერძნეთში ვიღაც ნათესავთან გაიპარა და ბარში მუშაობს, სტრიპტიზსაც ცეკვავს. იქნებ ოდესმე მოვიდეს გონს, მაგრამ ჩვენს ოჯახში ფეხს ვერ შემოდგამს. შვილზეც
You must have Flash Player installed in order to see this player.
არანაირი უფლება არა აქვს. ბავშვი გვეცოდება. როცა გაიზრდება, როგორ ავუხსნა, რომ დედამ უარი თქვა მასზე?

- მამა ცოლის შერთვას დააპირებს ალბათ.

- ასე უნდა ქნას, აბა, რა?! თუმცა, ამბობს, მხოლოდ ის ქალი იცხოვრებს ჩემ გვერდით, ვინც ანანოს დედობრივ სიყვარულს აგრძნობინებსო.

სოფო გამრეკელი
ketino
08 ნოემბერი 2016 22:35
გმერტმა გაზარდოს პატარა და ბედნიერი კოპილიკვეს მის მამასტან ერტად არც კი უნდა გააკარონ გვერდსჰი ეგეტ დედას დედობაც უნდა ჰამოარტვა საბერდზნეტსჰი ზის დროს ატარებს და სჰვილი მიატოვა სიტკვა დედაც არ უნდა უცოდოტ მას გახრცნილი სულის კალია მეტი არაპერი უვარგისი არაპერი პსიკიკა ასჰლილი არ არის უბრალოდ დროს ტარება უნდოდა პუპუნებასჰი კოლა მოვალეობის ცინასჰე რომ დადგა როგორც მეუგლე და დედა გამოამზგავნა მისი ხასიატი ვინც არის მოაცილეტ ეგეტი რდზალი კი არა სჰვილიც არ მინდა რომ მკავდეს
lali
08 ნოემბერი 2016 22:08
ალბატ მდიდარი ოჯახიდან აარჩიეს სარძლო და მაგიტომ..ასე რომ ბედნიერება ფულიან საცოლეში არაა.მოეყვანა უბრალო ოჯახისშვილი და მშვენიერ ცოლობას გაუწევდაა
სხვა სიახლეები
ძალიან მძიმეა ამდენი წლის შემდეგ უშენოდ გაზრდილი შვილების ნახვა.
დაწვრილებით...
PRIME
უკვე 8 წელია, რაც ცოლი მოვიყვანე. ვერ გეტყვით, ცოლისთვის არასოდეს მიღალატია-მეთქი, ყოველთვის დავძვრებოდი ქალებში, მაგრამ ამ ორი წლის წინ ერთი ქალი უზომოდ შემიყვარდა. მე თვითონ არ ვიცი, რა დამემართა...
დაწვრილებით...
რას ამბობს ავთანდილ ცქვიტინიძე კალაძის ახალ იმიჯზე
დაწვრილებით...
"მამლის ასიმეტრიული ქოჩორი ქალების ვარცხნილობაზეც უნდა აისახოს"
დაწვრილებით...
"პირველად ბავშვები ეკრანზე რომ დავინახე, ვერ ვიცანი. სიხარულისგან ვბღაოდი, მერე გული ტკივილმა მომიწურა - შვილები უცხოსავით მელაპარაკებოდნენ"
დაწვრილებით...
ქმარ­მა წლე­ბის წინ მი­ა­ტო­ვა. რო­გორც ამ­ბობს, მან ღირ­სე­უ­ლად გა­უძ­ლო ტკი­ვილს, ჭო­რებს, ბა­რი­ე­რე­ბიც გა­და­ლა­ხა და პრობ­ლე­მებს ვაჟ­კა­ცუ­რად გა­უმ­კ­ლავ­და.
დაწვრილებით...
"სახიფათო ავანტიურაზე წავედი, ქეთის სართულის აივნიდან გადავხტი ისე, რომ მას ჰგონებოდა, გადავვარდი. ასე მოვიტეხე ფეხი და აღმოვჩნდი საავადმყოფოში"
დაწვრილებით...
"ძაღლმა და ბავშვმა ერთმანეთისკენ გაიწიეს, ითამაშეს, ორივე ბედნიერი იყო, რამაც უფროსებიც გაგვამხიარულა"
დაწვრილებით...
"ვიცოდი, რა დროს გამოდიოდა სკოლიდან და როგორც კი შესაძლებლობა მეძლეოდა, გავრბოდი, ვუთვალთვალებდი"
დაწვრილებით...
"დედა-შვილი ცრემლებს იწმენდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ. როგორც გაირკვა, გამზრდელმა დედამ გარდაცვალების წინ დაწერა წერილი, სადაც შვილობილს მისი ბიოლოგიური დედის შესახებ უამბო"
დაწვრილებით...
ტერიტორიაზე განთავსებულია: ადმინისტრაციული შენობა 650კვ.მ;
ბინა მდებარეობს იმედაშვილის ქუჩაზე, გაგარინის
ქირავდება მაღაზია ბიზნეს ცენტრ "პანორამა"-ში
აღმაშენებლის ხეივანზე დიღომი 7-ში, 2
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები