"გალანტური საუკუნე" - როგორ ცდილობდნენ სიბერის შეჩერებას როკოკოს ეპოქაში
"გალანტური საუკუნე" - როგორ ცდილობდნენ სიბერის შეჩერებას როკოკოს ეპოქაში
XVIII საუკუნეს როკოკოს ეპოქას, "გალანტურ საუკუნეს" უწოდებენ. იმხანად დიდგვაროვნები თავს იწონებდნენ უსაქმურობითა და გართობით. არისტოკრატია არ აღიარებდა სიბერეს და სილამაზისა და ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად ნამდვილ სახეს პუდრისა და ფერუმარილის უხვი ფენების ქვეშ მალავდა. უსაქმურობა, ნებივრობა, სასიყვარულო თავგადასავლები - ასე უნდა გაეტარებინა დრო ნამდვილ არისტოკრატს.

უპირატესობა პარიკებს ენიჭებოდა. ქალბატონებს თავზე ხშირად ყვავილებიანი ლარნაკები, ხომალდები, ციხესიმაგრეებიც კი "ედგათ". ზოგჯერ ამგვარი "შედევრის" სიმაღლე 60 სმ-საც კი აღწევდა. ისტორიისთვის ცნობილია შემთხვევა, როცა სეფექალი ვარცხნილობით ჭაღის
You must have Flash Player installed in order to see this player.
სანთლებს წამოედო და ხანძარი გააჩინა საცეკვაო დარბაზში



რენესანსის ეპოქასთან შედარ­ე­ბით, სადაც კულტივირებული იყო ჯანსაღი და ძლიერი სხეული, როკოკოს ეპოქაში, პირიქით, ქალი ფერმკრთალი და სიფრიფანა, თან ძალიან ნორჩი უნდა ყოფილიყო. ამ ეფექტის მისაღწევად ქალბატონები უხვად იყენებდნენ პუდრს და სახეზე დასაკრავ ხალებს.

"გალანტური საუკუნის" ეტალ­ონად მიიჩნეოდა ვიწრო წელი, ნაზი მხრები და მრგვალი სახე. ქალები ფუშფუშა ქვედაბოლოიან კაბებს ატარებდნენ და წელს კორს­ეტით გამოკვეთდნენ. სამოსში­ პასტელის ტონები ჭარბობდა - ცისფერი, ზეთისხილისფერი, ვარდისფერი, ყვითელი. ეს ტენდენციაც ახალგაზრდობის შენარჩუნებას ემსახურებოდა.

იმ დროის პარიკმახერები კლი­ენტებს ვერ აუდიოდნენ. მოდური იყო
მაღალი ვარცხნილობა, უპირატესობა პარიკებს ენიჭებოდა. ქალბატონებს თავზე ხშირად ყვავილებიანი ლარნაკები, ხომალდები, ციხესიმაგრეებიც კი "ედგათ". ზოგჯერ ამგვარი "შედევრის" სიმა­ღლე 60 სმ-საც კი აღწევდა. ცნობილია შემთხვევა, როცა ერთი სეფექალი მეჯლისზე იმ სიმაღლე ვარცხნილობით მივიდა, რომ ჭაღის სანთლებს წამოედო და ხანძარი გააჩინა საცეკვაო დარბაზში.

შიგნით შეღუნული ქუსლიანი­ ფეხსაცმელი როკოკოს ეპოქის კიდევ ერთი თავისებურება იყო. ქალი დახვეწილი და ნაზი უნდა ყოფილიყო, არც ფეხი იყო გამონაკლისი - ტერფის ვიზუალურად დასაპატარავებლად ფეხსაცმელს შეღუნული ქუსლი ჰქონდა. ამ მოდელს "მტრედის ფეხი" ეწოდა.

როკოკოს ეპოქის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ მარკიზა დე პომპადური, მარი-ანტუანეტი, მარი-ტერეზა და სხვა დიდგვაროვანი ქალბატონები.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
თვის კითხვადი სტატიები