"მიყვარხარ ქეთი! მაშინაც ჩავიდენ სიგიჟეს, ქმარი რომ გეყოლება..."
"მიყვარხარ ქეთი! მაშინაც ჩავიდენ სიგიჟეს, ქმარი რომ გეყოლება..."
"სახიფათო ავანტიურაზე წავედი, ქეთის სართულის აივნიდან გადავხტი ისე, რომ მას ჰგონებოდა, გადავვარდი. ასე მოვიტეხე ფეხი და აღმოვჩნდი საავადმყოფოში"

- გოგო რომ გამეცნო, მისი ბინის თავზე ვიქირავე ბინა, წყალი ჩავუშვი, რათა სარემონტო გამხდარიყო. იმდენი სიგიჟე ჩავიდინე, კაცი ვერ დაიჯერებს," - ამბობს 27 წლის ნიკა და ამატებს, - შეყვარებული მამაკაცი ყველაზე თავზე ხელაღებულიაო.

ნიკა: - ქეთის ერთხელ შუაღამისას გადავეყარე ქუჩაში. ხელში­ ვიოლინო ეჭირა. მთვრალი ვიყავი.­ ზუსტად არც მახსოვს, მაშინ
You must have Flash Player installed in order to see this player.
რა მოხდა. ვიღაც ორმა ხულიგანმა რაღაც მკითხა ან მთხოვა, ალბათ უხეშად ვუპასუხე და შემდგნენ. იმ საშინელებიდან დამამახსოვრდა მხოლოდ ქალის განწირული კივილი,­ მერე შეშლილი­ სახე და ერთ-ერთი მოძალადის თავზე დაშვებული რაღაც საგანი.­ საავადმყოფოში მოვედი გონს. ერთი კვირა ვიშუშებდი იარებს და ვცდილ­ობდი, იმ ღამის კადრები აღმედგინა. მხოლოდ იმ გოგოს სახე მახსოვდა. ტვინის დიდი ჭყლეტის, იმ ტერიტორიაზე ხეტიალის და გაკითხვა-გამოკითხვის შედეგად დავადგინე, ვინც გადამარჩინა. ქეთი არის ძალიან მამაცი, მკაცრი. არ უყვარს მამაკაცებისგან ყურადღება და მხოლოდ მათ წყალობს, ვინც თვალში მოუვაო, - მითხრეს მისმა ნაცნობებმა. მაინც ვცადე დაახლოება, ვუთხარი, მე ის ვარ, შუაღამისას რომ გადაარჩინეთ-მეთქი. არც შეიმჩნია, - რაღაც გეშლებაო, საკმაოდ უხეშად მომიშორა. როგორც გავიგე, ქეთი მოხუც ბებიასთან ერთად ცხოვრობდა, მშობლები და ძმები ავტოკატასტროფაში დაღუპვოდა.

- მითხარი, მისი ბინის თავზე­ ბინა ვიქირავეო.

- სიგიჟე ჩავიფიქრე.
ბინაში გადასვლის მესამე დღეს წყალი საგანგებოდ ჩავუშვი.

- ასე ხომ ის ბინაც დაზიანდებოდა, სადაც ცხოვრობდი?

- ბინის პატრონს რომ ვუთხარი, წყალი დამრჩა მოშვებული და იატაკი აიყარა, მაგრამ ახალს დაგიგებ-მეთქი, სიხარულით დამუნჯდა­ - ძველისძველი, დამპალი პარკეტი ჰქონდა. მოკლედ, მთელი ღამე ვალბობდი ქეთის სახლს. დილით გამწარებული­ ამოვიდა. არც იცოდა, რომ ბინა გაქირავებული იყო. ვუთხარი, გაგირემონტებ-მეთქი.

- ვერ გიცნო?

- ვერა. რადგან ძალიან გამ­წარებული იყო, მაგრამ სახლში­ რომ მივაკითხე მუშებთან ერთად, მაშინღა დამაკვირდა. მეც ვისარგებლე, - უი, თქვენ ჩემი მხსნელი­ არ ხართ-მეთქი? რემო­ნტის დროსაც ვერ მოვახერხე მისი გულის მოლბობა და სახიფ­ათო ავანტიურაზე წავედი - მეორე­ სართულის, ანუ ქეთის სართულის­ აივ­ნიდან გადავხტი ისე, რომ მას ჰგონებოდა, გადავვარდი. თან ეს მას შემდეგ გავაკეთე, რაც ბებიამისმა­ დაიწუწუნა, - აივანზე წვიმა­ ასხამს და ყველაფერს ალბობს, თუნუქის პატარა სახურავი­ რომ დამამატებინა, დავისვენებო. მე გაგიკეთებ-მეთქი. გავაკეთე და მერე ვითომ გადავვარდი. მოვიტ­ეხე ფეხი და აღმოვჩნდი საავადმყოფოში. დადიოდა ქეთი, ბები­ის ნაცვლად ბოდიშებს მიხდიდა, აღარ იცოდა, რა ექნა, მაგრამ ფეხზე დავდექი თუ არა, ისევ გაცივდა. ორი კვირის წინ გავიგე, რომ ვიღაც მუსიკოსს მიჰყვება ცოლად. მე კი ისე მიყვარს, რომ ვიცი, დღეები მის გარეშე ჯოჯოხეთს დაემსგავსება. ვიცი, რომ ბებიამისი­ ამ გაზეთს კითხულობს - ამ რუბრიკაზე გიჟდება, რადგან რემონტის დროს მუშებს­ უკითხავდა ვიღაცების პირად ამბე­ბს. ამიტომაც გიამბეთ ყველაფერი­, რომ ბებიამისმა ნახოს და უთხრას, რას ვფიქრობ. მიყვარხარ, ქეთი და არ გამოვრიცხავ, რომ შენ გამო მაშინაც ჩავიდინო სიგიჟე, ქმარი რომ გეყოლება...

სოფო გამრეკელი
მკითხველის კომენტარი (5)
nata
11 იანვარი 2017 19:18
Broweulis oyna da abi glukoza ushvelis axla amas
,თათია
11 იანვარი 2017 14:15
სიყვარული ყველას უნდა"-ში მაყვალა რო ეუბნება ან თავს რად იტანჯავ ან მე ას მტანჯავ, ენა არა გაქვსო? ეგ გამახსენდა რატომღაც
niania
11 იანვარი 2017 05:52
მე-2 სართულიდან არა ,რა თქმა უნდა არ "მოეწონებოდი"ცოტა ზემოდან უნდა გადმომხტარიყავი შე უბედდდდურო ! :DDD
ანა
19 დეკემბერი 2016 11:44
რა სისულელეებს ბეჭდავთ! ეს "სიყვარულის გამო ჩადენილი სიგიჟე" კი არა, ქარველი ვაჟკაცის კომპლექსებია. იმის შნო არ აქვს რომ გოგოს თავი მოაწონოს, რაღაცით დააინტერესოს...
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები