"ჭო­რე­ბიც ამი­გო­რეს, იქ­ნე­ბა და, მაზ­ლ­თან აქვს ფა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, თო­რემ სხვა კაცს რა­ტომ უვ­ლი­სო"?
"ჭო­რე­ბიც ამი­გო­რეს,  იქ­ნე­ბა და, მაზ­ლ­თან აქვს ფა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, თო­რემ სხვა კაცს რა­ტომ უვ­ლი­სო"?
18-12-2016
ქმარ­მა წლე­ბის წინ მი­ა­ტო­ვა. რო­გორც ამ­ბობს, მან ღირ­სე­უ­ლად გა­უძ­ლო ტკი­ვილს, ჭო­რებს, ბა­რი­ე­რე­ბიც გა­და­ლა­ხა და პრობ­ლე­მებს ვაჟ­კა­ცუ­რად გა­უმ­კ­ლავ­და:
- ქმარ­მა წლე­ბის წინ მი­მა­ტო­ვა. დავ­რ­ჩი ორ ბავ­შ­ვ­თან ერ­თად. მათ გაზ­რ­და­ში ხე­ლის შემ­შ­ვე­ლებ­ლე­ბი კი მყავ­დ­ნენ, მაგ­რამ ხომ იცით, რო­ცა ქალს ქმა­რი უდ­გას მხარ­ში, რო­გო­რი უვარ­გი­სი კა­ციც უნ­და იყოს, მა­ინც გგო­ნია, რომ ძლი­ე­რი ხარ, მა­ინც სხვა­ნა­ი­რად ამა­ყი და­ა­ბი­ჯებ ამ ქვე­ყა­ნა­ზე... ფრთა­მო­ტე­ხი­ლი­ვით დავ­რ­ჩი ქმრის სახ­ლი­დან წას­ვ­ლის შემ­დეგ. თავს ვიტყუ­ებ­დი, რომ და­მიბ­რუნ­დე­ბო­და და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტე, მა­მამ­თი­ლის სახ­ლი­დან არ­სად წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მით უმე­ტეს, რომ ქა­ლის ხე­ლი სჭირ­დე­ბო­დათ. დე­დამ­თი­ლი ცოცხა­ლი არ იყო და ვუვ­ლი­დი მო­ხუცს, არც მაზლს ვტო­ვებ­დი უყუ­რადღე­ბოდ, რო­მელ­საც არც ცო­ლი ჰყავ­და და არც შვი­ლე­ბი. თა­ვი­დან ყვე­ლა მა­ქებ­და, მაგ­რამ გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე წე­ლი და და­იწყეს ჩურ­ჩუ­ლი: ეს გო­გო ან შტე­რია, ან წა­სას­ვ­ლე­ლი არ­სად აქვს. აბა, მაზლს და მა­მამ­თილს მო­სამ­სა­ხუ­რედ რა­ტომ უდ­გა­სო? არა­და, მშვე­ნივ­რად იცოდ­ნენ, რომ ძლი­ე­რი ოჯა­ხი­დან ვი­ყა­ვი და ჩე­მი წაყ­ვა­ნა მშობ­ლე­ბის­თ­ვის პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბო­და. უბ­რა­ლოდ, ენას ხომ ძვა­ლი არ აქვს და ჭო­რე­ბიც ამი­გო­რეს, - იქ­ნე­ბა და, მაზ­ლ­თან აქვს ფა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, თო­რემ სხვა კაცს რა­ტომ უვ­ლი­სო?

- ამ ჭო­რებ­მა თქვე­ნამ­დე რო­გორ მო­აღ­წია?
- მე­ზო­ბელ­მა გო­გომ მითხ­რა, შენ­ზე ძა­ლი­ან ვდარ­დობ და ვერ და­გი­მა­ლავ, რა­საც უბან­ში ამ­ბო­ბე­ნო. გავ­მ­წარ­დი. ბევ­რი ჩუ­მად ვი­ტი­რე, მაგ­რამ ბო­ლოს სი­მარ­თ­ლე ვერ დავ­მა­ლე და რო­ცა მა­მამ­თი­ლი ჩა­მა­ჯინ­და, - ქმრის გარ­და, კი­დევ რა სა­დარ­დე­ბე­ლი გაქვს? ხომ არა­ფე­რი გაწყე­ნი­ნე­თო? - ვერ და­ვუ­მა­ლე და ვუთხა­რი, რა­საც სა­მე­ზობ­ლო­ში ამ­ბობ­დ­ნენ. გა­და­ი­რია ეს ავად­მ­ყო­ფი კა­ცი და იმ ღა­მეს მი­სი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში წაყ­ვა­ნა მოგ­ვიხ­და, გუ­ლის შე­ტე­ვა და­ე­მარ­თა. მად­ლო­ბა უფალს, გა­დარ­ჩა და მე არ გავ­ხ­დი მი­სი სიკ­ვ­დი­ლის მი­ზე­ზი. შინ რომ მო­ვიყ­ვა­ნეთ, მარ­თა­ლია, სუს­ტად იყო, მაგ­რამ მე­ზობ­ლე­ბი მის სა­ნა­ხა­ვად რომ მო­დი­ოდ­ნენ, ყვე­ლას ელა­პა­რა­კე­ბო­და ჩემს სათ­ნო­ე­ბა­ზე: ვე­ცო­დე­ბი, ავად რომ ვარ. თან, შვი­ლის სახ­ლი­დან წას­ვ­ლის შემ­დეგ და­ვუ­ჩო­ქე, რომ არ მი­ვე­ტო­ვე­ბი­ნე და აჰა, ხომ ხე­დავთ, რო­გო­რი კე­თი­ლია, გვერ­დი­დან აღარ მშორ­დე­ბა. თუმ­ცა, ახ­ლა ვხვდე­ბი, ჩვენ გა­მო მსხვერ­პ­ლის გა­ღე­ბა არ ღირს. ჩემ­მა შვილ­მა ქა­ლის გა­მო მი­ა­ტო­ვა და ახ­ლა, ამა­ნაც უნ­და იფიქ­როს სხვა ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ბი­ნას ვუ­ყი­დი ქა­ლაქ­ში და გა­ვუშ­ვებ და­ლოც­ვილ­სო. არ ვი­ცი, მის­მა სიტყ­ვებ­მა ხალხს გუ­ლი მო­ულ­ბო თუ არა, მაგ­რამ ერ­თი რამ ფაქ­ტია, მო­ხუც­მა სიტყ­ვა შე­ას­რუ­ლა: ცო­ტა და­ნა­ზო­გი ჰქო­ნია, ცო­ტაც და­ა­მა­ტა - ძრო­ხა გა­ყი­და, ღო­რიც და ერ­თო­თა­ხი­ა­ნი, კოხ­ტა ბი­ნა მი­ყი­დეს რა­ი­ონ­ში. ჩემს მაზ­ლ­ზე აუგი არ მეთ­ქ­მის. ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და, სახ­ლი­დან რომ უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი და ერ­თხე­ლაც არ დას­ც­დე­ნია საყ­ვე­დუ­რი იმის გა­მო, რომ მა­მამ ძრო­ხა ან ღო­რი გა­ყი­და ჩვენ­თ­ვის... მითხ­რეს, - ვი­ცით, მშობ­ლე­ბიც გი­პატ­რო­ნე­ბენ, მაგ­რამ შვი­ლი­ა­ნი ქა­ლის­თ­ვის ძნე­ლია თუნ­დაც, დედ-მა­მას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა და ვი­ღა­ცის და­მად­ლე­ბუ­ლი ლუკ­მა. ჯო­ბია, მარ­ტო იყო და ყვე­ლა­ნი და­გეხ­მა­როთ, ვიდ­რე ჩვენ გვერ­დით იცხოვ­რო და უმა­დუ­რე­ბი ვი­ყოთ იმით, რა­საც აკე­თე­ბო. თუმ­ცა, ამ ოქ­რო ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის უმა­დუ­რო­ბა არას­დ­როს შე­მიტყ­ვია და არც არა­ს­დ­როს და­უ­მად­ლე­ბი­ათ რა­მე...

- სა­ო­ცა­რი მა­მამ­თი­ლი გყო­ლი­ათ,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ძა­ლი­ან გუ­ლის­ხ­მი­ე­რი და გა­ბე­დუ­ლიც.
- ასეა. მა­მა­ჩე­მი გიჟ­დე­ბო­და, - გათხო­ვი­ლი ქა­ლი ცალ­კე რა­ტომ უნ­და ცხოვ­რობ­დე­სო? მას ჩემ­ში ეჭ­ვი ეპა­რე­ბო­და, მა­მამ­თილ­მა კი ეს ნა­ბი­ჯი თა­მა­მად გა­და­მად­გ­მე­ვი­ნა. ის მე­გობ­რუ­ლა­დაც ამო­მიდ­გა მხარ­ში და მა­მაშ­ვი­ლუ­რა­დაც. თვე­ში ერ­თხელ, სოფ­ლის პრო­დუქ­ტებს გვიგ­ზავ­ნი­და. მეც არ ვი­ვიწყებ­დი ამ კე­თილ მო­ხუცს და ვიდ­რე ცოცხა­ლი იყო, შვი­ლებ­თან ერ­თად, კვი­რა­ში ერ­თხელ მა­ინც ჩავ­დი­ო­დი სო­ფელ­ში, სახლს ვუ­ლა­გებ­დი, თბილ საჭ­მელს ვუმ­ზა­დებ­დი. რო­ცა ლო­გი­ნად ჩა­ვარ­და, ჩემ­თან წა­ვიყ­ვა­ნე და ბი­ნა­ში ვუვ­ლი­დი. რო­გორც მე­რე თა­ნა­სოფ­ლელ­მა მე­გო­ბარ­მა მითხ­რა, სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ი­ჯე­რეს მე­ზობ­ლებ­მა ჩე­მი სათ­ნო­ე­ბა და ირ­წ­მუ­ნეს, რომ კე­თი­ლი გუ­ლი არ მიშ­ვებ­და ქმრის ოჯა­ხი­დან, თო­რემ საქ­მე გა­საქ­ცე­ვად ნამ­დ­ვი­ლად მქონ­და. მა­მამ­თი­ლი ჩე­მი სახ­ლი­დან გა­ვას­ვე­ნეთ და მად­ლი­ერ­მა მაზ­ლ­მაც, ხალ­ხის გა­სა­გო­ნად მა­ქო და მა­დი­და. მა­მის გას­ვე­ნე­ბა­მაც ვერ მი­იყ­ვა­ნა სა­კუ­თარ სახ­ლ­ში ჩე­მი ქმა­რი. არა­და, ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იყო და ჩვენ შე­სა­ხე­ბაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ყვე­ლა­ფე­რი იცო­და.

- შე­იძ­ლე­ბა გკითხოთ, თქვე­ნი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი რა იყო?
- კი, ბა­ტო­ნო, გეტყ­ვით: მი­ზე­ზი ქა­ლი აღ­მოჩ­ნ­და. მე და ელ­გუ­ჯამ ერ­თ­მა­ნე­თი ავ­ტო­ბუს­ში გა­ვი­ცა­ნით. (გაგრძელება)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
ძალიან მძიმეა ამდენი წლის შემდეგ უშენოდ გაზრდილი შვილების ნახვა.
დაწვრილებით...
უკვე 8 წელია, რაც ცოლი მოვიყვანე. ვერ გეტყვით, ცოლისთვის არასოდეს მიღალატია-მეთქი, ყოველთვის დავძვრებოდი ქალებში, მაგრამ ამ ორი წლის წინ ერთი ქალი უზომოდ შემიყვარდა. მე თვითონ არ ვიცი, რა დამემართა...
დაწვრილებით...
რას ამბობს ავთანდილ ცქვიტინიძე კალაძის ახალ იმიჯზე
დაწვრილებით...
"მამლის ასიმეტრიული ქოჩორი ქალების ვარცხნილობაზეც უნდა აისახოს"
დაწვრილებით...
"პირველად ბავშვები ეკრანზე რომ დავინახე, ვერ ვიცანი. სიხარულისგან ვბღაოდი, მერე გული ტკივილმა მომიწურა - შვილები უცხოსავით მელაპარაკებოდნენ"
დაწვრილებით...
"სახიფათო ავანტიურაზე წავედი, ქეთის სართულის აივნიდან გადავხტი ისე, რომ მას ჰგონებოდა, გადავვარდი. ასე მოვიტეხე ფეხი და აღმოვჩნდი საავადმყოფოში"
დაწვრილებით...
"ძაღლმა და ბავშვმა ერთმანეთისკენ გაიწიეს, ითამაშეს, ორივე ბედნიერი იყო, რამაც უფროსებიც გაგვამხიარულა"
დაწვრილებით...
"ვიცოდი, რა დროს გამოდიოდა სკოლიდან და როგორც კი შესაძლებლობა მეძლეოდა, გავრბოდი, ვუთვალთვალებდი"
დაწვრილებით...
"დედა-შვილი ცრემლებს იწმენდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ. როგორც გაირკვა, გამზრდელმა დედამ გარდაცვალების წინ დაწერა წერილი, სადაც შვილობილს მისი ბიოლოგიური დედის შესახებ უამბო"
დაწვრილებით...
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. დღიურად!
ქირავდება ახალი გარემონტებული კორპუსის ბინა,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები