"ჩემს მამამთილს ცოლის მოყვანა უნდა და შინიდან გვყრის"
"ჩემს მამამთილს ცოლის მოყვანა უნდა და შინიდან გვყრის"
14-11-2016
"ჩემი მამამთილი ოთახიდან ოთახში დადის და ძაღლივით იღრინება"

რძალ-დედამთილიანზე არა ნაკლები ყოფილა რძალ-მამამთილიანი. ქეთის თქმით, მამამთილი სახლიდან გაგდებას მხოლოდ იმის გამო უპირებს, რომ თვითონ შეირთოს ცოლი.

ქეთი: -მე და ლევანი 12 წლის წინ დავქორწინდით. სამი შვილი გვყავს და ერთმანეთი ძალ­იან გვიყვარს. მყავდა ძალიან კარგი დედამთილი, რომელიც სამი წლის წინ გარდაიცვალა. მამამთილი მანამდე ერთხელ ვნახე, ჩვენს ქორწილზე. მას მერე სულ რუსეთში იყო. როგორც კი დაქვრივდა, საქართველოში დაბრუნდა და იმ დღიდან ოჯახში ყველაფერი­ თავდაყირა დადგა. პატარა ბინაში ვცხოვრ­ობთ­. დედამთილს და ბავშვებს ერთ ოთახში ეძინათ. უხეში კაცი კი ვერ იგუეს შვილიშვილებმა. ჩემმა მეუღლემ მამამისს სთხოვა, მისაღებ ოთახში დაეძინა. გაგიჟდა, - ეს როგორ გამიბედე, ბინა ჩემით რომ გაქვს, დაგავიწყდაო? საქმე იქამდე მივიდა, რომ ლევანმა უთხრა, - სახლი ჩემს სახელზეა და უფლებებიც მე მაქვს, თუ არ დაწყნარდები, ბინას გიქირავებო. მოკლედ, ბოლო წელიწად-ნახევარია, ჩვენს ოჯახში საღამომ მშვიდად თუ ჩაიარა, ბედნიერები ვართ. ჩემი მამამთილი კი ოთახიდან ოთახში დადის და ძაღლივით იღრინება.

- თქვენი ოჯახის დანგრევას როგორ და რატომ ცდილობს?
- თურმე იმისთვის, რომ სახ­ლი გათავისუფლდეს, მე და ბავ­შვები უნდა წავიდეთ. ლევანი­ სამსახურიდან რომ ბრუნდება, ისეთ სიტუაციას ქმნის, თითქოს მე მთელი დღე ვავიწროებდი­ და შვილს ეუბნება, -როგორ არ გეცოდები, რომ ამ გომბიოს ჩემზე ბატონობის უფლებას აძლევო.

- რამდენი წლის არის?
- 72-ის. ოღონდ ასაკზე ბევრად ახალგაზრდად გამოიყურება.­ ცოლის შერთვა განუზრახავს. შეურჩევია კიდეც ჩვენს მეზობლად ჯიხურში მოვაჭრე ქვრივი ქალი. იმას უთქვამს, სახლი არ გაქვს და სად წამოგყვეო? სასიძოდ შეღერებული ჩემი მამამთილი უფრო გამეცადინდა ჩვენი სახლიდან გაყრით და პროვოკაციას პროვოკაციაზე აწყობს ლევანის გასაგიჟებლად.

- შენს ქმარს და-ძმა არ ჰყავს?
- კი, უფროსები, დაოჯახებულები არიან. მულს ვთხოვე, იქნებ დაგვეხმარო და მამაშენი ცოტა ხნით გაგვარიდო-მეთქი.
You must have Flash Player installed in order to see this player.
სად წავ­იყვანო, მაგას ჩვენთან თითქმის მთელი ცხოვრება არ ჰქონია ურთ­იერთობაო. ჩემი მაზლის ცოლმა კი - მაგ ავყიას სიცოცხლეს არ გავამწარებინებო.
მოკლედ, შავ დღეში ვართ. ეს ბინაც იმხელა არ არის, რომ გავყიდოთ და ცალ-ცალკე ვიყიდოთ. არც ნაქირავებ ბინაში უნდა გადასვლა, ჩემი ქმარი ეხვეწება, ვისთან ერთადაც გინდა, იმასთან იცხოვრე ქირით, მე გადაგიხდიო. არ მიდის, გამოსავალიც ვერ მოვძებნეთ და უკვე მამამთილზე გამწარებული ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვუღრენთ. მეშინია, ამ სასტიკი და ბოროტი კაცის განზრახვა არ ასრულდეს და ერთმანეთს არ დავუპირისპირდეთ.

სოფო გამრეკელი
hmmm
07 იანვარი 2017 08:57
მოხუცი არც დედამტილი უნდატ და არც მამამტილი. ასეტ ოჯაახსს მეც ვიცნობ . გადასახადსს პენსიონერს ახდევინებენ და მას საავადმკოპოსჰიც არ მიჰყვებიან . დაბინდზურებული დადის კაცი სარეცხის საშვალებებს აყიდვინებენ მაგრამ ტანსაცმელს არ ურეცხავენ. გატბობის და სინატლის პულს ახდევინებენ მაგრამ გატბობას არ ურტავენ . მოკლედ კაცი ტავის სახლში რძლის ,შვილის და შვილიშვილების ხელში ზედმეტია. ამ მსაწყალ მოხუცს ძმა ჰყავს და უსაყვედურა ძმისშვილებს ტუ გული შეგტკივა წაიყვანე და შენს სახლში მოუარეო . აი ესაა შვილს მხოლოდ შენი ქონება უნდა რომ დაბერდები ზედმეტი ხარ .არ არიან შვილები ვალდებულნი მოხუცი შობლების მოვლის მაგრამ არც მშობლები არიან ვალდებულნი დარჩენილი ქონება მხოლოდ მატ მისცენ.
ქ-ნი მარინა
16 დეკემბერი 2016 12:10
ყველაფრის მიზეზი რომ ისევ მატერიალური მდგომარეობაა, ხომ ხვდები?
ჯობია მოიყვანოს ეგ ქვრივი ქალი, წინ ორი პარასკევი დარჩენია, თან მომვლელი მაინც ეყოლება და გადარჩები მაგის რეცხვა -ხეხვას.. (ისე, იმისთვისაც მზად იყავი, 3-4 წელში უკან დაგიბრუნდეს შარდის შეუკავებლობით ან სხვა რამე უარესით)
მთავარია, ეს ბინის ამბავი ისეთი იურიდიული კუთხით მოაგვაროთ, ყველანაირი ოფიციალური გაფორმებებებით, რომ მერე ახალი "სამანიშვილის დედინაცვალი" არ გამოგივიდეთ :)
მწარეა, მაგრამ სიმართლეა
სხვა სიახლეები
ძალიან მძიმეა ამდენი წლის შემდეგ უშენოდ გაზრდილი შვილების ნახვა.
დაწვრილებით...
PRIME
უკვე 8 წელია, რაც ცოლი მოვიყვანე. ვერ გეტყვით, ცოლისთვის არასოდეს მიღალატია-მეთქი, ყოველთვის დავძვრებოდი ქალებში, მაგრამ ამ ორი წლის წინ ერთი ქალი უზომოდ შემიყვარდა. მე თვითონ არ ვიცი, რა დამემართა...
დაწვრილებით...
რას ამბობს ავთანდილ ცქვიტინიძე კალაძის ახალ იმიჯზე
დაწვრილებით...
"მამლის ასიმეტრიული ქოჩორი ქალების ვარცხნილობაზეც უნდა აისახოს"
დაწვრილებით...
"პირველად ბავშვები ეკრანზე რომ დავინახე, ვერ ვიცანი. სიხარულისგან ვბღაოდი, მერე გული ტკივილმა მომიწურა - შვილები უცხოსავით მელაპარაკებოდნენ"
დაწვრილებით...
ქმარ­მა წლე­ბის წინ მი­ა­ტო­ვა. რო­გორც ამ­ბობს, მან ღირ­სე­უ­ლად გა­უძ­ლო ტკი­ვილს, ჭო­რებს, ბა­რი­ე­რე­ბიც გა­და­ლა­ხა და პრობ­ლე­მებს ვაჟ­კა­ცუ­რად გა­უმ­კ­ლავ­და.
დაწვრილებით...
"სახიფათო ავანტიურაზე წავედი, ქეთის სართულის აივნიდან გადავხტი ისე, რომ მას ჰგონებოდა, გადავვარდი. ასე მოვიტეხე ფეხი და აღმოვჩნდი საავადმყოფოში"
დაწვრილებით...
"ძაღლმა და ბავშვმა ერთმანეთისკენ გაიწიეს, ითამაშეს, ორივე ბედნიერი იყო, რამაც უფროსებიც გაგვამხიარულა"
დაწვრილებით...
"ვიცოდი, რა დროს გამოდიოდა სკოლიდან და როგორც კი შესაძლებლობა მეძლეოდა, გავრბოდი, ვუთვალთვალებდი"
დაწვრილებით...
"დედა-შვილი ცრემლებს იწმენდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ. როგორც გაირკვა, გამზრდელმა დედამ გარდაცვალების წინ დაწერა წერილი, სადაც შვილობილს მისი ბიოლოგიური დედის შესახებ უამბო"
დაწვრილებით...
აღმაშენებლის ხეივანზე დიღომი 7-ში, 2
იყიდება მიწის ორი ნაკვეთი დიღომი
ქირავდება დღიურად! 3-ოთახიანი, 140კვ.მ ბინა
ულტრა თანამედროვე რემონტი, იდეალური სისუფთავე,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები