"ჩემ­მა შვი­ლებ­მა არ იცი­ან, რომ მათ მა­ლე დავ­ტო­ვებ"
"ჩემ­მა შვი­ლებ­მა არ იცი­ან, რომ მათ მა­ლე დავ­ტო­ვებ"
20-11-2016
ამ წე­რილ­მა ცხა­რე ცრემ­ლე­ბით ამა­ტი­რა. რამ­დე­ნი­მე დღე ვფიქ­რობ­დი, ღირ­და თუ არა მი­სი და­ბეჭ­დ­ვა, რად­გან ძა­ლი­ან მძი­მე წა­სა­კითხია. მი­სი ავ­ტო­რის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი ან მი­სა­მარ­თი რომ ვი­ცო­დე, სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დი და ვკითხავ­დი: რა­ტომ აკე­თებთ ამას? რა­ტომ უმა­ლავთ ოჯახს სი­მარ­თ­ლეს? იქ­ნებ შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი გა­დარ­ჩე­ნა?.. მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ქალ­ბა­ტო­ნის­თ­ვის კითხ­ვე­ბის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მეძ­ლე­ვა...

თუმ­ცა, არც წე­რი­ლის და­უ­ბეჭ­და­ო­ბა ივა­რგებს: ეს ხომ მი­სი, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ბო­ლო სათხო­ვა­რია.
წე­რი­ლის ავ­ტო­რი სიმ­სივ­ნით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ამ­ბობს, რომ აქამ­დე არას­დ­როს არა­ფე­რი სტკი­ო­და. და­ა­ვა­დე­ბამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად იჩი­ნა თა­ვი და დი­აგ­ნო­ზიც ძა­ლი­ან მძი­მეა. იცის, რომ მა­ლე უნ­და და­ტო­ვოს ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბა და ახ­ლა, ყვე­ლას­გან მა­ლუ­ლად, სიკ­ვ­დი­ლის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა...

წე­რი­ლის სტი­ლი და­ცუ­ლია:
"გა­მარ­ჯო­ბა. მე ავად ვარ. დი­დი ხა­ნია (უკ­ვე სა­მი თვე­ა) ვი­ცი, რაც მჭირს, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რებს ვუ­მა­ლავ. არ მინ­და, დარ­ჩე­ნი­ლი დღე­ე­ბი მათ ცრემ­ლი­ან თვა­ლებს ვუ­ყუ­რო. არა­და, უკ­ვე ძა­ლი­ან მი­ჭირს ტკი­ვი­ლე­ბის ატა­ნა. ეს წე­რი­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, ბო­ლო გზავ­ნი­ლი იქ­ნე­ბა ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თ­ვის. მხო­ლოდ ჩემ­მა უახ­ლო­ეს­მა მე­გო­ბარ­მა იცის, რაც მჭირს. მას ყვე­ლა­ფერს და­უ­ფა­რა­ვად ვუ­ზი­ა­რებ. მხო­ლოდ ისაა ჩე­მი ტკი­ვი­ლე­ბის ატა­ნის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე და გუ­ლი დარ­დით მაქვს სავ­სე, მა­საც რომ სტკი­ვა ჩემ გა­მო. ვცდი­ლობ, დარ­ჩე­ნი­ლი დღე­ე­ბი ისე ვიცხოვ­რო, რომ წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი გა­მო­ვას­წო­რო და იმ ადა­მი­ა­ნებს და­ვუ­ახ­ლოვ­დე, რომ­ლებ­მაც ად­რე მაწყე­ნი­ნეს ან მე ვაწყე­ნი­ნე. მინ­და, ვალ­მოხ­დი­ლი წა­ვი­დე და არა­ვინ თქვას, სიკ­ვ­დი­ლის ღირ­სი იყოო. სიკ­ვ­დილს მხო­ლოდ ის იმ­სა­ხუ­რებს, ვინც თა­ვად კლავს. მე კი არა­ვინ მო­მიკ­ლავს და არც ცუ­დი მი­სურ­ვე­ბია სხვის­თ­ვის...

ეს ავად­მ­ყო­ფო­ბა კი დი­დი გან­საც­დე­ლია, რო­მე­ლიც უფალ­მა ალ­ბათ, იმის­თ­ვის მო­მივ­ლი­ნა, რომ ცოდ­ვე­ბი გა­მო­მეს­ყი­და, სიკ­ვ­დი­ლამ­დე დავ­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი ჩემს წარ­სულ­ზე და ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რომ სა­ბო­ლო­ოდ, გან­წ­მენ­დი­ლი გა­დავ­სახ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი იმ­ქ­ვეყ­ნი­ურ სამ­ყო­ფელ­ში.
ძა­ლი­ან ვდარ­დობ, ჩე­მი სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ ოჯა­ხი რო­გორ გა­ნაგ­რ­ძობს ცხოვ­რე­ბას? რო­გორ აიტა­ნენ უჩე­მო­ბას? არ მინ­და, ძა­ლი­ან დარ­დი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ და შავ ძონ­ძებ­ში გა­მოწყო­ბი­ლებ­მა იარონ.
You must have Flash Player installed in order to see this player.
მინ­და, ისე­თი­ვე ხა­ლი­სი­ა­ნე­ბად დარ­ჩ­ნენ, რო­გო­რე­ბიც ახ­ლა არი­ან. ჩე­მი დღე­ე­ბი დათ­ვ­ლი­ლია, მაგ­რამ ამას არ ვნაღ­ვ­ლობ, კარ­გა ხანს ვიცხოვ­რე და ამ­ქ­ვეყ­ნად გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო სა­სი­ა­მოვ­ნოდ მახ­სე­ნებს თავს ყო­ველ წუ­თას. ამ ცხოვ­რე­ბა­ში და­ვიმ­სა­ხუ­რე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი. იშ­ვი­ა­თად, მოწ­მენ­დილ ცა­ზე ღრუბ­ლე­ბი რომ გა­მოჩ­ნ­დე­ბა, ისე - იყო წყე­ნაც სხვა­დას­ხ­ვა ადა­მი­ა­ნის მხრი­დან, მაგ­რამ ეგ არა­ფე­რი. მთა­ვა­რია, კაც­თ­მო­ძუ­ლე არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ და ვერც მაქ­ცია ასე­თად წუ­თი­სო­ფელ­მა. (გაგრძელება)
მარინას
30 ნოემბერი 2016 16:52
ქალბატონო მარინა არა მგონია თქვენ თქვენი თავის გარდა რამე გაწუხებდეთ ამ ქვეყნად .
მარინა
21 ნოემბერი 2016 12:07
მინდა ამ ქალბატონს ვუსურვო რაც შეიძლება სიციცხლისგახანგრძლივება, მაგრამ მინდა სტატიის ავტორ ვთხოვო რომ ასეთ სტატიების გამოქვეყნება რა აუცილებელია? რატომ გრუზავთ სხვებს ისედაც ცხოვრება რთულია, ვინ იცნობს ეხლა მ ქლაბატონს ცნბადია? ვის რაში აინტერესებს ან რა დრიგება მისცა ისეთი რაც სხვამ არ იცოდა და ამ დროს ძალიან დავიგრუზე, კარგით რა...
სხვა სიახლეები
ძალიან მძიმეა ამდენი წლის შემდეგ უშენოდ გაზრდილი შვილების ნახვა.
დაწვრილებით...
PRIME
უკვე 8 წელია, რაც ცოლი მოვიყვანე. ვერ გეტყვით, ცოლისთვის არასოდეს მიღალატია-მეთქი, ყოველთვის დავძვრებოდი ქალებში, მაგრამ ამ ორი წლის წინ ერთი ქალი უზომოდ შემიყვარდა. მე თვითონ არ ვიცი, რა დამემართა...
დაწვრილებით...
რას ამბობს ავთანდილ ცქვიტინიძე კალაძის ახალ იმიჯზე
დაწვრილებით...
"მამლის ასიმეტრიული ქოჩორი ქალების ვარცხნილობაზეც უნდა აისახოს"
დაწვრილებით...
"პირველად ბავშვები ეკრანზე რომ დავინახე, ვერ ვიცანი. სიხარულისგან ვბღაოდი, მერე გული ტკივილმა მომიწურა - შვილები უცხოსავით მელაპარაკებოდნენ"
დაწვრილებით...
ქმარ­მა წლე­ბის წინ მი­ა­ტო­ვა. რო­გორც ამ­ბობს, მან ღირ­სე­უ­ლად გა­უძ­ლო ტკი­ვილს, ჭო­რებს, ბა­რი­ე­რე­ბიც გა­და­ლა­ხა და პრობ­ლე­მებს ვაჟ­კა­ცუ­რად გა­უმ­კ­ლავ­და.
დაწვრილებით...
"სახიფათო ავანტიურაზე წავედი, ქეთის სართულის აივნიდან გადავხტი ისე, რომ მას ჰგონებოდა, გადავვარდი. ასე მოვიტეხე ფეხი და აღმოვჩნდი საავადმყოფოში"
დაწვრილებით...
"ძაღლმა და ბავშვმა ერთმანეთისკენ გაიწიეს, ითამაშეს, ორივე ბედნიერი იყო, რამაც უფროსებიც გაგვამხიარულა"
დაწვრილებით...
"ვიცოდი, რა დროს გამოდიოდა სკოლიდან და როგორც კი შესაძლებლობა მეძლეოდა, გავრბოდი, ვუთვალთვალებდი"
დაწვრილებით...
"დედა-შვილი ცრემლებს იწმენდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ. როგორც გაირკვა, გამზრდელმა დედამ გარდაცვალების წინ დაწერა წერილი, სადაც შვილობილს მისი ბიოლოგიური დედის შესახებ უამბო"
დაწვრილებით...
იყიდება ზაარბრუკენის მოედანზე (ყოფილი ვორონცოვი)
მთაწმინდის ხედით უმაღლესი ხარისხის კორპუსი
სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
ქირავდება დღიურად! 3-ოთახიანი, 140კვ.მ ბინა
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები